Saturday, 25 September 2010

Friday, 24 September 2010

წიგნი

ხანდახან როგორ უნდა უდროო დროს მინდება რამის დაწერა, თუნდაც სისულელის, თუნდაც უაზრობის, დებილობის, მაგრამ მინდა რომ რაც თავში მაქვს გადმოვიტანო, მაგრამ ამას ყოველთვის როდი ვახერხებ. როცა დრო მაქვს მაშინ კიდევ იმ აზრის გადმოფრქვევას ისეთი ”მუღამი” აღარ აქვს.
წერას თავის ნიჭი უნდაო, ამბობენ. მართლაც ასეა.
მე ჩემს ნაწერს ნაჯღაბნს ვეძახი, დღიურივით მაქვს ეს ბლოგი, ხან რაზე ვწერ ხან რაზე, მაგრამ ეს ჩემს გულს ახარებს ხოლმე,პერიოდულად მაგრამ მაინც. ახლა ისეთი გულისყურით ვკითხულობ ხოლმე 3 წლის წინ დაწერილ ნაბოდვარს. ნაბოდვარი ახლა მგონია, აბა მაშინ გეკითხათ.
ასეა თუ ისეა, წერა კარგი საშუალებააა.
მე ყოველთვის მიყვარდა წიგნი.
ბავშვობიდანვე ასე გამზარდეს, წიგნი უნდა წაიკითხო თორემ გაუნათლებელი დარჩებიო, შერცხვებიო...
უნივერსიტეტში სწავლისას საერთოდაც საგნად მქონდა ლიტერატურა მთელი 4 წლის განმავლობაში და შესაბამისად ყოველდღე გამწარებულ კითხვაში ვიყავი. ბევრი ცუდიც წავიკითხე, ბევრი ნორმალური რამეც და ბევრი გადასარევი წიგნიც. კარგად მახსოვს ჩემი ლექტორი დოდო ღვალაძე მეუბნებოდა, რომ კარგიც უნდა ჰქონდეს ადამიანს წაკითხული და ცუდიცო, რომ შეადაროსო. ამიტომ არის, რომ მარტო წლის ბესტსელერები და ლიტერატურული შედევრები არ უნდა ვიკითხოთ. მერე უკეთ აფასებ იმ კარგს და ღირებულს.
წიგნი ძალიან ბევრ რამესთან ასოცირდება ჩემთვის.
თავში პირველად მომდის ”პეპი გრძელიწინდა”, ვინ მოსთვლის რამდენჯერ წაკითხული, ყოველ ჯერზე ახალ-ახალს რომ ვნახულობდი მასში.
მარკ ტვენი, ყველა ბავშვს აქტიურად რომ აკითხებენ.
დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა- უთვალავჯერ წაკითხული, გადაკითხული და გადმოკითხული, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
ტახზე ჯდომა საღამოობით, აბაჟურის ყვითელი შუქი, ცხელი ჩაი და ბალიშებზე აქეთ- იქით შემოლაგებული - ასე ვკითხულობდი ხოლმე.
მახსოვს ერთი ამოსუნთქვით წაკითხული წიგნებიც, გაჯანჯლებული წიგნებიც, ერთი სული რომ გაქვს სახლში რომ მოხვიდე და წაიკითხო წიგნებიც და ჩვეულებრივი წიგნებიც.
ყოფილა წიგნები, რომელთა წაკითხვაზე დიდი ხანი მიოცნებია, მერე წამიკითხავს და მითქვამს, რა ტყუილად დამიკარგავს დროთქო.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ მე მიყვარს წიგნი და ვთვლი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული.

ახლაც... ამის დაწერას რომ მოვრჩები, დავიდგამ ცხელ გემრიელ ჩაის, ისევ დავჯდები ტახტზე, ისევ დავილაგებ ბალიშებს გვერდით, ისევ ავანთებ ჩემს აბაჟურს, დავჯდები და გადავშლი წიგნს იმ იმედით, რომ ბევრ საინტერესო რამეს გავიგებ. ასეც იქნება, ყველაფრის დაწერას ხომ თავისი მიზეზი და მიზანი.

Wednesday, 15 September 2010

...

ჩემო ბლოგო,

ძალიან მიყვარხარ, მაგრამ წერის თავი აღარ მაქვს ეს დღეებია, სახლში თითქმის არ ვარ და როცა მოვდივარ ან რაღაცას ვაკეთებ ან ვთარგმნი, ან სხვა ათას რამეს.

მე დავბრუნდები იდეებით დატვირთული და დაძეძილი :)))

იმედია :)))

პატივისცემით და დიდი მოწიწებით,