არასდროს თქვათ არასდროს-ო ნათქვამია...
მაგრამ არასდროს არავინ თქვას, რომ რთულია მშობლიური ბინიდან წასვლა, არასდროს! და თუ ვინმე ასე ფიქრობს, უბრალოდ მე ასეთ ხალხთან ვერასროს მექნება საერთო.
ადამიანს თუ აქვს გულის ადგილას გული, თუ ტვინი ნორმალურად უფუნქციონირებს, ასეთ რამეს ყველა განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და ტექნიკა განვითარდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა რობოტი გახდა.
პირველ რიგში კი მე- ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა და განიცდიდა...
როდესაც აღებ ბებიის უჯრას, ნახულობ იქ მის საყვარელ წიგნს სულ რომ თავთან ედო და შიგნით აღმოაჩენ წერილებს, რომლებსაც მე მიგზავნიდა ბავშვობაში, ჩემს სურათებს, ჩემს მისალოც ბარათებს, ჩემი უსაყვარლესი პაპის ძველ პასპორტს, მის შრომებს, წერილებს, ჩანაწერებს, დღიურებს და ფურცლებზე ასახულ ჩემს ბავშვობას, როდესაც ნახულობ ყველაზე ძვირფასი ადამიანის- დედის ნაქონ საათს, ბლოკნოტს, საყვარელ ჯაკეტს, სადაც ჯერ კიდევ მისი სუნია და იგრძნობა - აი ამ ყველაფრის და კიდევ მრავალი რამის შემდეგ, ვაცხადებ, რომ ჩემზე ასეთი რაღაცეები მოქმედებს და ალბათ მთელი ღამე არ დამეძინება.
მეამაყებოდა, მეამაყება და ვიამაყებ, რომ მყავდა ასეთი კარგი მერი ბებო, თინა ბებო, ჩემი ვახტანგი პაპ, ვიკი ბაბუ და ჩემი უსაყვარლესი დედა!!!
ყველას უყვარს თავისი ბებია-ბაბუები და მშობლები, მაგრამ ეს ადამიანები მართლა განსაკუთრებულები იყვნენ და მათ გახსენებაზე სულ ცრემლი მექნება გულში 27, 37, 47, 57, 67, 77, 87 თუ რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო!
Showing posts with label ბავშვობა. Show all posts

Friday, 5 October 2012
Friday, 24 September 2010
წიგნი
ხანდახან როგორ უნდა უდროო დროს მინდება რამის დაწერა, თუნდაც სისულელის, თუნდაც უაზრობის, დებილობის, მაგრამ მინდა რომ რაც თავში მაქვს გადმოვიტანო, მაგრამ ამას ყოველთვის როდი ვახერხებ. როცა დრო მაქვს მაშინ კიდევ იმ აზრის გადმოფრქვევას ისეთი ”მუღამი” აღარ აქვს.
წერას თავის ნიჭი უნდაო, ამბობენ. მართლაც ასეა.
მე ჩემს ნაწერს ნაჯღაბნს ვეძახი, დღიურივით მაქვს ეს ბლოგი, ხან რაზე ვწერ ხან რაზე, მაგრამ ეს ჩემს გულს ახარებს ხოლმე,პერიოდულად მაგრამ მაინც. ახლა ისეთი გულისყურით ვკითხულობ ხოლმე 3 წლის წინ დაწერილ ნაბოდვარს. ნაბოდვარი ახლა მგონია, აბა მაშინ გეკითხათ.
ასეა თუ ისეა, წერა კარგი საშუალებააა.
მე ყოველთვის მიყვარდა წიგნი.
ბავშვობიდანვე ასე გამზარდეს, წიგნი უნდა წაიკითხო თორემ გაუნათლებელი დარჩებიო, შერცხვებიო...
უნივერსიტეტში სწავლისას საერთოდაც საგნად მქონდა ლიტერატურა მთელი 4 წლის განმავლობაში და შესაბამისად ყოველდღე გამწარებულ კითხვაში ვიყავი. ბევრი ცუდიც წავიკითხე, ბევრი ნორმალური რამეც და ბევრი გადასარევი წიგნიც. კარგად მახსოვს ჩემი ლექტორი დოდო ღვალაძე მეუბნებოდა, რომ კარგიც უნდა ჰქონდეს ადამიანს წაკითხული და ცუდიცო, რომ შეადაროსო. ამიტომ არის, რომ მარტო წლის ბესტსელერები და ლიტერატურული შედევრები არ უნდა ვიკითხოთ. მერე უკეთ აფასებ იმ კარგს და ღირებულს.
წიგნი ძალიან ბევრ რამესთან ასოცირდება ჩემთვის.
თავში პირველად მომდის ”პეპი გრძელიწინდა”, ვინ მოსთვლის რამდენჯერ წაკითხული, ყოველ ჯერზე ახალ-ახალს რომ ვნახულობდი მასში.
მარკ ტვენი, ყველა ბავშვს აქტიურად რომ აკითხებენ.
დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა- უთვალავჯერ წაკითხული, გადაკითხული და გადმოკითხული, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
ტახზე ჯდომა საღამოობით, აბაჟურის ყვითელი შუქი, ცხელი ჩაი და ბალიშებზე აქეთ- იქით შემოლაგებული - ასე ვკითხულობდი ხოლმე.
მახსოვს ერთი ამოსუნთქვით წაკითხული წიგნებიც, გაჯანჯლებული წიგნებიც, ერთი სული რომ გაქვს სახლში რომ მოხვიდე და წაიკითხო წიგნებიც და ჩვეულებრივი წიგნებიც.
ყოფილა წიგნები, რომელთა წაკითხვაზე დიდი ხანი მიოცნებია, მერე წამიკითხავს და მითქვამს, რა ტყუილად დამიკარგავს დროთქო.
ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ მე მიყვარს წიგნი და ვთვლი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული.
ახლაც... ამის დაწერას რომ მოვრჩები, დავიდგამ ცხელ გემრიელ ჩაის, ისევ დავჯდები ტახტზე, ისევ დავილაგებ ბალიშებს გვერდით, ისევ ავანთებ ჩემს აბაჟურს, დავჯდები და გადავშლი წიგნს იმ იმედით, რომ ბევრ საინტერესო რამეს გავიგებ. ასეც იქნება, ყველაფრის დაწერას ხომ თავისი მიზეზი და მიზანი.

Wednesday, 28 April 2010
...
თეას დაბადების დღე და თბილი საღამო :)
ვგულისხმობ ემოციებით სავსეს, თორემ ისე საშინელი წვიმა იყო.
ჩემი გოგოები როგორ მიყვარს :)
ძალიან, ძალიან!
Because they're part of my childhood...
P.S. ისევ წვიმაა აგერ უკვე მერამდენე დღეა და ბოლო არ უჩანს...

Friday, 5 February 2010
ეზო
ეზო.
ბევრი რამ შეიძლება გაგახსენდეს ეზოზე, ბევრი ასოციაცია შეიძლება გაჩნდეს თავში, მაგრამ უმეტესობისთვის ალბათ ეზო თამაშთან ასოცირდება. ჩემთვის ასეა. ეზო ჩემთვის იყო და ყოველთვის იქნება ბავშვობასთან დაკავშირებული.
ვეცდები დავხატო ჩემი ეზო როგორ იყო, პატარა რომ ვიყავი.
ეზო, სავსე ბავშვებით. ზოგი ფეხბურთს თამაშობდა, ზოგი წრეშიბურთს, ზოგი რეზინობანას, ზოგი ბადმინტონს, ზოგი გაშეშობანას, ზოგი ორდროშობანას... რამდენნაირი თამაში არსებობდა... სკოლის მერე ყოველთვის ეზოში ჩავდიოდით, დავსეირნობდით, ზაფხულში ვწუწაობდით, ზამთარში ვგუნდაობდით, ვსრიალებდით ციგებით, ვაკეთებდით დიდ თოვლის ბაბუებს... გვქონდა შტაბი, სადაც ყველა რაღაცით იყო დაკავებული, ხან ხეზე ვძვრებოდით, ხან გარაჟზე, ხან როლიკებით ვსრიალებდით და ხან ველოსიპედით დავდიოდით.
ბევრი რამ იყო გასართობი. ეზოში იძენდნენ ბავშვები მეგობრებს, უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. აივნიდან როცა გადავიხედავდი ხოლმე, ვინმეს ყოველთვის დავინახავდი.
”ჩამოხვალ?”, ”აუ, ეხლა ვერ ჩამოვალ, შენ ამო”, ”ჩამოდი და მერე იმეცადინე” - ეს ფრაზები სულ ისმოდა ხან ჩემს მიმართ, ხან სვების მიმართ.
ეს პერიოდი უცებ გავიდა.
მორჩა რეზინობანას, წრეშიბურთის და ორდროშობანას ხანა.
უცებ გავიზარდეთ, ყველა თავის გზას დაადგა. ზოგი წავიდა აქედან, ზოგი გათხოვდა, ზოგმა ცოლი მოიყვანა და ა.შ.
ბევრთან ახლაც ვმეგობრობ, ჩემი პირველი მეგობარი, რომელსაც ”ტრუსიკის” მეგობარი ჰქვია სწორედ ჩემი მეზობელია და 3 წლიდან ვმეგობრობთ. აგერ უკვე 21 წელის მეგობრები ვართ და ამაზე ძვირფასი მგონი არაფერია :)
გადის დრო, ეზო იგივე რჩება. ხეები ისევ იქ დგას, გარაჟებიც იმავე ადგილასააა, სახლებიც... მაგრამ ერთი რამ შეიცვალა, მე გავიზარდე.
იმ დღეს აივნიდან გავყურებდი ჩემს ეზოს და კითხვა გამიჩნდა: რატომ აღარააა სავსე ჩვენი ეზო ბავშვებით? არც ამ ზემოთჩამოთვლილ თამაშებს თამაშობენ ბავშვები, აღაც ჯრიამული აღარააა...
ყველაფერი როგორ სხვანაირდება ...

Tuesday, 19 January 2010
პირველი თოვლი
დღეს ისეთი ამინდი იყო და არის, რომ რაც არ უნდა ჩაიცვა მაინც გაიყინები, მოგეყინება ხელები და წაგეყინება ფეხები, ცხვირი, ყურებიც და თვალებიც. შეიძლება ბევრს გაეცინოს მოყინული თვალებიო, მაგრამ ზუსტად ეს მოყინული თვალები დაფიქსირებულია ფოტოზე, პარიზში ყოფნისას ეიფელის ქვეშ რიგში დგომისას. კარგად ჩანს, რომ თვალებსაც სცივათ ...
მაგრამ აქაური სიცივე პარიზის სიცივესთან ვერ მივა, იქ სხვანაირად ცივა.
ვზივარ ახლა ჩემი საყვარელი ცხელი ჩაით სავსე ჭიქითურთ და ვუმზერ ეკრანს.
ალბათ ღამე მოყინავს და დილას სრიალ-სრიალით გავალ სახლიდან.
ჰაერში იქნება სუფთა და წმინდა ჰაერი, ირბენენ მხიარულად ბავშვები გუნდებით, სიხარულის სუნი იქნება, ფერად-ფერადი კაშნეები და ქუდები, ამოგანგლული და ტალახიანი შარვლები და აწითლებული ლოყები.
ამას მოყვება თავში ამოტივტივებული მომენტები ბავშვობიდან, შენც რომ გუნდაობდი, შენც ჭამდი თოვლს, შენც აჭმევდი სხვას თოვლს, შენს ესროდი გუნდებს და შენც გესროდნენ, შენც გეკეთა ფერადი კაშნე, შენც გქონდა აწითლებული ლოყები და შენც ამოგანგლული იყავი ტალახში და არ წუწუნებდი, არამედ გიხაროდა. გუნდების გაკეთებისგან გაყინული ხელები უცებ გაგითბებოდა და ეგეც გიხაროდა.
ახლა კიდევ ვიღაც ქუჩაში ტალახს რომ შემოგაწუწებს, წუწუნებ...
აი განსხვავებაც ...

Saturday, 19 December 2009
ON :)
დიდი ხანია აქ არ დამიწერია, დრო არ მქონდა სამწუხაროდ. ახლა მგონი ცოტა ამოვისუნთქე.
ბევრი ალბათ არცააა დასაწერი...
იყო ბარბარობა, 17 დეკემბერი, ტრადიციული ლობიანებითურთ და მილოცვებით, სურვილი იმისა, რომ კარგი რამეები დაგებედოს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მართლა ასეა ნეტავ? ალბათ კი :)
დღეს 19 დეკემბერია (ჯერ კიდევ), ნიკოლოზობის დღესასწაული და დღესაც მილოცვებში ვართ ყველა. დღეს ჩემი დაქალი ჩამოვიდა და ბედნიერი და გახარებული ვარ :)
ამის გარდა იყო ბევრი რამ, ზოგიერთ რამეზე გავიფიქრებ ხოლმე დავწერთქო,მაგრამ მერე მავიწყდება... მარის დაბადების დღე იყო, ძალიან კარგად გავერთეთ და ბოლო ვიმღერეთ კიდევაც. ნახევარი აღარ მახსოვს ოღონდ :)))
იყო ბევრი გადატვირთული კვირა, დღე, საათი, წუთი და წამი.
ადამიანი, რომელიც ზუსტად 1 წლის შემდეგ ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას შემხვდა, როგორც 1 წლის წინ.
ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება მომეცა და გაანალიზების, მიხარია, რომ გონება მაქვს და აზროვნების უნარი გამაჩნია, რომ რაღაც-რაღაცეებს რეალურად შევხედო და გავაცნობიერო, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს.
მივხვდი მეგობრების ფასს კიდევ ერთხელ და მივხვდი, რომ არააა საჭირო ყველას ყველაფერი უთხრა და გული გადაუშალო, ამიტომაც არსებობს ცნება ”ახლო მეგობარი”. ესაა ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ნათქვამია, რომ არავის არ უნდა ენდო-ოო ბოლომდეო, მაგრამ მე მართლა მყავს რამოდენიმე ასეთი ადამიანი, რომელთაც შემიძლია ვენდო.
25 დეკემბერს კლასის ქეიფი იგეგმება და ვნახოთ როგორ ჩაივლის, ხოლო სულ რაღაც 11 დღეში ახალი წელია და მე ჯერ არანაირი გეგმა არ გამაჩნია. ალბათ ტრადიციულად. გავიხსენებ წინა წელს სად ვიყავი, რა ადგილას და რა ბედნიერი :)
Life goes ON!
:)

Saturday, 7 November 2009
შაბათი :)
როგორ მინდა ხოლმე ხანდახან რომ რამე დავწერო,მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. როცა დრო მაქვს ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და ზოგჯერ კიდევ ისეთ დროს მომინდება წერა, როდესაც არც რვეული, არც კალამი და არც მსგავსი არაფერი არ გამაჩნია, კომპიუტერზე აღარ ვლაპარაკობ.
ეს კვირა სამსახურში სრული ქაოსი იყო, რუსო და ანი არ იყვნენ და ამიტომ მე ვუმკლავდებოდი ბევრ ხალხს, ტელეფონებსაც და რას აღარ, მოკლედ. მაგრამ მივეჩვიე ასეთ განრიგს და ავუღე ალღო, როგორც იტყვიან ხოლმე.
დღეს 7 ნოემბერია, შაბათი დღე. მოღრუბლულია, ალბათ მერე გაწვიმდება. ცოტა ქარიც უბერავს. ისეთი ამინდია, როგორც ნოემბერს შეეფერება.
ვიყავი მედესკი,მარტინ ენდ ვუდზე და მგონი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ძალიან მომეწონა და უაღრესად კმაყოფილი ვარ კონცერტით. ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ცოტა მძიმე არისო მუსიკაო, მაგრამ მე სულაც არ ვთვლი ასე. კარგა ხანია ამ ტრიოს ვუსმენ და ამიტომაც პირიქით, ძააააააალიან ბედნიეირ გამოვედი კონცერტიდან. ლაივი მაინც სულ სხვაა.
დრო, როგორც ყოველთვის, უსწრაფესად გარბის. აგერ უკვე ახალი წლიც მოდის...
ყველაფერი ხუნდება, ცვდება, თითქოს გბეზრდება ადამიანს... მერე ახალ რამეს იპოვი და იმაზე გადადიხარ, ის უფრო საინტერესოა, მაგრამ რომ შეიცნობ ისიც გბეზრდება, ისევ რაღაც ახალი გინდა, უფრო საინტერესო ვიდრე წინა. ეტყობა ესეა მოწყობილი ეს ცხოვრება... მოვლენები და სიტუაციები ერთმანეთს ცვლის და ენაცვლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი გვავიწყდება. გულის სიღრმეში მაინც არსებობს რაღაც და ეს რაღაც არ კვდება, არც არასდროს მოკვდება, ჩემში ყოველთვის იქნება და იდება. ალბათ სხვა ადამიანებშიც. უბრალოდ, memories fade ... და არის პერიოდები, რომ ამას აშკარად ვგრძნობ.
არის რაღაცეები და ვიღაცეები ამ ცხოვრებაში, რაც და ვინც ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში :) და ვერც დრო და ვერც ჟამი მათ ვერაფერს დააკლებს.

Tuesday, 22 September 2009
ბავშვობაში მეგონა, რომ...
მიმთაგეს და მეც ვწერ, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვობაში სულაც არ მქონდა რაღაც ”წვეტიანი” იდეები, რეალობას ვუყურებდი ხოლმე მაქსიმალურად. არც არავის ვაიგივებდი ზღაპრის გმირებთან, დედაჩემი დედაჩემი მეგონა და არა ვიღაც ფერია ან ბოროტი ჯადოსანი და ღამეც მშვიდად მეძინა.
მაშ ასე:
ბავშვობაში მეგონა, რომ:
ძალიან ნელა გადიოდა დრო. სანამ ჩემი დაბადების დღე დადგებოდა მეგონა, რომ საუკუნე გადიოდა; და ზაფხულის არდადეგებიც იწელებოდა, თუმცა სასიამოვნოდ.
სკოლაში მეგონა, რომ ძალიან დიდი ბავშვები დადიოდნენ და უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ;
მეგონა, რომ ჩემს პირველ სკოლაში (51-ე) ხორცის ”პერაშკებში” თაგვის ხორცი იდო და ამიტომ მარტო უბრალო ფუნთუშას ვჭამდი ხოლმე შესვენებებზე;
მეგონა, რომ მეორე სკოლაში (61-ე) რომ გადმომიყვანეს მე-4 კლასში ყველა შემიძულებდა იმიტომ,რომ ახალი ვიყავი;
მეგონა, რომ მთელი ცხოვრება თოჯინებით ვითამაშებდი (ისე დიდი ხანი კი ვითამაშე);
მეგონა, რომ სკოლაში მარტო რომ წავედი პირველად, დოლიძეზე მანქანა გამიტანდა გადასასვლელზე გადასვლისას;
მეგონა, რომ 20 წელს გადაცილებული ადამიანები უკვე მოხუცებულობასთან ახლოს იყვნენ;
მეგონა, რომ სტაფილოს თუ შევჭამდი ბევრს მაღალი გავიზრდებოდი;
მეგონა, რომ ჩემი ბაღელი ხუჭუჭთმიანი ეკა ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში,მაგრამ შევცდი. ბაღი მორჩა და დასრულდა ჩვენი მეგობრობაც;
მეგონა, რომ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარებდი, რაღაც საოცარ რამეებს ვისწავლიდი;
და ა.შ.
ბევრი რაღაც აღარც მახსოვს, რა მეგონა და რა არა. ეს უბრალოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ახლა მომივიდა თავში.
მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ისევე როგორც ყველა, მეც დავდიოდი სკოლაში, მერე ვმეცადინეობდი გაკვეთილებს,მერე ჩავდიოდი ეზოში და ვთამაშობდი.
მიხაროდა ცხოვრება და მიყვარდა ახალი წელი.
რაც გავიზარდე ახალი წელი აღარ მიყვარს, ვფიქრობ, რომ სულ ერთი და იგივეა.
ცხოვრებაშიც ბევრი რამე აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ მთლად კარგი არ არის.
რაც ვიზრდები მით უფრო ბევრ რამეს ვხვდები და ხშირად მინატრია ისევ იმ ბავშვობაში დავბრუნებულიყავი და საკონტროლოებზე მედარდა. მაშინ ეს დიდ რამედ მიმაჩნდა.
აი ასე უფასურდება ჩვენში რაღაც-რაღაცეეები და ეს პროცესი სულ გრძელდება იმიტომ,რომ ცხოვრება გადის და ვერ გააჩერებ ერთ ადგილას.
P.S. სიცხე მაქვს და თუ რამე ავურიე არ დამძრახოთ :)

Monday, 17 August 2009
ბეთანია
ზაფხული...
მიყვარს ზაფხული იმიტომ,რომ ცხელ-ცხელ ივლისში ვარ დაბადებული, ჰეჰ :))
წელს ზაფხულმა არ გაამართლა, ამინდებს ვგულისხმობ, თორემ ისე კარგი იყო :)
ესე იგი ბეთანია...
წვიმები, ტბილი ტანსაცმელი, თბილი კი არა, ძალიან თბილი...
გაყინული ხელები, ძლივს რომ ითბობ
ცხელი ჩაი
შალის ადიალები, ცხვირზეც რომ გაფარია, თავზეც და სულ საბნის ქვეშ რომ ხარ
11 აგვისტოს მანქანაში ჩართული ფეჩი, 11 აგვისტოს!!! ვიცინოდით,მაგრამ რომ დაუფიქრდე სულაც არ არის სასაცილო...
მაგრამ ამის მიუხედავად სუფთა ჰაერი, აი წმინდა და რომ სუნთქავ და რომ გიხარია ისეთი...
სიმწვანე, რაც ასე ძალიან მაკლდა და მინდოდა გარშემო რომ ყოფილიყო :)
ბეეეევრი ბალახი და ტყე
ცვრიანი ბალახი <3
Cibelle "Green Grass" მახსენდებოდა და ვუსმენდი.
მთები და ცისფერი ცა,ღუბლებითურთ, მაგრამ მაინც ლამაზი
შეგრძნება-თბილად რომ გაცვია და მზე რომ გათბობს <3
ნისლი... ნისლი ფიქრია მთებისა იმათ კაცობის გვირგვინიო ...
საყვარელი მეგობრები
კარგი მუსიკა და წიგნი...
ბევრი, ბეეეეეევრი ძილი
ტკბილად ძილი :)
ბევრი სიცილი, განსაკუთრებით ღამე, ჩემი და ქეთოს ერთმანეთის გვერდით დაძინება არ შეიძლება, სულ სიცილით ვკვდებით ხოლმე და ათას სისულელეზე ვღადაობთ :)))
მარიკუნა (ქეთოს შვილი) რომ გვაწყნარებს ხოლმე კარგით რა გჭირთო, ეგაა ყველაზე მაგარი :)))))
ეზოში სირბილი და ყოვლად გიჟური სურათების გადაღება, არანაირ სტანდარტებში რომ არ ჯდება :))) ...
და დასვენება, რაც მართლა მაგრად მაკლდა ...
და ახლა ისევ თბილისი...
და ბლა ბლა ბლა

Tuesday, 4 August 2009
მე მიყვარს ზაფხულიიიიიიიიიიი
3 უმაგრესი დღე
სიმწვანეში, ხეებში, ბუნებში, წყალთან, ბალახთან, ჰამაკთან, მუსიკასთან და გართობასთან ერთად.
3 დღე ბავშვობაში, ძველი დროის გახსენებაში, ასოციაციებში, მოკითხვებში, ჭამაში და სმაში.
ასევე იყო გემრიელი,ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდები, უგემრიელესი მაწონი, მმმმ აი უგემრიელესიიი... და კიდევ სიცილი, კისკისი, ლუდი და არაყი (ლუდი მე არ მიყვარს, სხვები სვამდნენ) და ბევრი კარგი რამ.
აი ისეთი რამეები, საჭირო რომ არის. რომელთა გარეშეც არ შეიძლება არსებობა.
მადლობას ვუხდი ჩემს გრძელ ფეხებს, რომ არა ისინი, მე ვერ გადახატებოდი დიდ წუმპეებს და ტყლაპოებს :))) და პირველად გამომადგა ასე კარგად ჩემი ფეხები :)))))
ხვალ ბეთანიაში მივდივარ

Saturday, 1 August 2009
Wednesday, 29 July 2009
ქრონიკასავით
ვარ 24 წლის და 1 დღის :)
23-ს შეჩვეული ვიყავი და ახლა 24 ცოტა მეხამუშება... ალბათ მგასაც შევეჩვევი.
წელს პირველად ვიყავი თბილისში ჩემს დაბადების დღეს. ძირითადად სულ ქალაქგარეთ ვარ ხოლმე გასული. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ამინდი იყო, ყოვლად საშინელი (ქარი,წვიმა,სეტყვაც,ქარბუქი და რა აღარ) მაინც მოვიდნენ ჩემი მეგობრები და დედაჩემის გაკეთებულ ტორტთან და მარტინთან ერთად აღვნიშნეთ ესოდენ მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ვიცინეთ, ვიჭორავეთ,რამოდემინე ფოტო გადავიღეთ და დავიშალეთ.
სამწუხაროდ, კიდევ ვინც მინდოდა, რომ მოსულიყო ისინი საქართველოში არ არიან...
მთელი დღის განმავლობაში იმდენმა ადამიანმა მომილოცა, რომ არც ვიცოდი ამდენს თუ ვიცნობდი საერთოდ... და ძალიან გამიხარდა, ერთი ეგ მიყვარს დაბადების დღეს ამდენ კარგ რამეებს რომ გისურვებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახევარი ან ახდება ან არა, ის ფაქტიც კარგია რომ ვიღაც ამდენ კარგ რამეს გისურვებს :)
ახლა გამახსენდა, რომ ეკას Goodbye Party-ზე არ დამიწერია არაფერი.
კოჯორში გაიმართლა ეკას Goodbye Party, შაბათს ანუ 25 ივლისს.
შევიყარეთ ყველანი ერთად კოჯორში, ადგილას, სადაც მეც და ბევრს სხვასაც კარგი მოგონებები გვაქვს... იყო დრო, რომ მე, თეა და ეკა ერთად ვისვენებდით და იმ დღესაც ამ ძველ დროს ვიხსენებდით. კარგი საღამო იყო, ცოტა სევდანარევი.
ყველანი ერთად :)
გამოვემშვიდობეთ ეკას და ახლა უკვე ლაიდენშია და ზის და დიპლომს წერს :)
ჩვენ კიდევ აგერ ფოტოები დაგვრჩა და ეს დღეებია სულ ვათვალიერებ რეგულარულად...
ეკ, რა კარგი იყო აქ რომ იყავი ...
კარგი კი არა ძალიან კარგი...

Monday, 13 July 2009
My best friend is back :)
აი ყვეეეეეეელაზე დაუვიწყარი დღე იყო დღეს (13 ივლისი)
ბუშტები
პლაკატები
ღიმილები
მანქანაში ბენზინის გათავება და უცებ ჩასხმა
100...110...120... სიჩქარეზეა ლაპარაკი
მანქანაში თათია და მე... თმაგაჩეჩილები
წებოიანი ხელები
ქოლგები, რომლებსაც ვაი-ვაგლახით ვაწებებდი პლაკატზე
ჩანთა, რომელიც თათიას სახლში დარჩა
გზის არევა და სხვაგან გადახვევა
ადრე ჩამოფრენილი თვითმფრინავი
მერე მანქანაში "Heaven must be missing an angel"-ის ჩართვა
ეკას სადარბაზოსთან მისვლა და ბოლო ხმაზე ყვირილი
მანქანის პიპინი ...
და ბედნიერების შეგრძნება, რაც ასეთი მაგარი გრძნობააა!
ძალიან მაგარი იყო!!!

Thursday, 14 May 2009
ბოლო ზარი
ხვალ ბოლო ზარი ყოფილა, ახლა გავიგე.
და მომენტალურად გონებაში ამომიტივტივდა ჩემი სკოლა და ბოლო დღე... თეთრი ”საროჩკა” და ბედნიერი ღიმილი, მთლად ბოლომდე ბედნიერიც ვერა, ოდნავ სევდანარევი... იმიტომ,რომ ვიცოდი ამით ბავშვობა მთავრდებოდა... ერთ-ერთი უდარდელი ხანა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. პედიოდი,როდესაც მეტწილად გართობით ხარ დაკავებული. სკოლა, სკოლის პრობლემები,გაკვეთილები,მასწავლებლები,იმან ნიშანი არ დამიწერა, ”უი ხვალ საკონტროლო გვაქვს”, გეომეტრია,ფიზიკა,ქიმია და რა აღარ...
შენი მერხი და სკამი, მერხი, სადაც შენი სახელი წერია და გინდა,რომ სულ ეწეროს, დაე სხვამაც ნახოს რომ აქ შენ იჯექი. საოცარია მაინც ბავშვის გონება :)
ბედნიერი ღიმილი იმ იმედით, რომ მალე სტუდენტი გახდები, უნივერსიტეტში ჩააბარებ და კარგი მომავალი გექნება და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრებ. წინ მთელი სტუდენტობა გელის და მოკლედ ათასი კარგი აზრი თავში...
მერე უცებ გავა წლები და რა? არც არაფერი, არაფერი დიდი რამე არ ყოფილა ეს სტუდენტობა და 4/6 წელიც ისე გავიდა ვერც კი გავიგე. აი ძალიან მალე... და ტეხავს, მართლა ტეხავს და ამაზე რომ დავფიქრდი ახლა, დავიგრუზე...
ყველაფრის მიუხედავად კარგად მახსენდება სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც შეკრული კლასი არ ვიყავით და ასე ვთქვთ ”სასტავებად” ვიყავით დაშლილი, მაინც კაი დრო იყო, არაჩვეულებრივი.
და დიდი სიამოვნებით სულ 1 დღით დავბრუნდებოდი სკოლაში :)
არ მინდა მართლა... არ მინდა რომ მალე გავიდეს დრო, დღე ასე მალე მთავრდებოდეს და ბლა ბლა ბლა...

Saturday, 2 May 2009
Tuesday, 28 April 2009
თეას დაბადების დღე:)
გუშინ ანუ 27 აპრილს თეას დაბადების დღე იყო და თამამად ვიტყვი, რომ მასეთი დრო არსად მიტარებია :)
მოკლედ თავიდან რო დავიწყო მოყოლა, თეა აპირებდა რო გოგოები სადმე გავსულიყავით საღამოს,მაგრამ დილას თეას ქმარმა აჩიკომ დაგვირეკა თეოს მეგობრებს და გვითხრა რო საღამოს 9 ზე ბავშვთა გასართობ ცენტრ ”ჯუმპაო”-ში უნდა მივსულიყავით და თეამ ეს არ იცოდა, ანუ სიურპრიზი იყო :))) თეას სულ უნდოდა, რომ მასეთ ადგილას გადაეხადა დაბადების დღე და აი აგერ აუხდა კიდევაც გუშინ.
ხოდა მთელი დღე არც დაგვირეკავს თეასთვის, არაფერი და ყველანი 9 ზე ჯუმპაოში მივედით. აჩიკომ თეა თვალახვეული წამოიყვანა და მთელი გზა არ ეუბნებოდა სად მიყავდა, ესე თვალახვეული შემოვიდა თეა დარბაზში, უცებ შუქი აინთო და მუსიკა ჩაირთო და ჩვენ ყველანი რაღაცეებს ვიძახდით, ვულოცავდით, ვხტუნაობდით, ულამაზესი მომენტი იყოო :) თეა გაგიჟდა ისე გაუხარდა, ვერაფრით რო ვერ წარმოიდგენდა :))) მერე დიჯეი მოვიდა და ამხელები რო დაგვინახა გაგიჟდა ის ბიჭი, ამხელებს აქ არასდროს გადაუხდიათ დაბადების დღეო :))) ბოლოს გვჳტხრა, რომ თავიდან მაგრად მომერიდაო და გამიტყდაო ,მაგრამ მერე მივხვდი რომ თქვენ ამყვებოდითო :)))
თეა ვითომ 4 წლის გახდაა :))) ანუ 24 ის :))))
ზუსტად ისეთი პროგრამით გაგვართეს როგორც ბავშვებს ართობენ და უბედნიერესები ვიყავით ყველა, ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, აი ბუშტებზე რო უნდა დაჯდე და ვინ გაასწრებს ეგ ვითამაშეთ, ხის მორზე რო უნდა დადგე და შენი მოწინააღმდეგე გადაააგდო ძირს, 2 ჯგუფად ვიყავით დაყოფილები, ჩვენ ჯგუფის კაპიტანი იყო ქობულა და ”ჭ” დავარქვით ნაკრებს :))) და მეორესი თეა იყო კაპიტანი და” ჯეელები” ერქვა :)))) ვინც იგებდა ლოყაზე ა შუბლზე წითელი ფლომასტერით გვახატავდნენ ხან ხაზს, ხან გულს და ზოგს ვარსკვლავს :)))) მერე დისკო გაიჩითა, შუქი ჩაქვრა და ვიცეკვეთ და ვიმაიმუნეთ, მერე ბარბის ტორტი მოიტანეს და თეამ ჩაააქრო :))))
პრიზებიც გაატამაშეს, მე კანფეტები მოვიგე :))))))))))
ეკა, ნეტა შენც ყოფილიყავიიიიი .....
მართლა უმაგრესი დრო ვატარეთ, 2 საათ ნახევრით ბავშვობაში დავბრუნდით, აი ზუსტად ისე ვლაპარაკობდთ როგორც ბავშვები და ვეჯღანებოდით ერთმანეთს და ვმაიმუნობდით
მადლობა აჩიკოს ასე რო გაგვამხიარულა ყველა :)
ძალიან მაგარი იყო, ძალიააააააააააააააააააააააააააააან!!!!

Friday, 6 March 2009
:(
რატომ არის ეს ცხოვრება ასეთი სასტიკი ?
რატომ ხდება რომ ახალგაზრდა ადამიანები ასე უდროოდ მიდიან ამ ქვეყნიდან ? ...
საშინელ ხასიათზე და მდგომარეობაში ვარ ...
სხვანაირად ვერც ვიქნები, როდესაც 2 საათის წინ კლასელის პანაშვიდიდან მოვედი .... ჯერ კიდევ არ მჯერა თამუნას ამბავი, საშინელებააა ....
მთელი კლასი შევიკრიბეთ ამ უბედურებაზე...
მართლა ძალიან რთულია, როდესაც კლასელის გარდაცვალების ამბავს იგებ. კლასელის, რომელიც ნახევარი დღე შენთან ერთად იყო ამდენი წლის მანძილზე... ამდენი რამე ერთად გამოვლილი, ამდენი ექსკურსია და დაბადების დღე... რომელი ერთი გავიხსენო. ვიჯექით დღეს კლასელები და თამუნას ფოტოებს ვათვალიერებდით თვალზე ცრემლებით და სკოლის პერიოდს ვიხსენებდით... და ყველამ ერთად ვთქვით, ნეტა ისევ სკოლის დრო იყოსო. მართლა ვინატრებდი იმ დროში ყოფნას, ბედნიერები რომ ვიყავით, ყველა ერთად,მხიარულად, ლაღად...
ძალიან დიდი ტკივილია მართლა :(
მთელი სკოლის პერიოდი თავში რომ გაქვს... დღეს სკოლაშიც შევიარეთ, მერე მასწავლებლებიც ვნახეთ, თითქოს 1 დღე იყო სკოლაში დაბრუნების.
ამდენი წვალება გადაიტანა და მაინც არაფერმა უშველა :(
ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერი არააა.
ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს ...

Tuesday, 3 February 2009
ნანუს დაბ.დღე და არა მხოლოდ ...
დრო... არა დრო კი არა ადამიანები ცვლიან ურთიერთობებს, დროის ზემოქმედებით ალბათ... რა ვიცი. ცუდია ისე ეს.
დღეს მთელი დღეა წარსულიდან მომენტები მიტივტივდება, პრინციპში გუშინდელი საღამოდან.
გუშინ ნანას დაბადების დღე იყო, ძალიან მაგარი დრო ვატარეთ. გემრიელად ვიჯექით და ვლაპარაკობდით :) როგორ მაგრად მიყვარს ყველა ის ადამიანი, გუშინ ვინც ნანასთან ვნახე :)არადა ადრე რა საგიჟეთი იყო ხოლმე ნანას ბ.დეი–ზე და ახლა ეტყობა მართლა გავიზარდეთ, წყნარად და მშვიდად ვბაასობდით :))))
ეს აქ არაფერ შუაშია და ხანდახან ( ანუ აი ახლა) მაგრად მეშლება ხოლმე ნერვები ჩემს თავზე და ვბრაზდები. დაიკიდე რაააა უფ (შეძახილი ჩემს თავს) ... 99 % რამეს რო ვიკიდებ, მერე ის 1 % გამოხტება ხოლმე და ტვინს მიღრღნის და რატომ ვერ გავიგე ...
why ? what for ? :D

Wednesday, 17 December 2008
სიყვარულის ბუშტიანი პოსტი
დღეს 17 დეკემბერია ანუ შესაბამისად ბარბარობის დღესასწაული :)
ბედობაც. ძალიან კარგად მახსოვს შარშანდელი 17 დეკემბერი, აქაც მაქვს დაწერილი პოსტი, რაც დამებედა იმ დღეს მთელი წელი თან მდევდა :) ზოგი რამ კაი იყო, ზოგი არც ისე.
დღესაც ასე. ზოგი კარგი რამე დამებედა, ზოგიც ცუდი ( ნუ, მე არ მინდოდა). შესაბამისადაც ალბათ ესეთი წელი მექნება, თუმცა მეორე ბედობაც წინ არის 2 იანვარს და ყველაფერი კარგი დამებედება, that I know for sure :) იმიტომ,რომ აქ არ ვიქნებიიიიი და დილას რო გავიღვიძებ და თვალს გავახელ პარიზის ცას დავინახავ და არა თბილისის :)
ბევრი რამე მომბეზრდა მაგრად, სიტუაციამ მოიტანა თუ რამ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. მომბეზრდა და პლიუს ფეხებზეც მკიდია :) და მამენტ კაია (ვისთვის როგორ)
ისეთი რაღაცეები დავიკიდე, რომ ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი.
ხოდა ვარ ასე :)
***
მიყვარს დედაჩემის ლობიანები, ხრაშუნა თოვლი,თოვლით გადათეთრებული სახლის სახურავები, ცხელი ჩაი,ჩემი წიგნი,ჩემი კაშნე და ჩემი ქუჩა. ჰაერში გუნდები, მიწაზე ჭყაპი, ოდნავ მზე რომ ანათებს და ჰაერი წმინდაა.
მიყვარს რო მცივა და თან მცხელა, მიყვარს დილას რო ავდგები და დათოვლილ მზიურს რო დავინახავ(ისეთი ლამაზიაააა), მიყვარს თბილად რომ ვარ და გარეთ ცივა, წყნარი მუსიკით რომ იღვიძებ, მერე დღეც ხო ლამაზია :)
მიყვარს ჩემი მეგობრები, კი არ მიყვარს ვგიჟდები,მიყვარს ჩემი უბანი და ჩემი სკოლა,უნიც მიყვარს,ჩემი ჯგუფი,ჩემი საყვარელი გოგოები :) ცხოვრება ხო მიყვარს და მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ life's a shit მაინც, ხანდახან რო ძააან აუტანელია და მერე უცებ ძაააან რო გიყვარს.
და ეს საშინელი თბილისიც მიყვარს, თავისი დამპალი ხალხით და ბანძობებით და გოიმობებით, აქ დავიბადე და გავიზარდე ბოლო ბოლო.
მართლა მიყვარს ეს ყველაფერი და რა ვქნა ?! :)

Monday, 13 October 2008
Yes !
ესეც კიდევ ერთი დღე უახლოვდება დასასრულს. ორშაბათი და ისიც 13, მაგრამ ამის მიუხედავად კარგი ამბებით იყო დახუნძლული, ნუ ჯერ 12ის ნახევარია და ყველაფერი კარგადააააააააააა .... შედევრია ეგ წიგნი !
იდეებს ვუყრი თავს, ისევ და ისევ ჩემი დიპლომი. რაც უცებ თავში მომივა ვიღებ ბლოკნოტს და ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს მერე, მოკლედ ჩამითრია ინტერნეტ კომუნიკაციების კვლევამ. კითხვარიც მოვიფიქრე უკვე,მაგრამ გადახედვაა საჭირო.
შაბათს თათიას და მირზას ქორწილია. უკვე ვგრძნობ,რომ კარგად აი ძალიან მაგრად გავერთობით :) თან ეკა ჩამოდის :)
ისე გემრიელად ვზივარ ახლა, აი ხანდახან რომ ინატრებს ხოლმე ადამიანი, ჩაის და ჯაზის თანხლებით, რა თქმა უნდა. საღამოობით მე,ჩაი და ჯაზი განუყოფელი ნაწილები ვართ :) რა ვქნა, ასე ვისვენებ. ამ 3 ნაწილს ემატება ხოლმე ან კომპიუტერი ან წიგნი. ჩაი,ჯაზი, მე და წიგნი – ეს ხო საერთოდ მშვენიერია :))) ტახტზე ვზივარ/ვწევარ ხოლმე გვერდით ბალიშებშემოლაგებული და დაბალ ხმაზე ხან რა გაისმის ხან რა. ამჟამად Michael Nyman "Franklyn" გაისმის და მეც კლავიატურას ვუკაკუნებ.
მიყვარს ცხოვრება, დღეს ჩემი ბავშვობის მეგობარი შემხვდა გიო, გამარჯობა და როგორ ხარ–ის გარდა სხვა რამესაც რო კითხავ ისეთ ვითარებაში. ჩემი კარის მეზობლები იყვნენ მთელი 15 თუ 16 წელი, სულ ერთად გავიზარდეთ გიო,მარიამი,თამუნა და მე. თამუნა მერე მე მოვნათლე და დავნათესავდით კიდევაც :) ბევრი კაი დრო გვაქვს ერთად გატარებული, ახლა გამახსენდა მე და გიო ომობანას რომ ვთამაშობდით ... მე ერთ ლოგინზე ვიყავი გაწოლილი და წინ ბალიშები მედო ვითომ ბარიკადებია, გიო იქითა ლოგინზე და ერთმანეთს სათამაშოებს ვესროდით და ბახ ბუხ–ს გავიძახოდით. მერე ვითომ სახლი გვქონდა, ძირს ვაფენდით საბნებს და ვითომ ოთახები იყო სხვადასხვა და მოკლედ რას აღარ ვთამაშობდით. ძალიან მიყვარს ეს ბიჭი, აი მთელი გულით და სულით, ტრუსიკის მეგობარი მაგაზეა ზუსტად ნათქვამი, მართლა ტრუსიკებით დავრბოდით ხოლმე ხანდახან :))))
ნეტა ცოტა ხნით იმ ძველ დროში დავბრუნდე ერთად რომ ვთამაშობდით ხოლმე, ქეთისთან და თიკოსთან ერთადაც, მერე ხან ეზოში ჩავდიოდით და იქ ვაგრძელებდით, მერე ჩემთან მოვიდოდა ყველა და "არწივობანა"–ს ვთამაშობდით, ადრეც მაქვს აქ ნახსენები ეგ თამაში.
ადრე რა მხიარული ეზო გვქონდა, ძალიან ბევრი ბავშვი ვიყავით, დღეს ალაგ–ალაგ თუ ვინმე ვინმეს დაუძახებს, რის წრეშიბურთზე და რეზინობანაზეა ლაპარაკი ... დრო მართლა ყველაფერს როგორ ცვლის. ბევრი რამე შეიცვალა, ზოგი წავიდა აქედან, ზოგი გათხოვდა, ზოგი გამოშორდა, ზოგი განარკომანდა,ზოგს ადამიანობა ისევ შერჩა, ზოგი ისეა, ზოგი ასე ... ეზო ისევ რჩება თავის ადგილას. უბრალოდ წლები გადის და თაობები იცვლება, ადრე ჩვენ ვთამაშობდით, ახლა სხვა ბავშვები არიან ჩვენს მაგივრად, მერე ისინიც გაიზრდებიან და მათი შვილები ითამაშებენ. მზიური და ზოოპარკი ისევ აქააა, ალბათ ისევ იქ გარბიან ბავშვები ( ჩვენ იქ ვიპარებოდით ხოლმე), ისევ არის უკან სტადიონი და ისევ თამაშობენ ბავშვები ფეხბურთს.
ისევ და ისევ ...
ამ თემას ისევ დავუბრუნდები და ისევ ბევრჯერ გამახსენდება თუ რა კარგი ბავშვობა მქონდა/გვქონდა. ისევ ღიმილით მოვიგონებ ამდენ კარგ ამბავს და ისევ გამიხარდება ამ ადამიანების ნახვა. იმიტომ,რომ ბავშვობის მეგობარზე უკეთესი ამ ქვეყნად არაფერია, კარგა ხანია მივხვდი ამას. ძალიან თავისუფლად რომ ხარ და არაფრის გერიდება, იცი ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე და იმიტომ. დიდი ხანი რომ ვერ ვნახო და მერე შევხვდე ქუჩაში, იგივე ურთიერთობააა ზუსტად, ისევ ისაა და იცი ვინცააა.
ვისაც ასეთი მეგობარი ჰყავს ყველა მიხვდება რაზეც ვამბობ.
რა მაგარია, რომ ასეთი რამეები არსებობს. C'est la vie.
ამიტომაც მიყვარს...
და ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაზე დავდივარ, ვსუნთქავ და მყავს ასეთი კარგი მეგობრები!

Subscribe to:
Posts (Atom)