Showing posts with label Literature. Show all posts
Showing posts with label Literature. Show all posts

Friday, 24 September 2010

წიგნი

ხანდახან როგორ უნდა უდროო დროს მინდება რამის დაწერა, თუნდაც სისულელის, თუნდაც უაზრობის, დებილობის, მაგრამ მინდა რომ რაც თავში მაქვს გადმოვიტანო, მაგრამ ამას ყოველთვის როდი ვახერხებ. როცა დრო მაქვს მაშინ კიდევ იმ აზრის გადმოფრქვევას ისეთი ”მუღამი” აღარ აქვს.
წერას თავის ნიჭი უნდაო, ამბობენ. მართლაც ასეა.
მე ჩემს ნაწერს ნაჯღაბნს ვეძახი, დღიურივით მაქვს ეს ბლოგი, ხან რაზე ვწერ ხან რაზე, მაგრამ ეს ჩემს გულს ახარებს ხოლმე,პერიოდულად მაგრამ მაინც. ახლა ისეთი გულისყურით ვკითხულობ ხოლმე 3 წლის წინ დაწერილ ნაბოდვარს. ნაბოდვარი ახლა მგონია, აბა მაშინ გეკითხათ.
ასეა თუ ისეა, წერა კარგი საშუალებააა.
მე ყოველთვის მიყვარდა წიგნი.
ბავშვობიდანვე ასე გამზარდეს, წიგნი უნდა წაიკითხო თორემ გაუნათლებელი დარჩებიო, შერცხვებიო...
უნივერსიტეტში სწავლისას საერთოდაც საგნად მქონდა ლიტერატურა მთელი 4 წლის განმავლობაში და შესაბამისად ყოველდღე გამწარებულ კითხვაში ვიყავი. ბევრი ცუდიც წავიკითხე, ბევრი ნორმალური რამეც და ბევრი გადასარევი წიგნიც. კარგად მახსოვს ჩემი ლექტორი დოდო ღვალაძე მეუბნებოდა, რომ კარგიც უნდა ჰქონდეს ადამიანს წაკითხული და ცუდიცო, რომ შეადაროსო. ამიტომ არის, რომ მარტო წლის ბესტსელერები და ლიტერატურული შედევრები არ უნდა ვიკითხოთ. მერე უკეთ აფასებ იმ კარგს და ღირებულს.
წიგნი ძალიან ბევრ რამესთან ასოცირდება ჩემთვის.
თავში პირველად მომდის ”პეპი გრძელიწინდა”, ვინ მოსთვლის რამდენჯერ წაკითხული, ყოველ ჯერზე ახალ-ახალს რომ ვნახულობდი მასში.
მარკ ტვენი, ყველა ბავშვს აქტიურად რომ აკითხებენ.
დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა- უთვალავჯერ წაკითხული, გადაკითხული და გადმოკითხული, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
ტახზე ჯდომა საღამოობით, აბაჟურის ყვითელი შუქი, ცხელი ჩაი და ბალიშებზე აქეთ- იქით შემოლაგებული - ასე ვკითხულობდი ხოლმე.
მახსოვს ერთი ამოსუნთქვით წაკითხული წიგნებიც, გაჯანჯლებული წიგნებიც, ერთი სული რომ გაქვს სახლში რომ მოხვიდე და წაიკითხო წიგნებიც და ჩვეულებრივი წიგნებიც.
ყოფილა წიგნები, რომელთა წაკითხვაზე დიდი ხანი მიოცნებია, მერე წამიკითხავს და მითქვამს, რა ტყუილად დამიკარგავს დროთქო.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ მე მიყვარს წიგნი და ვთვლი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული.

ახლაც... ამის დაწერას რომ მოვრჩები, დავიდგამ ცხელ გემრიელ ჩაის, ისევ დავჯდები ტახტზე, ისევ დავილაგებ ბალიშებს გვერდით, ისევ ავანთებ ჩემს აბაჟურს, დავჯდები და გადავშლი წიგნს იმ იმედით, რომ ბევრ საინტერესო რამეს გავიგებ. ასეც იქნება, ყველაფრის დაწერას ხომ თავისი მიზეზი და მიზანი.

Monday, 18 January 2010

Review

ბოლო ხანებში მომხდარი ფაქტები თუ ამბები:
1. დედაჩემს თვალის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, სასწრაფოდ.
2. ჩემი კომპი ცოტა ხნის წინ აფეთქდა, მაგრამ მაინხ გავაცოცხლე. ხვალ ან ზეგ წავიღებ გადაყენებლად და გასაკეთებლად.
3. ჩემი დიპლომი ჯერ არ დაბეჭდილა (!!!).
4. დავგეგმე ზაფხული, შესაბამისად დავჯავშნე სასტუმრო.
5. წავიკითხე კიდევ ერთი წიგნი. იასუნარი კავაბატას ”Snow Country"
6. გადავაგორე კიდევ შობა,ერთი ახალი წელი, თინაობა.
7. მივიღე საყვარელი საჩუქრები.
8. გადმოვწერე ბევრი ალბომი (უმეტესად დღეს) და ახლაც ვტკბები გემოვნებიანი მუსიკით.
9. გავატარე ბევრი კარგი დღე მეგობრებთან ერთად
10. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა.

და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო და დავწერო ყველასთვის ნაცნობი ფრაზა: ცხოვრება გრძელდება და ყურები და ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ. არის ბევრი მომენტი, როდესაც უბრალოდ ყელში გაქვს ამოსული ადამიანს ყველაფერი და გეზარება და დაგრუზული ხარ და მიისწრაფი დეპრესიისკენ, მაგრამ გონება ამიტომაც გვაქვს, რომ გავაანალიზოთ ესა თუ ის მოვლენა და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ამ პოსტს ვამთავრებ ასევე ყველასთვის ნაცნობი ფრაზით:
ყველაფერი კარგად იქნება!
:)

Thursday, 12 November 2009

უცაბედი პოსტი :)

მუსიკამ მოიტანა პოსტის დაწერის იდეაც.
არადა არ ვაპირებდი, უცებ ჩავრთე არა მომენტალურად ასოციაციებმა გამიელვა თავში.
ძალიან ფონური სიმღერააა, ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ბოლო დროს მომწონს.
ხოდა უცებ წარმოვდგინე, რომ ვზივარ ლამაზ და დიდ პარკში, სკამზე გემრიელად მიყუდებული, ფეხი ფეხზე გადადებული, ცხელ ჩაის ვსვამ და წიგნს ვკითხულობ, ყურებში კი ეს მელოდია გაისმის. თურმე ექიმი ჰაუსიდან ყოფილა, არადა არასდროს მიყურებია მაგ სერიალისთვის.

ისეთი ამინდია ნოემბერს რომ უხდება, ჰაერში რომ ცივის სუნია. გარეთ გასვლა რო არ მოუნდება ადამიანს ისეთი ამინდია. მივედი ახლა ფანჯარასთან და ქუჩაში გავიხედე. ხალხი როგორ მობუზული დადის, კაშნეებშემოუხვეულები, მუქ ფერებში, გაშავებულ-განაცრისფერებულები, სახეებიც სხვანაირი...

ხეებსაც სცივათ...

არადა ზამთარი ჯერ კიდევ წინ არის.

Thursday, 29 October 2009

წარსულში ცოტა ხნით

დღეს ზუსტად ისე ვიჯექი თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ და ისე ვაქანავებდი ფეხებს, როგორც 4-5 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ვტკბებოდი სტუდენტობის ბედნიერი წლებით ...

აი ასე მალე გარბის წლები ხალხნო და ჯამააათნო ... :)))

და დღეს რუსო ”ღადაობდა” ისევ აქ დავბრუნდითო, გარკვეულწილადო... უნივერსიტეტში, რომელიც ასე ძალიან არ მიყვარდა თავის დროზე და ასე ძალიან რომ მენატრება ხოლმე ახლა. უნივერსიტეტი კი არა, არამედ ის დრო ...და არ მჯერა, მართლა არ მჯერა, რომ ეს 4 წლის წინ იყო.

მერე დათო და ლაშა შეგვხვდნენ და წავედით ამ მასალების გადასაქსეროქსებლად პირველი კორპუსის მიწისქვეშა გადასასვლელში, რაც მე მანდ მიქსეროქსებია .. ვინ მოსთვლის... და აი ასე დავდიოდით წიგნებით, ქსეროქსებითა და ბლოკნოტებით ხელში და თან ყველა რაღაცას ვიხსენებდით...


და მე მაგისტრის დიპლომი ჯერაც არ ამიღია ... იბეჭდებაო...

Tuesday, 27 October 2009

მომნატრებია ბლოგი რაღაც :)

ბოლო პოსტის დაწერის შემდეგ კი გასულა რამოდემინე დღე...
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ამ ხნის განმავლობაში...
იყო თბილისობა 24-25 ოქტომბერს... ტრადიციულად შევიკრიბეთ ჯგუფელები და აღვნიშნეთ. ქუჩაში დადიოდა ბევრი მთვრალი ადამიანი, ზოგი ძირს იწვა და იქ ეძინა, ზოგი სკამზე იჯდა და ისე ეძინა, ზოგი იგინებოდა, ზოგი სასმელით ხელში მღეროდა... იყო ბევრი ცუდი სუნი და სიბინძურე. საერთოდ უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღესასწაულის დროს ქალაქი საშინლად ბინძურდება, არც ისეა დიდი სისუფთავე,მაგრამ ამ 2 დღეს განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე. ჩვენს ძირითად შემადგენლობას, ვინც თბილისობაზე ვიკრიბებით ხოლმე, წელს დაემატა შონი, ნანოს მეგობარი, რომელმაც გვახალისა :)

აღმოვჩნდი ასევე ისევ მე-5 კორპუსში (თსუ) და მოგონებებში გადავვარდით ყველანი, ვინც იქ ვიყავით. ვიწყებთ ერთ კარგ პროექტს და ვნახოთ რა გამოვა.

დღეს დაიწყო ჯაზ ფესტივალი და მარკუს მილერი ხსნის. ხვალ მივდივართ მარი, სუთო და მე Medeski, Martin and Wood-ზე და ველი მოუთმენლად :)

მმმ კიდევ რა? ...

არც არაფერი ... დაიწყო წვიმები და ცუდი ამინდები... და ასე იქნება ძალიან დიდი ხანი ....

და ისე... მომნატრებია ბლოგი რაღაც :)

Wednesday, 23 September 2009

რა მიყვარს

რეები მომწონს და მიყვარს მე, ჩამოვწერ :)
ოღონდ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიაქციოთ.

პარიზი და საერთოდ საფრანგეთი (შეიძლება ვინმემ იფიქროს, რა ტვინი წაიღო-ო და დაე იფიქრეთ, შეძახილმა ხე გააახმო-ოო და მეც იმდენი ვიძახე, რომ მაინც წავედი და ახლა სხვა რამეს ვიძახებ 1 წელი, 1 წელი თუ უშველის ოღონდაც და იქაც წავალ მერე, ვოტ ტაკ) ;
მუსიკა- მხოლოდ მოწონება/სიყვარული არაა ამ პუნქტში, აქ ადგილი აქვს გაგიჟებასა და გადარევას :)))
ჩემი მეგობრები :)
ჩემი ოჯახი;
ჩემი პატარა ბალიში;
ჩემი კომპიუტერში, დ დისკზე, მუსიკალური განყოფილება და კერძოდ 3 ცალი ფოლდერი; ეს ის ფოლდერებია, რომელთა დაკარგვას ვერ გადავიტან;
ცხელი ჩაი ლიმნით;
სალათები
შემწვარი კარტოფილი;
ანანასის წვენი;
Ipod,Iphone,Macbook,iMac და საერთოდ APPLE;
ჩემი Pet Jondo :)))
facebook;
Blog;
თბილისი;
Jack Daniel's;
კიბორჩხალის სალათი, რომელიც აგერ იბისი-ში იყიდება;
ფრანული ენა;
ჯაზი
წიგნები
ჩარლზ ბუკოვსკი, ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება;
ჩემი ქუჩა;
ზაფხული;
ტკბილი ძილი;

გაგრძელება იქნება...

Monday, 17 August 2009

ბეთანია

ზაფხული...

მიყვარს ზაფხული იმიტომ,რომ ცხელ-ცხელ ივლისში ვარ დაბადებული, ჰეჰ :))
წელს ზაფხულმა არ გაამართლა, ამინდებს ვგულისხმობ, თორემ ისე კარგი იყო :)
ესე იგი ბეთანია...
წვიმები, ტბილი ტანსაცმელი, თბილი კი არა, ძალიან თბილი...
გაყინული ხელები, ძლივს რომ ითბობ
ცხელი ჩაი
შალის ადიალები, ცხვირზეც რომ გაფარია, თავზეც და სულ საბნის ქვეშ რომ ხარ
11 აგვისტოს მანქანაში ჩართული ფეჩი, 11 აგვისტოს!!! ვიცინოდით,მაგრამ რომ დაუფიქრდე სულაც არ არის სასაცილო...
მაგრამ ამის მიუხედავად სუფთა ჰაერი, აი წმინდა და რომ სუნთქავ და რომ გიხარია ისეთი...
სიმწვანე, რაც ასე ძალიან მაკლდა და მინდოდა გარშემო რომ ყოფილიყო :)
ბეეეევრი ბალახი და ტყე
ცვრიანი ბალახი <3
Cibelle "Green Grass" მახსენდებოდა და ვუსმენდი.
მთები და ცისფერი ცა,ღუბლებითურთ, მაგრამ მაინც ლამაზი
შეგრძნება-თბილად რომ გაცვია და მზე რომ გათბობს <3
ნისლი... ნისლი ფიქრია მთებისა იმათ კაცობის გვირგვინიო ...

საყვარელი მეგობრები
კარგი მუსიკა და წიგნი...
ბევრი, ბეეეეეევრი ძილი
ტკბილად ძილი :)
ბევრი სიცილი, განსაკუთრებით ღამე, ჩემი და ქეთოს ერთმანეთის გვერდით დაძინება არ შეიძლება, სულ სიცილით ვკვდებით ხოლმე და ათას სისულელეზე ვღადაობთ :)))
მარიკუნა (ქეთოს შვილი) რომ გვაწყნარებს ხოლმე კარგით რა გჭირთო, ეგაა ყველაზე მაგარი :)))))
ეზოში სირბილი და ყოვლად გიჟური სურათების გადაღება, არანაირ სტანდარტებში რომ არ ჯდება :))) ...
და დასვენება, რაც მართლა მაგრად მაკლდა ...
და ახლა ისევ თბილისი...
და ბლა ბლა ბლა
...

Monday, 15 June 2009

სათაური ვერ მოვიფიქრე

Ludovico Einaudi-ს ყოველთვის ვუსმენდი,მაგრამ ეს ბოლო დღეებია ვეღარ ვწყდები, სულ მინდა რომ ვუსმინო ... ახლა რომელი ალბომიც არ მაქვს იმას ვიწერ.

ისევ იღრუბლება და ალბათ ისევ იწვიმებს. დიდი ხანია არ უწვიმია და ...

სუფთა ჰაერი მინდა, ინგლისურად რომ ჰქვია fresh აი ეგეთი, ბუნებაში მინდა გასვლა და ჯდომა, 1 დღით მაინც. მაგრამ სულ წვიმებია და სად უნდა წავიდე. 22-მდე არც იოცნებოთ მზის გამოსვლაო ასე თქვეს სინოპტიკოსებმა. ვნახოთ, ვნახოთ... :)

ამაზონიდან მინდა 2 წიგნის გამოწერა და საშველი ვერ დავადგი, უფრო სწორედ ჩემს მეგობარს ველოდები, ერთად უნდა გამოვიწეროთ და რაღაც გაიწელა ეს ამბავი.

კიდევ რა ხდება...
ხოო...
ჰმმმ...

არც არაფერი მგონი :)
არა, რაღაც-რაღაცეები ხდება მაგრამ ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი, დაწერად რომ ღირდეს :)

უბრალოდ ძალიან ვღადაობ და მეცინება იმაზე, ყველა გიჟი და დაუნი და მისთანა მე როგორ უნდა გადამეკიდოს და რატომ უნდა მქონდეს კომუნიკაცია ესეთ ადამიანებთან :))) მაგრამ ამაშიც პოზიტივი უნდა დაინახოს ადამიანმა, ანუ მე, და ჩავთვალო, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებას ახალისებენ :) დაე იყოს ასე!

Tuesday, 26 May 2009

Lost in Bukowski

დღეს განსაკუთრებული დღე არაა, უბრალოდ მომინდა რაღაცის დაწერა... ხანდახან მინდება ხოლმე ესე რაღაც სისულელეეების ბეჭვდა და... თან ძალიან სევდიან სიმღერას ვუსმენ, ჩავრთე და ვეღარ ვრთავ... თან ამა სოფლის ამაოებაზე დავფიქრდი, წარსულიდან გავიხსენე რაღაცეეები და გამეღიმა, როგორც ყოველთვის :)

გემრიელი მარწყვი, გადაშლილი ბლოკნოტი, შიგნით ძალიან ბევრი ინფო, მათ შორის ჩარლზ ბუკოვსკის ფრაზები, სად აღარ მოქექილი... ჩემი ბოლო ხანების ფავორიტი, შემჯდარი ვარ სერიოზულად, თითქოს ჩემიანია, ასე მგონია, რა სიდებილეა, მაგრამ არის რაღაც ამ ფრაზებში ჩემეული :) and i like it :)

ცხოვრება ძალიან, ძალიან სწრაფად გადის, ხელში ბოლოს რამე თუ შემრჩება?!
ჩემი მომავალი მაინტერესებს, მაგრამ რომ ვიცოდე მერე საინტერესო აღარ იქნება... ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი, ადრე ესე მალე არ გადიოდა დრო... და ამაზე რომ ვფიქრობ მაგრად ვიგრუზები მერე.

ხვალ ისევ ახალი დღე.
სწრაფად განვლილი წუთები, საათები, დღეები... ადრე რაც შორს მიმაჩნდა, უკვე მოახლოვდა, damn it...და როგორც ბუკოვსკი იტყოდა : life is as kind as you let it be :)

და ასევე არ შემიძლია ეს გენიალური რამ არ დავწერო ისევ და ისევ ბუკოვსკის შემოქმედებიდან:

"There are worse things than being alone but it often takes decades to realize this and most often when you do it's too late and there's nothing worse than too late".