Showing posts with label ქორწილია ქორწილიიიიიიიი. Show all posts
Showing posts with label ქორწილია ქორწილიიიიიიიი. Show all posts

Saturday, 19 September 2009

სუთიძის ქორწილი

დღეს დიდი დღე იყო!
სუთიძე გავათხოვეთ და პატრონს ჩავაბარეთ :)
უმაგრესი დღე იყო, მართლა, ემოციებით სავსე, სიხარულებით და სიყვარულებით, როგორც ხდება ხოლმე ქორწილის დღეს. ჯვრისწერა ანანურში ჰქონდა, ულამაზეს ადგილას, 2 წლის წინ ექსკურსიაზე რომ ვიყავით ჩემს დაბადების დღეს ეგ გამახსენდა.. და ვინ წარმოიდგენდა რომ 2 წლის მერე ისევ ანანურში ისევ ერთად შევიყრებოდით ნინოს ჯვრისწერაზე :)
ულამაზესი იყო ნინა, უ ლ ა მ ა ზ ე ს ი!!!
ისედაც ლამაზია, მაგრამ დღეს განსაკუთრებით :)

ბუკეტი დავიჭირე :))))))))))

მიხარია, მიხარია, მიხარიაააა დღევანდელი დღე :)

მიყვარხართ,ბავშვებო!

Tuesday, 17 February 2009

კვირის ქრონიკა :))))

განვლილი მოვლენები :

1.თიკოს ქორწილი– კარგი იყო, მშვენიერი დრო ვატარეთ მე , სოფომ,თამთამ და მედემ :)
2.თიკოს ქორწილის მეორე დღე– ძლივს რომ მივაგენით სახლს :)))
3.მცხეთაში, რესტორანში თავს დამტყდარი "პაკლო", რომელიც ძლივს მოვიშორე, ნეტა თუ იცის ამ ბლოგში რომ მოვიხსენიე :)))) ადამიანის გრძნობებზე სიცილი არ შეიძლება, მაგრამ ბოლო სმს აშკარად კურიოზი იყო, დიაცის დაცუნებულმა კაცმა თავი უნდა მოიკლასო და ა.შ. :))))
4.ამ ქეიფ–ქორწილების გარდა მიმდინარეობს ტვინის დასხმა დიპლომზე, დღეს განსაკუთრებით, ვიგრძენი, რომ გადავიწვი, ამ საღამოს მე და დოდო ერთობლივად ვმუშაობდით ორივეს დიპლომზე.
5. თბილისი პატარააა
6.მოდის ქეთოს დაბადების დღე :)
7. მარიმ მუშაობა დაიწყო
8.თეა და ეკა მენატრება
9.ზეგ დიპლომი უნდა ჩავაბარო აკინძულ ვარიანტში
10.მზეა :)
11.ჯარეტი რულზ :)
12. მე გავიმარჯვებ :))))))

Sunday, 8 February 2009

Fatigue ...

ეს 2 დღეა ძალიან დავიღალე, სტატისტიკა .... სპსს და ა.შ.

დილას ნინოს პაკლო ამოვიდა და ჩაი დავლიეთ, კაი ტიპი ჩანს ეს ბიჭი, თან მე როგორც ჩაის დიდ მოყვარულს 3 ნაირი ჩაი მაჩუქა, ცოტ–ცოტა :))) თან ეტყობა რო აზრზე მოსული ბიჭია :)

მერე ჩემი დიპლომის ამბებზე წავედი სარკე კვლევაში, მაგათმა გაიხარონ !!!

მერე ხინკალზე წავედით გოგოები, ვიბაასეთ და ვილაქლაქეთ :)

ახლა Siniead O'Connor-ს ვუსმენ, ამოვქექე და ნოსტალგიაც შემომაწვა ...


15-ში თიკოს ქორწილია :)

Sunday, 19 October 2008

თათიას და მირზას wedding

გუშინდელ ქორწილზე რომ არ დავწერო არ შეიძლება, დანაშაული იქნება !

თათიას და მირზას ქორწილი ყველაზე მაგარი ქორწილი იყო სადაც მე ოდესმე ვყოფილვარ

ყველაფერი რომ კარგი იყო ...

ისეთი მაგარი დრო გავატარეთ, ისეთი მაგარიმ, რომ თუ იქ არ იყავი ვერ მიხვდები :)

კლასელები, მეგობრები, ნაცნობები, უცნობები ... ცეკვა, მხიარულება, სიცილი,ყვირილი,სიმღერა,უმეტესობა გახეული მთვრალი,ზოგი სკამზე ავიდა,ზოგი მაგიდაზე,ზოგი ხტუნაობდა, ზოგი თავისთვის ცეკვავდა, ზოგმა ფეხზე გაიხადა( გვარს და სახელს არ დავასახელებ) :)))), ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, ზოგი იწვა ...

მთელი ქორთიარდ მარიოტი დავიმხეთ რასაც ჰქვია, ერთი მაგიდები არ დაგვიდია თავზე, თორემ დანარჩენი ალბათ ყველაფერი ვქენით :))))

მერე cubic-ში წავედით, დნცკ დნცკ დნცკ

მერე მე სახლში მოვედი, დანარჩენები სიმპატიაში წავიდნენ :)

არ ვიცი მეტი რაღა დავწერო, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, ისევე როგორც თათია და მირზა არიან :)

Friday, 17 October 2008

Upcoming wedding : )

ხვალ თათიას და მირზას ქორწილიაააააააააააააააააააააააა !!!

ურაააააა !!!

ვაშაააააა !!!

ეკაც ჩამოდიიიიიიიიიიიიიიის !!!

ჩვვენი ტრიო ხვალ მაგრად მოილხენს, არა მხოლოდ ტრიო არამედ ვინ აღარ. თითქმის მთელი ჩემი სამეგობრო ვიქნებით სრული შემადგენლობით : )

ნეტა კარგი ამინდი იყოს და არ იწვიმოს, არ იყოს სიცივე, თორემ სხვისი არ ვიცი და მე მაგრად გავიყინებიიიიიიიი :))))))) თეაც გაიყინება ისე, მაგას ჩემზე თხელი კაბა აქვს : )))

მოკლედ, WE ARE WAITING FOR TOMORROW !!!