Showing posts with label სკოლა. Show all posts
Showing posts with label სკოლა. Show all posts

Friday, 5 February 2010

ეზო

ეზო.
ბევრი რამ შეიძლება გაგახსენდეს ეზოზე, ბევრი ასოციაცია შეიძლება გაჩნდეს თავში, მაგრამ უმეტესობისთვის ალბათ ეზო თამაშთან ასოცირდება. ჩემთვის ასეა. ეზო ჩემთვის იყო და ყოველთვის იქნება ბავშვობასთან დაკავშირებული.
ვეცდები დავხატო ჩემი ეზო როგორ იყო, პატარა რომ ვიყავი.
ეზო, სავსე ბავშვებით. ზოგი ფეხბურთს თამაშობდა, ზოგი წრეშიბურთს, ზოგი რეზინობანას, ზოგი ბადმინტონს, ზოგი გაშეშობანას, ზოგი ორდროშობანას... რამდენნაირი თამაში არსებობდა... სკოლის მერე ყოველთვის ეზოში ჩავდიოდით, დავსეირნობდით, ზაფხულში ვწუწაობდით, ზამთარში ვგუნდაობდით, ვსრიალებდით ციგებით, ვაკეთებდით დიდ თოვლის ბაბუებს... გვქონდა შტაბი, სადაც ყველა რაღაცით იყო დაკავებული, ხან ხეზე ვძვრებოდით, ხან გარაჟზე, ხან როლიკებით ვსრიალებდით და ხან ველოსიპედით დავდიოდით.
ბევრი რამ იყო გასართობი. ეზოში იძენდნენ ბავშვები მეგობრებს, უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. აივნიდან როცა გადავიხედავდი ხოლმე, ვინმეს ყოველთვის დავინახავდი.
”ჩამოხვალ?”, ”აუ, ეხლა ვერ ჩამოვალ, შენ ამო”, ”ჩამოდი და მერე იმეცადინე” - ეს ფრაზები სულ ისმოდა ხან ჩემს მიმართ, ხან სვების მიმართ.
ეს პერიოდი უცებ გავიდა.
მორჩა რეზინობანას, წრეშიბურთის და ორდროშობანას ხანა.
უცებ გავიზარდეთ, ყველა თავის გზას დაადგა. ზოგი წავიდა აქედან, ზოგი გათხოვდა, ზოგმა ცოლი მოიყვანა და ა.შ.
ბევრთან ახლაც ვმეგობრობ, ჩემი პირველი მეგობარი, რომელსაც ”ტრუსიკის” მეგობარი ჰქვია სწორედ ჩემი მეზობელია და 3 წლიდან ვმეგობრობთ. აგერ უკვე 21 წელის მეგობრები ვართ და ამაზე ძვირფასი მგონი არაფერია :)
გადის დრო, ეზო იგივე რჩება. ხეები ისევ იქ დგას, გარაჟებიც იმავე ადგილასააა, სახლებიც... მაგრამ ერთი რამ შეიცვალა, მე გავიზარდე.
იმ დღეს აივნიდან გავყურებდი ჩემს ეზოს და კითხვა გამიჩნდა: რატომ აღარააა სავსე ჩვენი ეზო ბავშვებით? არც ამ ზემოთჩამოთვლილ თამაშებს თამაშობენ ბავშვები, აღაც ჯრიამული აღარააა...

ყველაფერი როგორ სხვანაირდება ...

Saturday, 19 December 2009

ON :)

დიდი ხანია აქ არ დამიწერია, დრო არ მქონდა სამწუხაროდ. ახლა მგონი ცოტა ამოვისუნთქე.
ბევრი ალბათ არცააა დასაწერი...
იყო ბარბარობა, 17 დეკემბერი, ტრადიციული ლობიანებითურთ და მილოცვებით, სურვილი იმისა, რომ კარგი რამეები დაგებედოს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მართლა ასეა ნეტავ? ალბათ კი :)

დღეს 19 დეკემბერია (ჯერ კიდევ), ნიკოლოზობის დღესასწაული და დღესაც მილოცვებში ვართ ყველა. დღეს ჩემი დაქალი ჩამოვიდა და ბედნიერი და გახარებული ვარ :)

ამის გარდა იყო ბევრი რამ, ზოგიერთ რამეზე გავიფიქრებ ხოლმე დავწერთქო,მაგრამ მერე მავიწყდება... მარის დაბადების დღე იყო, ძალიან კარგად გავერთეთ და ბოლო ვიმღერეთ კიდევაც. ნახევარი აღარ მახსოვს ოღონდ :)))

იყო ბევრი გადატვირთული კვირა, დღე, საათი, წუთი და წამი.
ადამიანი, რომელიც ზუსტად 1 წლის შემდეგ ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას შემხვდა, როგორც 1 წლის წინ.
ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება მომეცა და გაანალიზების, მიხარია, რომ გონება მაქვს და აზროვნების უნარი გამაჩნია, რომ რაღაც-რაღაცეებს რეალურად შევხედო და გავაცნობიერო, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს.
მივხვდი მეგობრების ფასს კიდევ ერთხელ და მივხვდი, რომ არააა საჭირო ყველას ყველაფერი უთხრა და გული გადაუშალო, ამიტომაც არსებობს ცნება ”ახლო მეგობარი”. ესაა ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ნათქვამია, რომ არავის არ უნდა ენდო-ოო ბოლომდეო, მაგრამ მე მართლა მყავს რამოდენიმე ასეთი ადამიანი, რომელთაც შემიძლია ვენდო.
25 დეკემბერს კლასის ქეიფი იგეგმება და ვნახოთ როგორ ჩაივლის, ხოლო სულ რაღაც 11 დღეში ახალი წელია და მე ჯერ არანაირი გეგმა არ გამაჩნია. ალბათ ტრადიციულად. გავიხსენებ წინა წელს სად ვიყავი, რა ადგილას და რა ბედნიერი :)

Life goes ON!

:)

Sunday, 15 November 2009

...

ეეეჰჰჰჰ.... სოფოც მიფრინავს დღეს 2 წლით ...

ახლა ვიყავი ასული და გამოვემშვიდობე ...

Saturday, 7 November 2009

შაბათი :)

როგორ მინდა ხოლმე ხანდახან რომ რამე დავწერო,მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. როცა დრო მაქვს ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და ზოგჯერ კიდევ ისეთ დროს მომინდება წერა, როდესაც არც რვეული, არც კალამი და არც მსგავსი არაფერი არ გამაჩნია, კომპიუტერზე აღარ ვლაპარაკობ.

ეს კვირა სამსახურში სრული ქაოსი იყო, რუსო და ანი არ იყვნენ და ამიტომ მე ვუმკლავდებოდი ბევრ ხალხს, ტელეფონებსაც და რას აღარ, მოკლედ. მაგრამ მივეჩვიე ასეთ განრიგს და ავუღე ალღო, როგორც იტყვიან ხოლმე.

დღეს 7 ნოემბერია, შაბათი დღე. მოღრუბლულია, ალბათ მერე გაწვიმდება. ცოტა ქარიც უბერავს. ისეთი ამინდია, როგორც ნოემბერს შეეფერება.

ვიყავი მედესკი,მარტინ ენდ ვუდზე და მგონი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ძალიან მომეწონა და უაღრესად კმაყოფილი ვარ კონცერტით. ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ცოტა მძიმე არისო მუსიკაო, მაგრამ მე სულაც არ ვთვლი ასე. კარგა ხანია ამ ტრიოს ვუსმენ და ამიტომაც პირიქით, ძააააააალიან ბედნიეირ გამოვედი კონცერტიდან. ლაივი მაინც სულ სხვაა.

დრო, როგორც ყოველთვის, უსწრაფესად გარბის. აგერ უკვე ახალი წლიც მოდის...

ყველაფერი ხუნდება, ცვდება, თითქოს გბეზრდება ადამიანს... მერე ახალ რამეს იპოვი და იმაზე გადადიხარ, ის უფრო საინტერესოა, მაგრამ რომ შეიცნობ ისიც გბეზრდება, ისევ რაღაც ახალი გინდა, უფრო საინტერესო ვიდრე წინა. ეტყობა ესეა მოწყობილი ეს ცხოვრება... მოვლენები და სიტუაციები ერთმანეთს ცვლის და ენაცვლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი გვავიწყდება. გულის სიღრმეში მაინც არსებობს რაღაც და ეს რაღაც არ კვდება, არც არასდროს მოკვდება, ჩემში ყოველთვის იქნება და იდება. ალბათ სხვა ადამიანებშიც. უბრალოდ, memories fade ... და არის პერიოდები, რომ ამას აშკარად ვგრძნობ.

არის რაღაცეები და ვიღაცეები ამ ცხოვრებაში, რაც და ვინც ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში :) და ვერც დრო და ვერც ჟამი მათ ვერაფერს დააკლებს.

Tuesday, 22 September 2009

ბავშვობაში მეგონა, რომ...

მიმთაგეს და მეც ვწერ, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვობაში სულაც არ მქონდა რაღაც ”წვეტიანი” იდეები, რეალობას ვუყურებდი ხოლმე მაქსიმალურად. არც არავის ვაიგივებდი ზღაპრის გმირებთან, დედაჩემი დედაჩემი მეგონა და არა ვიღაც ფერია ან ბოროტი ჯადოსანი და ღამეც მშვიდად მეძინა.

მაშ ასე:

ბავშვობაში მეგონა, რომ:

ძალიან ნელა გადიოდა დრო. სანამ ჩემი დაბადების დღე დადგებოდა მეგონა, რომ საუკუნე გადიოდა; და ზაფხულის არდადეგებიც იწელებოდა, თუმცა სასიამოვნოდ.
სკოლაში მეგონა, რომ ძალიან დიდი ბავშვები დადიოდნენ და უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ;
მეგონა, რომ ჩემს პირველ სკოლაში (51-ე) ხორცის ”პერაშკებში” თაგვის ხორცი იდო და ამიტომ მარტო უბრალო ფუნთუშას ვჭამდი ხოლმე შესვენებებზე;
მეგონა, რომ მეორე სკოლაში (61-ე) რომ გადმომიყვანეს მე-4 კლასში ყველა შემიძულებდა იმიტომ,რომ ახალი ვიყავი;
მეგონა, რომ მთელი ცხოვრება თოჯინებით ვითამაშებდი (ისე დიდი ხანი კი ვითამაშე);
მეგონა, რომ სკოლაში მარტო რომ წავედი პირველად, დოლიძეზე მანქანა გამიტანდა გადასასვლელზე გადასვლისას;
მეგონა, რომ 20 წელს გადაცილებული ადამიანები უკვე მოხუცებულობასთან ახლოს იყვნენ;
მეგონა, რომ სტაფილოს თუ შევჭამდი ბევრს მაღალი გავიზრდებოდი;
მეგონა, რომ ჩემი ბაღელი ხუჭუჭთმიანი ეკა ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში,მაგრამ შევცდი. ბაღი მორჩა და დასრულდა ჩვენი მეგობრობაც;
მეგონა, რომ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარებდი, რაღაც საოცარ რამეებს ვისწავლიდი;
და ა.შ.

ბევრი რაღაც აღარც მახსოვს, რა მეგონა და რა არა. ეს უბრალოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ახლა მომივიდა თავში.
მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ისევე როგორც ყველა, მეც დავდიოდი სკოლაში, მერე ვმეცადინეობდი გაკვეთილებს,მერე ჩავდიოდი ეზოში და ვთამაშობდი.
მიხაროდა ცხოვრება და მიყვარდა ახალი წელი.
რაც გავიზარდე ახალი წელი აღარ მიყვარს, ვფიქრობ, რომ სულ ერთი და იგივეა.
ცხოვრებაშიც ბევრი რამე აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ მთლად კარგი არ არის.
რაც ვიზრდები მით უფრო ბევრ რამეს ვხვდები და ხშირად მინატრია ისევ იმ ბავშვობაში დავბრუნებულიყავი და საკონტროლოებზე მედარდა. მაშინ ეს დიდ რამედ მიმაჩნდა.
აი ასე უფასურდება ჩვენში რაღაც-რაღაცეეები და ეს პროცესი სულ გრძელდება იმიტომ,რომ ცხოვრება გადის და ვერ გააჩერებ ერთ ადგილას.

P.S. სიცხე მაქვს და თუ რამე ავურიე არ დამძრახოთ :)

Thursday, 14 May 2009

ბოლო ზარი

ხვალ ბოლო ზარი ყოფილა, ახლა გავიგე.

და მომენტალურად გონებაში ამომიტივტივდა ჩემი სკოლა და ბოლო დღე... თეთრი ”საროჩკა” და ბედნიერი ღიმილი, მთლად ბოლომდე ბედნიერიც ვერა, ოდნავ სევდანარევი... იმიტომ,რომ ვიცოდი ამით ბავშვობა მთავრდებოდა... ერთ-ერთი უდარდელი ხანა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. პედიოდი,როდესაც მეტწილად გართობით ხარ დაკავებული. სკოლა, სკოლის პრობლემები,გაკვეთილები,მასწავლებლები,იმან ნიშანი არ დამიწერა, ”უი ხვალ საკონტროლო გვაქვს”, გეომეტრია,ფიზიკა,ქიმია და რა აღარ...

შენი მერხი და სკამი, მერხი, სადაც შენი სახელი წერია და გინდა,რომ სულ ეწეროს, დაე სხვამაც ნახოს რომ აქ შენ იჯექი. საოცარია მაინც ბავშვის გონება :)

ბედნიერი ღიმილი იმ იმედით, რომ მალე სტუდენტი გახდები, უნივერსიტეტში ჩააბარებ და კარგი მომავალი გექნება და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრებ. წინ მთელი სტუდენტობა გელის და მოკლედ ათასი კარგი აზრი თავში...

მერე უცებ გავა წლები და რა? არც არაფერი, არაფერი დიდი რამე არ ყოფილა ეს სტუდენტობა და 4/6 წელიც ისე გავიდა ვერც კი გავიგე. აი ძალიან მალე... და ტეხავს, მართლა ტეხავს და ამაზე რომ დავფიქრდი ახლა, დავიგრუზე...

ყველაფრის მიუხედავად კარგად მახსენდება სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც შეკრული კლასი არ ვიყავით და ასე ვთქვთ ”სასტავებად” ვიყავით დაშლილი, მაინც კაი დრო იყო, არაჩვეულებრივი.

და დიდი სიამოვნებით სულ 1 დღით დავბრუნდებოდი სკოლაში :)

არ მინდა მართლა... არ მინდა რომ მალე გავიდეს დრო, დღე ასე მალე მთავრდებოდეს და ბლა ბლა ბლა...

Friday, 6 March 2009

:(

რატომ არის ეს ცხოვრება ასეთი სასტიკი ?
რატომ ხდება რომ ახალგაზრდა ადამიანები ასე უდროოდ მიდიან ამ ქვეყნიდან ? ...

საშინელ ხასიათზე და მდგომარეობაში ვარ ...

სხვანაირად ვერც ვიქნები, როდესაც 2 საათის წინ კლასელის პანაშვიდიდან მოვედი .... ჯერ კიდევ არ მჯერა თამუნას ამბავი, საშინელებააა ....

მთელი კლასი შევიკრიბეთ ამ უბედურებაზე...

მართლა ძალიან რთულია, როდესაც კლასელის გარდაცვალების ამბავს იგებ. კლასელის, რომელიც ნახევარი დღე შენთან ერთად იყო ამდენი წლის მანძილზე... ამდენი რამე ერთად გამოვლილი, ამდენი ექსკურსია და დაბადების დღე... რომელი ერთი გავიხსენო. ვიჯექით დღეს კლასელები და თამუნას ფოტოებს ვათვალიერებდით თვალზე ცრემლებით და სკოლის პერიოდს ვიხსენებდით... და ყველამ ერთად ვთქვით, ნეტა ისევ სკოლის დრო იყოსო. მართლა ვინატრებდი იმ დროში ყოფნას, ბედნიერები რომ ვიყავით, ყველა ერთად,მხიარულად, ლაღად...

ძალიან დიდი ტკივილია მართლა :(
მთელი სკოლის პერიოდი თავში რომ გაქვს... დღეს სკოლაშიც შევიარეთ, მერე მასწავლებლებიც ვნახეთ, თითქოს 1 დღე იყო სკოლაში დაბრუნების.

ამდენი წვალება გადაიტანა და მაინც არაფერმა უშველა :(
ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერი არააა.

ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს ...

Tuesday, 17 February 2009

კვირის ქრონიკა :))))

განვლილი მოვლენები :

1.თიკოს ქორწილი– კარგი იყო, მშვენიერი დრო ვატარეთ მე , სოფომ,თამთამ და მედემ :)
2.თიკოს ქორწილის მეორე დღე– ძლივს რომ მივაგენით სახლს :)))
3.მცხეთაში, რესტორანში თავს დამტყდარი "პაკლო", რომელიც ძლივს მოვიშორე, ნეტა თუ იცის ამ ბლოგში რომ მოვიხსენიე :)))) ადამიანის გრძნობებზე სიცილი არ შეიძლება, მაგრამ ბოლო სმს აშკარად კურიოზი იყო, დიაცის დაცუნებულმა კაცმა თავი უნდა მოიკლასო და ა.შ. :))))
4.ამ ქეიფ–ქორწილების გარდა მიმდინარეობს ტვინის დასხმა დიპლომზე, დღეს განსაკუთრებით, ვიგრძენი, რომ გადავიწვი, ამ საღამოს მე და დოდო ერთობლივად ვმუშაობდით ორივეს დიპლომზე.
5. თბილისი პატარააა
6.მოდის ქეთოს დაბადების დღე :)
7. მარიმ მუშაობა დაიწყო
8.თეა და ეკა მენატრება
9.ზეგ დიპლომი უნდა ჩავაბარო აკინძულ ვარიანტში
10.მზეა :)
11.ჯარეტი რულზ :)
12. მე გავიმარჯვებ :))))))

Sunday, 14 September 2008

...

თვალები მეხუჭება მთელი დღეა, ახლაც ...

დღე კარგად გავატარე, კლასელებთან ერთად, თიკოს დაბადების დღეზე. ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით რაც არის, აი უცებ კარგად გავხდი, არა, არც ისე ვიყავი ცუდად, უბრალოდ ხანდახან კარგად როცა ხარ სრულიად უმიზეზოდ უფრო კარგად ხდები ხოლმე და ახლა ზუსტად ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

საშინელი ოპტიმისტი ვარ :)

Legends don't die ... I'm a living example ! : )))

Sunday, 31 August 2008

Sweet summer days are over

აი ხვალ უკვე 1 სექტემბერია ...

ისე მალე გავიდა ეს ნანატრი ზაფხული, რომ ვერც კი მოვასწარი შეგრძნება ბოლომდე.

ადრე სკოლაში რომ ვსწავლობდი ძალიან მიხაროდა ზაფხული, 3 თვე დასვენება და მერე პირველ სექტემბერს სკოლა ისევ. მერე უცებ ყველაფერი შეიცვალა. მე გავიზარდე, სკოლა დავამთავრე და ეს უკანასკნელი უნივერსიტეტით შეიცვალა. შესაბამისად შემოკლდა დასვენების ხანგრძლივობა და 3 თვის მაგივრად 2 თვე გახდა.ამის შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაში და გამოცდებმა ივლისში გადაინაცვლა. ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მოკლდება ნანატრი დასვენების დღეები. მერე რა იქნება არ ვიცი. ახლა ასეა.

წელსაც ასე იყო.

ივლისის შუა რიცხვებამდე გამოცდები და მერე ძლივს გავეტიე აქედან.

ჩვეულებრივი ზაფხული იყო, კარგი ზაფხული, ალბათ შეიძლებოდა უფრო კარგიც ყოფილიყო. ომმა ჩაუშხამა ყველას ყველაფერი ... აღარ მინდა ამაზე არც წერა და არც ლაპარაკი.

კმაყოფილი ვარ იმით, რომ ცოცხალი ვარ,რომ კარგად ვარ, მშვიდობა თურმე ყველაზე მთავარი ყოფილა. მშვიდობა და ჯანმრთელობა.

ბევრი ახალი რამე მაქვს თავში, ყველაფერი თუ ამისრულდა უფრო კარგად იქნება ყველაფერი : )


The next summer will be better,No! One of the best, I hope : )

Let the Sun always shine !



Friday, 18 July 2008

კლასის Party

17 ივლისი ...
20.00 (წესით)
შეხვედრის ადგილი : რესტორანი "კოლხეთი" (მაგრამ ადგილები არ აღმოჩნდა)

თავიდან დავიწყებ :
იდეა გაჩნდა odnoklassniki არის ასეთი საიტი და იქ :) მე და გულომ ( ანუ გიორგი გულისაშვილმა) ერთმანეთი რომ ვიპოვეთ ეგრევე ვიქეიფოთო ვთქვით და დავიწყეთ ზრუნვა ამაზე. მერე ვიპოვე რამუშკა, სოფო, კობა( ანუ თამუნა კობაური) და კიდევ ბევრი ჩემი ძველი კლასელი.

მოკლედ ასეა თუ ისე, გუშინ შევხვდით ერთმანეთს 6 წლის მერე :)

2002 წელს 18 ივნისს რომ ვნახე ბოლოს, იმის მერე ბევრი არ მყავდა ნანახი . . .
ისე გამიხარდა,ისე, რომ ვერც კი გამოვხატავ. ადამიანები, რომლებთანაც ერთად 8 წელი გავატარე, ზოგთან ერთ მერხზე ვიჯექი, ზოგი ჩემს წინ იჯდა, ზოგი თმებს მაწიწკნიდა.

ყველას shifting of time დაემართა გუშინ, ვიხსენებდით ჩვენს მასწავლებლებს, განსაკუთრებით გედენიძეს, ქართულის მასწავლებელს, რომელიც 1–იანებს უწერდა ხოლმე ვინც არაფერი იცოდა და რამდენი ჩატოვა მასე :))) იზო კეტებით– ყველას ესე გვახსოვს.

ამდენი ხანია არ მყავდა ნანახი ეს ხალხი ... მაგრამ მაინც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მათთან, ბავშვობა ერთად გავატარეთ, შეიძლება ითქვას, ნახევარი დღე 6 გაკვეთილი სკოლაში ვიჯექით და ამდენი წელი გავიდა და მაინც ის ბავშვები არიან გულში და სულში ღრმად, ბევრი შეიცვალა,მაგრამ დამოკიდებულებები არ შეცვლილა ერთმანეთთან, გარეგნულადაც გაზრდილები არიან, ზოგი გასუქებული,ზოგი გამხდარი, სოფო ისევ 10 კილოს მომატებაზე ოცნებობს და ასე.

ვაა, როგორ ხარ?
რას შვები ე შენ?
ვეღარც გიცნობდი ...
რას შვები სად მუშაობ ?
მორჩით სწავლას?
აუ ამას დაუფასდა რა...
ის სადააა რას შვება, ეს სადააა, ნახულობთ ვაბშე ხალხი ერთმანეთს ?

აღმოჩნდა, რომ უმეტესობა ქუჩაში ვნახულობთ ერთმანეთს, დოლიძეზე . . .


გასახსენებელს რა დალევს, 61–ე სკოლის წინ რომ მიშას ბუტკა იყო ისიც კი გავიხსენეთ, გვეგონა, რომ მანდ ყველაფერი იყიდებოდა : ))) მაინც რა სხვანაირი ბავშვები ვიყავით ეხლაღა ვუკვირდები და ვამუღამებ...

სექტემბერში უფრო დიდ ქეიფს ვაპირებთ, 36 ბავშვი ვიყავით კლასში და როგორც ბანკეტზე ვიყავით, იმავე შემადგენლობით კარგი იქნებოდა შევკრებილიყავით : )

ძალიან მიყვარს ყველა, მთელი კლასი, გულით და სულით !

cos they are part of my childhood ...

ყველა მაგრად გიცნობს, თავიდან ფეხებამდე.
აი მაგალითად რამუშკა, უსაყვარლესი ბიჭი, რომელიც ბაგაჟნიკში გადავსვი გუშინ : ))))
და გულო რომ მოუჯდა გვერდით და ვედროზე უკრავდნენ : ))))


მაინც რა მალე გავიდა ეს 6 წელი : (

მოვედი და გათიშულმა დავიძინე, with smile on my face : )