ბოლო პოსტის დაწერის შემდეგ კი გასულა რამოდემინე დღე...
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ამ ხნის განმავლობაში...
იყო თბილისობა 24-25 ოქტომბერს... ტრადიციულად შევიკრიბეთ ჯგუფელები და აღვნიშნეთ. ქუჩაში დადიოდა ბევრი მთვრალი ადამიანი, ზოგი ძირს იწვა და იქ ეძინა, ზოგი სკამზე იჯდა და ისე ეძინა, ზოგი იგინებოდა, ზოგი სასმელით ხელში მღეროდა... იყო ბევრი ცუდი სუნი და სიბინძურე. საერთოდ უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღესასწაულის დროს ქალაქი საშინლად ბინძურდება, არც ისეა დიდი სისუფთავე,მაგრამ ამ 2 დღეს განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე. ჩვენს ძირითად შემადგენლობას, ვინც თბილისობაზე ვიკრიბებით ხოლმე, წელს დაემატა შონი, ნანოს მეგობარი, რომელმაც გვახალისა :)
აღმოვჩნდი ასევე ისევ მე-5 კორპუსში (თსუ) და მოგონებებში გადავვარდით ყველანი, ვინც იქ ვიყავით. ვიწყებთ ერთ კარგ პროექტს და ვნახოთ რა გამოვა.
დღეს დაიწყო ჯაზ ფესტივალი და მარკუს მილერი ხსნის. ხვალ მივდივართ მარი, სუთო და მე Medeski, Martin and Wood-ზე და ველი მოუთმენლად :)
მმმ კიდევ რა? ...
არც არაფერი ... დაიწყო წვიმები და ცუდი ამინდები... და ასე იქნება ძალიან დიდი ხანი ....
და ისე... მომნატრებია ბლოგი რაღაც :)
2 comments:
ისე, ქალაქის დღეობებზე რატომღაც ქალაქი ყველაზე მეტად ბინძურდება...
და ეს არა მარტო საქართველოს ეხება...
ხოო... და ქუჩაში გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები დადიან ბევრი.
Post a Comment