Showing posts with label კონცერტი. Show all posts
Showing posts with label კონცერტი. Show all posts

Tuesday, 27 October 2009

მომნატრებია ბლოგი რაღაც :)

ბოლო პოსტის დაწერის შემდეგ კი გასულა რამოდემინე დღე...
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ამ ხნის განმავლობაში...
იყო თბილისობა 24-25 ოქტომბერს... ტრადიციულად შევიკრიბეთ ჯგუფელები და აღვნიშნეთ. ქუჩაში დადიოდა ბევრი მთვრალი ადამიანი, ზოგი ძირს იწვა და იქ ეძინა, ზოგი სკამზე იჯდა და ისე ეძინა, ზოგი იგინებოდა, ზოგი სასმელით ხელში მღეროდა... იყო ბევრი ცუდი სუნი და სიბინძურე. საერთოდ უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღესასწაულის დროს ქალაქი საშინლად ბინძურდება, არც ისეა დიდი სისუფთავე,მაგრამ ამ 2 დღეს განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე. ჩვენს ძირითად შემადგენლობას, ვინც თბილისობაზე ვიკრიბებით ხოლმე, წელს დაემატა შონი, ნანოს მეგობარი, რომელმაც გვახალისა :)

აღმოვჩნდი ასევე ისევ მე-5 კორპუსში (თსუ) და მოგონებებში გადავვარდით ყველანი, ვინც იქ ვიყავით. ვიწყებთ ერთ კარგ პროექტს და ვნახოთ რა გამოვა.

დღეს დაიწყო ჯაზ ფესტივალი და მარკუს მილერი ხსნის. ხვალ მივდივართ მარი, სუთო და მე Medeski, Martin and Wood-ზე და ველი მოუთმენლად :)

მმმ კიდევ რა? ...

არც არაფერი ... დაიწყო წვიმები და ცუდი ამინდები... და ასე იქნება ძალიან დიდი ხანი ....

და ისე... მომნატრებია ბლოგი რაღაც :)

Sunday, 22 February 2009

Happy სტუდენტობა :)

სტუდენტობის პერიოდში დაწერილი დღიური ავიღე ხელში და კითხვა დავიწყე.
რამდენი რამე გამახსენდა.
და რა აზრები გვაწუხებდა ნანოს და მე :)

ისეთი აზრები, რომელიც მხოლოდ სტუდენტს მოუვა თავში...

რამდენი უაზრო რამ, რაზეც ასე ვიცინოდით ხოლმე და ახლაც მეცინება...

ეჰ კაი დრო იყო, სტუდენტობა და მთელი ჩვენი აზრები ძირითადად იმაზე იყო კონცენტრირებული გამოცდები როგორ ჩაგვებარებინა. კიდევ მინდა ეგ დრო !

...

არ მიყვარს ესეთი გამოყეყეჩებული დღეები, დღეს რომ არის.
ნაცრისფერი და უაზრო ...

...

გუშინ კარგი იყო ჯაზი და რამე :)

Monday, 22 September 2008

...

კონცერტი– არაჩვეულებრივი ...

ადგილი : კონსერვატორია

ასრულებდა: ეთერ მგალობლიშვილი

ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან !!!



Thanks a lot to Dato : )

Tuesday, 1 April 2008

...

ეხლა ვფიქრობ თუ რას ვიზავ ოდესმე საქრთველოში Keith Jarrett რომ ჩამოვიდეს.
(ეგ არარეალურია მაგრამ მაინც,იმედი ბოლოს კვდება)
შევიტყობ თუ არა ამ სასიამოვნო ამბავს ალბათ ეგრევე წავალ უახლოეს ბანკში სესხის გამოსატანად : )))
ეჰ, ზეგ იქნება მაგის კონცერტი თბილისში ....
მესმის ტაშის ხმა, ალბათ რა ბედნიერი ხელები უკრავენ იმ ტაშს... მომღიმარი და გაბედნიერებული სახეები ...
მგონი გამაფრენინა მუსიკამ .... დავდივარ და მელოდიები მესმის სულ : )))
ოჰ ლა ლა ლააა

Saturday, 16 February 2008

Impressions

კონცერტის შთაბეჭდილებები მინდოდა დამეწერა,ვერა და ვერ მოვახერხე და აი ეხლა შევუდგები : )
დილიდან სასიამოვნო განწყობაზე ვიყავი,რა თქმა უნდა როდესაც სანატრელ კონცერტამდე საათებიღაა დარჩენილი კარგ ხასიათზე იქნები აბა რა ...
მას შემდეგ რაც ავარჩიეთ, ეს ჯინსი ჯობდა თუ ის,ეს მაიკა თუ ის (საბოლოოდ მაინც გავცივდი) და ჩაი დაულეველი დაგვრჩა,გაისმა ეკას ზარი და ჩავედით საოცარი სისწრაფით...
დაგვხვდა იქ : არანორმალურად ბევრი ადამიანი,გაყინული სახეები,გაყინული ხელები,გაყინული ცხვირები...
დავდექით ... და ვიდექით ასე 3 სააათი ... შეიძლება უფრო მეტიც. იყო ბევრი შეძახილი,გინება,ლანძღვა ... მერე შევედით... ძლივს!
უცებ დამავიწყდა თუ გარეთ რა საშინელი 3 საათი გავატარეთ...
ის ხმა არ დამავიწყდება,გულზე რომ გირტყავს პირდაპირ,ტვინი რომ გიფეთქავს,რო ზანზარებ მთლიანად,სულ რომ გგონია რომ მობილური გირეკავს და რომ დახედავ მერე ხვდები,რომ მობილური კი არა ეს დინამიკებია...
რაც გინდა ის გააკეთე, ყველა თავისას უბერავს,აჯაზებს,სიამოვნებას იღებს,თუ გინდა ხელი აწიე და თუ გინდა ფეხი თავზე შემოიდე და იხტუნავე– ყველაფერი გამართლებულია,არავინ არაფერ გეტყვის ამისთვის ...
ბოლი,უჰაერობა,სიცხე– ესეც რომ მოგწონს,ამას პლიუს არანორმალურად კარგი მუსიკა,ბოლო ხმაზე რომ მღერიხარ და ცეკვავ რამდენიც შეგიძლია,სადაც ადგილია. ადგილი რომც არ იყოს შენსას ხო ისწორებ და ეგააა მთავარი.
მაგარია...მერე მორჩა ... ეხლა გასახდელში ელოდე კურტკას,რომელიც შენგან მოშორებით ნაეხვარ მეტრში დევს და შენ ვერ აგიღია და ვერ წამოგიღია.
2 უნომრო კურტკა,ზედ მხოლოდ 2 სახელი ... მეც როგორ არ წამივიდა გული არ ვიცი, იქ რანაირად ვსუნთქავდი ...
მერე გამოვედით,ჯანდაბასაც წაუღია ის კაშნე–მაგის გამო იქ აღარ შევბრუნდებოდი,არანაირად !!!
ბილეთი არ გადამიგდია,ვინახავ,ისევე როგორც სხვა ბევრი ბილეთი მაქვს შენახული. ესეთი ჩვევა მაქვს ,რომ ყველა ბილეთი უნდა შევინახო ... ვაწერ სახელებს ვისტან ერთად ვიყავი,თარიღი ისედაც აწერია და კიდევ როგორ დრო გავატარე ... : )
აი ესე დაემატა ამ დასტას ზემფირას ბილეთიც.