Tuesday, 29 January 2008

....

ესეთი საყვარელი რამეა ჩემს მაცივარზე : )



და ესეც : ))

Sunday, 27 January 2008

ზაფხული მინდა


რა მინდა ეხლა მე :

მინდა რომ იყოს ზაფხული,მზე ... აი მანდ ვიჯდე (სურათზე როა), გვერდით მედგას აი მანდ კაი რამ რომ დევს ის (იგულისხმება წვენი),ხელში მეჭიროს კარგი წიგნი,აი ისეთი ეხლა რისი წაკითხვაც მინდა, მაგალითად :Salman Rushdie "Midnight Children" ... მგონი ნატვრად მექცა ამ წიგნის წაკითხვა და თუ ოცნებააა ბარემ მანდ ავიხდინო : )))... შემდეგ, რა თქმა უნდა,მუსიკა ! ყურებში სასიამოვნო მუსიკა უნდა იყოს აუცილებლად... რაც მეტი სიმღერა მით უკეთესი : )
იF რა კარგი იქნებაა ...
(წარმოვიდგინე)
მერე ავდგებოდი,დავდებდი წიგნს,მოვსვავდი წვენს, სირბილით გავექანებოდი და შევხტებოდი ამ არაჩვეულებრივ ზღვაში(ალბათ უფრო ოკეანეა),ბევრს ვიცურავებდი,ძალიან ბევრს,ხმამაღლა ვიმღერებდი,ქვიშაში ჩავეფლობოდი,მერე ისევ ამოვეფლებოდი (ნეტავ სწორი ფორმაა გრამატიკულად?მერი ნიკოლაიშვილი is still watching you,თიკ : ))))... ) ,მერე ისევ იგივე,endlessly... endlessly პრინციპში ვერა...
ეჰჰჰჰ სულ გავუბერე,თავი მართლა მანდ რომ მგონია : )))
ზაფხული კი არა 27 (უკვე 28) იანვარია,ცივა,ყინავს,ცივი წვენის მაგივრად ცხელი ჩაი მიდგას,ხელში სალმან რუშდის მაგივრად სოციალური ფსიქოლოგია მიჭირავს,4 დღეში პირველი გამოცდა მაქვს,2 კვირაში მეორე,სადღაც შუალედში მესამე და ხვალ დილას კი ადრე ვარ ასადგომი...და ვაფშეტა,რა ცურვა,რის ცურვა ამ გამყინვარებაში...
ერთადერთი რაც ოცნებასა და რეალობას აქვთ საერთო ესაა მუსიკა,ჯუზიკა,მუზონი,ჯუზონი : )))) დაილოცოს ეს ჰანგები,ეს ადამიანები,მათი ნიჭი/შემოქმედება,კომპიუტერის გამომგონებელი,ნაუშნიკების შემქმნელი,პროგრამა სოულსიკი,მორფეუსი,ჩემი My Music ,ამდენ Mp3,Mp4-ს და WMA ფაილებს რომ იტევს...და კიდევ რას აღარ თუმცა ამ ფოლდერში მხოლოდ ეგენია...
რა მაგარია ყოველივე ეს ! რა მაგარია ცხოვრება !
C'est la vie...
კარგი რამეა ეს vie ...

Thursday, 24 January 2008

ჩამო,ჩამოოოოოოო ...

კონცერტი,რომელსაც ასე ველოდი,გავიგე,რომ აღარ იქნება ... არადა ათასი ოხერი და მაიმუნი ჩამოყავთ ამ საქართველოში და ვინც ნორმალურია ის ალაგ–ალაგ მშვიდობაში თუ გამოანათებს და ზოგზე მიუწვდება ადამიანს ხელი და ზოგზეც ვერა,ან არა...

უხეშობას ვერ ვიტან ... ვრეკავ დღეს კონსერვატორიაში და მპასუხობს ვიღაც ქალი ისეთი ხმით,რომ ლამის ეგრევე დავკიდე ყურმილი და აღარაფერი ვკითხე... ასეთივე გაბრაზებული ხმით მიპასუხა მეორე ქალმაც ,ჩვენ ეს არ გვეხებაო ... აბა ვის ეხება ? მე ?

მე ნაღდად არა! არც თვითონ არიან არაფრის აზრზე და რატომ პასუხობენ ტელეფონს ასეთი ადამიანები არ ვიცი ... ალბათ სხვებსაც რომ აუშალონ ნერვები ...

უნივერსიტეტში ხო საერთოდ ბარდაგია ... ვინ რას ერეკება კაცმა არ იცის,რა უნდათ,ჩვენგან რას ელიან... მოკლედ უჟას,უჟას : )))

ვზივარ და ჩაის ვსვავ... ჩაი ცხელია,ლიმონი ყვითელია,ჭიქა თეთრია და ზედ გულები ახატია... მიყვარს ეს ჭიქა,მეზობელმა მაჩუქა ადრე და სულ ამით ვსვავ ჩაის : ) კიდევ 1 ჭიქა მაქვს რომლითაც წყალს ვსვავ,თეამ რომ მაჩუქა ადრე თავის კოვზით,იმ კოვზით თაფლს ვჭამ ხოლმე ... თეაც მიყვარს,ის ჭიქაც,ჩაიც,ლიმონიც,თაფლიც ...

ყველა გაციებულია ქრონიკულად,რა გვეშველებოდა ნოვა და სელპაკი და "Les" რომ არ არსებობდეს ? ან კიდევ ტერაფლუ რომ არ იყიდებოდეს ? და ხველების წამალი სახელად
" ვირისტერფა" – ბალახია ასეთი : )))

მოკლედ რას აღარ გაიგებ ამ ქვეყანაზე ...

იმედს ვიტოვებ,რომ მელდაუ ჩამოვა ,ჩამოაღწევს ამ ჩვენს ქვეყანაში და ერთს ხოშიანად დაუკრავს თავის ბანდასთან ერთად : )

Saturday, 19 January 2008

Jacques Loussier "Canon in D major" ...

ერთი მოსმენით შემიყვარდა ეს კომპოზიცია...Last.fm-შიც კარგად ჩანს ეს,სულ რაღაც 175–ჯერ მოვუსმინე და ისევ ისევე მომწონს როგორც თავიდან მოვისმინე. და საერთოდ,კაი კაცია ეს,ყველაფერი მომწონს ... რომ ვუსმენ მეც ხან ფეხს ვაბაკუნებ რითმულად,ხან ხელს ვაკაკუნებ მაგიდაზე. ამაზე სულ ასოციაციები სოლფეჯიოს მასწავლებელთან მიდის,თვლას რომ გვასწავლიდა ... 1 2 3 4 ... ან 1 2 3 ... ან სულაც 1 2 ,ვითვლიდით და ვიყავით .

ეხლა ფილმს ვუყურე,BC-დან გამოვიტანე "The Last King of Scotland" ...


Short description ასეთია : This is Amin's (Ugandian Dictator) incredible story as seen through the eyes of Nicolas Garrigan ( ამ ბიჭზე დავეცი !!! ), a young Scotsman who becomes volatile leader's personal physician,due in part to Amin's unexpected passion for Scottish culture - Amin even proclaims himself as "The last king of Scotland". Seduced by Amin's charisma and blinded by decadence,Garrigan's dream life becomes a waking nightmare of betrayal and madness from which there is no escape. Inspired by real people and events, suspensful stunner is filled with performances you will never forget.

Fit for viewing by persons aged 15 years or more -contains strong violence,gruesome images,sex anf language

Nicolas მაგრად დამევასა,სხვა ფილმებში არ მინახავს ეს ბიჭი... James McAvoy - რაღაც არის მასში kind of attractive : )) მაგალითად, თვალები. თვალები means a lot ( ფილმს ინგლისურად ვუყურე და ეხლა სანამ გადმოვქართულდები დრო მჭირდება : ))) ... ) .
Jacques კვლავაც აგრძელებს ... სულ მინდა რომ ვუსმინო,სულ : სახლში,ქუჩაში,ლექციაზე,BC-ში,გაკვეთილზე ...
გავიღვიძო,დავიბანო,ვჭამო,ვიმეცადინო,ვიმუშავო,დავიძინო და თან სულ მუსიკა,მუსიკა და მუსიკა : )
Don't jazz me rag, I am music -J.Scott–მა თქვა მგონი, კაი ფრაზააა,მევასა – I am Music : )
So let's make our life jazzing ...
ვუსმინოთ ჯაზს( ვისაც ჯაზი არ უყვარს, რაც უყვარს იმას უსმინოს ), ვიაროთ ჯაზ ფესტივალებზე,რომელიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ არის (ვისაც არ უყვარს ნუ ივლის,თუმცა იქ ბევრი ისეთიც დადის ვისაც ჯაზი კი არ უყვარს,არამედ მარიაჟობა უყვარს) ,კარგ კონცერტებზე,იმ ადგილებში,სადაც კარგი მუსიკაა და ა.შ.
მე,პირადად, ამ საშინელ (ამინდ–პოლიტიკას ერთად ვგულისხმობ) დღეებში ერთადერთი მუსიკაა რაც გუნება–განწყობას მიხალისებს : )

Sunday, 13 January 2008

თინაობა 2008

მიყვარს ისეთი დღეები როგორიც გუშინ იყო. რატომ ? იმიტომ,რომ იყო თინათინობა(თინაობა),იყვნენ აქ ის ადამიანები,რომლებსაც მე მეგობრებს ვუწოდებ : ) ესე კარგად,გემრიელად და ჯიგრულად კარგა ხანია არ მოგვილხენია. რადგანაც დაბადების დღე გაგანია ზაფხულში მაქვს და არც მე ვარ ხოლმე აქ და არც ჩემი მეგობრები წელიწადის მაგ დროს,ამიტომ ეს 12 იანვარი ხალხის დასაპატიჟებლად საუკეთესო თარიღია.

რასაც ჰქვია had a great time და რაც მთავარია ყველა კმაყოფილი დარჩა : )

თურმე რამდენ ხალხს ვახსოვარ და ვუყვარვარ : )

ვიცინეთ,ვიმხიარულეთ,გავიხსენეთ ძველი დრო,კარგი დრო... ზოგი დათვრა ,ზოგი არ დათვრა,ყველა კარგ ხასიათზე იყო... ბევრი და კარგი საჩუქრებიც მომიტანეს,ისინი რაც მინდოდა ... ბევრი კარგი და თბილი სიტყვა მითხრეს,გულს რომ უხარია ისეთი,საერთოდ ესეთი დღეები ბევრი უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში,ასე რომ გიხალისებს ცხოვრებას და სხვა ხიბლს აძლევს. ეს ისეთი მაგარია როდესაც ყველა შენი საუკეთესო მეგობარი გვერდით გყავს და შეგიძლია ყველას ერთად ჩაეხუტო და უთხრა თუ როგორ გიყვარს , მართლა ძალიან მაგარია !


ნანომ და ეკამ ძლივს გაიცნეს ერთმანეთი : )) ამ დღესაც მოვესწარი : )) ამ ყველაფრიდან ნანო უფრო კმაყოფილი დარჩა,ზოგზოგიერთზე საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია მიიღო : ))) თბილისი ხომ ესეთი პატარააა და ყველა ყველას იცნობს ...

უიი ეს შენი ახლობელია ?

შენი მეგობარია ?

ვაააჰჰჰჰ,საიდან იცნობ ?
..........................................................................................

თეაც მოვიდა,სიცხიანი მაგრამ მაინც...
მერე ზოგი წავიდა,ზოგი მოვიდა... მერე ყველა წავიდა ... ისევ მოვლენ... აბა სად წავლენ : ) სანამ დავდივართ 2 ფეხზე მანამდე სულ ესე ვივლით ერთმანეთთან,მაგას რა ჯობია. დღეს მიმესიჯებდნენ აუ რა კარგი დრო გავატარეთო,რა კარგი იყო–ო,რა კარგი სამეგობრო წრე გყავსო მარიმ,მართლაც რომ ასეა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ძალიან მაგარი მეგობრები მყავს და ბევრმა ინატროს ესეთები : )



Saturday, 12 January 2008

შესანიშნავი სამეული



ეს ფოტო British Museum-შია გადაღებული ჩემი დაქალის მიერ, რამოდენიმე დღის წინ : )

ციფრულში თავიდან რომ დავათვალიერე ფოტოები ეს დავინახე არა მოვკვდი სიცილით : ))) და დავარქვი ესეთი სახელი: გახრწნილთა ბირჟა : ))) ზუსტად შეეფერებათ ,ჩემი აზრით... : )))


Thursday, 10 January 2008

ისევ თოვლი ...

გავიხედე ეხლა ფანჯარაში და ისევ თოვს ...

კარადაში პოდნოსი უნდა ვიპოვო და ხვალ რომ გავალ გარეთ ზედ დავჯდე და ხილიანზე ისე ჩავსრიალდე, სხვა გზა არააა : )) 2 დღის წინ ვაი ვაგლახით რომ ამოვდიოდი დავინახე გაყინულ ტროტუარზე როგორ სრიალდებდნენ ციგებით ბავშვები. ისეთი სისწრაფით მიექანებოდა 1 ,რომ მეგონა პირდაპირ გეპეის მეორე კორპუსში შეაჭრიდა,მაგრამ "ხინკლის სახლის" მისადგომებთან შეჩერდა და ამ გაყინულ ტრორუარზე გაწვა ... კიდევ ერთი წარმატებული ჩამოსვლა განახორციელა ალბათ : )))

იმ ბავშვის არ ვიცი მაგრამ მე კი დამღალა ამ სრიალ–სრიალით სიარულმა ... სულ ძირს ვიყურები არ დავეცეთქო,შარშანწინდელი მოჯდომა მწარედ მახსოვს– შუა პეკინზე რომ წინ ფეხები გაიქცა და თავი უკან და ძირს აღმოვჩნდი ესე უცაბედად ...თან გამოცდაზე მივდიოდით და მაგის გამო ქალბატონ ნელი საყვარელიძესთან მახსოვს ნახევარი საათის დაგვიანებით მივედით თარგმანის ისტორიის გამოცდაზე ... ხოდა ამიტომ აღარ მინდა ეს კიდევ განმეორდეს .

ალბათ –11 გრადუსი იქნება გარეთ ეხლა... მიუხედავად იმისა,რომ სახლში ყველაფერი, რაც გამათბობელად ითვლება ,ჩართულია ,მაინც ხელები მაქვს გაყინული ... ხელები სულ გაყინული მაქვს , ალაგ–ალაგ მშვიდობში თუ გამითბება ...

ვსო,ძილი : )))

Tuesday, 8 January 2008

Nina Simone "Lilac Wine"

ძალიან მიყვარს ეს სიმღერა ...

ვისაც Nina Simone უყვარს,უსმენს ეს აუცილებლად მოეწონება ...


http//www.files.ge/file/97847/02-Lilac-Wine-mp3.html

Thursday, 3 January 2008

საბჭოს 9

ბავშვობა გამახსენდა ...

ნათესავთან მივდიოდი და გზად იმ ეზოს გავუარე სადაც ჩემი ბავშვობის რაღაც ნაწილი მაქვს გატარებული ...მაშინდელი საბჭოს და ეხლა უკვე ჩიქობავას 9 ნომერი ...

ვიკი ბაბუს როგორ დავყავდი პურზე–ეს პურის მაღაზია მოშორებით იყო,მოედნამდე ჩავყავდი ხოლმე და მახსოვს ახლად გამომცხვარი პურები როგორ ელაგა თაროებზე,იმ პურის სუნიც მასხოვს ...

ქეთო ბებოს შეძახილები : თიკუნა, ამოდი ჩვენთან ჭერამი გაჭამო,მოდი შენ თვითონ აკრიფე ...

გულიკო ბებიას კარები,რომელზეც მარლა იყო ჩამოფარებული,ბუზებისგან თავის დასაცავად ალბათ და რომელიც სულ ფრიალებდა ...

მეზობელი გოგია,რომელიც ღვინის ჭიქით იდგა მუდამ იქვე ახლოს მდებარე ღვინის მაღაზიასთან ...

ნანა,ჩემხელა გოგო,რომელთანაც ვმეგობრობდი და როცა იქ მივდიოდი ყოველთვის თოჯინებით ვთამაშობდით ...

ქოთნის ლობიო,რომელსაც ბებიაჩემი თინა ასე გემრიელად აკეთებდა ...

ეზოში მოშვებული ონკანი,რომელთანაც ყოველთვის ვიღაც იდგა და რაღაცას რეცხავდა ...

ზევითა მეზობელი იგორი ,რომელიც მანქანის რეცხვის პროცესში მახსოვს სულ ...

ნიკუშა და თავისი რიჟა და,რომლებიც ჩემზე დიდები იყვნენ და დიდად ჩემთან თამაშით თავს არ იკლავდნენ,თუმცა სულ მოდიო მეუბნებოდნენ ...

ჩემი თოჯინები,რომლებიც მარტო იქ მყავდა და წამოსვლის წინ ყოველთვის ვიხუტებდი გულში,მალე გნახავთთქო ვეუბნებოდი ...

ეხლა კი ... აღარც ვიკი ბაბუა ცოცხალი,აღარც თინა ბებო,ქეთო ბებია 2 წლის გარდაიცვალა და საშინლად დამწყდა გული,ყოველთვის ბებიაჩემთან ვაიგივებდი და მაგიტომაც... აღარც გულიკო ბებოს ოთახის ფარდა ფრიალებს...იქ ეხლა მისი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ... ნანა საერთოდ 15 წელია აღარ მინახავს... ნიკუშა ტელევიზორში ვნახე,მე რას ვიცნობდი– დედაჩემმა მითხრა აი ეს ნიკუშაა ნელის შვილიო,სახე იგივე აქვს,უბრალოდ გაზრდილია...გოგია ბოლოს ალბათ 4 წლის წინ ვნახე,რამხელა გაზრდილხარ,მე სულ პატარა მახსოვხარო... ჩემი თოჯინები სარდაფშია ჩატანილი ... პურის მაღაზია მარკეტმა ჩაანაცვლა,ხოლო ღვინის მაღაზია საერთოდ მინგრეულია ...

უცებ გავიდა დრო ,ამდენი ხანი... ბავშვობის მოგონებები კი ასეთი ძლიერია ...

Wednesday, 2 January 2008

ახალი წლის მე–2 დღე : )

დაიწყო ახალი წელი ...

ჯერ წესიერად ვერ დავიძინე ამ წელს : ) ეხლაც ყავა დავლიე (რომ არ დამეძინოს)და აეროპორტში გავრბივარ ...

ისე მიხარია რომ თოვს,ახალი წლის ღამესაც რომ მოთოვა ძალიან გამიხარდა და მაგას ვნატრობდი– ნეტავ მასე ამიხდეს ყველაფერი როგორც ეგ ამიხდა : ) გარეთ ყინავს,იავნრის ტიპური დღეა... ქუჩაში ხალხი თითქმის არააა,ყველა ალბათ ისევ ქეიფობს,სიცარიელეა და სიწყნარე (ამ "ხლაპუშკების" ხმებს თუ არ ჩავთლით) ...

თან Home alone 2-ს ვუყურებ ეხლა,შემოვედი არა სახლში ეგრევე ჩავრთე : ) რა ვქნა მევასება ეს ფილმი !

აი ბოლო ყლუპიც,ზარიც და გავედი ! ...

Monday, 31 December 2007

Happy New Year

ყველას გილოცავთ ახალ წელს ხალხნო და მრავალს დაესწარით სულ ჯანმრთელად და ბედნიერად !

ჩემთვის პირადად ზალიან კარგი წელი იყო და ამ 22 წლის განმავლობაში ასეთი კარგი წელი მე არ მახსოვს : )

იყო წარმატება,თანაც ბევრი,სიხარული,ბევრი კარგი ნაცნობობა,მეგობრები,კარგი ამბები ... ცოტა პატარა გულისტკენა წლის ბოლოს ( ეხლა უკვე აღარ ) და საბოლოო ჯამში ნაყოფიერი წელი იყო მოკლედ ეს !

იმედია ვირთხის წელი იმედებს არ გაგვიცრუებს და ყველა სურვილი აგვისრულდება : )

იმხიარულეთ,გაიღიმეთ,გაიცინეთ,დატკბით ცხოვრებით!

დალიეთ ,იქეიფეთ და მოილხინეთ !

: ))

Saturday, 29 December 2007

At last ! : )

ესე იგი რაშია ეხლა საქმე : არც არაფერში : )) უბრალოდ მიხარია ის,რომ ჩემი 5 დღიანი საშინელი ხასიათის და გუნებაგანწყობილების შემდეგ ძლივს გამოიდარა ჩემს სახეზე და მიხარია ეს ფაქტი : ))

მამაჩემმა მაგიდა მომიტანა კომპის და იძულებული გავხდი ეს ამდენი შნური გამომეძრო და მერე ისევ თავიდან შემეერთებინა ამ ერთ საბრალო ქეისზე და ეხლა დავჯექი და ვისვენებ ... თორემ იატაკზე ხოხიალით დავიღალე,ბავშვობა გამახსენდა მე და ჩემი მეგობრები არწივობანას რომ ვთამაშობდით : )) მაგარი რამე იყო... მაგიდის ქვეშ ვძვრებოდით და გარეთ ვინც ცხვირს გამოყოფდა ეგრევე არწივი დააცხრებოდა თავზე : ))) ნუ 1 რომელიმე ჩვენთაგანი არწივი იყო–არავის უყვარდა არწივად ყოფნა,მაგიდაზე მერე ნაჭრებს ჩამოვაფარებდით ხოლმე ,ჩვენებური სახლი გვქონდა და მთელი დღე ასე ვიყავით : )) ხოდა მერე საახალწლო მისალოცი card-ები მომივიდა მეილზე და გამიხარდა : ) ვგიჟდები ეგეთ რამეებზე ! : )

ხოო კიიდოო ... ჩემი ბესთ ფრენდი ლონდონში ჩაფრინდა დღეს და ალბათ ეხლა დადის დაგულაობს : ) მაგარია ! ახალ წელს კიდევ წავა ლონდონის ოპერაში და ნახავს "მაკნატუნას". აი მესმის ახალი წელი : )

ძირს თიკ გრუზვებიი ! ... იმოქმედა : )იმდენი ვიძახე რომ ძლივს მოვედი აზრზე : )
არადა რა სისულელის გამოო,რა სისულელის !
არაუშავს,ჭკუა ვისწავლე ! თავი არ უნდა უხარო და არ უნდა უღიმო ყველას,ასევე სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"–ს ბოლოს არსებული 3 ხაზი – ვერ შევიდა ეს ჩემს თავში და ვერ დავიდა! იმიტომაც გავატარე 5 თუ დაჟე 6 დღე ესე დებილურ ხასიათზე,ცხოვრებაში რომ არ ვყოფილვარ აი ისეთზე .. ფუი! მაგრამ whatever ... იმედია ჩემში სულ,ეს იმედი.ტელევიზია დროებით დაიხურა მაგრამ ზატო გულშია მუდამ,მარად და forever and ever : )

ელ ჯერო ამბობს ჩემს ყურში – Never Give Up ! –მაგას ვაპირებ ელ ზუსტად : )

ახალი წელი მოდის ბოლო ბოლო !

: )

ხოდა კიდევ მიყვარს და ვეცემი ჯაზზე !!! ჯარეტზე პირველ რიგში ! რა საოცრად უკრავს ... ნიჭი, ნიჭი ჰქვია მაგას ... მაგის Part I and Part II ხო საერთოდ მბრიდავს,თავისი შეძახილებტ,ტაშის კვრებით,სულში და გულში რომ აღწევს ...

P.S.ეს ბოლო აბზაცი რა შუაში იყო,მაგრამ გულიდან წამოვიდა ...ოხ რა ულიმიტოა და უსაზღვროა ჩემი ცნობიერება ... stream of consciousness.. Joyce ...

აეეეეეე : )))))) წავედი მე ფსიხუშკაში : )))))

Friday, 28 December 2007

Yumeji's Theme (In the Mood for Love )



ეს ფილმი ერთი ადამიანის რჩევით ვნახე 10 დღის წინ და ძალიან მომეწონა ...

Main theme უძლიერესი რამეა!

მოისმინეთ და დატკბით : )

Thursday, 27 December 2007

Thank you,Brad !

Brad Mehldau-ს ვუსმენ ... ერთ კომპოზიციას ვიწერ უკვე 1 საათია და აღარ დაადგა საშველი ... Live in Tokyo ძალიან კარგი ალბომია, არა ნუ ყველაფერი მომწონს ამ კაცის მაგრამ ეს ალბომი რატომღაც განსაკუთრებით. ნეტავ რეებს დაუკრავს 12 მარტს კონსერვატორიაში,ერთი სული მაქვს როდის მოვა მარტი და რა თქმა უნდა წავალ წავალ და დავტკბები ... იმედია არ გადაიფიქრებს თბილისში ჩამოსვლას და ერთ კარგ საღამოს გვაჩუქებს მუსიკის მოყვარულებს. რა კონცერტიიი ... რა მაგარი ...

მუსიკაა არაჩვეულებრივი... უნაკლო , მე ვგრძნობ ამ მუსიკას ... ჩემთან ახლოსააა,მამშვიდებს,კარგ ხასიათზე მაყენებს და განწყობას მიქმნის. რაც მოსმენილი მაქვს ამ ადამიანის და ბევრი რამ მაქვს მოსმენილი ვერ ვიტყვი რომ რამე ცუდია,ან უაზრო რახუნია ... შერწყმულია ყველაფერი,ჰარმონიააა,ჯაზურია, he is genoius ... სულ გინდა რომ repeat -ს დააკლიკო და თავიდან უსმინო, თავიდან იგრძნო ... უსმინო გაუჩერებლად,გაუნძრევლად ... ბოლომდე აუწიო, რამე კარგი დალიო ,მოკალათდე და იყო ესე ... ესე კარგად და გემრიელად,სულ რომ გინდა იყო და რომ ვერ ახერხებ ამას.
That's what I call Music ... Music that makes u feel great,makes u feel happy ...
მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ხასიათი ეხლა კარგი + ცუდია ანუ საბოლოო ჯამში ნეიტრალური ,მაინც კარგად ვარ,ყველაფრის მიუხედავად ...

ცხოვრებას ოპტიმიზმით უნდა შეხედო და ყველაფერი კარგად იქნება. რამე ისე თუ არ არის როგორიც გინდა უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ერთ დღესაც ეს ასე იქნება ... მე სულ ასე ვაკეთებ და ეს დადებითად მოქმედებს.

Brad Mehldau თავის სტიქიაშია .. მეც ბეჭვდის სტიქიაში ვარ მისი მუსიკის ფონზე .. აი კიდევ ერთი კარგი კომპოზიცია, რომელიც სოულსიკმა ამ წამს გადმომიწერა ძლივს და უკვე ჟღერს ჩემს კომპში...

Thank you,Brad !

'Cos ur music is what I need now !

Wednesday, 19 December 2007

Nick Drake "Northern Sky"

I never felt magic crazy as this
I never saw moons knew the meaning of the sea
I never held emotion in the palm of my hand
Or felt sweet breezes in the top of a tree
But now you're here
Brighten my northern sky.

I've been a long time that I'm waiting
Been a long that I'm blown
I've been a long time that I've wandered
Through the people I have known
Oh, if you would and you could
Straighten my new mind's eye.

Would you love me for my money
Would you love me for my head
Would you love me through the winter
Would you love me 'til I'm dead
Oh, if you would and you could
Come blow your horn on high.

I never felt magic crazy as this
I never saw moons knew the meaning of the sea
I never held emotion in the palm of my hand
Or felt sweet breezes in the top of a tree
But now you're here
Brighten my northern sky

...................................................................

Monday, 17 December 2007

One Fine day ...

კარგ ხასიათზე ვარ ...

დილა ასე დაიწყო : თვალი გავახილე არა დედაჩემმა ეგრევე ცხელი ლობიანი ჩამტენა პირში და გილოცავ ბარბარობასო და თავზე მაკოცა : )

შუადღეს მიუხედავად დიდი არასასიამოვნო დამოკიდებულებისა საგან სტატისტიკის მიმართ მაინც იძულებული ვიყავი მემეცადინა თანაც სამსახურში.დავაძრე უჯრიდან კალკულატორი , ამოვიღე ქსექოსები,ჩემი დიდი რვეული ,სადაც ყველაფერი მიწერია,მოვიმარჯვე კალამი და დავძაბე გონება ...

მერე ქალბატონმა რუსიკომ სერთიფიკატი მომცა იმის ნიშნად, რომ 3 თვე წარმატებულად ვიმუშავე და მომავალი დამილოცა – კიდევ ერთი სერთიფიკატი და კიდევ ერთი სიხარული : )

მერე მე და რუსო ერთმანეთს ვუზიარებდით თუ რაოდენ ცუდია ეს სემინარ–კოლოკვიუმ–გამოცდები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით,რომ ესეთია ბედკრული სტუდენტის ბედი და სხვა გზა არააა თუ არა სწავლა ... ამიტომაც მიუხედავად სამსახურის საათებისა ის თავის მოხსენებისთვის ეძებდა მასალას მე კიდევ გონებაში ისევ ფორმულები მიტივტივებდა ...

უკვე სახლში მივუჯექი ფორმულებს ...

ირინას ზარი : თიკო, ხვალ რა ვქნათ სტატისტიკაზე ? არაფერი დამიწერია...
მეც ბევრი არაფერი დამიწერია,ცხრილების გადაქსეროქსება დაგვავიწყდა და ამოცანებიც დაუმთავრებელი დარჩა ... ხვალ ისევ ჩვენი თავების იმედია მექნება და რამეს დავწერ .

მივუჯექი კომპს,ერთი გრძელი პლეილისტი გავაკეთე და პარიზის სურათები დავსერჩე და თვალიერება დავიწყე,წარმოვიდგინე ოდესმე როგორ ჩავალ იქ და როგორ ვივლი სახეგაბრწყინებული ჩემი ოცნების ქალაქში ... და აი ეს ფოტო ძალიან მომეწონა



რაღაც კარგი ადგილია და დიდი სიამოვნებით ვიჯდებოდი მანდ და დავტკბებოდი პარიზით,დავლევდი ყავას (დაჟე მე დავლევდი ყავას : ))) ... ) შევჭამდი კრეპებს და ვიბოდიალებდი ქუჩებში ...

One fine day ეს დღე აუცილებლად დადგება ! აუცილებლად და აი მერე მე ვიცი : )

Yessssssssss !

Wednesday, 12 December 2007

11.50

რატომ ხდება რომ როდესაც ვამბობთ სიტყვას "არასოდეს" მერე მაინც ვაკეთებთ ხოლმე ? არასდროს თქვა "არასოდეს"–ო მაგრამ ჩვენ მაინც ვაკეთებთ .
უკვე ვთქვი არასოდეს და მაინც გავაკეთე, ვთქვი ბევრჯერ ეს არასოდეს მოხდებათქო და მოხდა , ეს არასოდეს დამემართებათქო და დამემართა და რატომ ?

ხოდა ამიტომ ეხლა აღარაფერს ვამბობ...

ეს "არასოდეს" და "ვერასოდეს" არაფერს შველის საქმეს და ...

ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა

ყველაფერი კარგად იქნება

იქნება, იქნება,იქნება !

თუ არ იქნება It's not the end ...

ამიტომ ვცდილობ ყველაფერს ოპტიმიზმით შევხედო,ბევრ რამეზე გადავწყვიტე აღარ ვიდარდო ანუ ნერვი არ ავიტოკო, ასევე დავიკიდო ის ადამიანები,რომლებიც ამად არ ფასობენ,ასევე ის სიტუაციები,რომლებზეც არ უნდა მივაქციო ყურადღება,ასევე ბევრი სხვა წვრილმანი რამ რაც ზიანის და ცუდის მეტს არაფერს მომიტანს ... რატომ ? რისთვის ? მივყვები ცხოვრების დინებას,გავიცინებ როცა საჭირო იქნება,დავიგრუზები როცა ამის რეალური მიზეზი მექნება და არა სისულელეებზე. მექნება ჩემი მეგობრების იმედი და ვიყამაყებ ბევრი რამითაც ... გამიხარდება მეგობრების წარმატება,იმათ რომ რამე უხარიათ მეც ისე ძალიან მიხარია ხოლმე,თითქოს მე განმეცადოს ...
ისეთი სასიამოვნოა როდესაც ამ დედამიწაზე დადიან ისეთი ადამიანები , ვისაც შეგიძლია შენი რამე რაც გაწუხებს უთხრა და გაუზიარო, ეს ისეთი კარგია...
წყნარ რამეს ვუსმენ ... მშვიდად ვარ ...
ღამე არ მიყვარდა ... ეხლა იმით მომწონს,რომ ყველაზე ძალიან მაგ დროსაა სიწყნარე
Time to relax , time to think twice ...

ასე, რომ ... !

Thursday, 6 December 2007

...

დილის 6ის ნახევარზე გამომეღვიძა ... რატომ არ ვიცი (?) შეიძლება უფრო ადრეც იყო და მერე ვეღარ დავიძინე,უფრო სწორად ძლივს დავიძინე 7ისთვის ... თავში იმდენი სულელური რამ მომივიდა,მერე ავდექი ფანჯარაში გავიხედე... ყველაფერი ისეთი წყნარი იყო,მშვიდი,მარტო 1 ძაღლის ხმა ისმოდა... ალბათ იმასაც ესე უდროო დროს გაეღვიძა და თავის გასაჭირს გამოხატავდა ყმუილით ...
მერე ვიფიქრე ავდგები კომპს ჩავრთავ რამეს მოვუსმენთქო მაგრამ თბილი ლოგინიდან ფეხის გამოწევაც კი დამეზარა, მერე ცხვრებიც ვითვალე,მთელი ფარა ალბათ ...

მერე მაინც ავდექი,წყალი დავლიე და ისევ ფანჯარაში გავიხედე,ისევ სიჩუმე,ყველას რომ სძინავს და შენ ესე ფანჯარაში იყურები ...

ძალიან უცნაური აზრები მაწუხებს ხოლმე აი მაგ დროს,მერე დილით აღარც მახსოვდა ზუსტად რაზე ვფიქრობდი, რაღაც ბუნდოვანი იყო.

არადა ძილის წინ sweet dreams მისურვეს ...

ხოდა კიდევ იმასაც მივხვდი ,რომ როცა შენი საქმე არააა უნდა ადგე და მოკეტო ...

Saturday, 1 December 2007

...

He is online

: )

Happy სტუდენტობა

დღეს სახლში გავატარე მთელი დღე,ეგეც საჭიროა ხანდახან მაინც... ისაო ესაო და მერე უჯრა გამოვაღე,დავჯექი და სტუდენტობის დროინდელი დღიური დავინახე წიგნების ქვეშ შეტენილი ... გამახსენდა ის ძველი დრო და გადაკითხვა გადავწყვიტე. ამ დღიურს მე და ჩემი დაქალი ვწერდით მესამე კურსის მეორე სემესტრში– რატომღაც აი ესე უცებ გადავწყვიტეთ დაგვეწერა ჩვენი ყოველდღიური საუნივერსიტეტო ცხოვრების პატარ–პატარა დეტალები რათა შემდგომში მრავალი წლის შემდეგ წაგვეკითხა და გაგვხსენებოდა ის კარგი ხანა : )

ავიღე ხელში დღიური,ჩაი დავიდგი გვერდით და კითხვა დავიწყე ... რამდენი რამ აღარ მახსოვდა,თითქოს კარგად მახსოვს ის პერიოდი ,მაგრამ ბევრი რამ დამვიწყებია. ჩემთვის ვიჯექი და ვიცინოდი,ბევრს თან, მერე ნანოს დავურეკე მეთქი ეხლა ჩვენ დღიურს ვკითხულობ და სიცილით ვკვდებითქო ... ერთად აუცილებლად უნდა წავიკითხოთ–ო მანაც მომიგო .
ლექციები ... გაუთავებელი მეცადინეობა,კოლოკვიუმები,სემინარები,გამოცდები,სიცილი,მხიარულება,სილაღე,ბევრი ლამაზი დღე,ერთფეროვნებაც (სულ არა), მეხუთეს წინ ავტობუსის ლოდინი,იქაც ბევრი სიცილი,მერე ოთხშაბათი დღე– 2 გაერთიანებული ლექცია– სულ რომ გვიხაროდა ... მერე ქსეროქსებზე დგომა და რაღაცა სისულელებზე ჭორაობა (მაშინ ეს სულაც არ მიგვაჩნდა სისულელედ),ბატარეასთან დგომა და ხალხის თვალიერება,იქაც ბევრი სიცილი და გართობა... ყველაზე მაგარი პერიოდი,რომელიც ასე მალე დასრულდა,არ გვეგონა არადა, სულ იმას გავიძახოდით დროზე მოვრჩეთ ეს უნივერსიტეტი აღარ შეგვიძლიაო, მაგრამ მორჩა არა მალე მოგვენატრა ეს ამდენი რამ.
ეხლაც რამდენი გავუვლი უნივერსიტეტი მეხუთე კორპუსს იმდენი I ვ ჯგუფი მახსენდება,ჩემი ჯგუფი,თავიდან ვერ ვიტანდი, ბოლოს მაინც შევეჩვიეთ ყველა ერთმანეთს ...
ექსკურსიებიც გამახსენდა ... სადღაც შუაგულ კახეთში თოხლიაურის სტრასაზე მთელი გზა რომ გადავკეტეთ , ჩავრთეთ ასა ფართი და ვინ რას უბერავდა კაცმა რომ არ იცოდა, ფეხზე რომ ეკიდა ყველას : ))) ... კარგი იყოო !
ხვალაც ვიკრიბებით ცოტანი და გავიხსენებთ განვლილ ხანას
ხვალ ისევ დავჯდებით ერთად
ხვალ ისევ ამოტივტივდება ჩვენს მეხსიერებაში აწ უკვე დავიწყებული ეპიზოდები
კიდევ მრავალჯერ გავიხსენებთ ამას
ამას რასაც სტუდენტობა ერქვა ...

: )