Saturday, 28 August 2010

...

Let's see :)

Thursday, 26 August 2010

...

დღეს ბავშვობა გამახსენდა: შუქი არ იყო და სანთლის შუქზე ვკითხულობდი.
წვიმს და აგრილდა
ზაფხული მთავრდება...
გუშინ მათეს ნათლია გავხდი :)
ვჭამ ნესვს
ვუსმენ მუსიკას
...

წინაა 3 დღიანი დასვენება და ბევრი სათარგმნები

Tuesday, 17 August 2010

...

წვიმს და ქარი ნაზად არხევს ფარდებს.

წამიყვანეთ აქედან.

მიყვარს ჩემიანები, მეგობრები, ქართული საჭმელები, საქართველოს მთები, მაგრამ ცოტა ხნით წასვლა მინდა აქედან და გაცლა.

Thursday, 12 August 2010

French Riviera is truly unforgettable!

ჩამოვედი საქართველოში და ჩამოსვლისთანავე დავწერე ეს პატარა რამ და დავდებ აქ.

***
დღეს ჩამოვედი და მინდა ცოტა დავწერო ჩემი 8 დღიანი ვოიაჟის შესახებ.
მივხვდი, რომ ამ ქვეყანაზე არსებობს კარგი ადგილები, ლამაზი ადგილები და ულამაზესი ადგილები და French Riviera ამ უკანასკნელს განეკუთვნება.
მივხვდი, რომ უბანძეს ქვეყანაში ვცხოვრობთ... ამას ადრეც მივხვდი, მაგრამ ახლა უფრო შევიგრძენი.
მივხვდი, რომ ხალხი ბედნიერად და უდარდელად ცხოვრობს და არა ”არსებობს”...
მივხვდი, რომ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ჩემი სახლი მგონია და ეს საფრანგეთია.
მივხვდი, რომ ქვეყანაზე ბევრი ლამაზი ბიჭი და გოგოა.
მივხვდი, რომ მალე უნდა გავასწრო ამ ქვეყნიდან.
მიხარია, რომ ვიყავი და ვნახე რივიერა, შევიგრძენი ხმელთაშუაზღვის ნიავი, ვიყავი ჩემი აზრით, ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას მსოფლიოში, გავიარე წითელ ხალიჩაზე, ვითამაშე კაზინო მონტე კარლოში პოკერი, ვნახე პრინცის სასახლე, ფეხით გავთელე მთელი ნიცა, ვნახე სად კეთდება შანელის მთელი პარფუმერია, გავეცანი სუნამოს დამზადების ტექნოლოგიას, ვიარე პატარა და ვიწრო ქუჩებში, ვნახე ის ფერადი სახლები, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი, ვჭამე ბევრი ბაგეტი, დავლიე ბევრი ყავა, ვიყიდე ბევრი რამე და მივხვდი, რომ ოცნებები სრულდება... ადრე თუ გვიან სრულდება და მთავარია სურვილი, დიიიიიდი სურვილი და ყველაფერი კარგად იქნება...
და მიხარია, რომ გავიცანი ჩემი ნათესავები, რომლებიც ასეთი კარგები არიან.
მიხარია, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და შევიგრძენი.
მიხარია, რომ გავიცანი ისეთი მაგარი ბიჭი, რომლზეც აქ აღარ დავაკონკრეტებ და რომელიც არა და არ ჩანს ( მარა გამოჩნდება) :)))
ცხოვრება მშვენიერია, მართლაც რომ... ცუდთან ერთად არსებობს კარგი მომენტები, რაც აუცილებლად გვამახსოვრდება.
ბედნიერი ვარ, აი ეხლა მართლა ბედნიერი ვარ და მინდა იქ, სადაც ყველა ბედნიერია, გახარებულია და სხვა ფერებია და სხვა ცხოვრებაააა იმიტომ,რომ საფრანგეთი ჩემი ქვეყანაა და მთელი გულით მიყვარს ქვაც, კენჭიც, ნაგავიც, მიწაც, ბალახიც და მთლიანად ერი.
და ვიცი, რომ მე იქ აუცილებლად დავბრუნდები!
France, J'aime <3


აი ასე :)
მენატრება იქაურობა, ძალიან და ძალიან...

Tuesday, 27 July 2010

Bye Georgia

Côte d'Azur, I am coming!

Goodbye Georgia :)))

Monday, 26 July 2010

ფრანგული პოსტი

ვალაგებ ჩემოდანს.
დავწერე სია, რომ არაფერი დამრჩეს და მაგის მიხედვით ვალაგებ.
ჯერ არ მჯერა რომ ნიცას, კანს, მონაკოს, ეზეს, გრასს და ა.შ. ვნახავ :)

ხვალ ღამე ჰერი-ჰერი...

ჩემს დაბადების დღეს ნიცაში ვიქნები უკვე :)

France, I am coming :)

I am back, as I promised :)

Voila, c'est Nice :)

Sunday, 18 July 2010

Weekend in Betania

2 დღე ბეთანიაში... სუფთა ჰაერი, ტყე,მწვანე ბალახი, ხეები, კარგი ხალხი და დასვენება.
ძილითაც რომ ტკბილად დავიძინე.
ძალიან საჭიროა ასეთი შაბათ-კვირები... ძალიან.
ამ თბილისს რო მოწყდები და გარიყულად გრძნობ თავს...
That's soooooooooooooooo good :)

Sunday, 11 July 2010

...

ძალიან მცხელა, ძალიააააააააააან...
არც ნაყინი მშველის, არც ცივი წყალი, არც ცივი წვენი, არც დუში.
არც ჭამა მინდა.
17 დღეში ნიცაში ჰერი-ჰერი :)
დროზე გავიდეს ეს 17 დღე.
აღარ მინდა აქ.

Monday, 5 July 2010

დედა

ძნელი ყოფილა დედის დაკარგვა, ძალიან ძნელი...
ყველაზე ახლო ადამიანი, ყველაფერი რომ ესმის უსიტყვოდ, ყველაფერი რომ არის, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე რომ გიცნობს და იცის რაც ხარ...
დედაჩემი მარტო დედა არ ყოფილა, მეგობარი იყო ძალიან დიდი.
ახლა აღარააა და მის აქ ყოფნას ვგრძნობ, თითქოს ჩემს გვერდითააა, აქ, ოთახებში დადის.
ძალიან მიყვარს ჩემი დედიკო და ვიცი, რომ არასდროს მიმატოვებს და ჩემს გვერდით იქნება სულ, სადაც არ უნდა ვიყო მთელი, მ თ ე ლ ი ცხოვრება.

Sunday, 27 June 2010

Thursday, 24 June 2010

...

სიმშვიდე მინდა, მინდა სადმე სიწყნარეში, სიმწვანეში, იქ სადაც ბევრი ბალახი და ჰაერია.
მინდა ჰამაკში ვიწვე სადმე მთაში, ბედნიერი სახით ვუსმენდე მუსიკას, ვტკბებოდე მთების სილამაზით, ყოველ დილას ღიმილით შევცქეროდე მზის ამოსვლას და საღამოს კი მზის ჩასვლას.

მინდა, რომ არ მქონდეს პრობლემები, რომ ჩემიანები ჯანმრთელად მყავდნენ, ვიყო ბედნიერი და ისეთივე მხიარული გოგო როგორც ადრე ვიყავი.

თურმე რა ძნელი ყოფილა ამ ყველაფრის მოპოვება, მხოლოდ მაშინ ვაფასებთ რამეს როდესაც აღარ გვაქვს და არა მაშინ როდესაც გვაქვს. თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ ერთ დროს, თუნდაც 1 დღით ან 1 საათით ან 1 წუთით, რა კარგი ყოფილა ბავშვობა, როდესაც ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მყავდა, არ მქონდა პრობლემები, ვიყავი მშვენივრად და მეგონა, რომ სულ ესე იქნებოდა მარად ყველაფერი.

მაგრამ c'est la vie. ხან კარგი, ხან ცუდი, სულ კარგი ან სულ ცუდი ვერ იქნება, რაც უფრო ვიზრდები მით უფრო ვხვდები რაცაააა ცხოვრება და რეებსაც გვიმზადებს გზაზე...

დააფასეთ დაყვარელი ადამიანები და როდესაც ბედნიერები ხართ, დააფასეთ ყოველი წამი, წუთი და საათი.

პოსტს ვამთავრებ ოპტიმისტურად. ყველაფერი ისე იქნება როგორც ღმერთს უნდა და მე გულით, მჯერა და მწამს, რომ ჩემი დედიკო ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იქნება :)

Saturday, 19 June 2010

untitled post

თავი მშვიდად ვიგრძენი ახლა... მუსიკამ მიშველა და რწმენამ, უპირველესად.
ვუსმენ ამ საოცარ ტრეკს და წარმოვიდგინე, რომ ვარ სადღაც მდინარის პირას და ვუყურებ წყლის დინებას, ჩამესმის წყლის ჩუხჩუქხი, ვხედავ მშვიდ და პატარა ტალღებს, ქარისგან რომ არის ხოლმე აი ისეთს... ვზივარ მწვანე ბალახზე, გვერდით მიდგას 1 ჭიქა წვენი და თან ამ მუსიკას ვუსმენ. ესააა Ludovico Einaudi, რასაც ახლა ვუსმენ, ფლეილისტში მთელი დისკოგრაფია ჩავყარე და ვტკბები. საოცარი მუსიკაა, მართლაც.

პ.ს. დარჩა 1 თვე და 7 დღე, დღევანდელი დღის გამოკლებით :)

ნეტავი ყველაფერი კარგად იყოს იქამდე და მერეც.

Saturday, 12 June 2010

...

FUCK!!!

Wednesday, 2 June 2010

...

დედა ყველაზე ძვირფასი ადამიანია ამ ქვეყანაზე.
და ჯანმრთელობა კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი...

ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთის წყალობით.

Friday, 28 May 2010

...




I believe in this quote!
Everything will be OK, I hope so

Tuesday, 18 May 2010

...

დავიღალე დღეს, მაგრამ ვიცი, რომ როცა დაღლილი ვარ მუსიკა მშველის.

Saturday, 15 May 2010

Erik Truffaz Quartet@ Tbilisi Event Hall

არ შეიძლება რომ არ დავწერო 1-2 სიტყვა გუშინდელ კონცერტზე. ეს იყო Erik Truffaz Quartet. კონცერტი იყო არაჩვეულებრივი. . . განსაკუთრებით ბოლოს, ბისზე როდესაც გამოვიდა და კიდევ 2 კომპოზიცია შეასრულა, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო Serge Gainsbourg and Jane Birkin-ის არაჩვეულებრივი და ყველასათვის ნაცნობი სიმღერა "Je t'aime moi non plus” , რა თქმა უნდა ტრუფაზისეული ინტერპრეტაციით, რაც სასწაული რამ იყო! ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, პიანისტის როლი გუშინდელ კონცერტზე, ძალიან ძლიერი ვინმე იყო.

დარბაზში ბევრი ნაცნობი სახე იყო, ზოგი ძალიან დიდის უნახავიც.
საოცარი მუსიკააა, გული რომ გიძიგძიგებს და რომ ბაგიბუგობს აი ისეთი, ყველა თავისებურად რომ გამოხატავს ემოციას... ზოგი დგება და ცქმუტავს, ზოგი ზის და მშვიდად და აუღელვებლად უსმენს, ზოგი ფეხს აბაკუნებს (მეც მათ შორის), ზოგი ხელებს მაგიდაზე აბრახუნებს, ზოგიც ყვირის, კივის, იცლება ემოციისგან, ზოგი ფეხი-ფეხზე გადადებული საყვარელი სასმელის თანხლებით ბედნიერი ღიმილით შესცქერის სცენას და ხდება ამ დიდი მუსიკის გამზიარებელი.ზოგიც ფოტოგრაფია და სურათზე აფიქსირებს, ზოგი მიმტანია (ნეტავი თუ აცნობიერებენ რა მუსიკას ისმენენ ხოლმე პერიოდულად?!), ზოგიც დაცვა და ბევრი კი მელომანი, სულით და გულით მელომანი და მეც მათ შორის ვარ.შესაბამისად, ყოველთვის მსიამოვნებს ჩემნაირებთან ურთიერთობა, ისეთ ადამიანებთან, ვისაც ოდნავ მეტი ესმით მუსიკაში და აფასებენ მას.

ეს კონცერტი რომ გამომეტოვა ალბათ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი.

მადლობა Eastern Promotion-ს რომ ასეთი გენიალური ხალხი ჩამოყავს ჩვენს ქალაქში და მართლაც დიდი ბედნიერებაა როდესაც ამ გენიალურ მუსიკას ლაივში ისმენ, აი ზუსტად ფეხი-ფეხზე გადადებული, ბაკუნით და სახეზე ღიმილით.

Tuesday, 11 May 2010

ორიოდ სიტყვა ჩემზე :)

ჩემი დაქალის ბლოგს შევხედე და იდეა მოვიპარე :)
ვინც არ მიცნობს ეს იმათთვის :) რანაირად გამოვიყურები ქუჩაში მოსიარულე, ან თუნდაც არამოსიარულე და ისე :)
ესე იგი ვიწყებ:
დავდივარ სწრაფად იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში სულ სადღაც მეჩქარება(მაგრამ არსად ვაგვიანებ!). ხშირ შემთხვევაში მაცვია დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი იმიტომ,რომ ვფიქრობ, რომ უფრო მოსახერხებელია და თან არც სიმაღლეს ვუჩივი.
ჯინსი ჩემი საყვარელი რამ არის :)
აუცილებლად დამინახავთ ჩემი ვერცხლისფერი კაცით, ანუ ჩემი აიპოდით, რომელიც მარად ჩემთანააა ჩემი მუსიკითურთ და მიხარებს გულს. როგორ წესი, ქუჩაში არაფრის დაარავის ხმა არ მესმის ამიტომაც, თუ ვინმეს დაძახება უნდა მოდის და მიკაკუნებს ან წინ მიდგება, ან რამეს შვება რომ დავინახო :)))
რამე ფრანგულის სულის მატარებელი ნივთი სულ მაქვს თან, ჩანთაში ეიფელის კოშკის ბრელოკი, საფულე, რომელზეც ასევე პარიზული ბრელოკია, გულზე თითქმის სულ მიკეთია ყელსაბამი წარწერით "Paris" და მოკლედ, კიდევ მსგავსი ათასი რამე მაქვს:))))
დილაობით რომ გავდივარ ადრე, გაშტერებული სახე მაქვს და შეიძლება მეგობარიც ვერ დავინახო, ამის პრეცენდენტი უკვე არსებობს და ამიტომ ვწერ აქაც.

აი ესააა და ეს :)

მსგავსი მოსიარულე 2 ფეხა ადამიანი თუ დაინახეთ c'est moi ანუ თქვენი თინაჩკა :)))

...

ძლივს მზე დავინახეთ ეს დღეები და ამ საღამოს ისევ მოიღრუბლა...
დათბა :)
მწვანე ბალახს რომ ვხედავ გულს უხარია.
შაბათს ჩემი თანამშრომლის ხათუნას ჯვრისწერაზე ვიყავით მე და ანი, მერე ძვველ თბილისში მინი სეირნობა მოვაწყვეთ და შედეგად დამწვა შუბლი :)))
კვირას მე და თაკო ვიყავით ”ქოლგის” გახსნაზე და ვერ ვიტყვი რომ გავგიჟდი და გადავირიე სურათებზე. შარშან უკეთესი იყო ბევრად. მაგრამ გამოფენას ვინ ჩიოდა, ახალმა ხიდმა რომ დაიწყო ქანაობა მეგონა ყველანი მტკვარში ჩავცვივდებოდით, ან პატრულს თავზე დავასკდებოდით.
ახლა ფრანგული ვიმეცადინე და წერისგან ხელი მტკივა.

პარასკევამდე დღეებს ვითვლი, ერიკ ტრუფაზის კონცერტი მელიიიიიიიიიიიიის :)
უკვე ვგრძნობა, რომ უაღრესად კმაყოფილი ვიქნები.

Yooo yoooo :)))

Tuesday, 4 May 2010

:)

საოცარ განწყობაზე ვარ ახლა...
პრინციპში გუშინაც.
ვნახე სპექტაკლი ”One Short Step", რომელიც არის Oxford Playhouse-ის ძალიან ცნობილი სპექტაკლი და რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით ჩამოვიდა საქართველოში და 3,4 და 5 მაისს აქვთ სპექტაკლები მარჯანიშვილის თეატრის სხვენში.
ეს არის 1 საათიანი სპექტაკლი საბჭოთა კავშირის და ამერიკის მიერ კოსმოსური რბოლების შესახებ. 2 მსახიობი, Olivier და Robin მთელ სულს და გულს დებენ სპექტაკლში და ნამდვილად არააა განებივრებული ქართველი მაყურებელი ასეთი კარგი სპექტაკლებით.
ხოდა გუშინ ვიყავი და მივიღე უდიდესი სიამოვნება.
დღეს ჰქონდათ 3 სააათიანი workshop სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მეც მივიღე მონაწილეობა. უდიდესი სიამოვნება მივიღე, აი უდიდესიიიიი, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ ვარ და არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაინც მაგარი იყო , ბევრი რამე ვისწავლე და გავიგე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
კიდევ ერთხელ ვნახე ჩემს თავზე რაოდენ დიდი და უკიდეგანოა ადამიანის წამოსახვა და სადამდე შეიძლება გაწვდეს და ყოველდღიური თუნდაც უსარგებლო ნივთებით სხვა ბევრი რამ გააკეთო და სხვა მნიშვნელობა მისცე.
საოცარი ადამიანები არიან ოლივიერიც და რობინიც და არაჩვეულებრივი მსახიობები არიან!!!