მმმმ ახლა ვუსმენ Barry white-ს, რომელიც ლევანის დახმარებით გუშინ გადმოვიწერე... მთელი ზაფხული მაგას ვუსმენდი მოჭრილ ვერსიას ოღონდ,ძლივს მთლიანი ! : )
ინაჩოს დაბადების დღეზე ვიყავით ახლა მე და ნანო, ძლივს მივაგენით სახლს, ვითომ გვახსოვდა მაგრამ უაზროდ ვიბოდიალეთ, სად ვაჟას მე–2 კვარტალი და სად ნუცუბიძის ბოლო ? ბოლოს, მას შემდეგ რაც თითქმის მთელი ნუცუბიძე ფეხით გამოვიარეთ მივაგენით სახლს, კაი დრო გავატარეთ და წამოვედით ...
ხვალ ეკა უნდა ვნახო, რო არ ვნახო გავგიჟდები, 1 წელი ვეღარ ვნახავ : ((((
მომენატრება, ძალიან ...
ეკ, ვიცი ამ ბლოგს რო კითხულობ ხოლმე და აქაც დავწერ და ხვალაც გეტყვი ,რომ აი მაგრად მომენატრები, მართლა მაგრად ... კიდევ კარგი რომ ინტერნეტი გექნება... იმედია ... და იქ ვილაპარაკებთ ხოლმე... 1 წელი, რამდენი რამე მოხდება ამ 1 წლის განმავლობაში ალბათ ...
ძალიან მიყვარხარ კატერინ,ძალიან !
სკოლის მეგობარი მაინც სხვაა ხო იცი, მთელი ცხოვრება შენი მეგობარი და დაქალი ვიქნები და ყოველთვის გამიხარდება შენი კარგი ამბები : ) რაღაც ჩავირთესავით მაგრამ არაუშავს ...
ზატო იქიდან რა გოგო ჩამოხვალ : )
No comments:
Post a Comment