Tuesday, 19 August 2008

The same ... Again ...

ისე რა სხვადასხვა აზრები და ფიქრები აქვთ თავში ადამიანებს და რა სხვადასხვა საფიქრალი და საზრუნავი ...

ვიღაც გოგო, რომელსაც არც კი ვიცნობ ტაილანდურ მასაჟზე მიყვება თუ რა კაია, რომ რელაქსაციისთვის მისწრებაა... აი მე როგორ მკიდია ეხლა ეგ ...

აღარ მინდა ხალხნო ეს ომი და არეულობა ...

აი პროსტა მართლა დავიღალე, 123456789 ადამიანი ყოველდღე რომ მოუწოდებს რუსეთს გაიყვანონ ჯარები და რომ არ გაყავთ ... ჯერ ყველა უნიტაზი ხო არ წაუღიათ და ყველა არ გაუძარცვიათ ?! ყველას ხო აქვს ნერვები ? მაგრამ მე აღარ მაქვს, დავიღალე ...

ტელევიზორში ეს ამბებია, ინტერნეტში ამაზეა ლაპარაკი, სკაიპს ჩავრთავ ყველაფერი მაინც ომის თემამდე დადის, ტელეფონი რეკავს და მაგაზე მელაპარაკებიან, მესიჯი მოდის და ტექსტი ისევ უცვლელია ( უმეტესობა) ... გარეთ გავალ და ვინმეს ვნახავ და ისევ ეს ომი და რუსეთი ჯარები ... მაღაზიაში შევალ იქაც მაგაზე ლაპარაკობენ ...

სად გინდა რო წახვიდე ? ვიზებსაც აღარ იძლევიან : (((

ვერც წიგნს ვიღებ ხელში რო წავიკითხო, გულს ვერ ვუდებ... ვუსმენ გრუზ სიმღერებს და ვარ ასე ...

ჩემი თავი თუ არ დავატრეინინგე ისე არაფერი გამოვა ...

No comments: