Sunday, 24 August 2008

Ordinary sunday evening

ჩავუჯექი ახლა ჩემს ბლოგს :)

რა ხდება ახლა ესე იგი :

რა და გადავწყვიტე, რომ გემრიელი საჭმელების გაკეთება ვისწავლო, ანუ აქამდეც ვაკეთებდი რაღაცეებს,მაგრამ ახლა საფუძვლიანად უნდა მოვეკიდო ამ ამბავს. ხოდა აგერ როგორც ყველამ აღნიშნა კარგი ხელიც მქონია თურმე : ) მე და ეკა 2 დღეა რეცეპტებს ვუზიარებთ ერთმანეთს, იმან რა გააკეთა, მე რა გავაკეთე და ვართ ასე : )

ჩემი ჯონდო( ახლა ჯონდოა) ანუ ეკა როგორც ადრე დავწერე აქ ჰოლანდიაში წავიდა სასწავლებლად 1 წლით ( მგონი არ დამიწერია :D ), კიდევ ერთი მაგისტრატურა რომ დაამთავროს და ნომერ პირველი იურისტი რომ გახდეს, არის კიდევაც პრინციპში !

დღეს დილას ჩემი ტყუპისცალი გაფრინდა პრაღაში 8 დღით, ტყუპისცალი ეს ისე,ყველაფრით რომ ვგავართ ერთმანეთს მაგიტომ ვეძახით ერთმანეთს ასე : ) დაჟე იმ დონემდე გავრეკეთ ერთხელ,რომ გადავწყვიტეთ, რომ ერთ დღეს ვიმშობიაროთ : ))))) ამას ნუ მერე შევათანხმებთ, მთავარია, რომ იდეა გაჩნდა : )))))

ხო... კიდევ რა ხდება ... თეა მგონი კახეთში წავიდა კაწის წამოსაყვანად

უი ხო,კიდევ რა, ახალი კლანი შევქმენით მე და ეკამ, თეას კი მივწერე მაგრამ ნუ ეგეც თანახმა იქნება. მოკლედ, ჩვენ რომ სკოლაში ვსწავლობდით,მაშინ ვწერდით დღიურს ,რომელსაც ერქვა და ჰქვია TLESTS ანუ სახელების და გვარების პირველი ასოები ჩემი, ეკასი და თეასი : ) ხოდა ეხლა რაღაც სიახლე ხო საჭიროა და მე დღეიდან ჯონი ვარ, ეკა –ჯონდო და თეა– ჯონდი ( რამდენად თანახმაა არ ვიცი ) ... : )))))))

დღეს წესით ბეთანიაში უნდა ავსულიყავით 1 დღით, მაგრამ ვერ გამოვიდა, მარიმ იქიდან გადაგვდგა ჩამოდით, ჩამოდითო, ჩავალთ ალბათ კიდევ : )

უნიში ვარ მისასვლელი სკოლის ატესტატი უნდა წამოვიღო, ალბათ ხვალ წავალ...

სწავლა როდის იწყება ვერ გავიგე, ნუ მე არც მეწყება პრინციპში, ეს დიპლომიც აკიდებული მაქვს ... მეზარება ...

ხვალ ანუ 25 ში 3 ადამიანის დაბადების დღეა !

ლეის, გიგასი და თიკასი : )

აქედანაც გილოცავთ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ,რადგან ამას იმსახურებთ ! ისედაც მოგილოცავთ , რა თქმა უნდა, მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით : )

4 comments:

Kate said...

აუ, შენც ჩემს დღეში ყოფილხარ უნივერსიტეტის პონტში...
ისე ნეტავ გვიან დაიწყოს, მეზარება.
თან მთელი ზაფხული აქ ვარ, არსად არ დამისვენია. :(

Kate said...

უი, ისა ლასტზე დაგამატებ?

Tiko said...

დამამატე ლასთზე:)

მმმ ცუდია რო არ დაგისვენია, აი მე 3 კვირა დავისვენე და იმაზეც ვწუწუნებ : )))

lei said...

დიდი მადლობა ჩემო კარგო:) გიგა და თიკას ვულოცავ! სულ რაღაც ერთი თვის დაგვიანებით :))