Tuesday, 12 August 2008

NO WAR !!!

11.08.2008



ეს რა ყოფაში ვართ... სიცხეს აღარავინ ჩივის.ტელეფონში პირველი კითხვაა : "ხო მშვიდობაა?ხო კარგად ხარ?"... ერთი და იგივე შინაარსის sms-ები აგერ უკვე 7 აგვისტოს მერე. რაც ამ ბოლო ხანებში ტელევიზორისთვის არ მიყურებია ახლა ავინაზღაურე.

არ დამავიწყდება 8 აგვისტოს დილას ზუსტად საათი არ მახსოვს ალბათ 11 იქნებოდა, ქეთოს, მარიკუნას და მე გვეძინა და უცებ მარი შემოვარდა, ომი დაიწყო,ცხინვალს ბომბავენო. გიჟებივით წამოვვარდით და კიბეებზე გადარეულებივით ჩავედით კურიერის საყურებლად. ზარები დედასთან,მამასთან,მეგობრებთან,ნაცნობებთან... გაიწვიეს თითქმის ყველა ჩემი მეგობარი, მერე ნერვიულობა,ბევრი, ძალიან ბევრი. ეს სიტუაცია უკვე რამოდენიმე დღეა გრძელდება ... ვზივართ ტელევიზორთან მე, ქეთი, მარი,მარიკუნა და ლელა და ვუყურებთ. რას ? რას და როგორ დაიბომბა საქართველოს ქალაქები, როგორ იხოცება უდანაშაულო ხალხი ...


რაც ცხოვრებაში არასდროს მითქვამს იმას ვამბობ ახლა... ყოველ აფეთქებაზე გული მისკდება და ტანში მივლის ჟრუანტელი. ყოველ ღამეს გულის კანკალით ვიძინებთ მე და ქეთო, ერთი სული მაქვს, რომ გათენდეს. აი გუშინაც, უფრო სწორედ დილის 5–ს რომ 20 აკლდა ისმის აფეთქების ხმა ...

თი, გაიგე ?
კი. ქეთ, ვაი, რა ვქნათ ...


ყოველ ღამე მესიზმრება, რომ ავტომატგადაკიდებული სადღაც გავრბივარ, ვითომ დაგვარბიეს, ხან სად გავრბივარ, ხან სად ...

რა დააSავა ჩვენმა თაობამ ესეთ დროს რომ ვიზრდებით, ჯერ იყო და 91–91–93 წლები,დღემდე კარგად მახსოვს ის პერიოდი... ხან რა, ხან რა. მერე 7 ნოემბერი, ძლივს რომ გადავიტანეთ და ახლა კიდევ ეს ომი ...ამოვიდა მართლა ყელში. გაშტერებული სახეებით ვზივართ 3 გოგო და აქედან 2 იმაზე ფიქრობს, რომ ქმრები არ გაიწვიონ ომში... ხალისი დავკარგეთ ყველაფრის, სულ დაძაბულები ვართ ...

ახლაც ამოვედი და ვზივარ და ამას ვწერ... 2–ს აკლია 10 წუთი.. ისევ კურიერი... ისევ ერთი და იგივე, როდემდე ? ნუ ნერვიულობო დედაჩემი სულ მაგას მეუბნება რომ მირეკავს, როგორ ვიჯდე ესე, გული შემტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ამ სიდებილეზე, იდიოტობაზე, სრულ მარაზმზე, მეცოდება ეს ბიჭები რაღაც ბოდიში და სირების ამბიციების გამო რომ იხოცებიან. რამდენი ჩემი მეგობარი იყო საფრთხეში ამ ბოლო ხანებში, არასდროს დამავიწყდება დათოს მესიჯი მეორე ერაყში ვარო, იმდენი დაჭრილი და დაღუპულიაო...

ის ადამიანებიც კი, რომლებსაც არასდროს უნერვიულიათ პოლიტიკაზე, ისინიც კი დაშტერებული უყურებენ მიმდინარე მოვლენებს. გული ხო ყველას უდევს ...

გუშინ მარიმ, ქეთომ და მე წითელი ფლომასტერებით ხელის გულებზე დავიწერეთ NO WAR ! და სურათი გადავუღეთ...

დავიღალე...

5 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

ყველა ეგრეა! შენ კიდევ კაი თუ ჯერ არ მოგიწია იმათი მოსმენა გინდა რეზერვისტების გინდა ისე ჯარისკაცებსი ვინც გადარჩა ან ჩამოიყვანეს ან ჩამოვიდა რეებს ყვებიან!!

მე ჩემი რეზერვისტების ჩამოსვლი მერე არ ვსუნთქავდი ასე 12 საათი!!
ვიდე სკამზე თუ ტახტზე და არ ვსუნთქვადი შეგუბებული მქონდა და ვერც ვიხსენებდი რომ უნდა ჩამესუ§ტქა ბლინ!!

თუ არ გინახავს ჯერ შედი დოდკას- ბლოგზე და ნახავ ეგრევე რა და როგორ იყო კიბორგას მონაყოლის მოკლე მიმოხილვიდან :(((

Tiko said...

მომიყვნენ უკვე .... სმს–ებიც საკმარისია იქიდან რომ მწერდნენ... : ((((((((((((((((

Kate said...

საშინელება ხდება...
და ეს ფულის ხამკები გამოდიან და მღერიან შუა რუსთაველზე...
ამათაც თუ კიდევ ქართველი ჰქვიათ რა...

Tiko said...

აი ვინც მანდ გუშინ იმღერა ეგენი არიან არადამიანები, ჩემი ასაკის ბიჭები ამოხოცეს და ეგენი კიდევ მღერიან, ტფუი ....

sabaha said...

:(