Sunday, 31 August 2008

Sweet summer days are over

აი ხვალ უკვე 1 სექტემბერია ...

ისე მალე გავიდა ეს ნანატრი ზაფხული, რომ ვერც კი მოვასწარი შეგრძნება ბოლომდე.

ადრე სკოლაში რომ ვსწავლობდი ძალიან მიხაროდა ზაფხული, 3 თვე დასვენება და მერე პირველ სექტემბერს სკოლა ისევ. მერე უცებ ყველაფერი შეიცვალა. მე გავიზარდე, სკოლა დავამთავრე და ეს უკანასკნელი უნივერსიტეტით შეიცვალა. შესაბამისად შემოკლდა დასვენების ხანგრძლივობა და 3 თვის მაგივრად 2 თვე გახდა.ამის შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაში და გამოცდებმა ივლისში გადაინაცვლა. ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მოკლდება ნანატრი დასვენების დღეები. მერე რა იქნება არ ვიცი. ახლა ასეა.

წელსაც ასე იყო.

ივლისის შუა რიცხვებამდე გამოცდები და მერე ძლივს გავეტიე აქედან.

ჩვეულებრივი ზაფხული იყო, კარგი ზაფხული, ალბათ შეიძლებოდა უფრო კარგიც ყოფილიყო. ომმა ჩაუშხამა ყველას ყველაფერი ... აღარ მინდა ამაზე არც წერა და არც ლაპარაკი.

კმაყოფილი ვარ იმით, რომ ცოცხალი ვარ,რომ კარგად ვარ, მშვიდობა თურმე ყველაზე მთავარი ყოფილა. მშვიდობა და ჯანმრთელობა.

ბევრი ახალი რამე მაქვს თავში, ყველაფერი თუ ამისრულდა უფრო კარგად იქნება ყველაფერი : )


The next summer will be better,No! One of the best, I hope : )

Let the Sun always shine !



3 comments:

Kate said...

ჰა, შენ მემგონი ჩემს გონებაში იჯექი, ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც. ხოდა მართლა მაქვს იმის იმედი, რომ მომავალი ზაფხული უკეთესი კიარადა, კარგი იქნება.

Tiko said...

მომავლის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა : )

Anonymous said...

bolos 15 dgemdec mokldeba zafxul;i xolme :)
Shvebulebebs vgulisxmob :)