ხვალ ბოლო ზარი ყოფილა, ახლა გავიგე.
და მომენტალურად გონებაში ამომიტივტივდა ჩემი სკოლა და ბოლო დღე... თეთრი ”საროჩკა” და ბედნიერი ღიმილი, მთლად ბოლომდე ბედნიერიც ვერა, ოდნავ სევდანარევი... იმიტომ,რომ ვიცოდი ამით ბავშვობა მთავრდებოდა... ერთ-ერთი უდარდელი ხანა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. პედიოდი,როდესაც მეტწილად გართობით ხარ დაკავებული. სკოლა, სკოლის პრობლემები,გაკვეთილები,მასწავლებლები,იმან ნიშანი არ დამიწერა, ”უი ხვალ საკონტროლო გვაქვს”, გეომეტრია,ფიზიკა,ქიმია და რა აღარ...
შენი მერხი და სკამი, მერხი, სადაც შენი სახელი წერია და გინდა,რომ სულ ეწეროს, დაე სხვამაც ნახოს რომ აქ შენ იჯექი. საოცარია მაინც ბავშვის გონება :)
ბედნიერი ღიმილი იმ იმედით, რომ მალე სტუდენტი გახდები, უნივერსიტეტში ჩააბარებ და კარგი მომავალი გექნება და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრებ. წინ მთელი სტუდენტობა გელის და მოკლედ ათასი კარგი აზრი თავში...
მერე უცებ გავა წლები და რა? არც არაფერი, არაფერი დიდი რამე არ ყოფილა ეს სტუდენტობა და 4/6 წელიც ისე გავიდა ვერც კი გავიგე. აი ძალიან მალე... და ტეხავს, მართლა ტეხავს და ამაზე რომ დავფიქრდი ახლა, დავიგრუზე...
ყველაფრის მიუხედავად კარგად მახსენდება სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც შეკრული კლასი არ ვიყავით და ასე ვთქვთ ”სასტავებად” ვიყავით დაშლილი, მაინც კაი დრო იყო, არაჩვეულებრივი.
და დიდი სიამოვნებით სულ 1 დღით დავბრუნდებოდი სკოლაში :)
არ მინდა მართლა... არ მინდა რომ მალე გავიდეს დრო, დღე ასე მალე მთავრდებოდეს და ბლა ბლა ბლა...
No comments:
Post a Comment