Showing posts with label ძილი. Show all posts
Showing posts with label ძილი. Show all posts

Saturday, 19 December 2009

ON :)

დიდი ხანია აქ არ დამიწერია, დრო არ მქონდა სამწუხაროდ. ახლა მგონი ცოტა ამოვისუნთქე.
ბევრი ალბათ არცააა დასაწერი...
იყო ბარბარობა, 17 დეკემბერი, ტრადიციული ლობიანებითურთ და მილოცვებით, სურვილი იმისა, რომ კარგი რამეები დაგებედოს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მართლა ასეა ნეტავ? ალბათ კი :)

დღეს 19 დეკემბერია (ჯერ კიდევ), ნიკოლოზობის დღესასწაული და დღესაც მილოცვებში ვართ ყველა. დღეს ჩემი დაქალი ჩამოვიდა და ბედნიერი და გახარებული ვარ :)

ამის გარდა იყო ბევრი რამ, ზოგიერთ რამეზე გავიფიქრებ ხოლმე დავწერთქო,მაგრამ მერე მავიწყდება... მარის დაბადების დღე იყო, ძალიან კარგად გავერთეთ და ბოლო ვიმღერეთ კიდევაც. ნახევარი აღარ მახსოვს ოღონდ :)))

იყო ბევრი გადატვირთული კვირა, დღე, საათი, წუთი და წამი.
ადამიანი, რომელიც ზუსტად 1 წლის შემდეგ ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას შემხვდა, როგორც 1 წლის წინ.
ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება მომეცა და გაანალიზების, მიხარია, რომ გონება მაქვს და აზროვნების უნარი გამაჩნია, რომ რაღაც-რაღაცეებს რეალურად შევხედო და გავაცნობიერო, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს.
მივხვდი მეგობრების ფასს კიდევ ერთხელ და მივხვდი, რომ არააა საჭირო ყველას ყველაფერი უთხრა და გული გადაუშალო, ამიტომაც არსებობს ცნება ”ახლო მეგობარი”. ესაა ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ნათქვამია, რომ არავის არ უნდა ენდო-ოო ბოლომდეო, მაგრამ მე მართლა მყავს რამოდენიმე ასეთი ადამიანი, რომელთაც შემიძლია ვენდო.
25 დეკემბერს კლასის ქეიფი იგეგმება და ვნახოთ როგორ ჩაივლის, ხოლო სულ რაღაც 11 დღეში ახალი წელია და მე ჯერ არანაირი გეგმა არ გამაჩნია. ალბათ ტრადიციულად. გავიხსენებ წინა წელს სად ვიყავი, რა ადგილას და რა ბედნიერი :)

Life goes ON!

:)

Saturday, 7 November 2009

შაბათი :)

როგორ მინდა ხოლმე ხანდახან რომ რამე დავწერო,მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. როცა დრო მაქვს ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და ზოგჯერ კიდევ ისეთ დროს მომინდება წერა, როდესაც არც რვეული, არც კალამი და არც მსგავსი არაფერი არ გამაჩნია, კომპიუტერზე აღარ ვლაპარაკობ.

ეს კვირა სამსახურში სრული ქაოსი იყო, რუსო და ანი არ იყვნენ და ამიტომ მე ვუმკლავდებოდი ბევრ ხალხს, ტელეფონებსაც და რას აღარ, მოკლედ. მაგრამ მივეჩვიე ასეთ განრიგს და ავუღე ალღო, როგორც იტყვიან ხოლმე.

დღეს 7 ნოემბერია, შაბათი დღე. მოღრუბლულია, ალბათ მერე გაწვიმდება. ცოტა ქარიც უბერავს. ისეთი ამინდია, როგორც ნოემბერს შეეფერება.

ვიყავი მედესკი,მარტინ ენდ ვუდზე და მგონი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ძალიან მომეწონა და უაღრესად კმაყოფილი ვარ კონცერტით. ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ცოტა მძიმე არისო მუსიკაო, მაგრამ მე სულაც არ ვთვლი ასე. კარგა ხანია ამ ტრიოს ვუსმენ და ამიტომაც პირიქით, ძააააააალიან ბედნიეირ გამოვედი კონცერტიდან. ლაივი მაინც სულ სხვაა.

დრო, როგორც ყოველთვის, უსწრაფესად გარბის. აგერ უკვე ახალი წლიც მოდის...

ყველაფერი ხუნდება, ცვდება, თითქოს გბეზრდება ადამიანს... მერე ახალ რამეს იპოვი და იმაზე გადადიხარ, ის უფრო საინტერესოა, მაგრამ რომ შეიცნობ ისიც გბეზრდება, ისევ რაღაც ახალი გინდა, უფრო საინტერესო ვიდრე წინა. ეტყობა ესეა მოწყობილი ეს ცხოვრება... მოვლენები და სიტუაციები ერთმანეთს ცვლის და ენაცვლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი გვავიწყდება. გულის სიღრმეში მაინც არსებობს რაღაც და ეს რაღაც არ კვდება, არც არასდროს მოკვდება, ჩემში ყოველთვის იქნება და იდება. ალბათ სხვა ადამიანებშიც. უბრალოდ, memories fade ... და არის პერიოდები, რომ ამას აშკარად ვგრძნობ.

არის რაღაცეები და ვიღაცეები ამ ცხოვრებაში, რაც და ვინც ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში :) და ვერც დრო და ვერც ჟამი მათ ვერაფერს დააკლებს.

Wednesday, 23 September 2009

რა მიყვარს

რეები მომწონს და მიყვარს მე, ჩამოვწერ :)
ოღონდ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიაქციოთ.

პარიზი და საერთოდ საფრანგეთი (შეიძლება ვინმემ იფიქროს, რა ტვინი წაიღო-ო და დაე იფიქრეთ, შეძახილმა ხე გააახმო-ოო და მეც იმდენი ვიძახე, რომ მაინც წავედი და ახლა სხვა რამეს ვიძახებ 1 წელი, 1 წელი თუ უშველის ოღონდაც და იქაც წავალ მერე, ვოტ ტაკ) ;
მუსიკა- მხოლოდ მოწონება/სიყვარული არაა ამ პუნქტში, აქ ადგილი აქვს გაგიჟებასა და გადარევას :)))
ჩემი მეგობრები :)
ჩემი ოჯახი;
ჩემი პატარა ბალიში;
ჩემი კომპიუტერში, დ დისკზე, მუსიკალური განყოფილება და კერძოდ 3 ცალი ფოლდერი; ეს ის ფოლდერებია, რომელთა დაკარგვას ვერ გადავიტან;
ცხელი ჩაი ლიმნით;
სალათები
შემწვარი კარტოფილი;
ანანასის წვენი;
Ipod,Iphone,Macbook,iMac და საერთოდ APPLE;
ჩემი Pet Jondo :)))
facebook;
Blog;
თბილისი;
Jack Daniel's;
კიბორჩხალის სალათი, რომელიც აგერ იბისი-ში იყიდება;
ფრანული ენა;
ჯაზი
წიგნები
ჩარლზ ბუკოვსკი, ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება;
ჩემი ქუჩა;
ზაფხული;
ტკბილი ძილი;

გაგრძელება იქნება...

Monday, 17 August 2009

ბეთანია

ზაფხული...

მიყვარს ზაფხული იმიტომ,რომ ცხელ-ცხელ ივლისში ვარ დაბადებული, ჰეჰ :))
წელს ზაფხულმა არ გაამართლა, ამინდებს ვგულისხმობ, თორემ ისე კარგი იყო :)
ესე იგი ბეთანია...
წვიმები, ტბილი ტანსაცმელი, თბილი კი არა, ძალიან თბილი...
გაყინული ხელები, ძლივს რომ ითბობ
ცხელი ჩაი
შალის ადიალები, ცხვირზეც რომ გაფარია, თავზეც და სულ საბნის ქვეშ რომ ხარ
11 აგვისტოს მანქანაში ჩართული ფეჩი, 11 აგვისტოს!!! ვიცინოდით,მაგრამ რომ დაუფიქრდე სულაც არ არის სასაცილო...
მაგრამ ამის მიუხედავად სუფთა ჰაერი, აი წმინდა და რომ სუნთქავ და რომ გიხარია ისეთი...
სიმწვანე, რაც ასე ძალიან მაკლდა და მინდოდა გარშემო რომ ყოფილიყო :)
ბეეეევრი ბალახი და ტყე
ცვრიანი ბალახი <3
Cibelle "Green Grass" მახსენდებოდა და ვუსმენდი.
მთები და ცისფერი ცა,ღუბლებითურთ, მაგრამ მაინც ლამაზი
შეგრძნება-თბილად რომ გაცვია და მზე რომ გათბობს <3
ნისლი... ნისლი ფიქრია მთებისა იმათ კაცობის გვირგვინიო ...

საყვარელი მეგობრები
კარგი მუსიკა და წიგნი...
ბევრი, ბეეეეეევრი ძილი
ტკბილად ძილი :)
ბევრი სიცილი, განსაკუთრებით ღამე, ჩემი და ქეთოს ერთმანეთის გვერდით დაძინება არ შეიძლება, სულ სიცილით ვკვდებით ხოლმე და ათას სისულელეზე ვღადაობთ :)))
მარიკუნა (ქეთოს შვილი) რომ გვაწყნარებს ხოლმე კარგით რა გჭირთო, ეგაა ყველაზე მაგარი :)))))
ეზოში სირბილი და ყოვლად გიჟური სურათების გადაღება, არანაირ სტანდარტებში რომ არ ჯდება :))) ...
და დასვენება, რაც მართლა მაგრად მაკლდა ...
და ახლა ისევ თბილისი...
და ბლა ბლა ბლა
...

Saturday, 11 July 2009

Sleeeeeeeeeeeeeeeeeeeep

ისე მეძინება, რომ თვალები მეხუჭება...

არადა 12-ის 15 წუთია...

გუშინ ცოტა მეძინა და ამიტომ ეტყობა.
და თან დღეს 8-ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიყავი.