Thursday, 21 August 2008
...
კარგი დღე იყო, ძალიან კარგი I dare say : )
და ეს ფრაზა მომწონს ძალიან
...we all begin as strangers
just before we find
we really aren't strangers anymore
: )
Wednesday, 20 August 2008
...
ხოდა ალბათ მეც ვისწავლი ოდესმე ჩემს შეცდომებზე
Someday . . .
შეცდომებზეც,იდიოტობებზეც და უაზრობებზეც : )
ეს ისაა, რაც წიგნში არ წერია და შენით უნდა გაიაზრო.
მართლა fuckin' thing არის ხანდახან ეს ცხოვრება რა, არადა ხანდახან როგორ მიხარია ხოლმე... ხანდახან კი არა ხშირად ... მალე მგონი საერთოდ ხელს ჩავიქნევ.
მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს უკანასკნელი არ მოხდება : )
და რომ I will survive !!! : )
Tuesday, 19 August 2008
The same ... Again ...
ვიღაც გოგო, რომელსაც არც კი ვიცნობ ტაილანდურ მასაჟზე მიყვება თუ რა კაია, რომ რელაქსაციისთვის მისწრებაა... აი მე როგორ მკიდია ეხლა ეგ ...
აღარ მინდა ხალხნო ეს ომი და არეულობა ...
აი პროსტა მართლა დავიღალე, 123456789 ადამიანი ყოველდღე რომ მოუწოდებს რუსეთს გაიყვანონ ჯარები და რომ არ გაყავთ ... ჯერ ყველა უნიტაზი ხო არ წაუღიათ და ყველა არ გაუძარცვიათ ?! ყველას ხო აქვს ნერვები ? მაგრამ მე აღარ მაქვს, დავიღალე ...
ტელევიზორში ეს ამბებია, ინტერნეტში ამაზეა ლაპარაკი, სკაიპს ჩავრთავ ყველაფერი მაინც ომის თემამდე დადის, ტელეფონი რეკავს და მაგაზე მელაპარაკებიან, მესიჯი მოდის და ტექსტი ისევ უცვლელია ( უმეტესობა) ... გარეთ გავალ და ვინმეს ვნახავ და ისევ ეს ომი და რუსეთი ჯარები ... მაღაზიაში შევალ იქაც მაგაზე ლაპარაკობენ ...
სად გინდა რო წახვიდე ? ვიზებსაც აღარ იძლევიან : (((
ვერც წიგნს ვიღებ ხელში რო წავიკითხო, გულს ვერ ვუდებ... ვუსმენ გრუზ სიმღერებს და ვარ ასე ...
ჩემი თავი თუ არ დავატრეინინგე ისე არაფერი გამოვა ...
...
ალბათ უფრო უნდა დავიძინო ...
მაგრამ რაღაც დიდად რო არ მეძინება ?
მგონი შარში ვეხვევი და არ მინდა, აი არანაირად არ მინდა, სურვილიც არ მაქვს ...
არადა ვაბშე ვერ წარმოვიდგენდი
ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდებაო... მაგრამ მე არ მინდა ეგ რო მოხდეს და არც მოვახდენ ! : ) და კარგიც არააა თან ...
აი შანსი არაა !!!
მკიდია !
Monday, 18 August 2008
She's leaving the day after tomorrow. . .
ინაჩოს დაბადების დღეზე ვიყავით ახლა მე და ნანო, ძლივს მივაგენით სახლს, ვითომ გვახსოვდა მაგრამ უაზროდ ვიბოდიალეთ, სად ვაჟას მე–2 კვარტალი და სად ნუცუბიძის ბოლო ? ბოლოს, მას შემდეგ რაც თითქმის მთელი ნუცუბიძე ფეხით გამოვიარეთ მივაგენით სახლს, კაი დრო გავატარეთ და წამოვედით ...
ხვალ ეკა უნდა ვნახო, რო არ ვნახო გავგიჟდები, 1 წელი ვეღარ ვნახავ : ((((
მომენატრება, ძალიან ...
ეკ, ვიცი ამ ბლოგს რო კითხულობ ხოლმე და აქაც დავწერ და ხვალაც გეტყვი ,რომ აი მაგრად მომენატრები, მართლა მაგრად ... კიდევ კარგი რომ ინტერნეტი გექნება... იმედია ... და იქ ვილაპარაკებთ ხოლმე... 1 წელი, რამდენი რამე მოხდება ამ 1 წლის განმავლობაში ალბათ ...
ძალიან მიყვარხარ კატერინ,ძალიან !
სკოლის მეგობარი მაინც სხვაა ხო იცი, მთელი ცხოვრება შენი მეგობარი და დაქალი ვიქნები და ყოველთვის გამიხარდება შენი კარგი ამბები : ) რაღაც ჩავირთესავით მაგრამ არაუშავს ...
ზატო იქიდან რა გოგო ჩამოხვალ : )
Friday, 15 August 2008
My B.Day : )
ისეთი გახარებული ვიყავი, ნეტავ სულ მასეთი ვიყო ყოველთვის : )
28 ივლისი დადგა თუ არა წავიდა სმს–ები,ზარები,ზოგი მეილზეც მილოცავდა,ადნაკლასნიკებზეც, სად აღარ.
00.00- ზე : Happy B.day Tiko :-)
I was surprized : )
ყოველ ჩემს დაბადების დღეს თავში მაქვს ავარდნილი : )))))))
ძალიან მაგარი გრძნობაა როდესაც ყველა შენი მეგობარი გირეკავს და გეუბნება თუ როგორ უყვარხარ, რომ უსაყვარლესი ხარ, ერთადერთი და განუმეორებელი რომ ხარ,კეთილი და კარგი და ლამაზი რომ ხარ, აგივარდება თავში აბა რა იქნება : )
მმმმმმმმმმაგარია !
ვგიჟდები ამ ადამიანებზე : ) მართლა ვგიჟდები ტყუილად კი არა, ისე სიტყვას კი არ ვაყოლებ და ყველა ქრონიკულად მენატრება
და მართლა ბედნიერი ვარ ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანს რომ ვიცნობ !
აი დღეს ალექსანდრემაც როგორ გამახარა : ) ზუსტად ის მაჩუქა რაც ყველაზე მეტად გამისწორდებოდა : ) მაგარი ხარ დიდო ალექსანდრე ბაგრატიონ davidoff-Cave-Bowie : ))
Thursday, 14 August 2008
Sweet summer days
ტაკს :
დასვენების ადგილი : ბეთანია : )
ქეთო, მარიკუნა, მე და ჩვენი ლელუჩი ( ეს უკანასკნელი დამხმარე პირი იყო ჩვენთან)
ააააააააარაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, რასაც ჰქვია დავისვენე, რაც ასე ძალიან მინდოდა. 3 კვირა სრულ ნირვანაში გავატარე ბოლო დღეებს თუ არ ჩავთვლით ...
დილას ვიღვიძებდი 10–11 ზე ( თბილისში მაგ დროს უკვე შუადღეა ხოლმე ჩემი დროით), მერე ავდგებოდით, ლეეეელ გვშიაა და ჩვენი ლელუჩი გვახვედრებდა ყველაფერს რასაც მოვისურვებდით. თავიდან არ იყო მარი, ჩვენი გადარეული მეგობარი, რაც ეგ ჩამოვიდა მაგის მერე ვაბშე გავუბერეთ : )))
მმმ ... სვეცკური ჩაი, მე რულზე, დანასთან ერთად ძილი, ღამე გველანდებოდა ვითომ ვიღაც კაცი დადიოდა ოთახებში, რო წამოვხტებოდით აღმოჩნდებოდა, რომ ფანჯარა ჭრიალების ქარისგან, აგვიტყდებოდა სიცილი, რომელიც მინიმუმ საათნახევარი გრძელდებოდა, აი ყველაფერზე ვიცინოდით თან შუაღამეს, სრული ბჟირი : ))) მე და ქეთო ერთმანეთის გვერდით რომ ვწევართ აი არ არსებობს ეგრე რო არ დაგვემართოს, ყველას გავაგიჟებთ ვინც გვერდით მოგვიწვება, სრულ მშვიდ ადამიანსაც კი : ))))
შუაღამეს რო ვმღეროდი Chicago-ს "You are the inspiration"-ს და მე მეგონა ჩუმად ვღიღინებდი და თურმე ლამის ბავშვს გაეღვიძა : )))
რამდენია მარიკუნა 5+4 ? 9–3 ?
პეპი გრძელიწინდას ფონზე მე რეკლამის პრინციპებს რომ ვკითხულობდი
ბიზნეს გეგმა რომ დავსახეთ
ფეხები რომ კედელზე მელაგა და მუსიკას ვუსმენდი თვალდახუჭული და ფეხზე მეკიდა ყველაფერი და ამ დროს ჩემთვის ვარ და მარიმ სანთებელა მესროლა მზეზე ნადები და ზედ მუხლებზე რო ამიფეთქდა, ლამის მოსასულიერებელი რო გავხდი : ))))))
ქეთომ 3 ჯერ რო გადმომაგდო ლოგინიდან 1 ღამის განმავლობაში , ბოლოს ლამის იატაკზე დავიძინე : )))
ლელა რო გავაგიჟეთ : ))) მაგარი ვინმეები ხართო : )))
კიდევ ბევრი რამეა რასაც აქ არ დავწერ მაგრამ არ დამავიწყდება არასდროს : )))
გიჟების ხელში რო ჩავარდები ხდება რა ხოლმე : )))
ძროხის ამბები, გაჭყლეტილი ღამურა, ტურები და სინდიოფალები ...
მართლა მაგარი იყო ყველაფერი ! : )
Wednesday, 13 August 2008
Tuesday, 12 August 2008
NO WAR !!!
ეს რა ყოფაში ვართ... სიცხეს აღარავინ ჩივის.ტელეფონში პირველი კითხვაა : "ხო მშვიდობაა?ხო კარგად ხარ?"... ერთი და იგივე შინაარსის sms-ები აგერ უკვე 7 აგვისტოს მერე. რაც ამ ბოლო ხანებში ტელევიზორისთვის არ მიყურებია ახლა ავინაზღაურე.
არ დამავიწყდება 8 აგვისტოს დილას ზუსტად საათი არ მახსოვს ალბათ 11 იქნებოდა, ქეთოს, მარიკუნას და მე გვეძინა და უცებ მარი შემოვარდა, ომი დაიწყო,ცხინვალს ბომბავენო. გიჟებივით წამოვვარდით და კიბეებზე გადარეულებივით ჩავედით კურიერის საყურებლად. ზარები დედასთან,მამასთან,მეგობრებთან,ნაცნობებთან... გაიწვიეს თითქმის ყველა ჩემი მეგობარი, მერე ნერვიულობა,ბევრი, ძალიან ბევრი. ეს სიტუაცია უკვე რამოდენიმე დღეა გრძელდება ... ვზივართ ტელევიზორთან მე, ქეთი, მარი,მარიკუნა და ლელა და ვუყურებთ. რას ? რას და როგორ დაიბომბა საქართველოს ქალაქები, როგორ იხოცება უდანაშაულო ხალხი ...
რაც ცხოვრებაში არასდროს მითქვამს იმას ვამბობ ახლა... ყოველ აფეთქებაზე გული მისკდება და ტანში მივლის ჟრუანტელი. ყოველ ღამეს გულის კანკალით ვიძინებთ მე და ქეთო, ერთი სული მაქვს, რომ გათენდეს. აი გუშინაც, უფრო სწორედ დილის 5–ს რომ 20 აკლდა ისმის აფეთქების ხმა ...
თი, გაიგე ?
კი. ქეთ, ვაი, რა ვქნათ ...
ყოველ ღამე მესიზმრება, რომ ავტომატგადაკიდებული სადღაც გავრბივარ, ვითომ დაგვარბიეს, ხან სად გავრბივარ, ხან სად ...
რა დააSავა ჩვენმა თაობამ ესეთ დროს რომ ვიზრდებით, ჯერ იყო და 91–91–93 წლები,დღემდე კარგად მახსოვს ის პერიოდი... ხან რა, ხან რა. მერე 7 ნოემბერი, ძლივს რომ გადავიტანეთ და ახლა კიდევ ეს ომი ...ამოვიდა მართლა ყელში. გაშტერებული სახეებით ვზივართ 3 გოგო და აქედან 2 იმაზე ფიქრობს, რომ ქმრები არ გაიწვიონ ომში... ხალისი დავკარგეთ ყველაფრის, სულ დაძაბულები ვართ ...
ახლაც ამოვედი და ვზივარ და ამას ვწერ... 2–ს აკლია 10 წუთი.. ისევ კურიერი... ისევ ერთი და იგივე, როდემდე ? ნუ ნერვიულობო დედაჩემი სულ მაგას მეუბნება რომ მირეკავს, როგორ ვიჯდე ესე, გული შემტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ამ სიდებილეზე, იდიოტობაზე, სრულ მარაზმზე, მეცოდება ეს ბიჭები რაღაც ბოდიში და სირების ამბიციების გამო რომ იხოცებიან. რამდენი ჩემი მეგობარი იყო საფრთხეში ამ ბოლო ხანებში, არასდროს დამავიწყდება დათოს მესიჯი მეორე ერაყში ვარო, იმდენი დაჭრილი და დაღუპულიაო...
ის ადამიანებიც კი, რომლებსაც არასდროს უნერვიულიათ პოლიტიკაზე, ისინიც კი დაშტერებული უყურებენ მიმდინარე მოვლენებს. გული ხო ყველას უდევს ...
გუშინ მარიმ, ქეთომ და მე წითელი ფლომასტერებით ხელის გულებზე დავიწერეთ NO WAR ! და სურათი გადავუღეთ...
დავიღალე...
Saturday, 19 July 2008
Friday, 18 July 2008
კლასის Party
20.00 (წესით)
შეხვედრის ადგილი : რესტორანი "კოლხეთი" (მაგრამ ადგილები არ აღმოჩნდა)
თავიდან დავიწყებ :
იდეა გაჩნდა odnoklassniki არის ასეთი საიტი და იქ :) მე და გულომ ( ანუ გიორგი გულისაშვილმა) ერთმანეთი რომ ვიპოვეთ ეგრევე ვიქეიფოთო ვთქვით და დავიწყეთ ზრუნვა ამაზე. მერე ვიპოვე რამუშკა, სოფო, კობა( ანუ თამუნა კობაური) და კიდევ ბევრი ჩემი ძველი კლასელი.
მოკლედ ასეა თუ ისე, გუშინ შევხვდით ერთმანეთს 6 წლის მერე :)
2002 წელს 18 ივნისს რომ ვნახე ბოლოს, იმის მერე ბევრი არ მყავდა ნანახი . . .
ისე გამიხარდა,ისე, რომ ვერც კი გამოვხატავ. ადამიანები, რომლებთანაც ერთად 8 წელი გავატარე, ზოგთან ერთ მერხზე ვიჯექი, ზოგი ჩემს წინ იჯდა, ზოგი თმებს მაწიწკნიდა.
ყველას shifting of time დაემართა გუშინ, ვიხსენებდით ჩვენს მასწავლებლებს, განსაკუთრებით გედენიძეს, ქართულის მასწავლებელს, რომელიც 1–იანებს უწერდა ხოლმე ვინც არაფერი იცოდა და რამდენი ჩატოვა მასე :))) იზო კეტებით– ყველას ესე გვახსოვს.
ამდენი ხანია არ მყავდა ნანახი ეს ხალხი ... მაგრამ მაინც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მათთან, ბავშვობა ერთად გავატარეთ, შეიძლება ითქვას, ნახევარი დღე 6 გაკვეთილი სკოლაში ვიჯექით და ამდენი წელი გავიდა და მაინც ის ბავშვები არიან გულში და სულში ღრმად, ბევრი შეიცვალა,მაგრამ დამოკიდებულებები არ შეცვლილა ერთმანეთთან, გარეგნულადაც გაზრდილები არიან, ზოგი გასუქებული,ზოგი გამხდარი, სოფო ისევ 10 კილოს მომატებაზე ოცნებობს და ასე.
ვაა, როგორ ხარ?
რას შვები ე შენ?
ვეღარც გიცნობდი ...
რას შვები სად მუშაობ ?
მორჩით სწავლას?
აუ ამას დაუფასდა რა...
ის სადააა რას შვება, ეს სადააა, ნახულობთ ვაბშე ხალხი ერთმანეთს ?
აღმოჩნდა, რომ უმეტესობა ქუჩაში ვნახულობთ ერთმანეთს, დოლიძეზე . . .
გასახსენებელს რა დალევს, 61–ე სკოლის წინ რომ მიშას ბუტკა იყო ისიც კი გავიხსენეთ, გვეგონა, რომ მანდ ყველაფერი იყიდებოდა : ))) მაინც რა სხვანაირი ბავშვები ვიყავით ეხლაღა ვუკვირდები და ვამუღამებ...
სექტემბერში უფრო დიდ ქეიფს ვაპირებთ, 36 ბავშვი ვიყავით კლასში და როგორც ბანკეტზე ვიყავით, იმავე შემადგენლობით კარგი იქნებოდა შევკრებილიყავით : )
ძალიან მიყვარს ყველა, მთელი კლასი, გულით და სულით !
cos they are part of my childhood ...
ყველა მაგრად გიცნობს, თავიდან ფეხებამდე.
აი მაგალითად რამუშკა, უსაყვარლესი ბიჭი, რომელიც ბაგაჟნიკში გადავსვი გუშინ : ))))
და გულო რომ მოუჯდა გვერდით და ვედროზე უკრავდნენ : ))))
მაინც რა მალე გავიდა ეს 6 წელი : (
მოვედი და გათიშულმა დავიძინე, with smile on my face : )
Monday, 14 July 2008
unknown ...
compi momikles, damikles, gaatyavess,shechames .....
arada.. chemi comp... ise miyvarda, ai chemi iyo,yvelaferi dalagebuli da daxarisxebuli mqonda,vicodi sad ra ido, yvelaferi ise iyo rogorc me mindoda da ara rogorc baton sashas undoda : ((((
ese mgonia vinme sxva adamianis comptan vzivar...
es ra sashinelebaaa ...
Saturday, 12 July 2008
Tuesday, 8 July 2008
...
არ მინდა მაგრამ იძულებულს მხდიან . . .
Monday, 7 July 2008
6/07/2008

ესეც მე, ჯვარზე : )
Saturday, 5 July 2008
Those days are gone ...
მოვრჩი, მოვრჩიიი : )
არ მჯერა, რომ მეტი გამოცდა აღარ მექნება, რომ შემიძლია ეხლა მშვიდად დავისვენო ...
ხვალ ექსკურსიაზე მივდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად : შიომღვიმე, ჯვარი, მცხეთა
მთავარია ერთად კარგა გავატაროთ დრო, თორემ ადგილს ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, არა, აქვს მაგრამ ნუ ძაააააალიან დიდი არა. "ა" ჯგუფი თითქმის სრული შემადგენლობით იქნება, ძველ დროს მახსენდება სულ– აი თუნდაც იმ დღეს, 2 დღის წინ, კანაპეში შევიკრიბეთ ყველა და სტუდენტობის ეპიზოდები გამახსენდა : ნინო სულ რომ ბუზღუნებს,სულ რომ უკმაყოფილოა,მაიკო კიდევ სულ ნინოს რომ "ეჩხუბება", ბაღის მერე ვერ მოგიშორეო,სულ თან დამყვებიო ... სულ სიცილი და ხითხითი, აი ისევ ისეთები რომ არიან როგორიც ადრე იყვნენ , სტუდენტობისას ...
მივხვდი, რომ ძველ ჯგუფელებთან და კურსელებთან სულ სხვანაირი ურთიერთობა მაქვს და სულ სხვანაირი ვარ მაგათთან, უშუალო, აი ისეთი, როგორიც ვარ და ამ მაგისტრატურის ჯგუფის ამბავში ხანდახან მაინც გიწევს, რომ დაძაბული იყო ... აი ცოტა ისე რა, რაღაცნაირად. თუმცა, მანდაც არიან კარგი ადამიანები.
ახლა ვფიქრობ თუ რა მომცა ამ წელიწადნახევარმა : უპირველესად ის, რომ ადამიანების ურთიერთობებზე გავიგე უფრო მეტი რამ ვიდრე ვიცოდი, უფრო ადვილად ვცნობ ადამიანებს, უფრო ადვილად ვხვდები ვინ როგორია, ფსიქოლოგია უმეტესად ადამიანებთან ურთიერთობაში გეხმარება ადამიანს და ამაში უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი. მართლა ძალიან საინტერესოა ... მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი,მაინც კმაყოფილი ვარ ... ამ დროის მანძილზე იმდენი ჯურის ადამიანს შევხვდი, რომ მივხვდი, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი ქლიავობაა და მასში ბევრი და სხვადასხვა ჯიშის ქლიავები ცხოვრობენ, ზოგი დამპალია და ჭირიანი, ზოგი საღი და გემრიელი, ზოგიც წვნიანი და ზოგიც კიდევ მკვახე. მთავარი ისააა, რომ ამდენი ჯიშის ქლიავი ერთმანეთისგან გაარჩიო და ის შეჭაამო, რომელიც არ გავნებს და არ მოგწამლავს : ) ერთი შეხედვით უნდა ხვდებოდე თითქოსდა ლამაზი შეხედულების ქლიავში რა იმალება, იმასაც მივხვდი, რომ ასეთ თითქოსდა და კარგი შეხედულების ქლიავში რა სიდამპლე შეიძლება იყოს შიგნით, აი რომ ვერ ხედავ და სანამ იქამდე არ დახვალ რომ ვერ მიხვდები ...
Life goes on ქლიავებთან ერთად, ეს გვინდა თუ არა... რა იცი იქნებ ამ ქლიავების ჭამაში ერთი კარგი გარგარი მაინც ვიპოვოთ : ))) აი ესეთი საოცარია ეს ცხოვრება : )
და თუ ნახავთ გარგარს, მაშინ თქვენ ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხართ დაბადებული და ავრორას თქვენთვის უსვრია : )))
But memories fade ...
Tuesday, 1 July 2008
...
ზიხარ სახლში, პერიოდულად უსმენ მუსიკას, დანარჩენ დროს მეცადინეობ. ეს სიტუაცია უკვე რა ხანია გრძელდება ... ხვალ ბოლო გამოცდაც და მერე დასვენება... დასვენება, რომელიც ასე საჭიროა . უFF, როგორ შევტენი ამ ქსეროქსებს ღრმად კარადაში, თვალში რომ არ შემეჩხიროს.
ნეტავი ჩვენი ექსკურსია გამოვიდეს კვირის :)

