Sunday 12 December 2010

Tbilisi International Film Festival

ვინც არ იცის, მაგრამ ალბათ ყველამ იცის, რომ 6 დღის განმავლობაში 6-დან 12 დეკემბრის ჩათვლით თბილისში გაიმართა თბილისის საერთაშორისო ფილმის ფესტივალი. წარმოდგენილი იყო ბევრი ფილმი საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ.
პირველი რაც შევამჩნიე იყო გადავსებული დარბაზები და ეს ფრიად სასიხარულო ფაქტია. დასკვნა აქედან: ხალხს უყვარს კინო. წინა წლებთან შედარებით აშკარად კინომოყვარულთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილა.

პირველ დღეს წარმოდგენილი იყო ოთარ იოსელიანის ფილმი ”შანტრაპა”, რომელმაც კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა, იყო ხალხი ვისაც მოეწონა, ბევრს არ მოეწონა. მოკლედ, ნახეთ და თავად გადაწყვიტეთ.

მიუხედავად იმისა, რომ კინოფესტივალის დახურვა 11 დეკემბერს ანუ გუშინ იყო, დღეს ანუ 12 დეკემბერს იყო განმეორებითი ჩვენებები და ვინც ვერ ნახა ზოგიერთი ფილმი, შეეძლო ენახა და დამტკბარიყო.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ფესტივალით, ვნახე ბევრი ძალიან საინტერესო ფილმი. გამოვარჩევდი ჰანეკეს ფილმს ”თეთრი ლენტი”, რომელიც არ მქონდა ნანახი და ახლა ვნახე და გაოცნებული დავრჩი. ძალიან შთამბეჭდავი ფილმია და მიეკუთვნება Must See ფილმების სიას. ამ სიას ასევე ეკუთვნის ჟული ბერტუჩელის ფილმი ”L'arbre" ანუ ქართულ ენაზე ”ხე”.

ასევე ძალიან საინტერესო იყო კოტე მიქაბერიძის მიერ 1929 წელს გადაღებული ფილმი ”ჩემი ბებია”, რომელიც გაახმოვანა ზაალ ჩიქობავამ და ფილმს თან ერთვოდა ბენდი, ცოცხალი მუსიკით და ძალიან მომეწონა.

უნდა გამოვყო ენტონი ფაბიანის მიერ გადაღებული ფილმი ”კანი”. ფილმებზე არ ვტირი (ბოლოს მგონი ტიტანიკზე ვიტირე, აღარც მახსოვს...) და მთელი ფილმის განმავლობაში ცრემლები ვერ შევიკავე. ძალიან დიდი და ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ფილმმა და მიხარია, რომ დააჯილდოვეს კიდევაც სპეციალური მშვიდობის პრიზით, რადგნაც ეს პრიზი ამ ფილმმა ნამდვილად დაიმსახურა!!!

ირანული ფილმიც კარგი იყო - ”ასე ეძახიან სპარსულ კატებს”.

საშინლად არ მომეწონა ჯან ლუკ გოდარის ”სოციალიზმი”, ამ დილაუთენია 11 საათზე (კვირა დღეს თან) ავდექი წავედი, მეთქი დამხვდება შედევრი და შემრჩა არაფერი...

საერთო ჯამში, მოხარული ვიქნები თუ თუ ხშირად გაგვანებრივებენ ასეთი ფილმებით, ხარისხიანი კინოთი და არა კომერციული მიზნებისთვის გადაღებული ფილმებით.