Sunday 12 December 2010

Tbilisi International Film Festival

ვინც არ იცის, მაგრამ ალბათ ყველამ იცის, რომ 6 დღის განმავლობაში 6-დან 12 დეკემბრის ჩათვლით თბილისში გაიმართა თბილისის საერთაშორისო ფილმის ფესტივალი. წარმოდგენილი იყო ბევრი ფილმი საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ.
პირველი რაც შევამჩნიე იყო გადავსებული დარბაზები და ეს ფრიად სასიხარულო ფაქტია. დასკვნა აქედან: ხალხს უყვარს კინო. წინა წლებთან შედარებით აშკარად კინომოყვარულთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილა.

პირველ დღეს წარმოდგენილი იყო ოთარ იოსელიანის ფილმი ”შანტრაპა”, რომელმაც კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა, იყო ხალხი ვისაც მოეწონა, ბევრს არ მოეწონა. მოკლედ, ნახეთ და თავად გადაწყვიტეთ.

მიუხედავად იმისა, რომ კინოფესტივალის დახურვა 11 დეკემბერს ანუ გუშინ იყო, დღეს ანუ 12 დეკემბერს იყო განმეორებითი ჩვენებები და ვინც ვერ ნახა ზოგიერთი ფილმი, შეეძლო ენახა და დამტკბარიყო.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ფესტივალით, ვნახე ბევრი ძალიან საინტერესო ფილმი. გამოვარჩევდი ჰანეკეს ფილმს ”თეთრი ლენტი”, რომელიც არ მქონდა ნანახი და ახლა ვნახე და გაოცნებული დავრჩი. ძალიან შთამბეჭდავი ფილმია და მიეკუთვნება Must See ფილმების სიას. ამ სიას ასევე ეკუთვნის ჟული ბერტუჩელის ფილმი ”L'arbre" ანუ ქართულ ენაზე ”ხე”.

ასევე ძალიან საინტერესო იყო კოტე მიქაბერიძის მიერ 1929 წელს გადაღებული ფილმი ”ჩემი ბებია”, რომელიც გაახმოვანა ზაალ ჩიქობავამ და ფილმს თან ერთვოდა ბენდი, ცოცხალი მუსიკით და ძალიან მომეწონა.

უნდა გამოვყო ენტონი ფაბიანის მიერ გადაღებული ფილმი ”კანი”. ფილმებზე არ ვტირი (ბოლოს მგონი ტიტანიკზე ვიტირე, აღარც მახსოვს...) და მთელი ფილმის განმავლობაში ცრემლები ვერ შევიკავე. ძალიან დიდი და ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ფილმმა და მიხარია, რომ დააჯილდოვეს კიდევაც სპეციალური მშვიდობის პრიზით, რადგნაც ეს პრიზი ამ ფილმმა ნამდვილად დაიმსახურა!!!

ირანული ფილმიც კარგი იყო - ”ასე ეძახიან სპარსულ კატებს”.

საშინლად არ მომეწონა ჯან ლუკ გოდარის ”სოციალიზმი”, ამ დილაუთენია 11 საათზე (კვირა დღეს თან) ავდექი წავედი, მეთქი დამხვდება შედევრი და შემრჩა არაფერი...

საერთო ჯამში, მოხარული ვიქნები თუ თუ ხშირად გაგვანებრივებენ ასეთი ფილმებით, ხარისხიანი კინოთი და არა კომერციული მიზნებისთვის გადაღებული ფილმებით.

Saturday 20 November 2010

...

დაიწყო ზამთარი - აი დღეს პირველად შევიგრძენი ეს.

სუსხი და ბურუსი, დაორთქლილი ფანჯრები, ქუჩაში მრავლად მოსიარულე წითელცხვირებიანი ადამიანები, ბევრი გაყინული ხელი და ბევრი კაშნე.

დაიწყო ზამთარი, რომელიც წესით და რიგით 3 თვეა, მაგრამ ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება...

დაიწყო თოვლის, ყინვის ხანა.
ახალი წლებით და შობებითურთ.
ბევრი ჟრიამულით და ქუჩაში მოსიარულე ნასვამი ადამიანების სიმრავლით.
რაღა დარჩა ახალ წლამდე... პრინციპში არც არაფერი.
ეს 1 თვე და 10 დღეც ისე დაირბენს, როგოროც დანარჩენმა თვეებმა და დღეებმა... ეს 365 დღე, რომელსაც 1 წელიწადი ჰქვია, ხომ ასე მალე გადის. თან ისე მალე, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებს ზოგი...

ასე რომ, საცივების და გოზინაყების ხანა იწყება, ჩემო კარგო ადამიანებო :)

და ბედობა დღეს ეცადეთ, რომ კარგი რამეები დაიბედოთ და ჩაიფიქროთ - They come true!

Sunday 7 November 2010

Dream

ახლა ვუყურე ფილმს "Good Year", ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ეს ფილმი.
ხოდა მივხვდი, რომ:
მთელი ცხოვრება მინდოდა მქონოდა სახლი პროვანსში...
აი ზუსტად ეგეთ ადგილას, ეგეთი სახლი, ძველი ფრანგული, მდიდრულად მოწყობილი.
ძველი ავეჯით და დიზაინით;
ვერანდა, მაგიდით, რომელზეც იდგება 1 ბოთლი წითელი ფრანგული ღვინო, ბოკალით და ლამაზად გაწყობილი სუფრით.
მექნება ფერადი და დიდი chateau;
ისე ნათლად მაქვს წარმოდგენილი ეს, თუ როგორ ვზივარ მოწნულ სკამზე, ვსვამ ამ არაჩვეულებრივ ღვინოს, იქვეა ჩართული დაბალ ხმაზე ფრანგული შანსონები, მე მუხლებზე მიდევს წიგნი, ნიავია და ფანჯარაში ფარდა ფრიალებს. მზე სადაცააა ჩავა და ოქროსფერი გადაჰკრავს არემარეს.

შემოდგომააა, ლამაზი და ტკბილი, ფერადი და თბილი.

ვიცი, რომ ოცნებები ხდება.

ასეთი სახლი თუ არ მექნება არასდროს, ცოტა ხნით მაინც ვიცხოვრებდი ეგეთ ადგილას.
და თუ ასეთი რამ მართლა მოხდება, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩები, მუხლებზე დადებულ წიგნს დროებით დავხურავ, ამ მოწნული სკამიდან უკან გავიხედავ და გადავხედავ ოქროფერ მინდვრებს და გავიფიქრებ, რომ მართალი იყო უოლტ დისნეი როდესაც ამბობდა, რომ ოცნებები ხდება და თუ ადამიანს შეუძლია ოცნება, მას მისი ახდენაც შეუძლია... მერე კი ნაზად დავლევ დიდი ბოკალიდან უგემრიელეს ფრანგულ სისხლისფერ ღვინოს, გავიღიმებ და გადავშლი წიგნს სხვა ოცნებების ახდენის იმედით.

Friday 5 November 2010

:)

Had the great week...
amazing week, i dare say
I met Prince EDWARD, Earl of Wessex twice :)

i think that these two days were one of the most important days in my life.

:)

Sunday 31 October 2010

Jazz Festival Days

მუსიკა, ბევრი ხარისხიანი მუსიკა, გულზე ბრაგაბრუგი;
შეგრძნება, რომ ზანზარებ;
ტვინიც რომ მუსიკით არის მოცული;
ერთიანად, მთელი სხეულით...
აი ყველაფერს რომ გრძნობ;
გრძნობ თითოეულ ბგერას, ფეხზე გკიდია გარემო, სახეზე ღიმილი გაქვს და ტკბები;
თვალდახუჭული;
ხან ხელებს აბაკუნებ;
ფეხებსაც;
იმიტომ, რომ ავტომატურად მოდის ეს ემოცია;
სასწაული მუსიკა; წმინდა ბგერები;

That’s what I call Music :)

That's Jazz!

Friday 22 October 2010

...

мне все равно, что вы обо мне думаете. я о вас вообще не думаю.
Coco Chanel :)

მაგარი ქალი იყო რააა!

Thursday 7 October 2010

“In the morning it was morning and I was still alive.

Maybe I’ll write a novel, I thought, and then I did.”

Charles Bukowski “Post Office”

შემოდგომის ჩვეულებრივი დილა, წვიმა, ნისლი, ცოტაც სუსხი, წმინდა ჰაერი, მანიანი ბალახი, გაშლილი ქოლგები, საწვიმრებში გამოწყობილი ადამიანები, ფერადი ბოტები, წკაპ...წკუპ...წკაპ...წკუპ... ჟრიამული, გადაჭედილი ავტობუსები, ყველას სადღაც ეჩქარება...

დილაა 9 საათი. სკოლების წინ ბევრი ხალხია: ბავშვები, მშობლბი მათი ბებიები, ბაბუები, მასწავლებლები. მერე რა რომ წვიმაა, მერე რა რომ ცივა, ბავშვებს ყველაფერი უხარიათ, სკოლაში წასვლაც უხარიათ, მიუხედავად იმია, რომ გაკვეთილზე ჯდომა უმეტესობას ეზარება, ჭირივით ეზარებათ... მაგრამ უხარიათ ერთმანეთის ნახვა, სილაღე, სკოლაში მომხდარი სიახლეები ხომ უნდა გაუზიარონ ერთმანეთს, ვინ რა თქვა, როდის თქვა, ჭორები, მილიონი ჭორი... ზოგი ერთმანეთზეა ნაწყენი, სისულელეზე უმეტესად, მაგრამ იმ ასაკში სულაც არააა ეს სისულელე, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვნად აღიქვამენ.

როგორ დავიწყე და საით წავედი. უცებ გამახსენდა სკოლა და მაგიტომ. უცებ ამომიტივტივდა თავში სკოლაში განვლილი 11 წელი, გამახსენდა ჩემი თავი, მეც მივყავდი სკოლაში ბებიას და მეც მქონდა 2 კიკინა, წითელი ჭიამაიებიანი რეზინებით, გამახსენდა როგორ მეზარებოდა სუსხიან ამინდში დილის 9 საათზე სკოლაში წასვლა, მაგრამ ჩემი მეგობრების ნახვის ხათრით მივდიოდი. როგორ მეზარებოდა ზოგიერთ მოსაწყენ გაკვეთილზე ჯდომა, მთქნარებით რომ კვდებოდა ყველა, მაგრამ ახლა ღიმილით ვიხსენიებ. კარგი ყოველთვის ღიმილით უნდა გაიხსენოს ადამიანმა. ასეც ხდება ხოლმე, როდესაც წლები გადის.

ისევ მოდის წვიმა... წკაპ... წკუპ... წკაპ... წკუპ...

როგორც ამბობენ ჩაის სმის და ჯაზის ამინდია.

გემრიელად რომ შემოიხვევ თბილ პლედს, დაისხამ ცხელ ლიმნიან ჩაის, ჩართავ საყვარელ მუსიკას და მიწვები...

წვიმა კი ისევ მოდის. მზის ნატამალი არ არის ცაზე. ნაცრისფერ ფერებშია ქალაქი. ნაცრისფერი-ცაზეც, ქუჩებშიც, ადამიანების ჩაცმულობაშიც, სახეებზეც, განწყობაზეც... სახეზე და განწყობაზე ყველაზე ცუდად ჩანს...

ამინდი მაინც როგორ ცვლის ყველაფერს...

***

უკვე საღამოა.

ისევ წვიმს.

ისევ სუსხია.

ისევ ნამიანია ბალახი.. არა უკვე კარგად სველი, შეიძლება ასეც ითქვას.

ისევ მუქ ფერებშია ქალაქი.

ცხელი ჩაი და ჯაზი მართლაც რომ კარგია.

ისევ გათენდება ხვალ.

მართლაც რომ კარგი შეგრძნებააა დილას- თვალს რომ გაახელ და გააცნობიერებ, რომ კიდევ ერთი დღე, ახალი დღე დადგა and that you are alive.

Saturday 25 September 2010

Friday 24 September 2010

წიგნი

ხანდახან როგორ უნდა უდროო დროს მინდება რამის დაწერა, თუნდაც სისულელის, თუნდაც უაზრობის, დებილობის, მაგრამ მინდა რომ რაც თავში მაქვს გადმოვიტანო, მაგრამ ამას ყოველთვის როდი ვახერხებ. როცა დრო მაქვს მაშინ კიდევ იმ აზრის გადმოფრქვევას ისეთი ”მუღამი” აღარ აქვს.
წერას თავის ნიჭი უნდაო, ამბობენ. მართლაც ასეა.
მე ჩემს ნაწერს ნაჯღაბნს ვეძახი, დღიურივით მაქვს ეს ბლოგი, ხან რაზე ვწერ ხან რაზე, მაგრამ ეს ჩემს გულს ახარებს ხოლმე,პერიოდულად მაგრამ მაინც. ახლა ისეთი გულისყურით ვკითხულობ ხოლმე 3 წლის წინ დაწერილ ნაბოდვარს. ნაბოდვარი ახლა მგონია, აბა მაშინ გეკითხათ.
ასეა თუ ისეა, წერა კარგი საშუალებააა.
მე ყოველთვის მიყვარდა წიგნი.
ბავშვობიდანვე ასე გამზარდეს, წიგნი უნდა წაიკითხო თორემ გაუნათლებელი დარჩებიო, შერცხვებიო...
უნივერსიტეტში სწავლისას საერთოდაც საგნად მქონდა ლიტერატურა მთელი 4 წლის განმავლობაში და შესაბამისად ყოველდღე გამწარებულ კითხვაში ვიყავი. ბევრი ცუდიც წავიკითხე, ბევრი ნორმალური რამეც და ბევრი გადასარევი წიგნიც. კარგად მახსოვს ჩემი ლექტორი დოდო ღვალაძე მეუბნებოდა, რომ კარგიც უნდა ჰქონდეს ადამიანს წაკითხული და ცუდიცო, რომ შეადაროსო. ამიტომ არის, რომ მარტო წლის ბესტსელერები და ლიტერატურული შედევრები არ უნდა ვიკითხოთ. მერე უკეთ აფასებ იმ კარგს და ღირებულს.
წიგნი ძალიან ბევრ რამესთან ასოცირდება ჩემთვის.
თავში პირველად მომდის ”პეპი გრძელიწინდა”, ვინ მოსთვლის რამდენჯერ წაკითხული, ყოველ ჯერზე ახალ-ახალს რომ ვნახულობდი მასში.
მარკ ტვენი, ყველა ბავშვს აქტიურად რომ აკითხებენ.
დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა- უთვალავჯერ წაკითხული, გადაკითხული და გადმოკითხული, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
ტახზე ჯდომა საღამოობით, აბაჟურის ყვითელი შუქი, ცხელი ჩაი და ბალიშებზე აქეთ- იქით შემოლაგებული - ასე ვკითხულობდი ხოლმე.
მახსოვს ერთი ამოსუნთქვით წაკითხული წიგნებიც, გაჯანჯლებული წიგნებიც, ერთი სული რომ გაქვს სახლში რომ მოხვიდე და წაიკითხო წიგნებიც და ჩვეულებრივი წიგნებიც.
ყოფილა წიგნები, რომელთა წაკითხვაზე დიდი ხანი მიოცნებია, მერე წამიკითხავს და მითქვამს, რა ტყუილად დამიკარგავს დროთქო.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ მე მიყვარს წიგნი და ვთვლი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული.

ახლაც... ამის დაწერას რომ მოვრჩები, დავიდგამ ცხელ გემრიელ ჩაის, ისევ დავჯდები ტახტზე, ისევ დავილაგებ ბალიშებს გვერდით, ისევ ავანთებ ჩემს აბაჟურს, დავჯდები და გადავშლი წიგნს იმ იმედით, რომ ბევრ საინტერესო რამეს გავიგებ. ასეც იქნება, ყველაფრის დაწერას ხომ თავისი მიზეზი და მიზანი.

Wednesday 15 September 2010

...

ჩემო ბლოგო,

ძალიან მიყვარხარ, მაგრამ წერის თავი აღარ მაქვს ეს დღეებია, სახლში თითქმის არ ვარ და როცა მოვდივარ ან რაღაცას ვაკეთებ ან ვთარგმნი, ან სხვა ათას რამეს.

მე დავბრუნდები იდეებით დატვირთული და დაძეძილი :)))

იმედია :)))

პატივისცემით და დიდი მოწიწებით,

Saturday 28 August 2010

...

Let's see :)

Thursday 26 August 2010

...

დღეს ბავშვობა გამახსენდა: შუქი არ იყო და სანთლის შუქზე ვკითხულობდი.
წვიმს და აგრილდა
ზაფხული მთავრდება...
გუშინ მათეს ნათლია გავხდი :)
ვჭამ ნესვს
ვუსმენ მუსიკას
...

წინაა 3 დღიანი დასვენება და ბევრი სათარგმნები

Tuesday 17 August 2010

...

წვიმს და ქარი ნაზად არხევს ფარდებს.

წამიყვანეთ აქედან.

მიყვარს ჩემიანები, მეგობრები, ქართული საჭმელები, საქართველოს მთები, მაგრამ ცოტა ხნით წასვლა მინდა აქედან და გაცლა.

Thursday 12 August 2010

French Riviera is truly unforgettable!

ჩამოვედი საქართველოში და ჩამოსვლისთანავე დავწერე ეს პატარა რამ და დავდებ აქ.

***
დღეს ჩამოვედი და მინდა ცოტა დავწერო ჩემი 8 დღიანი ვოიაჟის შესახებ.
მივხვდი, რომ ამ ქვეყანაზე არსებობს კარგი ადგილები, ლამაზი ადგილები და ულამაზესი ადგილები და French Riviera ამ უკანასკნელს განეკუთვნება.
მივხვდი, რომ უბანძეს ქვეყანაში ვცხოვრობთ... ამას ადრეც მივხვდი, მაგრამ ახლა უფრო შევიგრძენი.
მივხვდი, რომ ხალხი ბედნიერად და უდარდელად ცხოვრობს და არა ”არსებობს”...
მივხვდი, რომ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ჩემი სახლი მგონია და ეს საფრანგეთია.
მივხვდი, რომ ქვეყანაზე ბევრი ლამაზი ბიჭი და გოგოა.
მივხვდი, რომ მალე უნდა გავასწრო ამ ქვეყნიდან.
მიხარია, რომ ვიყავი და ვნახე რივიერა, შევიგრძენი ხმელთაშუაზღვის ნიავი, ვიყავი ჩემი აზრით, ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას მსოფლიოში, გავიარე წითელ ხალიჩაზე, ვითამაშე კაზინო მონტე კარლოში პოკერი, ვნახე პრინცის სასახლე, ფეხით გავთელე მთელი ნიცა, ვნახე სად კეთდება შანელის მთელი პარფუმერია, გავეცანი სუნამოს დამზადების ტექნოლოგიას, ვიარე პატარა და ვიწრო ქუჩებში, ვნახე ის ფერადი სახლები, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი, ვჭამე ბევრი ბაგეტი, დავლიე ბევრი ყავა, ვიყიდე ბევრი რამე და მივხვდი, რომ ოცნებები სრულდება... ადრე თუ გვიან სრულდება და მთავარია სურვილი, დიიიიიდი სურვილი და ყველაფერი კარგად იქნება...
და მიხარია, რომ გავიცანი ჩემი ნათესავები, რომლებიც ასეთი კარგები არიან.
მიხარია, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და შევიგრძენი.
მიხარია, რომ გავიცანი ისეთი მაგარი ბიჭი, რომლზეც აქ აღარ დავაკონკრეტებ და რომელიც არა და არ ჩანს ( მარა გამოჩნდება) :)))
ცხოვრება მშვენიერია, მართლაც რომ... ცუდთან ერთად არსებობს კარგი მომენტები, რაც აუცილებლად გვამახსოვრდება.
ბედნიერი ვარ, აი ეხლა მართლა ბედნიერი ვარ და მინდა იქ, სადაც ყველა ბედნიერია, გახარებულია და სხვა ფერებია და სხვა ცხოვრებაააა იმიტომ,რომ საფრანგეთი ჩემი ქვეყანაა და მთელი გულით მიყვარს ქვაც, კენჭიც, ნაგავიც, მიწაც, ბალახიც და მთლიანად ერი.
და ვიცი, რომ მე იქ აუცილებლად დავბრუნდები!
France, J'aime <3


აი ასე :)
მენატრება იქაურობა, ძალიან და ძალიან...

Tuesday 27 July 2010

Bye Georgia

Côte d'Azur, I am coming!

Goodbye Georgia :)))

Monday 26 July 2010

ფრანგული პოსტი

ვალაგებ ჩემოდანს.
დავწერე სია, რომ არაფერი დამრჩეს და მაგის მიხედვით ვალაგებ.
ჯერ არ მჯერა რომ ნიცას, კანს, მონაკოს, ეზეს, გრასს და ა.შ. ვნახავ :)

ხვალ ღამე ჰერი-ჰერი...

ჩემს დაბადების დღეს ნიცაში ვიქნები უკვე :)

France, I am coming :)

I am back, as I promised :)

Voila, c'est Nice :)

Sunday 18 July 2010

Weekend in Betania

2 დღე ბეთანიაში... სუფთა ჰაერი, ტყე,მწვანე ბალახი, ხეები, კარგი ხალხი და დასვენება.
ძილითაც რომ ტკბილად დავიძინე.
ძალიან საჭიროა ასეთი შაბათ-კვირები... ძალიან.
ამ თბილისს რო მოწყდები და გარიყულად გრძნობ თავს...
That's soooooooooooooooo good :)

Sunday 11 July 2010

...

ძალიან მცხელა, ძალიააააააააააან...
არც ნაყინი მშველის, არც ცივი წყალი, არც ცივი წვენი, არც დუში.
არც ჭამა მინდა.
17 დღეში ნიცაში ჰერი-ჰერი :)
დროზე გავიდეს ეს 17 დღე.
აღარ მინდა აქ.

Monday 5 July 2010

დედა

ძნელი ყოფილა დედის დაკარგვა, ძალიან ძნელი...
ყველაზე ახლო ადამიანი, ყველაფერი რომ ესმის უსიტყვოდ, ყველაფერი რომ არის, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე რომ გიცნობს და იცის რაც ხარ...
დედაჩემი მარტო დედა არ ყოფილა, მეგობარი იყო ძალიან დიდი.
ახლა აღარააა და მის აქ ყოფნას ვგრძნობ, თითქოს ჩემს გვერდითააა, აქ, ოთახებში დადის.
ძალიან მიყვარს ჩემი დედიკო და ვიცი, რომ არასდროს მიმატოვებს და ჩემს გვერდით იქნება სულ, სადაც არ უნდა ვიყო მთელი, მ თ ე ლ ი ცხოვრება.

Sunday 27 June 2010

Thursday 24 June 2010

...

სიმშვიდე მინდა, მინდა სადმე სიწყნარეში, სიმწვანეში, იქ სადაც ბევრი ბალახი და ჰაერია.
მინდა ჰამაკში ვიწვე სადმე მთაში, ბედნიერი სახით ვუსმენდე მუსიკას, ვტკბებოდე მთების სილამაზით, ყოველ დილას ღიმილით შევცქეროდე მზის ამოსვლას და საღამოს კი მზის ჩასვლას.

მინდა, რომ არ მქონდეს პრობლემები, რომ ჩემიანები ჯანმრთელად მყავდნენ, ვიყო ბედნიერი და ისეთივე მხიარული გოგო როგორც ადრე ვიყავი.

თურმე რა ძნელი ყოფილა ამ ყველაფრის მოპოვება, მხოლოდ მაშინ ვაფასებთ რამეს როდესაც აღარ გვაქვს და არა მაშინ როდესაც გვაქვს. თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ ერთ დროს, თუნდაც 1 დღით ან 1 საათით ან 1 წუთით, რა კარგი ყოფილა ბავშვობა, როდესაც ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მყავდა, არ მქონდა პრობლემები, ვიყავი მშვენივრად და მეგონა, რომ სულ ესე იქნებოდა მარად ყველაფერი.

მაგრამ c'est la vie. ხან კარგი, ხან ცუდი, სულ კარგი ან სულ ცუდი ვერ იქნება, რაც უფრო ვიზრდები მით უფრო ვხვდები რაცაააა ცხოვრება და რეებსაც გვიმზადებს გზაზე...

დააფასეთ დაყვარელი ადამიანები და როდესაც ბედნიერები ხართ, დააფასეთ ყოველი წამი, წუთი და საათი.

პოსტს ვამთავრებ ოპტიმისტურად. ყველაფერი ისე იქნება როგორც ღმერთს უნდა და მე გულით, მჯერა და მწამს, რომ ჩემი დედიკო ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იქნება :)

Saturday 19 June 2010

untitled post

თავი მშვიდად ვიგრძენი ახლა... მუსიკამ მიშველა და რწმენამ, უპირველესად.
ვუსმენ ამ საოცარ ტრეკს და წარმოვიდგინე, რომ ვარ სადღაც მდინარის პირას და ვუყურებ წყლის დინებას, ჩამესმის წყლის ჩუხჩუქხი, ვხედავ მშვიდ და პატარა ტალღებს, ქარისგან რომ არის ხოლმე აი ისეთს... ვზივარ მწვანე ბალახზე, გვერდით მიდგას 1 ჭიქა წვენი და თან ამ მუსიკას ვუსმენ. ესააა Ludovico Einaudi, რასაც ახლა ვუსმენ, ფლეილისტში მთელი დისკოგრაფია ჩავყარე და ვტკბები. საოცარი მუსიკაა, მართლაც.

პ.ს. დარჩა 1 თვე და 7 დღე, დღევანდელი დღის გამოკლებით :)

ნეტავი ყველაფერი კარგად იყოს იქამდე და მერეც.

Saturday 12 June 2010

...

FUCK!!!

Wednesday 2 June 2010

...

დედა ყველაზე ძვირფასი ადამიანია ამ ქვეყანაზე.
და ჯანმრთელობა კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი...

ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთის წყალობით.

Friday 28 May 2010

...




I believe in this quote!
Everything will be OK, I hope so

Tuesday 18 May 2010

...

დავიღალე დღეს, მაგრამ ვიცი, რომ როცა დაღლილი ვარ მუსიკა მშველის.

Saturday 15 May 2010

Erik Truffaz Quartet@ Tbilisi Event Hall

არ შეიძლება რომ არ დავწერო 1-2 სიტყვა გუშინდელ კონცერტზე. ეს იყო Erik Truffaz Quartet. კონცერტი იყო არაჩვეულებრივი. . . განსაკუთრებით ბოლოს, ბისზე როდესაც გამოვიდა და კიდევ 2 კომპოზიცია შეასრულა, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო Serge Gainsbourg and Jane Birkin-ის არაჩვეულებრივი და ყველასათვის ნაცნობი სიმღერა "Je t'aime moi non plus” , რა თქმა უნდა ტრუფაზისეული ინტერპრეტაციით, რაც სასწაული რამ იყო! ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, პიანისტის როლი გუშინდელ კონცერტზე, ძალიან ძლიერი ვინმე იყო.

დარბაზში ბევრი ნაცნობი სახე იყო, ზოგი ძალიან დიდის უნახავიც.
საოცარი მუსიკააა, გული რომ გიძიგძიგებს და რომ ბაგიბუგობს აი ისეთი, ყველა თავისებურად რომ გამოხატავს ემოციას... ზოგი დგება და ცქმუტავს, ზოგი ზის და მშვიდად და აუღელვებლად უსმენს, ზოგი ფეხს აბაკუნებს (მეც მათ შორის), ზოგი ხელებს მაგიდაზე აბრახუნებს, ზოგიც ყვირის, კივის, იცლება ემოციისგან, ზოგი ფეხი-ფეხზე გადადებული საყვარელი სასმელის თანხლებით ბედნიერი ღიმილით შესცქერის სცენას და ხდება ამ დიდი მუსიკის გამზიარებელი.ზოგიც ფოტოგრაფია და სურათზე აფიქსირებს, ზოგი მიმტანია (ნეტავი თუ აცნობიერებენ რა მუსიკას ისმენენ ხოლმე პერიოდულად?!), ზოგიც დაცვა და ბევრი კი მელომანი, სულით და გულით მელომანი და მეც მათ შორის ვარ.შესაბამისად, ყოველთვის მსიამოვნებს ჩემნაირებთან ურთიერთობა, ისეთ ადამიანებთან, ვისაც ოდნავ მეტი ესმით მუსიკაში და აფასებენ მას.

ეს კონცერტი რომ გამომეტოვა ალბათ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი.

მადლობა Eastern Promotion-ს რომ ასეთი გენიალური ხალხი ჩამოყავს ჩვენს ქალაქში და მართლაც დიდი ბედნიერებაა როდესაც ამ გენიალურ მუსიკას ლაივში ისმენ, აი ზუსტად ფეხი-ფეხზე გადადებული, ბაკუნით და სახეზე ღიმილით.

Tuesday 11 May 2010

ორიოდ სიტყვა ჩემზე :)

ჩემი დაქალის ბლოგს შევხედე და იდეა მოვიპარე :)
ვინც არ მიცნობს ეს იმათთვის :) რანაირად გამოვიყურები ქუჩაში მოსიარულე, ან თუნდაც არამოსიარულე და ისე :)
ესე იგი ვიწყებ:
დავდივარ სწრაფად იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში სულ სადღაც მეჩქარება(მაგრამ არსად ვაგვიანებ!). ხშირ შემთხვევაში მაცვია დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი იმიტომ,რომ ვფიქრობ, რომ უფრო მოსახერხებელია და თან არც სიმაღლეს ვუჩივი.
ჯინსი ჩემი საყვარელი რამ არის :)
აუცილებლად დამინახავთ ჩემი ვერცხლისფერი კაცით, ანუ ჩემი აიპოდით, რომელიც მარად ჩემთანააა ჩემი მუსიკითურთ და მიხარებს გულს. როგორ წესი, ქუჩაში არაფრის დაარავის ხმა არ მესმის ამიტომაც, თუ ვინმეს დაძახება უნდა მოდის და მიკაკუნებს ან წინ მიდგება, ან რამეს შვება რომ დავინახო :)))
რამე ფრანგულის სულის მატარებელი ნივთი სულ მაქვს თან, ჩანთაში ეიფელის კოშკის ბრელოკი, საფულე, რომელზეც ასევე პარიზული ბრელოკია, გულზე თითქმის სულ მიკეთია ყელსაბამი წარწერით "Paris" და მოკლედ, კიდევ მსგავსი ათასი რამე მაქვს:))))
დილაობით რომ გავდივარ ადრე, გაშტერებული სახე მაქვს და შეიძლება მეგობარიც ვერ დავინახო, ამის პრეცენდენტი უკვე არსებობს და ამიტომ ვწერ აქაც.

აი ესააა და ეს :)

მსგავსი მოსიარულე 2 ფეხა ადამიანი თუ დაინახეთ c'est moi ანუ თქვენი თინაჩკა :)))

...

ძლივს მზე დავინახეთ ეს დღეები და ამ საღამოს ისევ მოიღრუბლა...
დათბა :)
მწვანე ბალახს რომ ვხედავ გულს უხარია.
შაბათს ჩემი თანამშრომლის ხათუნას ჯვრისწერაზე ვიყავით მე და ანი, მერე ძვველ თბილისში მინი სეირნობა მოვაწყვეთ და შედეგად დამწვა შუბლი :)))
კვირას მე და თაკო ვიყავით ”ქოლგის” გახსნაზე და ვერ ვიტყვი რომ გავგიჟდი და გადავირიე სურათებზე. შარშან უკეთესი იყო ბევრად. მაგრამ გამოფენას ვინ ჩიოდა, ახალმა ხიდმა რომ დაიწყო ქანაობა მეგონა ყველანი მტკვარში ჩავცვივდებოდით, ან პატრულს თავზე დავასკდებოდით.
ახლა ფრანგული ვიმეცადინე და წერისგან ხელი მტკივა.

პარასკევამდე დღეებს ვითვლი, ერიკ ტრუფაზის კონცერტი მელიიიიიიიიიიიიის :)
უკვე ვგრძნობა, რომ უაღრესად კმაყოფილი ვიქნები.

Yooo yoooo :)))

Tuesday 4 May 2010

:)

საოცარ განწყობაზე ვარ ახლა...
პრინციპში გუშინაც.
ვნახე სპექტაკლი ”One Short Step", რომელიც არის Oxford Playhouse-ის ძალიან ცნობილი სპექტაკლი და რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით ჩამოვიდა საქართველოში და 3,4 და 5 მაისს აქვთ სპექტაკლები მარჯანიშვილის თეატრის სხვენში.
ეს არის 1 საათიანი სპექტაკლი საბჭოთა კავშირის და ამერიკის მიერ კოსმოსური რბოლების შესახებ. 2 მსახიობი, Olivier და Robin მთელ სულს და გულს დებენ სპექტაკლში და ნამდვილად არააა განებივრებული ქართველი მაყურებელი ასეთი კარგი სპექტაკლებით.
ხოდა გუშინ ვიყავი და მივიღე უდიდესი სიამოვნება.
დღეს ჰქონდათ 3 სააათიანი workshop სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მეც მივიღე მონაწილეობა. უდიდესი სიამოვნება მივიღე, აი უდიდესიიიიი, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ ვარ და არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაინც მაგარი იყო , ბევრი რამე ვისწავლე და გავიგე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
კიდევ ერთხელ ვნახე ჩემს თავზე რაოდენ დიდი და უკიდეგანოა ადამიანის წამოსახვა და სადამდე შეიძლება გაწვდეს და ყოველდღიური თუნდაც უსარგებლო ნივთებით სხვა ბევრი რამ გააკეთო და სხვა მნიშვნელობა მისცე.
საოცარი ადამიანები არიან ოლივიერიც და რობინიც და არაჩვეულებრივი მსახიობები არიან!!!

Wednesday 28 April 2010

...

თეას დაბადების დღე და თბილი საღამო :)
ვგულისხმობ ემოციებით სავსეს, თორემ ისე საშინელი წვიმა იყო.
ჩემი გოგოები როგორ მიყვარს :)
ძალიან, ძალიან!
Because they're part of my childhood...


P.S. ისევ წვიმაა აგერ უკვე მერამდენე დღეა და ბოლო არ უჩანს...

Sunday 18 April 2010

...

Spring... at last :)
Sunny weather;
Good Music;
Happy faces;
Colours;
Fresh air;

:)

Sunday 4 April 2010

...

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით.
გემრიელი პასკა, წითელი კვერცხები, რომლებსაც სულ სხვანაირი, განსაკუთრებული გემო აქვთ... სულ მილოცვები და მოკითხვები და თბილი სიტყვები, რაც ძალიან სასიამოვნოა.

ახლა საღამოა, დღე ძალიან სწრაფად გავიდა და ვზივარ კომპთან, რაღაც კარგ სიმღერებს ვუსმენ და მივხვდი, რომ დიდი ქაოსია.

ბიჭს, რომელიც ადრე მომწონდა, აგერ რამოდემინე დღეში ცოლი მოყავს;
ბიჭი, რომელიც მომეწონა თურმე ცოლიანია, მაგრამ არ იმჩნევს;
ბიჭი, რომელიც არ მომწონს, ბევრია, მაგრამ რად გინდა?!
და კიდევ ბევრი რამეა აღსანიშნი, უბრალოდ არ დავწერ, მეზარება, მინდა რომ ერთი კარგად დავიძინო და რომ გავიღვიძებ, ყველაფერი დალაგებული იყოს.
ამ ზემოთჩამოთვლილ ხალხთან უკვე აღარანაირი სიმპატიები აღარ მაქვს, მაგრამ ამებს რო გაიგებ მაინც უცნაური შეგრძნებააა :)
whatever ...
ცხოვრება მაგითააა საინტერესო, რომ ასეთი რამეები ხდება. აბა ყველაფერი რომ აწყობილი და დალაგებული იყოს, ხო აღარ იქნებოდა საინტერესო?!
ხდება ეგეთებიც მერე რა :)

Thursday 25 March 2010

...

ვუსმენ Yann Tiersen-ს და ვტკბები ამ საოცარი მუსიკით, ამ გენიალური ნოტებით და ჰანგებით და მივხვდი, რომ მუსიკა მიყვარს. არა კი არ მიყვარს, ვგიჟდები, მთელი სულით და გულით მელომანი ვარ და მართლა შევიგრძნობ ყველა ნოტს...

it may sound strange to some people, but it's really so...
The music is in me

:)

Thursday 18 March 2010

...

ახლა 1 საათია რაც სახლში მოვედი, დაღლილი, დაქანცული და ვფიქრობდი, თუ რაოდენ დიდ დროს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში სამსახური. ეს დღე ისედაც დაპატარავებულა და ახლა კიდევ უფრო სწრაფად გავა დღეები, კვირები, თვეები, წლები და ალბათ თვალის დახამხამებაში პირველ პენსიასაც ავიღებთ.
სამსახურის გამო, გვენატრება ოჯახი, მეგობრები, ბევრი რამ.
ველოდებით პარასკევ დღეს. მერე მოვა ეს სანატრელი პარასკევი და ისე მალე გადის პარასკევ დღეზე უფრო სანატრელი შაბათი და კვირა, რომ გაანალიზებასაც ვერ ვასწრებთ.
ბევრი რამ გასაკეთებელი გვრჩება, დრო კი ასე გადის.
ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა რომ ჩემი ცხოვრების ყოველი წამი კარგად გამოვიყენო. ახლაც ვთვლი, რომ აი ამ წუთას ბლოგში ჩანაწერს რომ ვაკეთებ, მერე წლების მერე, პენსიიდან რო მოვალ ხოლმე და სკამზე დავჯდები, მაშინ გამომადგება, გავიცინებ ხოლმე :)
წერა არაჩვეულებრივი გზააა აზრების დასაფიქსირებლად და მეც ამას ვაკეთებ ხოლმე აქ :)

Sunday 14 March 2010

არაფერი ეშველება ამ ქვეყანას

ისეთი გაცოფებული ვარ ახლაც, სიტყვებს ვერ ვპოულობ გუშინდელ ამბებთან დაკავშირებით. ყველაფერს თანმიმდევრობით მოვყვები:
ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი კინოში ”ალისაზე” 8 საათიანზე და შესაბამისად ეს ამბები რაც ამ დროს ხდებოდა არც მე და არც ჩემმა მეგობრებმა არ ვიცოდით. იქიდან გამოვედით 10 საათზე და მოვედი პირდაპირ სახლში.
მოვედი და კარებში მამაჩემი მხვდება და მეუბნება ასეთი რამე გააკეთესო... არც დედაჩემს და არც მამაჩემს არ უნახავთ ის სიუჟეტი. სახლში მამიდაჩემს დაურეკია ომი დაწყებულაო და ესენიც გაგიჟებულან. თურმე ჩემი მამიდაშვილი იცმევდა და მიდიოდა, რეზერვისტი ვარო...

ეს ყველაფერი უცებ მომაყარეს და მერე დავჯექი და გავაცნობიერე ყველაფერი.

ქართული ჟურნალისტიკა რა დღეშიცააა ისედაც ვიცოდით და ახლა მთლად მოეფინა ნათელი ყველაფერს. ტელეკომპანია კი არა კრეტინების თავშესაყარია. როდესაც ასეთი ცნობილი ტელეკომპანია საღამოს გამოშვებას აკეთებს ასეთ თემაზე, რაც არ უნდა იყოს, მგონი სულ 2 წუთით შედეგზეც უნდა ეფიქრათ, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს და ა.შ. მაგრამ მაგათმა ფეხებზე დაიკიდეს ყველაფერი, გაუხეთქეს ხალხს გულები, ზოგს წნევამ აუწია, ზოგს გულის შეტევა დაემართა, აგერ ჩემს ნათესავს ლამის მშობიარობა დაეწყო, გადარიეს საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოჯახებს ვერ უკავშირდებოდნენ რომ გაეგოთ რა მოხდა, დაივიწყეს ყველანაირი კოდექსი/კანონი და რაც რამე მსგავსი ოდესმე დაწერილა და ახლა გამოდიან და ბოდიშს იხდიან. ვის რაში უნდა მაგათი ბოდიში????

ბანალური ფრაზააა მაგრამ ამ ყველაფერს მიესადაგება:
ბოდიში წამალი რომ იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა-ო...

ეს ქვეყანა არააა!!!

Sunday 7 March 2010

Weekend :)

რა კარგი ყოფილა:
არაფრის კეთება და უბრალოდ ჯდომა
მერე სხვა სკამზე გადაჯდომა
მერე ტახტზე წამოწოლა
აქეთ-იქით ბოდიალი
წიგნის კითხვა
მუსიკის მოსმენა
ფანჯრიდან ყურება
რაც მოგინდება ყველაფერი იმის კეთება
რა გემრიელია სახლში ყოფნა ...

რა კარგი ყოფილა უიკენდი :)
როგორ მიყვარს შაბათი და კვირა :)

Friday 5 March 2010

...

ისევ მოვწყდი აქაურობას, მაგრამ სულ მახსოვს ჩემი ბლოგი :)
დღეს პარასკევია, საღამო, გარეთ წვიმს, მაგრამ წვიმას უკვე გაზაფხულის სუნი აქვს. ეს უკვე სხვა წვიმააა.
ალბათ მალე დათბება, უკვე ყელში ამოვიდა ეს სიცივეეები და გრიგალებზე/ქარებზე აღარაფერს ვამბობ... რაც დასანგრევი იყო მგონი ყველაფერი ჩამოანგრია...

მშვიდი საღამოა ძალიან... სუფთა ჰაერითურთ და წვიმის წვეთების ხმებითურთ.
ვარ ძალიან დაღლილი.... ხვალ და ზეგ დავისვენებ, იმედია.
ჩემს ”ნაუშნიკში” გაისმის როგორც ყოველთვის კარგი მუსიკა, მე რომ მიყვარს ისეთი, მიდგას მაგიდაზე ჩაი და ვაკაკუნებ კლავიატურაზე.
აგერ უკვე ბეჭვდაც კი მეზარება.
რა არაფრითგამორჩეული პოსტი გამომივიდა.
ძალიან ჩვეულებრივი.... 1 დღის მინი აღწერა.

მიყვარს ბლოგი, დედა, მამა, მეგობრები და საფრანგეთი :)

საუკეთესო სურვილებით,

თქვენი თინაჩკა :))))

Monday 15 February 2010

Hiromi Uehara in Tbilisi

ახლა მოვედი ჰირომის კონცერტიდან და ისეთ ემოციებში ვარ სიტყვებს ვერ ვპოულობ როგორ გადმოვცე აზრი და ის თუ რა შეგრძნება დამეუფლა პირველივე კომპოზიცია მოვისმინე თუ არა.

ეს გოგო არის გენიოსი, საოცარი იმპროვიზაციის უნარით, არაჩვეულებრივი არტისტიზმით გამორჩეული, სრულიად დაუგეგმავი, იცის როგორ უნდა აიყოლიოს დარბაზი, აქვს ციური ხელები და მე არ ვიცი ასე როგორ უნდა უკრავდეს მოკვდავი ადამიანი.

გიჟი მიწოდეს მაგრამ სულაც არ ვთვლი თავს გიჟად, მე მიყვარს მუსიკა. მთელი გულით მიყვარს და სულითაც და ვგრძნობ თითოეულ ნოტს და ბგერას და აკორდს.

ჩემი აზრით, საუკუთესო ქალი პიანისტია ვინც ოდესმე მომისმენია და კიდევ ბევრს მიაღწევს, ჯერ მხოლოდ 30 წლისაა :)

Saturday 13 February 2010

...

Life goes on, მაგრამ საკითხავია როგორ goes on ...

i'm tired

Friday 5 February 2010

ეზო

ეზო.
ბევრი რამ შეიძლება გაგახსენდეს ეზოზე, ბევრი ასოციაცია შეიძლება გაჩნდეს თავში, მაგრამ უმეტესობისთვის ალბათ ეზო თამაშთან ასოცირდება. ჩემთვის ასეა. ეზო ჩემთვის იყო და ყოველთვის იქნება ბავშვობასთან დაკავშირებული.
ვეცდები დავხატო ჩემი ეზო როგორ იყო, პატარა რომ ვიყავი.
ეზო, სავსე ბავშვებით. ზოგი ფეხბურთს თამაშობდა, ზოგი წრეშიბურთს, ზოგი რეზინობანას, ზოგი ბადმინტონს, ზოგი გაშეშობანას, ზოგი ორდროშობანას... რამდენნაირი თამაში არსებობდა... სკოლის მერე ყოველთვის ეზოში ჩავდიოდით, დავსეირნობდით, ზაფხულში ვწუწაობდით, ზამთარში ვგუნდაობდით, ვსრიალებდით ციგებით, ვაკეთებდით დიდ თოვლის ბაბუებს... გვქონდა შტაბი, სადაც ყველა რაღაცით იყო დაკავებული, ხან ხეზე ვძვრებოდით, ხან გარაჟზე, ხან როლიკებით ვსრიალებდით და ხან ველოსიპედით დავდიოდით.
ბევრი რამ იყო გასართობი. ეზოში იძენდნენ ბავშვები მეგობრებს, უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. აივნიდან როცა გადავიხედავდი ხოლმე, ვინმეს ყოველთვის დავინახავდი.
”ჩამოხვალ?”, ”აუ, ეხლა ვერ ჩამოვალ, შენ ამო”, ”ჩამოდი და მერე იმეცადინე” - ეს ფრაზები სულ ისმოდა ხან ჩემს მიმართ, ხან სვების მიმართ.
ეს პერიოდი უცებ გავიდა.
მორჩა რეზინობანას, წრეშიბურთის და ორდროშობანას ხანა.
უცებ გავიზარდეთ, ყველა თავის გზას დაადგა. ზოგი წავიდა აქედან, ზოგი გათხოვდა, ზოგმა ცოლი მოიყვანა და ა.შ.
ბევრთან ახლაც ვმეგობრობ, ჩემი პირველი მეგობარი, რომელსაც ”ტრუსიკის” მეგობარი ჰქვია სწორედ ჩემი მეზობელია და 3 წლიდან ვმეგობრობთ. აგერ უკვე 21 წელის მეგობრები ვართ და ამაზე ძვირფასი მგონი არაფერია :)
გადის დრო, ეზო იგივე რჩება. ხეები ისევ იქ დგას, გარაჟებიც იმავე ადგილასააა, სახლებიც... მაგრამ ერთი რამ შეიცვალა, მე გავიზარდე.
იმ დღეს აივნიდან გავყურებდი ჩემს ეზოს და კითხვა გამიჩნდა: რატომ აღარააა სავსე ჩვენი ეზო ბავშვებით? არც ამ ზემოთჩამოთვლილ თამაშებს თამაშობენ ბავშვები, აღაც ჯრიამული აღარააა...

ყველაფერი როგორ სხვანაირდება ...

Wednesday 20 January 2010

აი ჩვენი მედიცინაც ...

ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ექიმებს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ორივე ბებია ექიმი მყავდა, ნათესაობაში თითქის სულ ექიმები არიან და მეც შესაბამისად ასე თუ ისე ყველა საკითხში ვიყავი და ვარ გარკვეული. მაგრამ... დღეს რა სიტუაციაც არის სამედიცინო სფეროში ეს უკვე მართლა შემაშფოთებელია. როგორც ამბობენ, სანამ რაიმეს საკუთარ თავზე ან ოჯახის წევრზე არ გამოცდი მანამდე ვერაფერს გაიგებო და ვეთანხმები 100 %-ით. ჩემს თავზე დაწერაზე თავს შევიკავებ, მქონდა ”ბედნიერება” ჩემს თავზე გადამეტანა რაღაცეები და მადლობა ღმერთს, შედარებით ნორმალური ექიმების ხელში აღმოვჩნდი და გადავრჩი. ახლა საქმე ეხება დედაჩემს.

დღეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მედიცინას აქ არაფერი ეშველება.
კლინიკაში, სადაც შედიხარ და გხვდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კედელზე უამრავი სერთიფიკატი და დიპლომი აქვს ჩამოკიდებული, ქალაქში ასეთი ცნობილია და ამავე დროს ვერ სვამს დიაგნოზს წესიერს... ან კიდევ ყველა გიქებს ამა და და ამ ადამიანს, გეუბნება ყველა თუ რა ნიჭიერი და თავისი საქმის მცოდნეა... მაგრამ მასაც შეეშალა.

დღეს, როდესაც საქმე მიდგა დედაჩემისთვის თვალის ოპერაციის გაკეთებაზე (საქმე ეხება თვალის ბადურას), აღმოჩნდა, რომ საქართველოში არ მოიძებნება ისეთი სპეციალისტი, ქირურგი, რომელიც თვალის ბადურაზე ნორმალურ ოპერაციას გააკეთებს და იმ ლაზერს თვალის მაგივრად ცხვირში არ დაუმიზნებს და ა.შ.

ქვეყნის სირცხვილია ასეთი ექიმები რომ არსებობენ და ღმერთმა ყველა დაიფაროს მაგათ ხელში ჩავარდნისგან...

ისე ვარ ახლა გაცოფებული, რომ უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ როგორ დავწერო და გადმოვცე აზრი...

Tuesday 19 January 2010

პირველი თოვლი

დღეს ისეთი ამინდი იყო და არის, რომ რაც არ უნდა ჩაიცვა მაინც გაიყინები, მოგეყინება ხელები და წაგეყინება ფეხები, ცხვირი, ყურებიც და თვალებიც. შეიძლება ბევრს გაეცინოს მოყინული თვალებიო, მაგრამ ზუსტად ეს მოყინული თვალები დაფიქსირებულია ფოტოზე, პარიზში ყოფნისას ეიფელის ქვეშ რიგში დგომისას. კარგად ჩანს, რომ თვალებსაც სცივათ ...

მაგრამ აქაური სიცივე პარიზის სიცივესთან ვერ მივა, იქ სხვანაირად ცივა.

ვზივარ ახლა ჩემი საყვარელი ცხელი ჩაით სავსე ჭიქითურთ და ვუმზერ ეკრანს.

ალბათ ღამე მოყინავს და დილას სრიალ-სრიალით გავალ სახლიდან.
ჰაერში იქნება სუფთა და წმინდა ჰაერი, ირბენენ მხიარულად ბავშვები გუნდებით, სიხარულის სუნი იქნება, ფერად-ფერადი კაშნეები და ქუდები, ამოგანგლული და ტალახიანი შარვლები და აწითლებული ლოყები.

ამას მოყვება თავში ამოტივტივებული მომენტები ბავშვობიდან, შენც რომ გუნდაობდი, შენც ჭამდი თოვლს, შენც აჭმევდი სხვას თოვლს, შენს ესროდი გუნდებს და შენც გესროდნენ, შენც გეკეთა ფერადი კაშნე, შენც გქონდა აწითლებული ლოყები და შენც ამოგანგლული იყავი ტალახში და არ წუწუნებდი, არამედ გიხაროდა. გუნდების გაკეთებისგან გაყინული ხელები უცებ გაგითბებოდა და ეგეც გიხაროდა.

ახლა კიდევ ვიღაც ქუჩაში ტალახს რომ შემოგაწუწებს, წუწუნებ...
აი განსხვავებაც ...

Monday 18 January 2010

Review

ბოლო ხანებში მომხდარი ფაქტები თუ ამბები:
1. დედაჩემს თვალის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, სასწრაფოდ.
2. ჩემი კომპი ცოტა ხნის წინ აფეთქდა, მაგრამ მაინხ გავაცოცხლე. ხვალ ან ზეგ წავიღებ გადაყენებლად და გასაკეთებლად.
3. ჩემი დიპლომი ჯერ არ დაბეჭდილა (!!!).
4. დავგეგმე ზაფხული, შესაბამისად დავჯავშნე სასტუმრო.
5. წავიკითხე კიდევ ერთი წიგნი. იასუნარი კავაბატას ”Snow Country"
6. გადავაგორე კიდევ შობა,ერთი ახალი წელი, თინაობა.
7. მივიღე საყვარელი საჩუქრები.
8. გადმოვწერე ბევრი ალბომი (უმეტესად დღეს) და ახლაც ვტკბები გემოვნებიანი მუსიკით.
9. გავატარე ბევრი კარგი დღე მეგობრებთან ერთად
10. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა.

და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო და დავწერო ყველასთვის ნაცნობი ფრაზა: ცხოვრება გრძელდება და ყურები და ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ. არის ბევრი მომენტი, როდესაც უბრალოდ ყელში გაქვს ამოსული ადამიანს ყველაფერი და გეზარება და დაგრუზული ხარ და მიისწრაფი დეპრესიისკენ, მაგრამ გონება ამიტომაც გვაქვს, რომ გავაანალიზოთ ესა თუ ის მოვლენა და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ამ პოსტს ვამთავრებ ასევე ყველასთვის ნაცნობი ფრაზით:
ყველაფერი კარგად იქნება!
:)

Sunday 3 January 2010

...

გუშინდელი საღამო, გაღიმებული სახეები, ახალი წლის სიხარული, წითელი ღვინო და მილოცვები.
ცუდი შეგრძნებაა ვიღაც მოშტერებული რომ გიყურებს, თვალს რომ არ გაშორებს...
ცდილობს, რომ როგორმე თავი მოგაწონოს და რომ არ გამოსდის...
შენ კიდევ იგნორს რომ უკეთებ, ან ვითომ არ გესმის ...
რაღაც მომენტში რომ გეცოდება...
უპასუხოდ რომ არის მისი გრძნობა...
მაგრამ ვერც ვერაფერს იზამ...
He is not that THE ONE and you know it :)

Friday 1 January 2010

...

Happy New Year!!! :)