Tuesday 30 September 2008

...

რა ხანია აქ აღარ დამიწერია.

პრინციპში დიდი არაფერი იყო ისეთი აქ დასაწერად რომ ღირდეს.

დღეს ძალიან relieved ვარ გარკვეული გარემოებათა გამო :)

ხვალ თათული უნდა ვნახო, ვინ იცის მერე რამდენი ხანი ვეღარ ვნახავ ... ესე მიდიან მეგობრები და ... : (

2 დღეა ერთ სიმღერას ვუსმენ, აი ისეთი სიმღერააა, თიკას თქმის არ იყოს,რომ ხელში ანთებული სანთლები უნდა გვეჭიროს მთელ სამეგობროს და ცრემლებს ვაღვარღვარებდეთ და ერთმანეთს მეგობრობას ვეფიცებოდეთ. ადრე მახსოვს That's what friends are for-ზე იყო რაღაც მაგდაგვარ, წრეში ვიდექით ხელჩაკიდებულები და ვმღეროდით :)

This was about 6 years ago :)


და აი სექტემბერიც გავიდა... საშინლად არ მინდა სიცივე, ვერ ვიტან ...

როცა ზაფხულია მაშინ ვერ ვაფასებთ და ყველა "მცხელა,მცხელა"–ს გაიძახის... აი თქვენი სიცივეც მოდის ახლა და დატკბით ...

Monday 22 September 2008

...

კონცერტი– არაჩვეულებრივი ...

ადგილი : კონსერვატორია

ასრულებდა: ეთერ მგალობლიშვილი

ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან !!!



Thanks a lot to Dato : )

Saturday 20 September 2008

...

mmmm ...

Jazz

and

a cup of tea



That's all for now ...

Friday 19 September 2008

Happy Birthday my dear uto :D

დღევანდელი ვიზიტი გლდანში მშვიდობიანად დასრულდა :)) არ დავიკარგეთ, რაც მთავარია. ძალიან რთულია ასე შორს ცხოვრება, 40 წუთი მივდიოდი მარშუტკით და უკან კიდევ მგონი 50 წუთი და ისე დავიღალეე .... ყოველთვის ვამბობდი რომ გლდანში 7 ოთახიან ბინას მირჩევნია ხილიანზე მქონდეს აგერ ეზოში თუნდაც 1 ქოხი, რა ვქნა, შეიძლება მე ვარ ასეთი :(


ხოდა კიდევ ქრონიკულად მენატრება ჩემი მეგობრები...

აი თეა გუშინ ვნახე და უკვე მომენატრა.

ეკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ... არადა მეგონა 1 თვეში ჩამოვიდოდა და ვნახავდი.

ეჰ ...

Shy Genius "Momeraths" - ასე ჰქვია იმ კომპოზიციას ასე endlessly რომ გაისმის ჩემს ყურებში და კიდევ ბევრჯერ გაისმება, ეს ისეთი მაგარი რამეა.


ახლა საკაიფოდ ვზივარ, ვჭამ ვაშლს,ვუსმენ ამ არაჩვეულებრივ რამეს და ამ სისულელეს ვწერ. ხოდა, დღეს უკვე 20 სექტემბერია და გილოცავთ უთოს დაბადების დღეს : )))) დაე ბევრი უთო ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში : )))

ხვალ ყველა ვიღებთ უთოს და შევუდგებით დაუთოვებას : )))))

უთო ფართის მოწყობაც შეიძლება : )))))

ჰაჰა გავრეკე მგონი : )))))))

Wednesday 17 September 2008

Sometimes things ain't what they used to be

ახლა კალოს პოსტი წავიკითხე და გამეღიმა :)
ისე კარგად დაწერა ყველაფერი ...

მთელი დღეა მეც ამაზე ვფიქრობ, თუ რა მშვენიერია ცხოვრება :) აი ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგია ... კმაყოფილი ვარ როგორც ვარ, რომ მყავს ასეთი კარგი მშობლები, ასეთი არაჩვეულებრივი მეგობრები, ხდება ბევრი სასიამოვნო რამ, უსიამოვნოც, თუმცა არაუშავს, ხდება ხოლმე. პრობლემები ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებენ, მთავარია ვისწავლოთ მათი გადაჭრის გზები და ხერხები.

ამის გამო თავში აგურები არ უნდა ვიხალოთ.

პირიქით, უნდა გაიღიმო (სანამ უფასოა ღიმილი) და დატკბე ამ ცხოვრებით. მეტი არაფერი შეგვრჩება ამ ქვეყანაზე, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ამაზე და ეს წლები ისე გავარდა საერთოდ ვერ მივხვდი ისე გავხდი 23ის და დანარჩენი წლები უფრო სწრაფად გავა და რამე არ დამრჩეს მოუსწრებელითქო. მოვასწრებ,მოვასწრებ :)

ადრინდელ პრობლემებზე ახლა მეცინება, ალბათ ასევე გამეცინება მერეც... ჰეჰ, საინტერესოა. ისე, რამდენი საინტერესო რამ არის ქვეყანაზე :) ძალიან ბევრი რამ.




უუუფფფ როგორ მიყვარს ჯარეტი, ვგიჟდებიიიიიიიიი !!!!!

...

:ფეხებზემკიდიასმაილიკი:


ეს ცხოვრება ისედაც მოკლეა და ახლა კიდევ დავიმოკლო ვიღაც ქლიავებზე დარდით ... მეტი საქმე არ მაქვს !

ჩემი ოჯახი რატომ უნდა ზარალდებოდეს ზოგზოგიერთი კრეტინის გამო არ ვიცი რა ...

ტვინი მოხნეს რა ..........

Sunday 14 September 2008

...

თვალები მეხუჭება მთელი დღეა, ახლაც ...

დღე კარგად გავატარე, კლასელებთან ერთად, თიკოს დაბადების დღეზე. ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით რაც არის, აი უცებ კარგად გავხდი, არა, არც ისე ვიყავი ცუდად, უბრალოდ ხანდახან კარგად როცა ხარ სრულიად უმიზეზოდ უფრო კარგად ხდები ხოლმე და ახლა ზუსტად ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

საშინელი ოპტიმისტი ვარ :)

Legends don't die ... I'm a living example ! : )))

Wednesday 10 September 2008

Rolling ...

Brad Mehldau-ს ვუსმენ ახლა, როგორ გადაგვაგდო მაგ კაცმა გაზაფხულზე მთელი ერი ... Paranoid Android-ზე სულ შარშანდელი ნოემბერი/დეკემბერი/იანვარი მახსენდება, ძალიან მქონდა ამოჩემებული მაგ ხანებში. მაინც როგორ ციოდა ზამთარში, მახსოვს სულ ჩაის სმაში ვატარებდი დღეს,რა მალე გავიდა დრო, აი ძალიან მალე ...


და როგორ არ მინდა, რომ დრო ასე სწრაფად გარბოდეს, ცოტა მოიცადოს, რა ეჩქარება ასე ?!

დრო, დრო, დრო ...

ჯეიმს ჯოისიო ... სტუდენტობასთან ასოცირდება ეგრევე, ჯოისი და მე–4 კურსი," ულისე"და "დუბლინელები", ჭაობში ჩაძირული დუბლინი, ხალხი, რომელსაც თავის დაღწევა უნდა ამ ჭაობიდან და ვერ ამოდის, მგონი ჯოისისებურ დუბლინს ვემსგავსებით ნელ–ნელა, რაღაც ნიშნები შეიმჩნევა ყოველ შემთხვევაში. მე ყოველთვის მერჩივნა "დუბლინელები" "ულისე"–ს და ახლაც მირჩევნია.

მერე "ჯაკომო ჯოისი" წავიკითხეთ, ნანომ რო მოხსენება გააკეთა და მაზიკამაც მგონი, კარგად მახსოვს ეგ დღე,"ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტი"... მაინც რა გიჟებივით ვკითხულობდით, რა ტემპი გვქონდა აღებული, ან როგორ ვასწრებდით ... ჰმმმმ საოცარია :)

მიყვარს წიგნი,მიყვარს კითხვა,დოდო ღვალაძის სიტყვები მახსენდება სულ : თქვენ სხვანაირად კითხულობთო აწიო, სხვა თვალითო, სხვა კუთხით ... მართლაც ასეა, ადრე სულ სხვანაირად ვკითხულობდით, სწორი კითხვა გვასწავლეს ამის მართლა მადლობელი ვარ. რომ არა ლიტერატურაში გამოცდები ვინ წაიკითხავდა ამდენ სისულელეს, თუმცა ეს ახლაა სისულელე, იმ დროისათვის სულაც არ იყო სისულელე, პირიქით :)

ასეა თუ ისე, ჩემთვის განათლებული ადამიანი ყოველთვის ფასობს, წიგნი მაინც სულ სხვაა და ვერანაირი კომპიუტერი ახლოსაც ვერ მივა.

სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ გიჟურ რიტმში 1 კვირით ( მეტი არ მინდა)

რომ დავბერდები და პენსიაზე რომ გავალ, მერე ჩავუჯდები ხელახლა ჯოისს და ვნახოთ მერე როგორი თვალით შევხედავ :)





If dreams were we, I'd be the sea
And you're some crazy fishing man

საშინლად მომწონს ეს ფრაზა და სიმღერაც ...

Monday 8 September 2008

კარგ mood-ზე დაწერილი პოსტი

მმმ მიხარია,რომ ბრიტანეთის საბჭოში ვბრუნდები ორშაბათიდან : ))) დღესაც რო გავუარე იქაურობას, ლამის შევედი, ძალიან მიყვარს BC :)

და ჩვენი დევიზი :

Be Successful !
Be Creative!
Make a difference !

ხოოო... ისევ დიპლომზე დავიწყე ფიქრი, დადგა სექტემბერი და შესაბამისად დროა, რომ რაღაცაზე ჩამოვყალიბდე,თორემ შემრჩება ხახვივით ეს წელიწადნახევარი და უდიპლომოდაც დავრჩები,რაც აშკარად არ მაწყობს.
თსუ–შიც უნდა მივიდე, მგონი რეგისტრაციაა საჭირო და საერთოდ არ გამომაგდონ ჯობია დროზე მივაკითხო იქაურობას : ))))

არადა ყელში მაქვს ამოსული, ადრე კარგი იყო ... მეექვსესთან თეა მხვდებოდა ხოლმე, მეორესთან ეკა, პირველის ეზოში კიდევ ვინ აღარ,უხვად ნაცნობები. ახლა ყველამ დაამთავრა და ვაბშე მაგარი სტრანნი საზოგადოება დაიარება იქ და საერთოდ აღარავის ვიცნობ იქ მგონი. ამიტომაც ჩემი უნიში სიარული ამ ბოლო პერიოდში მარტო ლექციებზე დასწრებას ნიშნავდა, მკიდია დანარჩენი.

ერთხელ ალბათ შევიკრიბებით მაგისტრატურის ჯგუფი და ეგაა და ეგ. ერთხელ კი უნდა შევიკრიბოთ გვინდა თუ არა : ))))

მიუხედავად იმისა,რომ ახლა წესით აგურებს უნდა ვირახუნებდეთ თავში მთელი ოჯახი,მე არანაირ რახუნს არ ვაპირებ, მაინც მჯერა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და ის გამოქლიავებული კაცი თავისას მიიღებს, ასე რო იდამპლა.

ხო.. დღეს აღსარება ჩავაბარე და ეს ისეთი კარგი შეგრძნებაა, რომ ... : )

მე და თეას დედა სულიერი დები გავხდით : )))

მიყვარს ცხოვრება, აი ძალიან,ძალიან !

თან ისეთ მაგარ ტრეკებს ვუსმენ ახლა, გუშინ გიოს ფოლდერები გადავქექე და წამოვიღე მუსიკა, ქუჩაში მოსასმენად კარგია და აი დნცკ დნცკ ხასითზე რომ ხარ მაშინ,ახლავე ჩავყრი ჩემს ნაცრისფერ კაცში მუსიკებს და ჰერი–ჰერიიიიიიიიიიიიი , უფრო მელოდიურად ვივლი ქუჩაში : )))

Friday 5 September 2008

ერთად მარად, ფორევერ :)

კითხვა :რა ჯობია მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივ კაფეში ჯდომას ?

პასუხი : არც არაფერი :)

მართალია !

როცა ხვდები შენს ჯგუფელებს, ვისთან ერთადაც გაატარე მთელი 4 წელი, რა თქმა უნდა სასიამოვნოა. როცა ზიხარ, ისმენ კარგ ამბებს, სვავ perfect ყავას, ფონად არაჩვეულებრივი მუსიკა გაქვს, გვერდით შენი საუკეთესო მეგობრები გყავს ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ საღამო კარგად გაატარე. ანუ გავატარე :)

შეხვედრის ადგილიც სიმბოლური იყო... თსუ მეხუთე კორპუსის წინ : )))
ადგილი სადაც ზუსტად ეს 4 წელი გავატარეთ ავად თუ კარგად :)))



ეს ზუსტად ჩვენი სანაქებო კორპუსია

მანდ რა მინდოდა ვაბშე არ ვიცი რა, მთელ ჯგუფს ეგ კითხვა გვქონდა მთელი 4 წლის განმავლობაში.

მოვყევით იქაური,აქაური,ჯგუფელებზე,ამბები,ჭორები,სიახლეები,რაც რამე გაგვიგია.

მერე ფეხით ვისეირნეთ ცოტა,მიყვარს ფეხით სიარული, ადრე სულ ფეხით დავდიოდით მე და ნანო უნიში.

საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ საჭიროა ხშირად შევიკრიბოთ ხოლმე, მარტო სკაიპი ხო არააა საქმე?! მადლიზა(მაგარი სიტყვაა ეს) კაცო ასეთი კაი მეგობრები ვართ, ერთმანეთის ხმები მოგვენატრა და სახეები ბოლო ბოლო, ყველაფერი ბეჭვდამდე როა დასული. ეს რა უბედურებაა ისე ...

ხოდა ენგრე, სხვებიც რო წამოსულიყვნენ უკეთესი იქნებოდა :)

ეს ერთი და სხვა მრავალი ასეთი საღამოები :)




ხო,ნანო,საჭიროა,საჭირო ! : ))))

Thursday 4 September 2008

Fucked up ...

მთელი დღეა თავი კინოში მგონია ...

უბრალოდ იმას დავწერ, რომ არასდროს არავის გამოატანინოთ არაფერი თქვენი ხელფასის ცნობით და არ ენდოთ მეგობარსაც კი როცა საქმე სესხს ეხება ...

თორემ ისეთივე კინოში აღმოჩნდებით,როგორშიც მთელი ოჯახი ვართ ახლა ...

There's nothing more to say ...

Monday 1 September 2008

...

წავშალე.

იმიტომ,რომ ისეთი საშინელი პოსტი გამოვიდა გული გამისკდა : )))

ისეთი მე რო არ მგავს.

ხოდა არცააა მაგის ადგილი აქ, იჯდეს ნაგავში i've just deleted it !!!

ნანუს

ჩემო ნანუკა,

ჩუმჩუმად რო დაძვრები აქ და მერე რაღაც კითხვებს რო მისვამ,ბარემ აქ იკითხე ხოლმე : ))))

ხოდა რადგანაც შენზე არაფერი დამიწერია ახლა მოგახსენებ :

პრინციპში შენი დეიდა გამოვდივარ, მაგრამ შენზე პატარა ვარ, შენზე პირველი იცი რა მახსენდებაა ? აი ჩვენთან რო მოდიოდი და ბაბუაჩემი მათემატიკაში რო გამეცადინებდა, თუ ამოცანებს ხსნიდით, ნინოს რო მოყავდი ხოლმე, სულ პატარები ვიყავით მაშინ, შენთან რა მაგარი დაბადების დღეები იყო, სუფთა საგიჟეთი, შოთიკო რო გვაგიჟებდა ხოლმე : )))) რა მაგარი იყო, აი კასეტაზეც რო ვუყურეთ ერთხელ, ვინ სად იყო რო ვერ გაიგებდი : ))))

ხოდა ძალიან მიყვარხარ, ხო იცი სიყვარულის ბუშტი თუ გამისკდა მერე ვეღარ მომიშორებ : )) მეგობარი კი არა ჩემი და ხარ, მართლა !


ახლა რო კითხულობ ვიცი გეღიმება და კმაყოფილი ხარ : ))