Wednesday 9 January 2013

...

რატომ აღარ წერ არაფერსო მკითხეს დღეს...
პასუხი არ გამაჩნია ამ შეკითხვაზე, სამწუხაროდ.

ბოლო ხანებია მეტწილად სამსახურში ვიმყოფები. სახლში მოვდივარ და ვიძინებ.
ამ სახლს ჯერ ვერ შევეგუე ბოლომდე.

ახალი წელი ჩვეულებრივად გავიდა, ტრადიციული საჭმელებით და სასმელებით, ჭიქების მიჭახუნებით, სადღეგრძელოებით, ქეიფ-დროსტარებებით და ა.შ. შობაც ასევე ზუსტად.

ახლა სახლში ვარ. ვუსმენ მუსიკას და ამ პოსტს ვწერ.
გარეთ ცივა, თოვს და ყინავს, ყველას სცივა, მე მგონი თოვლსაც კი სცივა. დილას რომ გავიღვიძებ ალბათ დამხვდება ისევ თოვლით გადათეთრებული ქუჩები.

ლამაზია, მართლა ლამაზია!




Wednesday 2 January 2013

2012 წლის შეჯამება

დავწერ 2012 წლის შეჯამებას :)

მაშ ასე:

იანვარი - მიუხედავად საშინელი პრობლემისა, რომელიც ბინასთან იყო დაკავშირებული, დაიწყო პოზიტიურად: წავედი პარიზში და მქონდა ერთ-ერთი საუკეთესო trip ჩემს უსაყვარლეს ქალაქში. ვიყავი ასევე კიევშიც და მიუხედავად -28 გრადუსისა, მაინც მომეწონა.

თებერვალი -გადავედი კარფურში.

მარტი - ვიყავი დუბაიში და გარდა ტრეინინგისა დავათვალიერე მთელი ქალაქი და გავითბე გაყინული ძვლები :)))

აპრილი - არაფერი განსაკუთრებული, მარტო პრობლემები.

მაისი - გავიცანი ადამიანი, რომელიც ნოემბერში აღმოვაჩინე.

ივნისი, ივლისი - არაფერი დიდი, აქ დაწერად რომ ღირდეს.

აგვისტო - ვიყიდე ბინა და მოვაგვარე პრობლემა მთელი წელი რომ მაწუხებდა ასე.

სექტემბერი - წავედი პარიზში Coldplay-ს კონცერტზე და ავისრულე ეს ოცნებაც.

ოქტომბერი - არაფერი მნიშვნელოვანი.

ნოემბერი - ვიყავი Dee dee Bridgewater-ის კოცერტზე თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის ფარგლებში; მაისში აღმოჩენილი ადამიანი კიდევ მეორედ აღმოვაჩინე.

დეკემბერი - საშინელი თვე, უარი ამერიკის ვიზაზე და კიდევ ნერვიულობა.


ახლა 2013 წლის 2 იანვარია, ბედობა დღე, მიხარია რომ 2012 წელი ჩაბარდა წარსულს.
ვნახოთ როგორ იქნება 2013 :)

Happy New Year!