Saturday 31 May 2008

Everything can be moved

მივხვდი, რომ ეს ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ მაქსიმალურად უნდა გამოსცადო შენი თავი ყველაფერში ...


ეცადო, რომ ყველაფერი , რაც გულით გინდა გააკეთო, რაღაც პროცენტით მაინც გააკეთო.


სხვა გზა არააა ... ვინც გზაზე ჩამომეღობება ყველას გადავდგავ,თუ არ გადადგი იქით გადაგდგამენ... ცხოვრებამ მოიტანა ეტყობა ესეთი დევიზი .


ცეცხლი იღვიძებს , ცეცხლი : )))))))


დღეს ჩემში ახალი თვისებები დავინახე .


21–ე საუკუნეში გამოსაყენებელი თვისებები ... თავი რომ არ უნდა დაუხარო არავის, ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ განმიმტკიცდა ეს მოსაზრება . მითუმეტეს უკიდურესად თვითდაჯერებულებს ... რომელტა მიმართაც სულ სურვილი მაქვს, რომ ხელით ჩამოვუწიო ის ძალით აწეული თვითშეფასება : )))


ადრე ასე არ ვფიქრობდი ....


ხოდა... everything can be moved, even the fuckin wall ! ბოლო ბოლო დაანგრევ და ეგააა : )


და მერე ახალს აააშეენებ, ისეთს, როგორც შენ გინდა და არა ისეთს, როგორიც დაგახვედრეს ...

Tuesday 27 May 2008

Friendship that will never end

დღეს კარგი დღე იყო ძალიან :)

მე და ჩემმა მეგობარმა ჩვენი მეგობრობის 20 წლისთავი აღვნიშნეთ. 20 წელია განუყრელი მეგობრები ვართ, აი გარშოკის/ ტრუსიკის მეგობრებს რომ ეძახიან ...

3 წლისები რომ ვიყავით მაშინ გავიცანით ერთმანეთი, ერთი ჩვენი მეზობელია მაყვალა და მახსოვს იმ ქალმა ამოიყვანა ქეთი. მე ეტყობა ვთამაშობდი და მახსოვს ოთახში როგორ შემოვიდა . რო შემოვიდა ოთახში დაიწყო სიარული და ესე დავდიოდით( რას ვლაპარაკობდით ეგ აღარ მახსოვს) , ან რატომ დავდიოდით ესე სასოწარკვეთილებივით დღემდე ვერ გაგვიგია.

აი აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ორივე 51–ე სკოლაში ვსწავლობდით მაშინ და ერთად მივდიოდიოდით ხოლმე ხშირად. იქიდანაც მე ბებიაჩემს გამოვყავდი და ქეთი კიდევ დედამისს და ჩაჩავაშიც თეთრ ხალათებში ვიჯექით ხოლმე : )))

ჩაჩავაზე გამახსენდა ... მგონი ნახევარი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული ... ბებიაჩემი თეთრ ხალათს ჩამაცმევდა და ვიყავი ხოლმე იქ , დავდიოდი პალატებში, ვათვალიერებდი ბავშვებს, დღენაკლულებს– ინკუბატორში რომ იყვნენ ... მესმოდა მშობიარე ქალების კივილის ხმა და მახსოვს ბებიაჩემის სიტყვები : თიკა, იცოდე ბლოკში არ შეხვიდე ... არც არასდროს შევსულვარ, მეშინოდა. ყველას ეგონა რომ მეც პედიატრი ვიქნებოდი, გავყვებოდი ბებიების კვალს და სამედიცინოზე ჩავაბარებდი. ბაბუაჩემს ეგონა, რომ მათემატიკოსი ვიქნებოდი ... ყველაფერში დაგეხმარებიო მეუბნებოდა. ეხლა არც ექიმი ვარ და არც მატემატიკოსი, რა ვარ მეც ვერ გამიგია : ))) (შუტკა)

ხოდა რას მოვაყოლე ეხლა ეს .... ხო, მეგობრობა...

მეც არ მყავს და/ძმა და არც ქეთის ამიტომაც დები ვიყავით და ვიქნებით კიდევაც ყოვეკთვის. მართლა სულ ერთად ვართ გაზრდილები. ან მე ვიყავი მაგასთან, ან ეგ იყო ჩემთან, ან ორივე ეზოში .

იმ დღეს მეუბნებოდა, თიკ , ჩვენ არასდროს გვიჩხუბიაო – აი ესაა მეგობრობააო : )

ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს და გვესმოდა.

Monday 26 May 2008

...

He's still ON

Sunday 25 May 2008

Extract

ALEXUNDERWORLD says: ai
ALEXUNDERWORLD says: xo ertxel gnaxe magram
ALEXUNDERWORLD says: ise miyvarxar martla
ALEXUNDERWORLD says: ai chemi dzma
Tiko says: mec martla dzaan :)
ALEXUNDERWORLD says: ravi uzomod bednieri var
Tiko says: da mixaria ro gagicani :)
ALEXUNDERWORLD says: rom shennairi megobari rom myavs
Tiko says: mec :)
ALEXUNDERWORLD says: da yoveltvis gagifrtxildebi
ALEXUNDERWORLD says: me xalxs vedzeb da vpoulob
Tiko says: me kidev ormagad :)
ALEXUNDERWORLD says: :*
ALEXUNDERWORLD says: xoda mixaria
ALEXUNDERWORLD says: martla martla
Tiko says: mec dido alex

როგორ მახარებს ხოლმე ესე რომ მეუბნებიან :)
მიხარია, რომ ალექსას სახით ასეთი კარგი მეგობარი მყავს :)

Friday 23 May 2008

The პოსტ

ამ ბოლო დროს აქტიურად ვფიქრობ სამაგისტრო ნაშრომზე და მგონი რაღაცაზე ჩამოვყალიბდი. ალბათ რეკლამა – მაგრამ ისევ კონკრეტიკაა საჭირო . ხოდა ვისაც რამე მასალა გაქვთ რეკლამაზე ნუ დაიზარებთ და გამომიზავნეთ რომ გავეცნო : )

ეხლა Ruben Gonzalez-ს ვუსმენ, გაგიჟებული ვარ ისე მომწონს. Buena Vista Social Club-ს რომ ვუყურე მაგის მერე ვარ აღფრთოვანებული. ამისთვის მადლობა Tromboneland-ს : )))

დღეს ნათესაობა გამაცნეს – აი გაიცანით ერთმანეთი, ესენი შენი ნათესავები არიანო... ცუდია, რომ ესეთი გაცნობები ძირითადად პანაშვიდებზე და გასვენებებზე ხდება ხოლმე ...

ოდესმე რომ ხდება ეგეც კარგია.

საერთოდაც, კარგია რაღაცეები რომ ხდება ხოლმე

Let them happen ...

Tuesday 20 May 2008

ორი ერთად

ტაკს ... ეს 2 დღე მართლა გავუბერე მაგრამ კაი იყო რაააა


დღეს კიდევ ერთი დღე გადავაგორეთ და კაი იყო ... რატომ ? იმიტომ, რომ ჩემი ერთ–ერთი
საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე იყო : )

დღე კი არადა საღამო დაიწყო "შემოიხედე გენაცვალე"–ში – სადაც ისედაც კარგ ხასიათზე მყოფები მთლად კარგად გავხდით , ვიცინეთ, მოვიგონეთ ძველი დრო, გავიხსენეთ სტუდენტობა, our sweet memories ... ამის მერე გადავინაცვლეთ აგორაში, სადაც ისეთი სიტუაციააა მე რომ მომწონს და მევასება – ანუ კარგი მუსიკა და კარგი სასმელი ... ამას მოყვა ტუალეტში უაზრო ხარხარი, რატომ მიქრობდა შუქს ნანო ვერ გავიგე, რა : ))) ეს ყველაფერი კაი, მაგრამ უნდა გამოვყო ორი ერთად ანუ რა : შემოვიდა ადამიანი, რომელზეც 2 წელი სრულად ვგიჟდებოდი და რო დავინახე თან ორივე ერთად ( ტყუპები არიან ) მიშველეთ–თქო ერთი წამოვიძახე და სმა გავაგრძელე ... მერე ნანომ ახსნა თუ რას ნიშნავდა ეს ჩემი წამოძახილი . 2 ერთნაირი არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც ჩემში უკვე ჩვეულებრივად კარგ ბიჭებად აღიქმებიან და აღარ ვაფრენ და ვგიჟდები, ადრე რომ ვიყავი. ნუ გემოვნება რომ კარგი მაქვს აქამდეც ვიცოდი , ეხლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ...

აგორას მოყვა ის, რომ ზოგი სახლში წავიდა და მე , ნანო და თაკო წავედით შემდეგ დანიშნულების ადგილას : და ესაა შარდენის 12 . იქ რაღა მინდოდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ იქაც წავედი, ძლივს : )))))

იქვე როიალზე ლაივ ჯაზი დაიწყო და ნუ ეს ჩემთვის მისწრება იყო, ფხიზელი ვაბოდებ ჯაზზე და არაფხიზელი ხო საერთოდ .... : ) Unforgettable მახსოვს, კარგი იყო, აი აააარაჩვეულებრივი, კალაში მაია ბარათაშვილი შევნიშნე თუმცა იქ ადგილები არ იყო და ამიტომ ვერ დავტკბი ...

ეხლაც ახალი მოსული ვარ სახლში და 1 ეკრანის მაგივრად 3 –ს ვხედავ თუმცა მაინც ვწერ სმ პოსტს და არა მხოლოდ პოსტს და მოკლედ მაგრად ვარ, აი ძალიან კარგად.

20 მაისი ამიტომაც მიყვარს ... თითქმის ყველა ვიკრიბებით ... დაჟე მაგდა ვნახე, ჩემი ჯგუფელი, რომელიც ბოლოს 2006 წლის ივნისში ვნახე გამოცდა რომ ჩავაბარეთ და იმის მერე აღარ მინახავს . გაშტერებული ვუყურებდი და ვხვდებოდი თუ როგორ გავიდა დრო ...

მიხარია ის, რომ ასეთი კარგი ჯგუფი აღმოვჩნდით ბოლოს, რომ ერთმანეთს არ ვივიწყებთ, რომ ვიკრიბებით და 4 წლის მანძილძე საფუძველჩაყრილ მეგობრობას ვაგრძელებთ : )

...

They say I am the Supergirl : )

Saturday 17 May 2008

...

როგორი იყო ჩემი ბავშვობა ?

როგორი და ძალიან კარგი, მხიარული,ბავშვური, აი ეხლა რომ აღარააა ისეთი ....

დავდიოდი ყველგან სადაც ბავშვი დადის : )))

ყველაზე მეტად იმას ვნანობ ეხლა მუსიკას რომ არ გავყევი . არადა ამისი ყველა მონაცემი მქონდა... სამწუხაროდ იმ დროს დაკვრას ვერ ვიტანდი.

ბაბუაჩემი მენატრება ყველაზე მეტად... ადამიანი,რომელიც ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ჩემთვის და დღემდე მასეა. შეიძლება ვიღაცას სისულელედ მოეჩვენოს,მაგრამ დღემდე ვგრძნობ, რომ ჩემთანააა ყოველთვის. ოჯახში რამე ქეიფი თუ არის და ბაბუაჩემზე ჩამოვარდება ლაპარაკი ყოველთვის ნოსტალგია მაწვება,საშინელი თან ... ვინც ამ ბლოგს კითხულობს უმეტესობა ადამიანებისა არ მიცნობს დიდი ხანი, ზოგი სულ არ მიცნობს, ვინც მიცნობს იმას ისედაც კარგად იცის what he meant for me :) ბედნიერი ვარ იმითაც, რომ 16 წელი ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით , კარგი იქნებოდა ეხლაც ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ ....

ეხლაც ხშირად მახსენდება , ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ...

რამდენ რამეს ვკითხავდი ....


.....................................................

Friday 16 May 2008

...

ბოდიში რომ წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა ....


ყველამ თავის თავს და საქმეს უნდა მიხედოს რა ...

Monday 12 May 2008

...

ეს უკვე სასაცილოა : )))

აბსოლიტურად ყველა ადამიანი ვინც ოდესმე მომწონებია ყველა მორიელია ჰოროსკოპით : )) ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ,მაგრამ უკვე ფაქტიურად კურიოზად იქცა. ოქტომბრის ბოლო/ნოემბერი ჩემია რა მოკლედ : )))))

Requirements რომ მეწერა ადრე იქ მგონი უნდა ჩავამატო , რომ ის ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს მორიელი : ))))) რაღაც აქვთ რა ამ ნიშნის მქონე ადამიანებს, შარმი თუ რა დავარქვა არ ვიცი ... : )


..................................

Wednesday 7 May 2008

...

Here comes the Sun ...

And what's then ?

Nothing

Damn it...

ooooh qari rogor arxevs rustavelze xeeeebs, am otaxis jaluzebs da chemi tmebis nacils : )))

Tuesday 6 May 2008

Freundschaft ist ...

Freundschaft ist wie ein Bumerang,der immer zurück kommt.

Freundschaft is wie ein Feuerwehrauto,das immer für sie da ist wenn man Probleme hat.

Freundschaft ist wie ein Buch,das viele interesante Sachen erzählen kann.

Freundschaft ist wie eine Waschmaschine,die immer die Pulver verbraucht.

Freudschaft ist wie ein Globus,das so gross ist wie eine Welt.

შემთხვევით ვიპოვე გერმანულის რვეულში :)

...

ეს ორი დღეა მთელი ოჯახი მუშებს დავსდევთ ... მაგათთან საქმე მივხვდი რომ არ უნდა დაიჭირო .


3 სართულზე სრული ბარდაგია...


ხან მლესავი რეკავს ზარს, ხან სანტექნიკი და ხანაც "სვარშჩიკი"... იმის გამო რო ჩვენს ზედა მეზობელი რემონტს აკეთებს ჩვენს გადაგვიყოლა რა. ხან სად ჩამოდის წყალი ხან სად, მერე მოვარდებიან ეს მუშები და გამოცვლიან,ისევ გამოჟონავს სადღაც ...


ეხლა სანტექნიკ ბადრის ველოდებით იმიტომ,რომ მამუკამ გადაგვაგდო და არ მოვიდა : )))
მოკლედ რა ...


წვიმამაც ხო აღარ გადაიღო ...


Take me out somewhere far from here, just for a short time ...


I will accept everything, even the invitation to the blues :D


Fabulous blue girl- that's what I am today


And again and again : it's Okay to be blue,sad and gloomy, even fuckin' bored and touched on the rainy day ...


Don't care ! Who cares ?


Want the SUN, ASAP !!!

Sunday 4 May 2008

...

მთლად როგორ უნდა დაკარგო ნამუსი არ მესმის რა ...

სამწუხაროდ ეს ვიზეც ვთქვი ის ადამიანი ვაბშე ვერ ნახავს ამ ბლოგს და არც იცის...

მკიდია !

ამ ქვეყნის უბედურებააა ისაა, რომ ამდენ წაკლას როგორ იტევს არ ვიცი ...

Dance 4 Life

ესე ამიხდეს ნეტა ყველაფერი :)

ტელევიზორს ვუყურებდი და კლუბ "Cubic"–ის ანონსი/აფიშა/რეკლამა გავიდა და ვთქვი : უფ ეხლა ნეტა მანდ წავიდეთქო, ზუსტად დამთავრდა არა რეკლამა გაისმა თეას ზარი– მივდივართ და წამოდიო :)

თან ნაცნობის კლუბია,ახალი და კარგი, არაგაბანძებული ! :)

ძაააააააააააან მაგრად ვარ ეხლა, ცეკვისგან დავიცალე და აი ეს მინდოდა რა... რო განიტვირთები საკაიფოდ :) რო დგახარ და ცეკვავ და ყველაფერი გკიდია,ყველა თავისას რო ისწორებს,აჯაზებს და კარგად რო არიან. მეც მასე ვარ ეხლა ... უაზრო დღე კარგად დაგვირგვინდა :)

ყურებში არაფერი მესმის,ზედ დინამიკს რო მივეწებე იმიტომ.

ბევრი ნაცნობიც იყო,აი გაკვირვებას რო საზღვარი არ ჰქონდა ისეთიც :))

მოკლედ, კმაყოფილი ვარ !

PPL, DANCE FOR LIFE !!!!

დაიკიდეთ ყველაფერი და წადით, იცეკვეთ,დაივიწყეთ ყველაფერი რამოდენიმე საათით,დალიეთ და გაისწორეთ, გააჯაზეთ ნა ვსე 100 !

მმმმმმაგარია !

Friday 2 May 2008

Untitled

კიდევ 1 კოლოკვიუმი დავწერე...
კიდევ 1 ლექცია მოვისმინე ...
კიდევ კარგი ცოტა გადაწერა შევძელი,თორემ იმის სწავლა შეუძლებელია. ყოვლად უინტერესო საკითხი,დამარწმუნებელი კომუნიკაცია– ისედაც ვიცი, ვინ როგორ უნდა დავარწმუნო რაღაცაში კიდევ 45 გვერდი რომ არ ვიკითხო. თან საშინელი სიტყვებით და ტერმინებით დაწერილი ... ნეტა თითონ ლექტორს ესმის ? : ))
მთელი 6 წელია კოლოკვიუმების წერაში ვარ ...
6 სრული წელი!!!
მაგარი მომბეზრდა...

ეხლა ვზივარ და ხალხს მეილებს ვუგზავნი, რომ ხვალინდელი ლექცია გაცდება.
Einladung რაღაც ბანძ პრეზენტაციაზე, მომიწევს წასვლა მანდაც.

ყურებში სასიამოვნო მელოდია მესმის, დამგრუზველი ,მაგრამ კარგი.
არადა ყველაფერი Ok არის, но что-то не хватает ...
что именно не хватает я не знаю ...