Sunday 27 December 2009

...

ისევ Keith Jarrett ჩემს ყურსასმენებში...
არაერთხელ მომისხენებია ჯარეტი ჩემს პოსტებში და ალბათ მიხვდებოდით, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია.
დღევანდელ დღესაც ჯარეტის დღე მაქვს, შეიძლება ასეც ითქვას. პერიოდულად ვუსმენ სხვა რამეებსაც, მაგრამ ძირითადად მაინც K.J-s.

რაღაც მშვიდი დღე იყო დღეს, სახლში ვიყავი ძირითადად, თუ არ ჩავთვლით ნახევარ საათიან გარეთ გასვლას, კანფეტები და შოკოლადები ვიყიდე ახალი წლისთვის.

დიდი ხალისი არ მაქვს, ალბათ მერე მექნება განწყობა მომდევნო დღეებში :)

Let's see :)

Saturday 26 December 2009

...

შარშან ამ დროს უკვე ჩალაგებული მქონდა ჩემოდანი და საათებს ვითვლიდი :)
როგორ მალე გადის დრო...
ჩემი ყველაზე მაგარი ახალი წელი ყველაზე მაგარ ქალაქში.

და რაც დრო გადის მით უფრო ვეთანხმები ჰემინგუეის სიტყვებს:
"If you are lucky enough to have lived in Paris as a young man, then wherever you go for the rest of your life, it stays with you, for Paris is a moveable feast".

100 % მართალი იყო ეს კაცი!

Saturday 19 December 2009

ON :)

დიდი ხანია აქ არ დამიწერია, დრო არ მქონდა სამწუხაროდ. ახლა მგონი ცოტა ამოვისუნთქე.
ბევრი ალბათ არცააა დასაწერი...
იყო ბარბარობა, 17 დეკემბერი, ტრადიციული ლობიანებითურთ და მილოცვებით, სურვილი იმისა, რომ კარგი რამეები დაგებედოს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მართლა ასეა ნეტავ? ალბათ კი :)

დღეს 19 დეკემბერია (ჯერ კიდევ), ნიკოლოზობის დღესასწაული და დღესაც მილოცვებში ვართ ყველა. დღეს ჩემი დაქალი ჩამოვიდა და ბედნიერი და გახარებული ვარ :)

ამის გარდა იყო ბევრი რამ, ზოგიერთ რამეზე გავიფიქრებ ხოლმე დავწერთქო,მაგრამ მერე მავიწყდება... მარის დაბადების დღე იყო, ძალიან კარგად გავერთეთ და ბოლო ვიმღერეთ კიდევაც. ნახევარი აღარ მახსოვს ოღონდ :)))

იყო ბევრი გადატვირთული კვირა, დღე, საათი, წუთი და წამი.
ადამიანი, რომელიც ზუსტად 1 წლის შემდეგ ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას შემხვდა, როგორც 1 წლის წინ.
ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება მომეცა და გაანალიზების, მიხარია, რომ გონება მაქვს და აზროვნების უნარი გამაჩნია, რომ რაღაც-რაღაცეებს რეალურად შევხედო და გავაცნობიერო, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს.
მივხვდი მეგობრების ფასს კიდევ ერთხელ და მივხვდი, რომ არააა საჭირო ყველას ყველაფერი უთხრა და გული გადაუშალო, ამიტომაც არსებობს ცნება ”ახლო მეგობარი”. ესაა ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ნათქვამია, რომ არავის არ უნდა ენდო-ოო ბოლომდეო, მაგრამ მე მართლა მყავს რამოდენიმე ასეთი ადამიანი, რომელთაც შემიძლია ვენდო.
25 დეკემბერს კლასის ქეიფი იგეგმება და ვნახოთ როგორ ჩაივლის, ხოლო სულ რაღაც 11 დღეში ახალი წელია და მე ჯერ არანაირი გეგმა არ გამაჩნია. ალბათ ტრადიციულად. გავიხსენებ წინა წელს სად ვიყავი, რა ადგილას და რა ბედნიერი :)

Life goes ON!

:)

Saturday 12 December 2009

...

მომენატრა ჩემი ბლოგი, აუცილებლად დავწერ რაღაცეებს, საგიჟეთი დღეები რომ დამთავრდება.

:)

Sunday 22 November 2009

eveyrthing will be okay :)

საერთოდ რომ ვუფიქრდები ამ ბოლო ხანებში იმდენი რამ მოხდა, რომ გაანალიზებასაც ვერ ვასწრებ ხოლმე... ჯერ ბებიას გარდაცვალება, მერე დედაჩემის ოპერაცია, მერე ექიმებთან სირბილი და ა.შ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქაური მედიცინა ძალიან ცუდ დღეშია და ხდება ადამიანების ჯანმრთელობის მანიპულირება და ამაზე ფულის კეთება...

ძალიან დავიღალე, ასეთი ცუდი თუ იქნებოდა წლის ბოლო რას წარმოვიდგენდი.
მე მგონი ახლა ყველაფერი უკანააა, ღმერთის წყალობით.

ხო.. კიდევ რაღაც-რაღაცეებს რომ ვადარებ ხოლმე, გული მწყდება, რომ ისე არააა, როგორც მე მინდა რომ იყოს.

და მოკლედ...

ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად :)

Sunday 15 November 2009

...

ეეეჰჰჰჰ.... სოფოც მიფრინავს დღეს 2 წლით ...

ახლა ვიყავი ასული და გამოვემშვიდობე ...

Thursday 12 November 2009

უცაბედი პოსტი :)

მუსიკამ მოიტანა პოსტის დაწერის იდეაც.
არადა არ ვაპირებდი, უცებ ჩავრთე არა მომენტალურად ასოციაციებმა გამიელვა თავში.
ძალიან ფონური სიმღერააა, ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ბოლო დროს მომწონს.
ხოდა უცებ წარმოვდგინე, რომ ვზივარ ლამაზ და დიდ პარკში, სკამზე გემრიელად მიყუდებული, ფეხი ფეხზე გადადებული, ცხელ ჩაის ვსვამ და წიგნს ვკითხულობ, ყურებში კი ეს მელოდია გაისმის. თურმე ექიმი ჰაუსიდან ყოფილა, არადა არასდროს მიყურებია მაგ სერიალისთვის.

ისეთი ამინდია ნოემბერს რომ უხდება, ჰაერში რომ ცივის სუნია. გარეთ გასვლა რო არ მოუნდება ადამიანს ისეთი ამინდია. მივედი ახლა ფანჯარასთან და ქუჩაში გავიხედე. ხალხი როგორ მობუზული დადის, კაშნეებშემოუხვეულები, მუქ ფერებში, გაშავებულ-განაცრისფერებულები, სახეებიც სხვანაირი...

ხეებსაც სცივათ...

არადა ზამთარი ჯერ კიდევ წინ არის.

Saturday 7 November 2009

შაბათი :)

როგორ მინდა ხოლმე ხანდახან რომ რამე დავწერო,მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. როცა დრო მაქვს ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და ზოგჯერ კიდევ ისეთ დროს მომინდება წერა, როდესაც არც რვეული, არც კალამი და არც მსგავსი არაფერი არ გამაჩნია, კომპიუტერზე აღარ ვლაპარაკობ.

ეს კვირა სამსახურში სრული ქაოსი იყო, რუსო და ანი არ იყვნენ და ამიტომ მე ვუმკლავდებოდი ბევრ ხალხს, ტელეფონებსაც და რას აღარ, მოკლედ. მაგრამ მივეჩვიე ასეთ განრიგს და ავუღე ალღო, როგორც იტყვიან ხოლმე.

დღეს 7 ნოემბერია, შაბათი დღე. მოღრუბლულია, ალბათ მერე გაწვიმდება. ცოტა ქარიც უბერავს. ისეთი ამინდია, როგორც ნოემბერს შეეფერება.

ვიყავი მედესკი,მარტინ ენდ ვუდზე და მგონი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ძალიან მომეწონა და უაღრესად კმაყოფილი ვარ კონცერტით. ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ცოტა მძიმე არისო მუსიკაო, მაგრამ მე სულაც არ ვთვლი ასე. კარგა ხანია ამ ტრიოს ვუსმენ და ამიტომაც პირიქით, ძააააააალიან ბედნიეირ გამოვედი კონცერტიდან. ლაივი მაინც სულ სხვაა.

დრო, როგორც ყოველთვის, უსწრაფესად გარბის. აგერ უკვე ახალი წლიც მოდის...

ყველაფერი ხუნდება, ცვდება, თითქოს გბეზრდება ადამიანს... მერე ახალ რამეს იპოვი და იმაზე გადადიხარ, ის უფრო საინტერესოა, მაგრამ რომ შეიცნობ ისიც გბეზრდება, ისევ რაღაც ახალი გინდა, უფრო საინტერესო ვიდრე წინა. ეტყობა ესეა მოწყობილი ეს ცხოვრება... მოვლენები და სიტუაციები ერთმანეთს ცვლის და ენაცვლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი გვავიწყდება. გულის სიღრმეში მაინც არსებობს რაღაც და ეს რაღაც არ კვდება, არც არასდროს მოკვდება, ჩემში ყოველთვის იქნება და იდება. ალბათ სხვა ადამიანებშიც. უბრალოდ, memories fade ... და არის პერიოდები, რომ ამას აშკარად ვგრძნობ.

არის რაღაცეები და ვიღაცეები ამ ცხოვრებაში, რაც და ვინც ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში :) და ვერც დრო და ვერც ჟამი მათ ვერაფერს დააკლებს.

Friday 6 November 2009

...

ძალიან ვხალისობ რაღაცეებზე, აი დღესაც სამსახურში ყოფნისას უცებ გამეცინა რაღაცაზე :)))

ცხოვრება კურიოზია რააა.....

Thursday 29 October 2009

წარსულში ცოტა ხნით

დღეს ზუსტად ისე ვიჯექი თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ და ისე ვაქანავებდი ფეხებს, როგორც 4-5 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ვტკბებოდი სტუდენტობის ბედნიერი წლებით ...

აი ასე მალე გარბის წლები ხალხნო და ჯამააათნო ... :)))

და დღეს რუსო ”ღადაობდა” ისევ აქ დავბრუნდითო, გარკვეულწილადო... უნივერსიტეტში, რომელიც ასე ძალიან არ მიყვარდა თავის დროზე და ასე ძალიან რომ მენატრება ხოლმე ახლა. უნივერსიტეტი კი არა, არამედ ის დრო ...და არ მჯერა, მართლა არ მჯერა, რომ ეს 4 წლის წინ იყო.

მერე დათო და ლაშა შეგვხვდნენ და წავედით ამ მასალების გადასაქსეროქსებლად პირველი კორპუსის მიწისქვეშა გადასასვლელში, რაც მე მანდ მიქსეროქსებია .. ვინ მოსთვლის... და აი ასე დავდიოდით წიგნებით, ქსეროქსებითა და ბლოკნოტებით ხელში და თან ყველა რაღაცას ვიხსენებდით...


და მე მაგისტრის დიპლომი ჯერაც არ ამიღია ... იბეჭდებაო...

Tuesday 27 October 2009

მომნატრებია ბლოგი რაღაც :)

ბოლო პოსტის დაწერის შემდეგ კი გასულა რამოდემინე დღე...
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ამ ხნის განმავლობაში...
იყო თბილისობა 24-25 ოქტომბერს... ტრადიციულად შევიკრიბეთ ჯგუფელები და აღვნიშნეთ. ქუჩაში დადიოდა ბევრი მთვრალი ადამიანი, ზოგი ძირს იწვა და იქ ეძინა, ზოგი სკამზე იჯდა და ისე ეძინა, ზოგი იგინებოდა, ზოგი სასმელით ხელში მღეროდა... იყო ბევრი ცუდი სუნი და სიბინძურე. საერთოდ უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღესასწაულის დროს ქალაქი საშინლად ბინძურდება, არც ისეა დიდი სისუფთავე,მაგრამ ამ 2 დღეს განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე. ჩვენს ძირითად შემადგენლობას, ვინც თბილისობაზე ვიკრიბებით ხოლმე, წელს დაემატა შონი, ნანოს მეგობარი, რომელმაც გვახალისა :)

აღმოვჩნდი ასევე ისევ მე-5 კორპუსში (თსუ) და მოგონებებში გადავვარდით ყველანი, ვინც იქ ვიყავით. ვიწყებთ ერთ კარგ პროექტს და ვნახოთ რა გამოვა.

დღეს დაიწყო ჯაზ ფესტივალი და მარკუს მილერი ხსნის. ხვალ მივდივართ მარი, სუთო და მე Medeski, Martin and Wood-ზე და ველი მოუთმენლად :)

მმმ კიდევ რა? ...

არც არაფერი ... დაიწყო წვიმები და ცუდი ამინდები... და ასე იქნება ძალიან დიდი ხანი ....

და ისე... მომნატრებია ბლოგი რაღაც :)

Sunday 18 October 2009

:(

ცხოვრება გრძელდება, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც ძალიან, ძ ა ლ ი ა ნ გვიყვარს, გვაკლდებიან... თანდათან ...

:(
:(
:(

Sunday 4 October 2009

Telepopmusik

გუშინ GURU CLUB-ში ვიყავი Telepopmusik-ზე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა :)
უმაგრესი იყო, აი სულ სხვა მუსიკააა, ეტყობა ფრანგების ხელი :)
ბევრიიი ცეკვა, გაუჩერებლად...
ტვინზე და გულზე რომ გირტყამს და რომ გრძნობ the beat-ს... რომ მოგწონს მუსიკა, რომ გრძნობ ამ ყველაფერს სასწაულად და ცეკვავ და ცეკვავ...

სცენაზე ავედი და christophe hetier-თანაც გადამიღეს სურათი, არ მეგონა რო ამ ადამიანს ოდესმე ჩავეხუტებოდი და ხელს ჩამოვართმევდი და პირადა ვეტყოდი თუ რა მაგარი მუსიკას აკეთებენ :)

უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ :)

Tuesday 29 September 2009

Imagine...

სიმღერიდან აგორებული ფიქრები, ასოციაციური ჯაჭვი, უკან ნაბიჯი წარსულში, მომავალშიც, ახლანდელ დროში არსებული სიტუაციების გადახედვა უცებ...
მინდა თუ არ მინდა მაინც ჯეიმს ჯოისი მახსენდება ასოციაციურ ჯაჭვზე. ალბათ ასეც უნდა იყოს, ეს სიტყვათა შეთანხმება ხომ ზუსტად სტუნდეტობისას, მე-4 კურსზე ყოფნის დროს გვიტრიალებდა თავში ყველაზე ხშირად. შედეგი კი ის მოიტანა, რომ ახლა, რამდენი რამეს ვფიქრობ და თემიდან თემაზე გადავდივარ გონებაში ავტომატურად, იმდენი ულისე და საერთოდ, ეს ზემოდ ხსენებული ადამიანი მახსენდება.

აი ამდენი რამის გაკეთება შეუძლია სიმღერას :)
ხასიათზე მოყვანა და გამხიარულება, ისევე როგორც დაგრუზვა...
და კიდევ ბევრი რამის.

მე სულ თან დამაქვს ჩემი სიმღერები, სულით და გულით რომ ჩემია, რომელთა გარეშეც არ შემიძლია.

მელომანი ვარ თავიდან ფეხებამდე :)

Sunday 27 September 2009

რატომ არ ვარ ქაჯი?

ისმის კითხვა:
რატომ არ ვარ ქაჯი?
მთელი დღეა ათას სისულელეზე ვფიქრობ და იმას მივხვდი, რომ ქაჯები დღევანდელ საზოგადოებაში მოწინავე პოზიციებს იკავებენ და ბევრგან ნორმალურებს უსწრებენ წინ.
ბევრ რამეშია ეს, დაკვირვებული ვარ.

მგონი, ამ ცხოვრებაში ქაჯიც უნდა იყო, ნაგლიც ხანდახან და გამტანი ისეთი, რომ თავზე სხვა ქაჯმაც კი ვერ გადაგიაროს.

და რატომ არ მე ესეთი?

ხო... და რობოტიც უნდა იყო, უგრძნობიც, ქვა... ფეხებზემკიდია...

გული ხანდახან უნდა ამოიღო ხოლმე და მარტო გონებრივად იფიქრო და იაზროვნო.

ვარგა ესე?

არ ვიცი ...

Saturday 26 September 2009

...

არ გაფასებენ და ნუ გაფასებენ, იყვნენ ეგრე.
არც შენ უნდა დააფასო ასეთი და თავი არ უნდა გაუყადრო.

მგონი ყველაფერი გასაგებია აქ.

Friday 25 September 2009

...

Every woman should date a Scorpio man at one point in their lives.

Wednesday 23 September 2009

რა მიყვარს

რეები მომწონს და მიყვარს მე, ჩამოვწერ :)
ოღონდ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიაქციოთ.

პარიზი და საერთოდ საფრანგეთი (შეიძლება ვინმემ იფიქროს, რა ტვინი წაიღო-ო და დაე იფიქრეთ, შეძახილმა ხე გააახმო-ოო და მეც იმდენი ვიძახე, რომ მაინც წავედი და ახლა სხვა რამეს ვიძახებ 1 წელი, 1 წელი თუ უშველის ოღონდაც და იქაც წავალ მერე, ვოტ ტაკ) ;
მუსიკა- მხოლოდ მოწონება/სიყვარული არაა ამ პუნქტში, აქ ადგილი აქვს გაგიჟებასა და გადარევას :)))
ჩემი მეგობრები :)
ჩემი ოჯახი;
ჩემი პატარა ბალიში;
ჩემი კომპიუტერში, დ დისკზე, მუსიკალური განყოფილება და კერძოდ 3 ცალი ფოლდერი; ეს ის ფოლდერებია, რომელთა დაკარგვას ვერ გადავიტან;
ცხელი ჩაი ლიმნით;
სალათები
შემწვარი კარტოფილი;
ანანასის წვენი;
Ipod,Iphone,Macbook,iMac და საერთოდ APPLE;
ჩემი Pet Jondo :)))
facebook;
Blog;
თბილისი;
Jack Daniel's;
კიბორჩხალის სალათი, რომელიც აგერ იბისი-ში იყიდება;
ფრანული ენა;
ჯაზი
წიგნები
ჩარლზ ბუკოვსკი, ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება;
ჩემი ქუჩა;
ზაფხული;
ტკბილი ძილი;

გაგრძელება იქნება...

A wish

ეჰჰჰ... როდის წავალ მე ნიცაში, კანში და მონაკოში...

Tuesday 22 September 2009

ბავშვობაში მეგონა, რომ...

მიმთაგეს და მეც ვწერ, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვობაში სულაც არ მქონდა რაღაც ”წვეტიანი” იდეები, რეალობას ვუყურებდი ხოლმე მაქსიმალურად. არც არავის ვაიგივებდი ზღაპრის გმირებთან, დედაჩემი დედაჩემი მეგონა და არა ვიღაც ფერია ან ბოროტი ჯადოსანი და ღამეც მშვიდად მეძინა.

მაშ ასე:

ბავშვობაში მეგონა, რომ:

ძალიან ნელა გადიოდა დრო. სანამ ჩემი დაბადების დღე დადგებოდა მეგონა, რომ საუკუნე გადიოდა; და ზაფხულის არდადეგებიც იწელებოდა, თუმცა სასიამოვნოდ.
სკოლაში მეგონა, რომ ძალიან დიდი ბავშვები დადიოდნენ და უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ;
მეგონა, რომ ჩემს პირველ სკოლაში (51-ე) ხორცის ”პერაშკებში” თაგვის ხორცი იდო და ამიტომ მარტო უბრალო ფუნთუშას ვჭამდი ხოლმე შესვენებებზე;
მეგონა, რომ მეორე სკოლაში (61-ე) რომ გადმომიყვანეს მე-4 კლასში ყველა შემიძულებდა იმიტომ,რომ ახალი ვიყავი;
მეგონა, რომ მთელი ცხოვრება თოჯინებით ვითამაშებდი (ისე დიდი ხანი კი ვითამაშე);
მეგონა, რომ სკოლაში მარტო რომ წავედი პირველად, დოლიძეზე მანქანა გამიტანდა გადასასვლელზე გადასვლისას;
მეგონა, რომ 20 წელს გადაცილებული ადამიანები უკვე მოხუცებულობასთან ახლოს იყვნენ;
მეგონა, რომ სტაფილოს თუ შევჭამდი ბევრს მაღალი გავიზრდებოდი;
მეგონა, რომ ჩემი ბაღელი ხუჭუჭთმიანი ეკა ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში,მაგრამ შევცდი. ბაღი მორჩა და დასრულდა ჩვენი მეგობრობაც;
მეგონა, რომ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარებდი, რაღაც საოცარ რამეებს ვისწავლიდი;
და ა.შ.

ბევრი რაღაც აღარც მახსოვს, რა მეგონა და რა არა. ეს უბრალოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ახლა მომივიდა თავში.
მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ისევე როგორც ყველა, მეც დავდიოდი სკოლაში, მერე ვმეცადინეობდი გაკვეთილებს,მერე ჩავდიოდი ეზოში და ვთამაშობდი.
მიხაროდა ცხოვრება და მიყვარდა ახალი წელი.
რაც გავიზარდე ახალი წელი აღარ მიყვარს, ვფიქრობ, რომ სულ ერთი და იგივეა.
ცხოვრებაშიც ბევრი რამე აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ მთლად კარგი არ არის.
რაც ვიზრდები მით უფრო ბევრ რამეს ვხვდები და ხშირად მინატრია ისევ იმ ბავშვობაში დავბრუნებულიყავი და საკონტროლოებზე მედარდა. მაშინ ეს დიდ რამედ მიმაჩნდა.
აი ასე უფასურდება ჩვენში რაღაც-რაღაცეეები და ეს პროცესი სულ გრძელდება იმიტომ,რომ ცხოვრება გადის და ვერ გააჩერებ ერთ ადგილას.

P.S. სიცხე მაქვს და თუ რამე ავურიე არ დამძრახოთ :)

Monday 21 September 2009

.

მგონი ვცივდები.
საზიზღარი შეგრძნებააა, დამეთანხმებით. როდესაც ხან გაჯრიალებს, ხან გცხელა, ხან უცებ გცივა, გსიამოვნებს ცხელი ჩაი და სითბო. გიბრუვდება თავი, გიხურს ხელები და ა.შ.
ამინდიც ცუდია, წვიმს.
წვიმა მარტო მაშინ მიყვარს თუ სახლში ვარ და გარეთ არ ვარ გასასვლელი. სხვა შემთხვევაში გარეთ ქოლგით ხელში ბოდიალი სულ არააა სასიამოვნო. თუმცა ბევრს მოსწონს. ვერავის შევეკამათები, გემოვნებაზე არ დაობენ,მაგრამ სულ ყოველთვის დაობენ.
აი ახლაც გამაჟრიალა...

თათა წავიდა გერმანიაში :( გუშინწინ დავემშვიდობე, მაკდონალდსში ვიყავით მე, თათა და გიო. ახლა კიდევ მინიმუმ 1 წელი ალბათ ვრე ვნახავ... და ცუდია. ასე მიდიან, მოდიან...

რავიცი რა... ხანდახან მინდა, რომ ავდგე და წავიდე ამ ქვეყნიდან და კაი ხანი აღარ ჩამოვიდე...

Saturday 19 September 2009

სუთიძის ქორწილი

დღეს დიდი დღე იყო!
სუთიძე გავათხოვეთ და პატრონს ჩავაბარეთ :)
უმაგრესი დღე იყო, მართლა, ემოციებით სავსე, სიხარულებით და სიყვარულებით, როგორც ხდება ხოლმე ქორწილის დღეს. ჯვრისწერა ანანურში ჰქონდა, ულამაზეს ადგილას, 2 წლის წინ ექსკურსიაზე რომ ვიყავით ჩემს დაბადების დღეს ეგ გამახსენდა.. და ვინ წარმოიდგენდა რომ 2 წლის მერე ისევ ანანურში ისევ ერთად შევიყრებოდით ნინოს ჯვრისწერაზე :)
ულამაზესი იყო ნინა, უ ლ ა მ ა ზ ე ს ი!!!
ისედაც ლამაზია, მაგრამ დღეს განსაკუთრებით :)

ბუკეტი დავიჭირე :))))))))))

მიხარია, მიხარია, მიხარიაააა დღევანდელი დღე :)

მიყვარხართ,ბავშვებო!

Friday 11 September 2009

...

ქვეშაფსიააა ...

Thursday 10 September 2009

...

მართლა მთელი გულით მიხარია ასეთი კარგი მეგობრები რომ მყავს და ასეთი კარგი ხალხი გავიცანი. ახლახანს მოვედი სახლში :)

Monday 7 September 2009

DRUNK POST

კონიაკი ნინოსთან და დათოსთან ერთად :)
არეული აზრები
უაზრო ფიქრები
გაქცეული ხელები
მბრუნავი სამყარო
ტრიალებს, ბზრიალებს
ხან დახუჭული, ხან გახელილი თვალები
ათასი სისულელე თავში
მუსიკა,რომელიც მალამოდ ედება ყველაფერს
კონიაკს რომ უხდება ისეთი
სიცილი, კისკისი, ხარხარი ...
YEAH, EVERYTHING'S FINE :)

Sunday 6 September 2009

...

სიმწვანეს, სიმშვიდეს და ჰამაკში წოლას რა ჯობია...
ხანდახან როგორი საჭიროა...
ჰამაკში რომ ხარ და თბილად რო ხარ და სუფთა ჰაერს სუნთქავ, უსმენ relaxing მუსიკას და ჩუმად ხარ... როგორ მიყვარს ესეთი სიტუაციები :)

Wednesday 26 August 2009

...

ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე და პრობლემააა, ამიტომაც მთავარია ძალისხმევა გვქონდეს და უნარი, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ და ყველაფერს რეალური თვალით ვუყუროთ. ბევრი რამ ძნელია, მაგრამ we should try :)

ესეთია ხოლმე ცხოვრება, ხან კარგი, ხანაც კიდევ ცუდი.

მიხარია, რომ არსებობს ოპტიმიზმი და ის ჩემში დიდი დოზით არის :)

Life goes on!

Monday 24 August 2009

musical post

კარგა ხანია სიმღერა ასე არ მომწონებია :)

Empire of the Sun "We are the people"

:)

Wednesday 19 August 2009

...

აგვისტოში მხოლოდ 3 პოსტი დამიწერია ...

Monday 17 August 2009

ბეთანია

ზაფხული...

მიყვარს ზაფხული იმიტომ,რომ ცხელ-ცხელ ივლისში ვარ დაბადებული, ჰეჰ :))
წელს ზაფხულმა არ გაამართლა, ამინდებს ვგულისხმობ, თორემ ისე კარგი იყო :)
ესე იგი ბეთანია...
წვიმები, ტბილი ტანსაცმელი, თბილი კი არა, ძალიან თბილი...
გაყინული ხელები, ძლივს რომ ითბობ
ცხელი ჩაი
შალის ადიალები, ცხვირზეც რომ გაფარია, თავზეც და სულ საბნის ქვეშ რომ ხარ
11 აგვისტოს მანქანაში ჩართული ფეჩი, 11 აგვისტოს!!! ვიცინოდით,მაგრამ რომ დაუფიქრდე სულაც არ არის სასაცილო...
მაგრამ ამის მიუხედავად სუფთა ჰაერი, აი წმინდა და რომ სუნთქავ და რომ გიხარია ისეთი...
სიმწვანე, რაც ასე ძალიან მაკლდა და მინდოდა გარშემო რომ ყოფილიყო :)
ბეეეევრი ბალახი და ტყე
ცვრიანი ბალახი <3
Cibelle "Green Grass" მახსენდებოდა და ვუსმენდი.
მთები და ცისფერი ცა,ღუბლებითურთ, მაგრამ მაინც ლამაზი
შეგრძნება-თბილად რომ გაცვია და მზე რომ გათბობს <3
ნისლი... ნისლი ფიქრია მთებისა იმათ კაცობის გვირგვინიო ...

საყვარელი მეგობრები
კარგი მუსიკა და წიგნი...
ბევრი, ბეეეეეევრი ძილი
ტკბილად ძილი :)
ბევრი სიცილი, განსაკუთრებით ღამე, ჩემი და ქეთოს ერთმანეთის გვერდით დაძინება არ შეიძლება, სულ სიცილით ვკვდებით ხოლმე და ათას სისულელეზე ვღადაობთ :)))
მარიკუნა (ქეთოს შვილი) რომ გვაწყნარებს ხოლმე კარგით რა გჭირთო, ეგაა ყველაზე მაგარი :)))))
ეზოში სირბილი და ყოვლად გიჟური სურათების გადაღება, არანაირ სტანდარტებში რომ არ ჯდება :))) ...
და დასვენება, რაც მართლა მაგრად მაკლდა ...
და ახლა ისევ თბილისი...
და ბლა ბლა ბლა
...

Tuesday 4 August 2009

მე მიყვარს ზაფხულიიიიიიიიიიი

3 უმაგრესი დღე
სიმწვანეში, ხეებში, ბუნებში, წყალთან, ბალახთან, ჰამაკთან, მუსიკასთან და გართობასთან ერთად.
3 დღე ბავშვობაში, ძველი დროის გახსენებაში, ასოციაციებში, მოკითხვებში, ჭამაში და სმაში.
ასევე იყო გემრიელი,ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდები, უგემრიელესი მაწონი, მმმმ აი უგემრიელესიიი... და კიდევ სიცილი, კისკისი, ლუდი და არაყი (ლუდი მე არ მიყვარს, სხვები სვამდნენ) და ბევრი კარგი რამ.
აი ისეთი რამეები, საჭირო რომ არის. რომელთა გარეშეც არ შეიძლება არსებობა.
მადლობას ვუხდი ჩემს გრძელ ფეხებს, რომ არა ისინი, მე ვერ გადახატებოდი დიდ წუმპეებს და ტყლაპოებს :))) და პირველად გამომადგა ასე კარგად ჩემი ფეხები :)))))

ხვალ ბეთანიაში მივდივარ

:)

Saturday 1 August 2009

OFF

3 დღით გავდივარ ქალაქიდან და I will be back :)

So, have a nice time ppl :)

Wednesday 29 July 2009

ქრონიკასავით

ვარ 24 წლის და 1 დღის :)
23-ს შეჩვეული ვიყავი და ახლა 24 ცოტა მეხამუშება... ალბათ მგასაც შევეჩვევი.

წელს პირველად ვიყავი თბილისში ჩემს დაბადების დღეს. ძირითადად სულ ქალაქგარეთ ვარ ხოლმე გასული. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ამინდი იყო, ყოვლად საშინელი (ქარი,წვიმა,სეტყვაც,ქარბუქი და რა აღარ) მაინც მოვიდნენ ჩემი მეგობრები და დედაჩემის გაკეთებულ ტორტთან და მარტინთან ერთად აღვნიშნეთ ესოდენ მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ვიცინეთ, ვიჭორავეთ,რამოდემინე ფოტო გადავიღეთ და დავიშალეთ.

სამწუხაროდ, კიდევ ვინც მინდოდა, რომ მოსულიყო ისინი საქართველოში არ არიან...

მთელი დღის განმავლობაში იმდენმა ადამიანმა მომილოცა, რომ არც ვიცოდი ამდენს თუ ვიცნობდი საერთოდ... და ძალიან გამიხარდა, ერთი ეგ მიყვარს დაბადების დღეს ამდენ კარგ რამეებს რომ გისურვებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახევარი ან ახდება ან არა, ის ფაქტიც კარგია რომ ვიღაც ამდენ კარგ რამეს გისურვებს :)

ახლა გამახსენდა, რომ ეკას Goodbye Party-ზე არ დამიწერია არაფერი.
კოჯორში გაიმართლა ეკას Goodbye Party, შაბათს ანუ 25 ივლისს.
შევიყარეთ ყველანი ერთად კოჯორში, ადგილას, სადაც მეც და ბევრს სხვასაც კარგი მოგონებები გვაქვს... იყო დრო, რომ მე, თეა და ეკა ერთად ვისვენებდით და იმ დღესაც ამ ძველ დროს ვიხსენებდით. კარგი საღამო იყო, ცოტა სევდანარევი.
ყველანი ერთად :)
გამოვემშვიდობეთ ეკას და ახლა უკვე ლაიდენშია და ზის და დიპლომს წერს :)
ჩვენ კიდევ აგერ ფოტოები დაგვრჩა და ეს დღეებია სულ ვათვალიერებ რეგულარულად...

ეკ, რა კარგი იყო აქ რომ იყავი ...

კარგი კი არა ძალიან კარგი...

Tuesday 28 July 2009

:)

დღაბადღუბიიიიიიიიი :)

Sunday 26 July 2009

...

ერთი ხვალინდელი დღე გადამაგორებინა და აღარ მინდა არაფერი, მკიდია უკვე შედეგი, ისედაც არაფრის იმედი არ მაქვს.

ოღონდ მალე გავიდეს ეგ დღე...

Wednesday 22 July 2009

დილის პოსტი :)

რაღაც მშვიდი დღეა დღეს, მშვიდი და წყნარი.
დღეს სახლში ვარ
ვუსმენ წყნარ მუსიკას
Buddha Bar - Chill out in Paris

:)

Sunday 19 July 2009

It's tooooooooo hot

მცხელა.
ვარ სახლში.
ვჭამ ხილს.
ვსვამ წყალს და წვენს.
მაგრამ მაინც მცხელა.

Monday 13 July 2009

:)

დღევანდელი დღის შესახებ დავწერ სავარაუდოდ ან ხვალ, ან ზეგ :)

ეს აქ იმიტომ ვწერ რომ დაწერა არ დამავიწყდეს :)

My best friend is back :)

აი ყვეეეეეეელაზე დაუვიწყარი დღე იყო დღეს (13 ივლისი)
ბუშტები
პლაკატები
ღიმილები
მანქანაში ბენზინის გათავება და უცებ ჩასხმა
100...110...120... სიჩქარეზეა ლაპარაკი

მანქანაში თათია და მე... თმაგაჩეჩილები
წებოიანი ხელები
ქოლგები, რომლებსაც ვაი-ვაგლახით ვაწებებდი პლაკატზე
ჩანთა, რომელიც თათიას სახლში დარჩა
გზის არევა და სხვაგან გადახვევა
ადრე ჩამოფრენილი თვითმფრინავი
მერე მანქანაში "Heaven must be missing an angel"-ის ჩართვა
ეკას სადარბაზოსთან მისვლა და ბოლო ხმაზე ყვირილი
მანქანის პიპინი ...
და ბედნიერების შეგრძნება, რაც ასეთი მაგარი გრძნობააა!


ძალიან მაგარი იყო!!!

Saturday 11 July 2009

Sleeeeeeeeeeeeeeeeeeeep

ისე მეძინება, რომ თვალები მეხუჭება...

არადა 12-ის 15 წუთია...

გუშინ ცოტა მეძინა და ამიტომ ეტყობა.
და თან დღეს 8-ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიყავი.


მოვედი, ბლოგო :)

სახლში ვარ, გარეთ წვიმს და ავდარია, ჭიქაში გემრიელი წვენი მისხია, თვალებგანაბული ვსვამ და კმაყოფილი ვიღიმი :)

დღეს ძალიან ცხელოდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მაგრად დღეს დაცხა. მე კიდევ დილის 8 საათიდან გარეთ ვარ და დავიხრუკე, შევიწვი და დავიწვი. ძალიან დამცხა. აი ისეთ დონეზე დამცხა, უკვე არც წყალი და არც არაფერი რო აღარ გიშველის ადამიანს, გარდა თავზე ცივი წყლის დასხმისა.

ახლა ალბათ ცოტა აგრილდება.

Over the rainbow ჩავრთე სხვადასხვა შემსრულებლების შესრულებით და ვტკბები. სრული ნირვანაა. მთელი დღე ისე დავშტერდი, რომ ეს სიტუაცია ჩემთვის მისწრებაა ახლა, relax relax relax :)

ღიმილი ისე რა კარგი რამეა, ქუჩაშიც რომ ვინმეს დავინახავ ხოლმე მომღიმარს ძალიან მიხარია. ცხოვრება უფრო მშვენიერი ხდება.

გუშინ საბოლოოდ იმ დასვნამდე მივედი, რომ life is a shit, but still is a good thing. მთავარია ადამიანმა ისწავლოს ცოტათი მაინც როგორ აუაროს გვერდი ამდენ shit-ებს და რომ არ მოყვეს გაუგებრობებში და ათას უბედურებებში... თორემ ისე, ყველაფერს ეშველება. ადრე თუ გვიან ეშველება. უბრალოდ, ვერ ვითმენთ ხოლმე და სწრაფად გვინდა ყველაფერი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი შეკვეთით არ არის ამ წუთისოფელში :)

Friday 10 July 2009

... ....!

თიკ, გაგეცინება ამაზე ხანი და ჟამი რომ გავა.
აი იცი, როგორ გაგეცინება?
ახლა გეცინება და მერე რა მოგივა :)

I just sooooooooooo don't care

:)

Sunday 5 July 2009

სიღნაღი

დღეს სიღნაღში ვიყავით ნანუკა, სუთიძე და მე.

აი ძალიან სირცხვილია აქამდე, რომ ვერ ჩავაღწიე იქამდე, მაგრამ როგორც ნათვამია ”სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”-ო. ჩემთვის ორმაგი სირცხვილია იმიტომ,რომ იქიდან ვარ წარმოშობით და ბებიაჩემი საერთოდ სიღნაღში ცხოვრობდა ბავშვობაში. მოკლედ დანაშაული გამოვისყიდე და მოვინახულე სიღნაღი.

ძალიან მომეწონა! ძალიან!
უცხო ქალაქია და სიძველისა და თანამედროვეობის მშვენიერი ნაზავია :)

აქედან 9 ზე გავედით, 11-ის ნახევარზე უკვე სიღნაღში ვიყავით. მზე იყო რო შეიხრუკებოდი ისეთი და შევიხრუკეთ კიდევაც. ფეხით მოვიარეთ ყველაფერი ბევრჯერ, მერე გამახსენდა რომ ჩემი ჯგუფელი უნის,მაკო,სიღნაღში ცხოვრობს, ხოდა დავურეკე და მოგვატარა კარგად ყველაფერი.

ძალიან ბევრი სასაცილო ამბები გადაგვხვდა :)))
ჯერ იყო და ეს კუკუშკა თუ რაღაც რომ დადის, 1 ლარად მოგატარებს სიღნაღს და გადმოსახედთან მიგიყვანს, 3 ჯერ თუ მეტჯერ ”გავმაზეთ”, მერე ძლივს ჩავაღწიეთ საჭმელამდე, მერე აპარატი დაგვიჯდა იმიტომ,რიმ მილიარდი ფოტო გადავიღეთ :))) და უკან რო ვბრუნდებოდით, მარშუტკა გაფუჭდა და შუა ტრასაზე გაჩერდა :))) მერე სხვაგან გადავჯექით :)

კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ 1 დღით მაინც გავედი ქალაქიდან, ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად მაგარი დრო ვატარე, დავტკბი სიღნაღის მშვენიერებით და სილამაზით, ვუყურე სიმწვანეს, ლურჯ ცას და მზეს, ვისუნთქე ბევრი სუფთა ჰაერი, გადავხედე ალაზნის ველს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველო ულამაზესია!

ხოდა, თურმე ბევრს არ მოსწონს სიღნაღი, რომ მარტო 1 ქუჩაა გაკეთებული და ა.შ. რაც სიცრუეა, 1 ქუჩაზე მეტია გაკეთებული, თან ძალიან ლამაზად, ბევრი ლამაზი სასტუმრო, რესტორანი და ქუჩაა, თავისი მოკირწყლული ქვებით, პარკებით და სიძველის ნიშნებით.

გემოვნებაზე არ დაობენ,მაგრამ მოგეხსენებათ, რომ სულ დაობენ :))

ლამაზია სიღნაღი

P.S. მთელი გზა რატომღაც სულ U2- stuck in the moment-ს ვუსმენდი... რატომ არ ვიცი

Saturday 4 July 2009

...

And i was born in July

:)

...

აი ივლისიც მოვიდა.
ვგრძნობ, რომ ეს ზაფხული ძალიან მალე გავა და მერე ისევ საშინელი სიცივეები, ყინვები,კაშნეები, ქუდები და ხელთათმანები... ცხელი ჩაი დღეში 10 ჯერ, თბილი ტანსაცმელი, ჩექმები, როლინგები, გაყინული ხელები(ხელთათმანები ხანდახან რომ არ გშველის), მოყინული თვალები, ყველაფერი რომ გეზარება, მზე რომ გენატრება... გაუთავებელი წვიმები, თოვლი და მოყინული გზები, ფიქრები იმაზე თუ როგორ გათბე, ფეხი როგორ არ აგისრიალდეს და არ დავარდე...

და ეს სიტუაცია და ფიქრები გრძელდება ძალიან დიდი ხანი, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ხანია სითბო და სიცხე მითუმეტეს.

ძალიან საოცარი ქმნილებები ვართ ადამიანები, ზამთარში ყოველთვის ზაფხული გვენატრება და საკმარისია ოდნავ დათბეს/დაცხეს, მაშინვე იწყება გაუთავებელი წუწუნი, თუ როგორ ცხელა, თუ რაოდენ საშინელია სიცხე, რომ სიცივე ურჩევნიათ...თანაც, აქცენტი ძირითადად ზაფხულსა და ზამთარზეა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შემოდგომა და გაზაფხული თითქმის არ არის, არ ფიქსირდება :))) და ეს ცუდია.

ხოდა ის მინდოდა მეთქვა, რომ ამდენ წუწუნს ჯობია ჩუმად ვიყოთ და შევიგრძნოთ ზაფხული, სითბო, სიცხე, პაპანაქება, მზის სხივები, ბედნიერი სახეები (ზამთისგან განსხვავებით), ფერები, სიჭრელე, სილამაზე, სიმწვანე...

ეს ხომ ასეთი მაგარია :)

Monday 29 June 2009

...

ესე იგი:
მოსახდენი მოხდება...
უბრალოდ ამ ეტაპზე ეტყობა არააა საჭირო :)

და ყველაფერს ამ ცხოვრებაში თავისი მიზეზი გააჩნია, ისე არაფერი ხდება.

Friday 26 June 2009

:(

Michael Jackson ...

პოპის მეფე და მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთი დიდი ფიგურა იყო... ძალიან გული დამწყდა რომ გარდაიცვალა, პატარა რომ ვიყავი ძალიან ბევრს ვუსმენდი და ალბათ მსოფლიოში არააა ადამიანი, ვინც არ იცის ჯექსონის სახელი...

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჯერ მარტო სიმღერა ”You are not alone" რად ღირს და ან კიდევ ”Heal the World" ( make the world a better place....)

მართლაც, რომ we must make the world a better place... for children...

Monday 22 June 2009

...

მიყვარს facebook :)

Thursday 18 June 2009

ძველი, კარგი დრო :)

ახლა ძველ სურათებს ვათვალიერებდი და უცებ ვიპოვე მწვანე კონცხზე გადაღებული ფოტო, 4 წლის წინანდელი :)

და გამეღიმა :)
იცით რატომ?
იმიტომ,რომ რაც დრო გადის უფრო აფასებ წარსულში გადამხდარ ისტორიებს, რომლებიც აღარ განმეორდება, როგორი კარგი დრო იყო... როგორი სხვანაირები ვიყავით, უფრო ბავშვურები... კი, ბავშვურები, ცხოვრებას ცოტა სხვანაირად ვუყურებდით და მაგიტომ.

მართლა გულით მინდა, რომ აი ერთხელ სამივე ( ნანო, მე და ინა) ავდგეთ და წავიდეთ, მოვიაროთ ბათუმი, მწვანე კონცხი და მახინჯაურში იმ ადგილას დავჯდეთ სანაპიროზე, სადაც 4 წლის წინ ვიჯექით, ვიცინოთ, ვიგიჟოთ, ვიმხიარულოთ, ჩამძვრეს ”კუპალნიკი”, ვჭამოთ ნაყინი ბათუმში და ზუსტად ისე დავიჯღანო, როგორც 4 წლის წინანდელ ფოტოზეა ასახული და კიდევ ბევრი სხვა რამ :)

მაგრამ ვიცი, რომ ისევ ისე აღარასდროს იქნება... იმიტომ,რომ ჩვენ ისეთი ბავშვურები აღარ ვართ, რომ ზუსტად ისეთივე მარშრუტის გამეორება ვერ მოხერხდება, ვერ შევჭამთ იმ ბარში ხბოს ენის სალათს, იმიტომ ,რომ ის ბარი მგონი საერთოდ აღარ არსებობს.

მიუხედავად ამისა, არსებობს წარსული და კარგი მოგონება :) მოგონება ამ დღის, რომელიც ყოველთვის იქნება ასოცირებული ჩემთან როგორც Old, sweet memory, that will last forever :)

Wednesday 17 June 2009

...

ყველაფერი ისე არააა, როგორც ჩვენ გვგონია და წარმოგვიდგენია :)))))

ვოოოოოოოოოტ :)

:თვითკმაყოფილება:

Monday 15 June 2009

Be Kind

we are always asked
to understand the other person's
viewpoint
no matter how
out-dated
foolish or
obnoxious.

one is asked
to view
their total error
their life-waste
with
kindliness,
especially if they are
aged.
but age is the total of
our doing.
they have aged
badly
because they have
lived
out of focus,
they have refused to
see.

not their fault?

whose fault?
mine?

I am asked to hide
my viewpoint
from them
for fear of their
fear.

age is no crime

but the shame
of a deliberately
wasted
life

among so many
deliberately
wasted
lives

is.

Charles Bukowski

სათაური ვერ მოვიფიქრე

Ludovico Einaudi-ს ყოველთვის ვუსმენდი,მაგრამ ეს ბოლო დღეებია ვეღარ ვწყდები, სულ მინდა რომ ვუსმინო ... ახლა რომელი ალბომიც არ მაქვს იმას ვიწერ.

ისევ იღრუბლება და ალბათ ისევ იწვიმებს. დიდი ხანია არ უწვიმია და ...

სუფთა ჰაერი მინდა, ინგლისურად რომ ჰქვია fresh აი ეგეთი, ბუნებაში მინდა გასვლა და ჯდომა, 1 დღით მაინც. მაგრამ სულ წვიმებია და სად უნდა წავიდე. 22-მდე არც იოცნებოთ მზის გამოსვლაო ასე თქვეს სინოპტიკოსებმა. ვნახოთ, ვნახოთ... :)

ამაზონიდან მინდა 2 წიგნის გამოწერა და საშველი ვერ დავადგი, უფრო სწორედ ჩემს მეგობარს ველოდები, ერთად უნდა გამოვიწეროთ და რაღაც გაიწელა ეს ამბავი.

კიდევ რა ხდება...
ხოო...
ჰმმმ...

არც არაფერი მგონი :)
არა, რაღაც-რაღაცეები ხდება მაგრამ ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი, დაწერად რომ ღირდეს :)

უბრალოდ ძალიან ვღადაობ და მეცინება იმაზე, ყველა გიჟი და დაუნი და მისთანა მე როგორ უნდა გადამეკიდოს და რატომ უნდა მქონდეს კომუნიკაცია ესეთ ადამიანებთან :))) მაგრამ ამაშიც პოზიტივი უნდა დაინახოს ადამიანმა, ანუ მე, და ჩავთვალო, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებას ახალისებენ :) დაე იყოს ასე!

Monday 8 June 2009

...

ჯერ გაწყენინებენ და მერე ბოდიშები იცოცხლე, იციან...

Saturday 6 June 2009

პარიზული დღიურები ნაწილი II

დავწერ განვლილი დღეების შესახებ.
გუშინ ვიყავით ვერსალში,უმაგრესი light-ი ნათქვამია, Château de Versailles ულამაზესია და მოლოდინს გადააჭარბა.ტყუილად არ დადის ამდენი ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ამ სასახლის სანახავად. უდიდესი და ულამაზესია, ეფექტი აქვს ძალიან დიდი. რიგი იყო უზარმაზარი, მაგრამ ჩვენ გავუძელით სიცივეს და გმრიულად გადავიტანეთ ეს გამყინვარების ხანა. დავათვალიერეთ სასახლე, ყველა ოთახი,ასეთი ლამაზი ოთახები პირველად ვნახე,ულამაზესია თითოეული მათგანი,ძალიან ბევრი სურათი გადავიღეთ ლამის ყოველ ბუჩქთან :)

Grand Canal არაჩვულებრივია, თან ბატები/იხვები დაცურავენ შიგნით :) ზოგან მოყინული იყო, ზოგი ველოსიპედით დადიოდა, ზოგი მინი ბასით, ზოgი ფეხით, ზოგი შორტებით დარბოდა ყურებში "ნაუშნიკებით" :))) სუპერ ადგილია რა!!! თითქმის მთელი გუშინდელი დღე ვერსალში ვიყავით, საღამოს 171 ნომერ ავტობუსში ჩავჯექით და უკან დავბრუნდით პარიზში. უი ხო, თათას მისცეს bateau tour-ის 3 ბილეთი და რომ ჩამოვედით პარიზში ეგრევე გემით ვისეირნეთ სენაზე. ძალიან ლამაზია ღამის პარიზი, აი სულ სხვააა... ეიფელი ლურჯად არის განათებული, ზედ ევროკავშირის ყვითელი ვარსკვლავებით და ძალიან ლამაზია. ახალ წელს ალბათ უკეთესი იქნება :)

მერე მოგვშივდა და წავედით რაღაც კაფეში, სახელი არ მახსოვს. მე ლოკოკინები მინდათქო და მომიტანეს ბურგუნდიული ლოკოკინები დიდის ამბით, მოიტანეს 6 ცალი ლოკოკინა თავის ნიჟარიანად და ”პახოდუ” რაღაც მწვანე რაღაც ჰქონდა მოსხმული, ლამის გული ამერია. მოკლედ მშიერი დავრჩი და მერე თევზის სალათა შევჭამე ლიმნით :)) ძლივს სული მოვითქვი ისე მშიოდა :)))))

გუშინწინ დორსეში ვიყავით. ჩემი აზრით, ლუვრზე ბევრად კარგი კოლექციებია. ძალიან ბევრი რამ ვნახე, 5-ივე სართული, პლიუს პიკასოს გამოფენა და ასევე le chat noir, რითაც აღვფრთოვანდი. დორსე შიგნიდანაც ძალიან ლამაზია :) სანამ შევედით, რა თქვა უნდა, რიგში ვიდექით. საერთოდ, აქ ყველგან რიგებია, ნუ დღეს ეიფელთან 5 კილომეტრიან რიგში ვიდექით, ცხოვრებაში არ ვმდგარვარ რიგში 2საათ ნახევარი. მერე ასვლის რიგში ცალკე ვიდექით, ტუალეტის რიგში ცალკე, ჩამოსვლისას ლიფტთანაც რიგი... და მოკლედ ლამის გადავირიე, მაგრამ რომ ავედით სახე გამიშეშდა და ყბა ჩამომივარდა ისეთი ულამაზესია ზემოდან პარიზი, ხელის გულივით ჩანს ყველაფერი, თან დილით კაშკაშა მზე იყო და მთლად გაბრდღვიალებული იყო ყველაფერი. აივანთან რომ მივედი, ხელი მაგრად მოვკიდე მეთქი არ გადმოვარდე, ეგეთი შეგრძნება დამეუფლა.

მერე თათას უნდა შევხვედროდი 12 ის ნახევარზე, მაგრამ სანამ მე იქ ტუალეტის და ლიფტების რიგში ვიდექი, თან მობილური არ მქონდა, რო ცამოვედი ქვემოთ თათა ვეღარ ვიპოვე, სადღაც სკამზე ავედი და იქიდან ყვიროდი თათას მაგრამ სულ ტყუილად. ვერც ნანო და ნატო ვიპოვე, მერე უცებ ქართული ლაპარაკი გავიgე, მეთქი გეხვეწებით მობილური ხო არ გაქვთ ესე დაიკარგეთქო, სადააა მობილური და კაი ცხოვრებაო, ჩვენ les halles -ში მივდივართ და თუ გინდა წამოდიო,ამათ აქ ვეღარ იპოვიო. ამათ არ გავყევი, ცოტა კიდევ ველოდე იქნება თათა გამოჩნდესთქო,მაგრამ ვერ ვიპოვე. ავდექი და წავედი ტროკადეროზე და მეტროთი ეგრევე ტრიუმფალურთან ამოვედი, კიდევ კაი რუკა მქონდა მეტროსი, ეგ და წყალი სულ დამქონდა. ბევრი წრე დავარტყი ტრიუმფალურს, სურათები გადავიღე, მერე Champs elysees მთლიანად ფეხით გამოვიარე კონკორდამდე, ყველგან შევედი, საკაიფოდ ვიშოპინგე, ბოლოს ლამის პარკები გამივარდა ხელიდან. ძალიან მაგარი მაღაზიებია!!! იქვე იყო virgin megastore, სადაც რა თქმა უნდა შევედი და ჯაზის განყოფილებში შევაჭერი ეგრევე ხამივით :))))))) მერე წამოვედი და იქვე სკამზე დავჯექი, ვიჯექი ასე ნახევარი საათი სტარბაქსით ხელში და ვფიქრობდი თუ სად ვარ, სად ვზივარ და ვაბშე რა მაგარია, უბრალოდ ქუჩაში ვუყურებდი ხალხს(დედაჩემის დანაბარებს ვასრულდებდი), როგორ აცვიათ, რანაირები არიან, რას აკეთებენ, რაოდენ სხვა ცხოვრებაა, საოცარი ცხოვრებააა :) სულ რომ ადგე და შუა შანზელიზეზე ჩაიხადო, დიდად არც გაუკვირდებათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენააა აქ :) ვისაც რა უნდა იმას აკეთებს.
მერე ტუილერის ბაღებში ვიჯექი, ბატებს ვუყურებდი :))))
მერე ლუვრამდეც მივედი კიდევ ერთხელ, გადავხედე იქაურობას. ვფიქრობდი, კიდევ როდის დავბრუნდები აქ-თქო, ყველა დეტალს დავაკვირდი ბოლომდე,ეს შეგრძნება დიდხანს რომ გამყოლოდა... რუკას დავხედე და სასტუმრომდე მოვედი ფეხით, ისე რო ვერც ვიგრძენი ამდენი როგორ გავიარე ფეხით, ახლა სასტუმროში ვარ, ნანო და ნატო ჯერ არ მოსულან, 10 საათია.
მალე ახალი წელია და 1- ში დისნეილენდში მივდივართ, იმ ადგილას, სადაც ყველა ოცნება სრულდება :) The happiest place on earth :)

C'est vraiment super !!!

ძალიან ბედნიერი ვარ :)



პარიზი
29 დეკემბერი, 2008 წელი

Sunday 31 May 2009

პარიზული დღიურები ნაწილი I

თბილისის აეროპორტში მივედით ნანო, მე, დედაჩემი,ლია დეიდა და კობა. რეგისტრაცია, რამე-რუმე, ნატოც მოვიდა ამასობაში და ჩავაბარეთ ბარგი. ამ უკანასკნელის ჩაბარების შემდეგ ხელი დავუქნიეთ ჩვენი ოჯახის წევრებს და სხვა ათასი კონტროლის, გახდის/ჩაცმის და მცირეოდენი ლოდინის შემდეგ ჩავჯექით თვითმფრინავში. მე ფანჯარასთან დავჯექი, გვერდით ნანო და ნანოს გვერდით ნატო. და აი ასე, გაღიმებული სახეებით ვიჯექით აირზენას ჯაბახანა თვითმფრინავში 4 საათი და 30 წუთი. პერიოდულად ერთმანეთს ვეუბნებოდით,გოგოებო გჯერათ სად მივდივართ???? ჩემი პასუხი: სანამ ეიფელს არ დავინახავ მანამდე ვერ გავაცნობიერებ სად ვართ-თქო.
ბოლო 15 წუთი რომ იყო დარჩენილი( თუ 20) გვახარეს, რომ ჩვენი საყვარელი ბოინგი სულ რაღაც 15(20) წუთში დაეშვებოდა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში. ხოოდა, ეს რომ მოვისმინე, ფანჯარაში გავყავი თავი და შორს ეიფელი დავლანდე. დავიწყეთ ყვირილი გიჟებივით, თავიდან ვითომ მომერიდა რა სულელივით ვყივირივართქო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამ ქალაქში გიჟობა მოსული ”პონტია”. რის ვაი-ვაგლახით მივედით სასტუმროში, ვაი-ვაგლახით იმიტომ ვთქვი, რომ Roissy Bus, რომელიც Opera Garnier-სთან მოდის CDG-დან არ ვიცოდით ზუტად რომელ გასასვლელთან ჩერდებოდა.
მოკლედ მოვაგენით სასტუმროს :)
ძალიან საყვარელი სასტუმროა ჩვენი Peletier Opera Hotel :) კარი შევაღეთ თუ არა reception-ში Jalil დაგვხვდა, ვერ გავიგეთ ცისფერია თუ რა ჯიშია, მაგრამ ძალიან საყვარელი და მეგობრული გაღსონია :)

რა დავწერო აღარ ვიცი, ეს ქალაქი კი არა ზექალაქია, სუპერ ქალაქი!!! სულ სხვა ცხოვრების რიტმია, ჩვენგან განსხვავებული. ხალხი ყველა ჯიშის და ჯილაგისაა, თეთრკანიანი, ზანგი, მულატი, ლურჯკანიანი, მოკლედ...

ავტობუსიდან რაც პირველად დავინახეთ Moulin Rouge იყო, nothins special, სურათზე რარაც სხვანაირი იყო (დღე რომ იყო მაგიტომ), უბრალოდ მულენ რუჟი რომ აწერია, მაგიტომაა ხალხი მიშტერებული.

ოპერა ულამაზესი შენობაა :) ლამაზი კი არა ულამაზესი, გადავირიე რომ დავინახე, სურათიდან უფრო პატარა მეგონა, არადა გრანდიოზული შენობაა. 30-ში "Raymonda"-ზე მივდივართ და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ შიგნიდან, ნუ დარწმუნებული ვარ, რომ ულამაზესია შიგნიდანაც :)

Galeries Lafayette ჩვენი სასტუმროს გვერდითაა, უდიდესი შოპინგ ცენტრი, ყველაფერია შიგნით რაც მოგესურვება, ყველა ცნობილი ბრენდი. ოდნავ იქითაა Au Primtemps, ეგეც ლაფაიეტის ნაირია :)

ამასობაში მოგვშივდა და ვჭამეთ სენდვიჩი. მე ეგეთი გემრიელი სენდვიჩი ცხოვრებაში არ მიჭამია, თუ რო მშიოდა იმიტომ არ ვიცი. ჯერ ხო ფრანგულ პურზე გემრიელი არაფერია, მსოფლიომ შერაცხა ბოლო ბოლო სუპერ პურად და მე ვინ ვარ, რომ არ ვაღიარო ეს ფაქტი :)))) უგემრიელესი jambon et fromage და პიკულები, ესეც უგემრიელესი, ოდნავ მაიონეზი და ეს მთელი სიამოვნება სულ რაღაც 3 ევრო ღირს :)

Open Tour ავიღეთ. მაგარი რამეა, მთელ ქალაქს მოგატარებს 3 საათში, ყველა ღირსშესანიშნაობასთან ჩერდება, თან ყურში audioguide არის და ყველა მონუმენტზე გიყვება რა ენაზეც გინდა. ამ ტურის მერე შოკში ჩავვარდით სამივე, ყველაფერი ვნახეთ, გადარევას ვიყავით მართლა. ლუვრის პირამიდა რომ დავინახე დამაჟრიალა, შენობაზე ხო არარ ვლაპარაკობ. C'est Super!!! იქვე ტუილერის ბაღები, შორს ეიფელი მოცანს... ნუ, რა ვიცი... მერე სენასთან ჩავიდა და ნოტრდამის წინ გაჩერდა. აი აქ კი არ დამაჟრიალა, დამაზრიალა და გულმა ფეთქვა დაიწყო, პულსაცია 1000000000 მქონდა მგონი, უდიდესი და ულამაზესი... ალექსანდრე მე-3ის ხიდი...კონკორდი და ეიფელი.ეიფელის დანახვაზე რა შეგრძნება მქონდა ვერ აღვწერ, სურათით სულ სხვააა და ისე ვაბშე სხვანაირი. გამოვშტერდი ამხელა რაღაც რომ დავინახე უცებ, ტროკადეროდან, არაჩვეულებრივი რამეა, გიგანტური, სული რომ შეგეხუთება. რა ვიცი, გიჟივით დავდიოდი ეიფელის ქვეშ კაი 2 საათი, ხამებივით და მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. ვალ დილას კიდევ მივდვართ რომ ავიდეთ, თორემ ძალიან დიდი რიგებია. პირველ დღეს ლუვრშიც ვიყავით, მონა ლიზაზე დავიშოკე, რაღაცნაირი ღიმილი აქვს, თითქოს ირონიული, რაღაცნაირი, მოკლედ უნდა ადგე, წახვიდე და ნახო რა :))))))


პარიზი
28 დეკემბერი, 2008 წელი.

Saturday 30 May 2009

...

არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ზოგადად იმ აზრზე ვარ და ეს აზრი სულ უფრო მყარდება, რომ დაუნების თაობა მოდის...

სხვას ვერაფერს ვიტყვი.

Tuesday 26 May 2009

Lost in Bukowski

დღეს განსაკუთრებული დღე არაა, უბრალოდ მომინდა რაღაცის დაწერა... ხანდახან მინდება ხოლმე ესე რაღაც სისულელეეების ბეჭვდა და... თან ძალიან სევდიან სიმღერას ვუსმენ, ჩავრთე და ვეღარ ვრთავ... თან ამა სოფლის ამაოებაზე დავფიქრდი, წარსულიდან გავიხსენე რაღაცეეები და გამეღიმა, როგორც ყოველთვის :)

გემრიელი მარწყვი, გადაშლილი ბლოკნოტი, შიგნით ძალიან ბევრი ინფო, მათ შორის ჩარლზ ბუკოვსკის ფრაზები, სად აღარ მოქექილი... ჩემი ბოლო ხანების ფავორიტი, შემჯდარი ვარ სერიოზულად, თითქოს ჩემიანია, ასე მგონია, რა სიდებილეა, მაგრამ არის რაღაც ამ ფრაზებში ჩემეული :) and i like it :)

ცხოვრება ძალიან, ძალიან სწრაფად გადის, ხელში ბოლოს რამე თუ შემრჩება?!
ჩემი მომავალი მაინტერესებს, მაგრამ რომ ვიცოდე მერე საინტერესო აღარ იქნება... ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი, ადრე ესე მალე არ გადიოდა დრო... და ამაზე რომ ვფიქრობ მაგრად ვიგრუზები მერე.

ხვალ ისევ ახალი დღე.
სწრაფად განვლილი წუთები, საათები, დღეები... ადრე რაც შორს მიმაჩნდა, უკვე მოახლოვდა, damn it...და როგორც ბუკოვსკი იტყოდა : life is as kind as you let it be :)

და ასევე არ შემიძლია ეს გენიალური რამ არ დავწერო ისევ და ისევ ბუკოვსკის შემოქმედებიდან:

"There are worse things than being alone but it often takes decades to realize this and most often when you do it's too late and there's nothing worse than too late".

Thursday 21 May 2009

20.05

კარგი გარემო და სასიამოვნო მუსიკა, საყვარელი მეგობრები და უმაგრესი განწყობა.. დაახლოებით ასე გამოყურება გუშინდელი საღამო. მერე რა რომ ზოგს ხშირად ვეღარ ნახულობ, მაინც არაფერი გერიდება და ძალიან ახლოს ხარ, ისევე როგორც ეს ადრე იყო. თავისუფლად ხარ და უკომპლექსო, ანუ ისეთივე როგორიც ხარ...

მიყვარს ასეთი დღეები, ნანოს დაბადების დღე ერთ-ერთი ასეთი დღეა.

კარგი იყო, კიდევ მრავლად უნდა იყოს ასეთი საღამოები :)

Thursday 14 May 2009

ბოლო ზარი

ხვალ ბოლო ზარი ყოფილა, ახლა გავიგე.

და მომენტალურად გონებაში ამომიტივტივდა ჩემი სკოლა და ბოლო დღე... თეთრი ”საროჩკა” და ბედნიერი ღიმილი, მთლად ბოლომდე ბედნიერიც ვერა, ოდნავ სევდანარევი... იმიტომ,რომ ვიცოდი ამით ბავშვობა მთავრდებოდა... ერთ-ერთი უდარდელი ხანა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. პედიოდი,როდესაც მეტწილად გართობით ხარ დაკავებული. სკოლა, სკოლის პრობლემები,გაკვეთილები,მასწავლებლები,იმან ნიშანი არ დამიწერა, ”უი ხვალ საკონტროლო გვაქვს”, გეომეტრია,ფიზიკა,ქიმია და რა აღარ...

შენი მერხი და სკამი, მერხი, სადაც შენი სახელი წერია და გინდა,რომ სულ ეწეროს, დაე სხვამაც ნახოს რომ აქ შენ იჯექი. საოცარია მაინც ბავშვის გონება :)

ბედნიერი ღიმილი იმ იმედით, რომ მალე სტუდენტი გახდები, უნივერსიტეტში ჩააბარებ და კარგი მომავალი გექნება და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრებ. წინ მთელი სტუდენტობა გელის და მოკლედ ათასი კარგი აზრი თავში...

მერე უცებ გავა წლები და რა? არც არაფერი, არაფერი დიდი რამე არ ყოფილა ეს სტუდენტობა და 4/6 წელიც ისე გავიდა ვერც კი გავიგე. აი ძალიან მალე... და ტეხავს, მართლა ტეხავს და ამაზე რომ დავფიქრდი ახლა, დავიგრუზე...

ყველაფრის მიუხედავად კარგად მახსენდება სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც შეკრული კლასი არ ვიყავით და ასე ვთქვთ ”სასტავებად” ვიყავით დაშლილი, მაინც კაი დრო იყო, არაჩვეულებრივი.

და დიდი სიამოვნებით სულ 1 დღით დავბრუნდებოდი სკოლაში :)

არ მინდა მართლა... არ მინდა რომ მალე გავიდეს დრო, დღე ასე მალე მთავრდებოდეს და ბლა ბლა ბლა...

Monday 11 May 2009

რა არ მიყვარს

არ მიყვარს:

ხახვი
რბილ და მაგარ ”ლ”-ს რომ ამბობენ
მიმართვები როგორიცაა.: სიხ,ცუგა,ფისო,კნუტი,კროშკა და ა.შ- გული მიწუხდება :)))
შავ ფეხსაცმელში რომ თეთრი ნასკები მოჩანს
ბიჭებს რომ მოტკეცილი ჯინსები აცვიათ და წელამდე აქვთ ამოწეული :))))
გაუნათლებლები და 1 წიგნი რომ არ აქვს წაკითხული
გაუნათლებლები,რომლებსაც თავი მოაქვთ (ეს წინაზე უარესია)
სულით გოიმები
სტანდარტული მასა ( ეკა, მე და შენ რო ვლაპარაკობდით გუშინ აი ეგეთები)
სქელი ფეხები რომ აქვთ და მოკლე იუბკები აცვიათ
უზომოდ გაპრანჭული გოგოები (მაკიაჟით რომ სძინავთ) - ბუნებრივი სილამაზე forever :)
ლიფტი რომ არააა და სახლში ფეხით ამოვდივარ
ნარკომანები
რეპი
ჩინელების მაღაზიები

ალბათ იქნება გაგრძელება
ეს უცბად რაც მომაფიქრდა ისაა :)

Wednesday 6 May 2009

...

ნეტავ ოდესმე რამე გვეშველებააა ??????????????

Tuesday 5 May 2009

არც არაფერი...

ცხოვრებაში იმიტომ ხდება რაღაცეები, რომ მერე ვისწავლოთ და მომავალში აღარ გავიმეოროთ

ანუ შეცდომებზე ვსწავლობთ ხოლმე :)

ვოტ ტაკ :)

Saturday 2 May 2009

...

And I threw away the key
Yeah, I threw away the key

Tuesday 28 April 2009

თეას დაბადების დღე:)

გუშინ ანუ 27 აპრილს თეას დაბადების დღე იყო და თამამად ვიტყვი, რომ მასეთი დრო არსად მიტარებია :)
მოკლედ თავიდან რო დავიწყო მოყოლა, თეა აპირებდა რო გოგოები სადმე გავსულიყავით საღამოს,მაგრამ დილას თეას ქმარმა აჩიკომ დაგვირეკა თეოს მეგობრებს და გვითხრა რო საღამოს 9 ზე ბავშვთა გასართობ ცენტრ ”ჯუმპაო”-ში უნდა მივსულიყავით და თეამ ეს არ იცოდა, ანუ სიურპრიზი იყო :))) თეას სულ უნდოდა, რომ მასეთ ადგილას გადაეხადა დაბადების დღე და აი აგერ აუხდა კიდევაც გუშინ.
ხოდა მთელი დღე არც დაგვირეკავს თეასთვის, არაფერი და ყველანი 9 ზე ჯუმპაოში მივედით. აჩიკომ თეა თვალახვეული წამოიყვანა და მთელი გზა არ ეუბნებოდა სად მიყავდა, ესე თვალახვეული შემოვიდა თეა დარბაზში, უცებ შუქი აინთო და მუსიკა ჩაირთო და ჩვენ ყველანი რაღაცეებს ვიძახდით, ვულოცავდით, ვხტუნაობდით, ულამაზესი მომენტი იყოო :) თეა გაგიჟდა ისე გაუხარდა, ვერაფრით რო ვერ წარმოიდგენდა :))) მერე დიჯეი მოვიდა და ამხელები რო დაგვინახა გაგიჟდა ის ბიჭი, ამხელებს აქ არასდროს გადაუხდიათ დაბადების დღეო :))) ბოლოს გვჳტხრა, რომ თავიდან მაგრად მომერიდაო და გამიტყდაო ,მაგრამ მერე მივხვდი რომ თქვენ ამყვებოდითო :)))

თეა ვითომ 4 წლის გახდაა :))) ანუ 24 ის :))))

ზუსტად ისეთი პროგრამით გაგვართეს როგორც ბავშვებს ართობენ და უბედნიერესები ვიყავით ყველა, ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, აი ბუშტებზე რო უნდა დაჯდე და ვინ გაასწრებს ეგ ვითამაშეთ, ხის მორზე რო უნდა დადგე და შენი მოწინააღმდეგე გადაააგდო ძირს, 2 ჯგუფად ვიყავით დაყოფილები, ჩვენ ჯგუფის კაპიტანი იყო ქობულა და ”ჭ” დავარქვით ნაკრებს :))) და მეორესი თეა იყო კაპიტანი და” ჯეელები” ერქვა :)))) ვინც იგებდა ლოყაზე ა შუბლზე წითელი ფლომასტერით გვახატავდნენ ხან ხაზს, ხან გულს და ზოგს ვარსკვლავს :)))) მერე დისკო გაიჩითა, შუქი ჩაქვრა და ვიცეკვეთ და ვიმაიმუნეთ, მერე ბარბის ტორტი მოიტანეს და თეამ ჩაააქრო :))))

პრიზებიც გაატამაშეს, მე კანფეტები მოვიგე :))))))))))

ეკა, ნეტა შენც ყოფილიყავიიიიი .....

მართლა უმაგრესი დრო ვატარეთ, 2 საათ ნახევრით ბავშვობაში დავბრუნდით, აი ზუსტად ისე ვლაპარაკობდთ როგორც ბავშვები და ვეჯღანებოდით ერთმანეთს და ვმაიმუნობდით

მადლობა აჩიკოს ასე რო გაგვამხიარულა ყველა :)

ძალიან მაგარი იყო, ძალიააააააააააააააააააააააააააააან!!!!

Thursday 23 April 2009

Parov Stelar

Parov Stelar ადრეც მომწონდა და ვუსმენდი, მაგრამ ეს ბოლო ალბომი That Swing უმაგრესია! იმიტომ, რომ ყველა კარგი ტრეკი ერთადააა თავმოყრილი,ზოგი ნაცნობი ზოგი უცნობი და მოკლედ ეს დღეეებია ვეღარ ვწყდები

ახლაც ერთ ტრეკზე ჩავიხვიე, ზარადაც სტელარი მაქვს უკვე და კარგ ხასიათზე მაყენებს მოკლე რომ ვთქვა :)

გავჭედეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ...

ოოოოოოოოო რა მაგარიაააააააააააააააააააააა!!!

<3

Tuesday 21 April 2009

როდემდე?

ესაო, ისაო, კიდევ აქციებიო, მერე დარბევებიო, კარვები და საკნებიო...

კითხვა მაქვს:როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ ყოფაში???

ყველაფერს აქვს რაღაც საშველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ პირადად მე გვირაბის ბოლოს სინათლეს. თქვენ თუ ხედავთ მითხარით, იქნებ მეც დავინახო და გავიხარო...

ვცდილობ არ ვიფიქრო ამ ყველაფერზე, მაგრამ მაინც მეფიქრება.
რაც მახსოვს სულ ასეთ დღეში ვართ, სულ აქციებია,სულ არეულობააა, სიტუაცია პერიოდულად წყნარდება,მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. ძალიან დავიღალე უკვე, მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო სადაც სიმშვიდეა.

ამას ვოცნებობ ამდენი წელია... რომ სიენენზე და ბიბისიზე ჩვენი მიტინგები და არეულობები აღარ გააშუქონ, აღარ იყოს ამდენი ლანღღვა-გინება,შეძახილები და საპროტესტო აქციები.

ვაააჰ ..............

Saturday 11 April 2009

9 აპრილის შემდგომ ...

მშვიდობა მინდა ...

როდემდე უნდა იყოს ეს აქრეულ–დარეული სიტუაცია,რომელიც ცოტა ხანი ლაგდება და მერე ისევ ირევა,თან ყველამ ვიცით რომ აირევა და სულ რაღაც დაძაბული სიტუაციააა. ამოვიდა ყელში უკვე ყველაფერი, ვერ ვიტან და მეზიზღება პოლიტიკა, ტელევიზორს ვეღარ ვუყურებ უკვე, სულ ერთი და იგივე, აქციები, ყვირილი და შეძახილები, არავინ არ თმობს არაფერს, იმას თავისი სკამი უყვარს ამას სკამამდე მისასვლელი გზა, მოკლედ რა....

რა დავაშავეთ ესეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ ?!
მერე რატომ მიდიან საქართველოდანო.... ჰმმმ... წავლენ აბა რა... ვის უხარია ესეთ ამბებში ყოფნა? მგონი არავის. თან ოპოზიციამ დაგვაიმედა ორშაბათიდან ახალი ნაკადი იწყება აქციებისო... ქუჩებს მაინც ნუღა კეტავენ, ვეღარ ვმოძრაობთ ქალაქში. რაღაცა შეთანხმება ხო უნდა მოხდეს ...

მშვიდობა მინდააააააააააააააა

Friday 10 April 2009

...

დაუნების ქვეყანაში ვცხოვრობთ ...

ყელში ამოვიდა უკვე ყველაფერი

Wednesday 8 April 2009

მუსიკამ მოიტანა და ...

თუ გინდათ სიმშვიდე შეიგრძნოთ ჩართეთ New Composers and Brian Eno- Structure 3000, ფეხი ფეხზე გადადეთ, მიეყუდეთ სავარძელს/სკამს/დივანს (ვისაც რა აქვს), დაიდგით ჩაი/ყავა/წვენი/და ა.შ, გაიკეთეთ ნაუშნიკები და უსმინეთ...

აი მე ვზივარ ახლა და ვუსმენ და სულ ცოტა ხნით მავიწყდება თუ რა ქაოსია გარშემო და რა დოზანააა ხანდახან რეალობა...

Monday 6 April 2009

ეკას და თეას :)

ძველი დრო მინდა აი სუუუუულ ცოტა ხნით...
მივხვდი,რომ ყველაზე ბედნიერი წლები იყო, ერთად და ტკბილად და კარგად რომ ვიყავით. მაგას რა ჯობდა ...
მთელი უბედურება ისაა, რომ იმ წლებს არასდროს ვაფასებთ რომელშიც ვართ და გვინდა რომ მალე გავიდეს და დასრულდეს, რო გავა და წავა მერე კი ვზივართ და მივტირით... აი როგორც ახლა ...

საშინლად მენატრება ის დრო, უსაშინლესად. კოჯორში რა დროს ვატარებდიით რო მახსენდებააა ააააა უმაგრესიიიიი :)

მიყვარხართ და ვგიჟდები თქვენზე :)

ჩემები ხართ ორივეეეეე :)

Thursday 2 April 2009

საიუბ ილეო პოსტი :)

ეს ჩემი მე–200 პოსტია ბლოგის სივრცეში :)

ამ 200 პოსტში ასე თუ ისე კარგადაა აღწერილი 2007 წლის ნოემბრიდან( მგონი) დღემდე ჩემი ცხოვრებაში მომხდარი ესა თუ ისა მოვლენები თუ ამბები. საერთოდ, ვფიქრობ,რომ კარგია ბლოგი, აი ხანდახან რო გეზარება წერა მაინც უნდა დაწერო, მომავალში, წლების მერე რომ გაგეღიმოს :) მეც ხომ ამიტომ ვწერ აქ რომ მერე გამეღიმოს და ზოგ ნაწერზე გულიანად გამეცინოს :) ზოგი მომენტი რო აღარც კი გახსოვს და უცებ წაიკითხავ და გაგახსენდება. ამაზე კარგი რა არის ...

ეს 2 დღეა გავ–radiohead-დი :)))) 2 სიმღერაზე სერიოზული ჩახვევა მჭირს :)

ამ საღამოს ჩაიმანია დამემართა, ჩაის მანიაკი გავხდი, რამდენი ჭიქა დავლიე აღარ მახსოვს.

თეა გამოეწერა უკვე და სახლშია :)

ხვალ პრეზენტაციის დაწერის დღეა პრ–ში. ადრე უნდა შევიკრიბოთ და რამე მაინც დავწეროთ. კარგი ბავშვები არიან ძალიან :)

ახლა დროა ფაბლიშ ფოსტ–ს დავაკლიკო ... ჩემი ჩაიიიი ... და რედიოჰედის 2 არაჩვეულებრივი სიმღერა .... მმმმმმმიყვარს

Friday 27 March 2009

...

რიგითი საღამოა, ვზივარ კომპთან,ვუსმენ მუსიკას და ნუ რასაც ვაკეთებ ხოლმე :)
გუშინ კესო დაიბადა 12–ს რომ წუთები აკლდა :) ძალიან,ძალიან გამიხარდა, დღეს მარინას ველაპარაკე და თურმე შესვლა შეიძლება, ამიტომაც ხვალ წავალ :)

ხო,კიდევ რა მოხდა დღეს... პრ–ის საზოგადოება ზეგ მივდივართ ქალაქგარეთ სადმე, უფრო კოჯორში, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად :)

კარგი ამინდი იყო, მე რომ მიყვარს აი ისეთი :) ანუ მზიანი :)

ისე მომენატრა ჩემი მეგობრების უმეტესობა, რომ უკვე ქუჩაში მელანდებიან... მგონი გავრეკე :(( აი დღეს, 1 გოგო ისე მივამსგავსე თაკოს,რომ ლამის მივესალმე და ჩავეხუტე ...

დიდი ვერაფერი დღე იყო, თუმცა მაინც ყოველი დღე განსაკუთრებულია.

ახლა ავდგები და ბლოგის ძველ ჩანაწერებს გადავიკითხავ, გავიხსენებ განვლილ დღეებს, თვებს და წლებს :)

Friday 20 March 2009

...

ესე იგი ჩემი საშველი არ იქნება რა :))))))

Saturday 14 March 2009

Untitled :)

რა მაგარია უცებ რომ გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ, შეიძლება ეს შეგრძნება სულ რამოდემინე წუთი გაგრძელდეს,მაგრამ მაგარია :)

ნეტა ყველაფერი ამიხდეს, რაზეც ასე ვოცნებობ ხოლმე.

აი ყველაფერი თუ ამიხდა, მაშინ ძალიან მაგარი იქნება, ძალიან, ძალიან !!! :) ისე, ჩვენი ოცნებები ასე თუ ისე ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ნაწილობრივ მაინც და რამოდემინე რაც მთავარი სურვილი მაქვს ის მაინც ამიხდეს :)

თან ძააან პოზიტიურ სიმღერას ვუსმენ და ეგეც მოქმედებს, პოზიტიურს კი არა კარგ განწყობაზე რომ აყენებს ისეთს :)

მოკლედ ვნახოთ რა იქნება მომავალში :)

ერთი 2 წლის შემდეგ დავწერ, ამიხდა თუ არა ის, რაც ახლა ჩავიფიქრე :)

Friday 6 March 2009

:(

რატომ არის ეს ცხოვრება ასეთი სასტიკი ?
რატომ ხდება რომ ახალგაზრდა ადამიანები ასე უდროოდ მიდიან ამ ქვეყნიდან ? ...

საშინელ ხასიათზე და მდგომარეობაში ვარ ...

სხვანაირად ვერც ვიქნები, როდესაც 2 საათის წინ კლასელის პანაშვიდიდან მოვედი .... ჯერ კიდევ არ მჯერა თამუნას ამბავი, საშინელებააა ....

მთელი კლასი შევიკრიბეთ ამ უბედურებაზე...

მართლა ძალიან რთულია, როდესაც კლასელის გარდაცვალების ამბავს იგებ. კლასელის, რომელიც ნახევარი დღე შენთან ერთად იყო ამდენი წლის მანძილზე... ამდენი რამე ერთად გამოვლილი, ამდენი ექსკურსია და დაბადების დღე... რომელი ერთი გავიხსენო. ვიჯექით დღეს კლასელები და თამუნას ფოტოებს ვათვალიერებდით თვალზე ცრემლებით და სკოლის პერიოდს ვიხსენებდით... და ყველამ ერთად ვთქვით, ნეტა ისევ სკოლის დრო იყოსო. მართლა ვინატრებდი იმ დროში ყოფნას, ბედნიერები რომ ვიყავით, ყველა ერთად,მხიარულად, ლაღად...

ძალიან დიდი ტკივილია მართლა :(
მთელი სკოლის პერიოდი თავში რომ გაქვს... დღეს სკოლაშიც შევიარეთ, მერე მასწავლებლებიც ვნახეთ, თითქოს 1 დღე იყო სკოლაში დაბრუნების.

ამდენი წვალება გადაიტანა და მაინც არაფერმა უშველა :(
ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერი არააა.

ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს ...

Friday 27 February 2009

At Last !!!

ურააააა :)

მაგისტრი ვარ !

I am the happiest :)

Tuesday 24 February 2009

I know that I know nothing

აი ახლა ისეთი სიმღერა ჩავრთე რომ ...

Damn it !

ხო არსებობს ვაბშე ბუნებაში ეგეთი ღილაკი "delete" , ოღონდ მე ამჟამად ტვინიდან ამოსაშლელი ეგეთი ღილაკი მინდა. მაგრამ ეტყობა ჩემთან ფუნქციები აქვს დაკარგული და მოშლილია, ვაჭერ და არ იშლება რა :))))

მოკლედ, დღეს ერთ–ერთი უბანძესი დღეა რაც ოდესმე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, აი უუუუუუუუუუუუუუდებილესი და სუპერ უაზრო. ჯერ ის, რომ ლაპარაკისგან უკვე ენა მტკივა და ახლა ჩუმად ვარ, პარასკევს დიპლომის დაცვა მაქვს და ვემზადები. თან ეს უბანძესი ამინდიც და ამასთან ერთად წვეტიანი იდეები თავში, რომლებიც საიდან მოდიან ხოლმე ვერ გავიგე.

თან ეს გრუზავიკი სიმღერაც, საათს დავხედე ახლა და უკვე 7–ის 10 წუთია, დროზე გავიდეს ეს დღე რააა. უჟას !!!

ააჰ, აი ხელებიც გამეყინა. ვაააააბშე დამგრუზა ამ სიმღერებმა.

за песни и за то, что я не сплю
спасибо

კაი გრუზავიკი სიმღერააა, მაგრამ კარგი...

Sunday 22 February 2009

Happy სტუდენტობა :)

სტუდენტობის პერიოდში დაწერილი დღიური ავიღე ხელში და კითხვა დავიწყე.
რამდენი რამე გამახსენდა.
და რა აზრები გვაწუხებდა ნანოს და მე :)

ისეთი აზრები, რომელიც მხოლოდ სტუდენტს მოუვა თავში...

რამდენი უაზრო რამ, რაზეც ასე ვიცინოდით ხოლმე და ახლაც მეცინება...

ეჰ კაი დრო იყო, სტუდენტობა და მთელი ჩვენი აზრები ძირითადად იმაზე იყო კონცენტრირებული გამოცდები როგორ ჩაგვებარებინა. კიდევ მინდა ეგ დრო !

...

არ მიყვარს ესეთი გამოყეყეჩებული დღეები, დღეს რომ არის.
ნაცრისფერი და უაზრო ...

...

გუშინ კარგი იყო ჯაზი და რამე :)

Tuesday 17 February 2009

კვირის ქრონიკა :))))

განვლილი მოვლენები :

1.თიკოს ქორწილი– კარგი იყო, მშვენიერი დრო ვატარეთ მე , სოფომ,თამთამ და მედემ :)
2.თიკოს ქორწილის მეორე დღე– ძლივს რომ მივაგენით სახლს :)))
3.მცხეთაში, რესტორანში თავს დამტყდარი "პაკლო", რომელიც ძლივს მოვიშორე, ნეტა თუ იცის ამ ბლოგში რომ მოვიხსენიე :)))) ადამიანის გრძნობებზე სიცილი არ შეიძლება, მაგრამ ბოლო სმს აშკარად კურიოზი იყო, დიაცის დაცუნებულმა კაცმა თავი უნდა მოიკლასო და ა.შ. :))))
4.ამ ქეიფ–ქორწილების გარდა მიმდინარეობს ტვინის დასხმა დიპლომზე, დღეს განსაკუთრებით, ვიგრძენი, რომ გადავიწვი, ამ საღამოს მე და დოდო ერთობლივად ვმუშაობდით ორივეს დიპლომზე.
5. თბილისი პატარააა
6.მოდის ქეთოს დაბადების დღე :)
7. მარიმ მუშაობა დაიწყო
8.თეა და ეკა მენატრება
9.ზეგ დიპლომი უნდა ჩავაბარო აკინძულ ვარიანტში
10.მზეა :)
11.ჯარეტი რულზ :)
12. მე გავიმარჯვებ :))))))

Tuesday 10 February 2009

...

გიჟური დილა, გიჟური დღე და შედარებით მშვიდი საღამო და აი უკვე ღამეც.

რელაქსაციას ვახდენ მეზობლის შეყვარებულის მიერ ნაჩუქარი ჩაით, რომელსაც ვისკის გემო აქვს და ეს უკანასკნელი სრულ შეასაბამისობასა და ჰარმოანიაში ჩემს ფლეილისტთან. წყნარი, მშვიდი მუსიკა და ასევე მშვიდი გარემო ...

მხოლოდ მუსიკის მოსმენა, აი ასე ჯდომა და მოსმენა, ხანდახან როგორ მჭირდება ხოლმე ...

ლაიტმოტივად რომ გასდევს ცხოვრებას ისეთია Mazzy Star და კერძოდ, მისი "Flowers in December"... მიყვარს, ძალიან !

და აი ჩაიც დავამთავრე.

Sunday 8 February 2009

Fatigue ...

ეს 2 დღეა ძალიან დავიღალე, სტატისტიკა .... სპსს და ა.შ.

დილას ნინოს პაკლო ამოვიდა და ჩაი დავლიეთ, კაი ტიპი ჩანს ეს ბიჭი, თან მე როგორც ჩაის დიდ მოყვარულს 3 ნაირი ჩაი მაჩუქა, ცოტ–ცოტა :))) თან ეტყობა რო აზრზე მოსული ბიჭია :)

მერე ჩემი დიპლომის ამბებზე წავედი სარკე კვლევაში, მაგათმა გაიხარონ !!!

მერე ხინკალზე წავედით გოგოები, ვიბაასეთ და ვილაქლაქეთ :)

ახლა Siniead O'Connor-ს ვუსმენ, ამოვქექე და ნოსტალგიაც შემომაწვა ...


15-ში თიკოს ქორწილია :)

Friday 6 February 2009

ჰა ჰა და ჰა

უი რო არ დამავიწყდეს, ჩემს ახლადშობილ პაკლოზე უნდა დავწერო აქ. საიდან ვიკიდებ ამ დებილებს არ ვიცი. ასაკი–29 წლის, ყოვლად უაზრო სახელი, ნუ სახელს ვინ ჩივის , მაგრამ შეეფერება პიროვნებას :))

გაუნათლებელი... აი გაუნათლებელი ბიჭის ატანა არააააა.
მახინჯი და შეუხედავი, სუნიანი და ქაჯი, თავხედიც( ერთი–ორჯერ შევესწარი მაგ ფაქტს), სამსახური არ აქვს, სახლი არა, კარი არა, ტვინი და ცოდნა– არა. სოფლური კილო რაღაც კოშმარული . მოკლედ უჟააააააააას !!!

ღმერთმა გაშოროთ ეგეთები

ჩემგან ნაღდად შორს :D

ეგეთებზე ნაღდად არ მიოცნებია და არც ვიოცნებებ :)))))

...

გიჟებთან ურთიერთობა დამუღამებული მაქვს

მოხნეს ტვინი !!!

და ეს ცხოვრება ერთი დიდი დოზანააა !!!

მშვენიერი არა ისა ...

Thursday 5 February 2009

...

ცხოვრება მშვენიერია :)

Tuesday 3 February 2009

ნანუს დაბ.დღე და არა მხოლოდ ...

დრო... არა დრო კი არა ადამიანები ცვლიან ურთიერთობებს, დროის ზემოქმედებით ალბათ... რა ვიცი. ცუდია ისე ეს.

დღეს მთელი დღეა წარსულიდან მომენტები მიტივტივდება, პრინციპში გუშინდელი საღამოდან.

გუშინ ნანას დაბადების დღე იყო, ძალიან მაგარი დრო ვატარეთ. გემრიელად ვიჯექით და ვლაპარაკობდით :) როგორ მაგრად მიყვარს ყველა ის ადამიანი, გუშინ ვინც ნანასთან ვნახე :)არადა ადრე რა საგიჟეთი იყო ხოლმე ნანას ბ.დეი–ზე და ახლა ეტყობა მართლა გავიზარდეთ, წყნარად და მშვიდად ვბაასობდით :))))

ეს აქ არაფერ შუაშია და ხანდახან ( ანუ აი ახლა) მაგრად მეშლება ხოლმე ნერვები ჩემს თავზე და ვბრაზდები. დაიკიდე რაააა უფ (შეძახილი ჩემს თავს) ... 99 % რამეს რო ვიკიდებ, მერე ის 1 % გამოხტება ხოლმე და ტვინს მიღრღნის და რატომ ვერ გავიგე ...

why ? what for ? :D

Thursday 29 January 2009

...

ახლა შევედი odnoklassniki.ru-ზე და დამხვდა ჩემი ერთი მოგვარის მოწერილი : ჩვენს შეკრებაზე მოდიო და შენი აზრი გაგვიზიარეო საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებითო. ხოდა აქაც დაახლოებით იმ შინაარსს გადმოვიტან.

ოჯახის და მეგობრების გამო ვარ ამ ქვეყანაში, იმიტომ,რომ ასე ვერ ავდეგი და ვერ წავალ. მომენატრება დედა,მამა, ბებია. ჩემი უსაყვარლესი დაქალები და მეგობრები, ჩემი ნათესავები. თორემ სიტუაცია რომ აუტანელია აქ ეს მგონი ყველამ ვიცით.

ჯერ ევროპამდე და იმ დონემდე ძალიან ბევრი გვიკლია და ვერც ვერასდროს დავეწევით ალბათ ბოლომდე, რადგან ჩვენ რომ იქამდე მივალთ ეს ქვეყნები უფრო წინ წასულები იქნებიან და მაინც უკან ვიქნებით. მოკლედ, ამდენ ბოდიალს აღარ დავიწყებ. ვიცი, რომ ჩემს გარშემო მყოფს ყველას ასეთი აზრი აქვს, ნუ უმეტესობას.

ძალიან ბევრი რამეა საქართველოში მოსაწესრიგებელი ....

მაგრამ, იმედი ბოლო კვდება და მაინც სულ მცირე % მაქვს იმედი იმისა, რომ იბერია გაბრწყინდება :) და მე ამას მოვესწრები !

Tuesday 27 January 2009

...

მენატრება ხოლმე რაღაცეები ...

Friday 23 January 2009

I love my friends :)

I am proud of my friends !

ესეთი მაგრები, შესანიშავები, უსაყვარლესები, კეთილები, ლამაზები,ჭკვიანები და კიდევ ათასი კარგი თვისების მქონეები რომ ხართ :)

ამ ბლოგზე უკვე მერამდენედ გიხსნით სიყავრულს :)

Thursday 22 January 2009

...

ძველი დრო გავიხსენე და Brad Mehldau-ს ვუსმენ, ჩემს შარშანამდროინდელ გატაცებას :)

ხვალ ბოლო ლექციაა, აი ვსო :)

იმ კვირაში 2 გამოცდა, 2 ინგლისურში, რომლებიც მაგრად არ მაინტერესებს.

და მორჩება ჩემი სტუდენტობა, დადგება ეს სანატრელი დღე :) ნუ მერე კიდევ რამე თუ არ მოვინდომე ( ჩაბარებას ვგულისხმობ), ვნახოთ, ვნახოთ,

ისე ახლა რომ ვიყო აბიტურიენტი სულ სხვაგან ჩავაბარებდი, სხვა კუთხით წავიყვანდი ჩემს ცხოვრების იმ მხარეს, რაც სწავლასთანააა დაკავშირებული :)

ვნახოთ რა იქნება მომავალში, სად ვიქნები და რას გავაკეთებ...

ის კი უეჭველი ვიცი, რომ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული საფრანგეთში გადავსახლდებოდი :) ძალიან ნაცრისფერია ეს ჩვენი ქალაქ თბილისი ...

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ...

Monday 19 January 2009

Still Paris on my mind ...

არც არაფერი ...

ვზივარ და ვისვენებ. როგორც გავიგე დიპლომი 20 თებერვალს უნდა ჩავაბაროთ და მარტში იქნება დაცვაო ... მაგათსას რას გაიგებ, რა ვიცი.

ახლა ვიწერ ჩემი საყვარელი Michael Nyman–ის ალბომს, რომელიც არ მქონდა.
პარალელურად ახალი სიმღერების და კომპიზიციების ძებნაში ვარ, ზუსტად ახლა ვიპოვე რაღაც პარიზული, ფრანგული სულის მატარებელი კომპოზიცია და ვეტაკე :)

ამას მოჰყვა
If I call you sugar, if you call me honey,
Does this mean you've got a hand in my fate...

Sunshine's better on the other side,
Sunshine's better when you make it shine,
The sun shines better...

მზე მართლა სხვანაირად ანათებს საფრანგეთში :) როგორ მენატრება იქაურობა ... მგონი გავრეკე იმიტომ,რომ სულ პარიზის ქუჩები მელანდება არანორმალურივით, როგორ დავბოდიალობდით აქეთ–იქით :)

I've been there,
I've been there and gone,
Been there, been there and gone.
Been there...

მოვალ კიდევ, აუცილებლად ჩამოვალ :)

Sunday 18 January 2009

...

თსუ–ს და მასთან დაკავშირებული ყველაფრის ატანა აღარააა !!!

Furious !!!

რა ჯანდაბად ჩავაბარე მანდ საერთოდ ...

უნივერსიტეტი რო აღარააა დავრწმუნდი მაგაში კიდევ ერთხელ ...

სამწუხაროდ, მაგრამ რეალობაა

Wednesday 14 January 2009

წინ, მაგისტრობისკენ !!!

12 იანვარი– თინაობა მაგარი იყო :)

ჩემი საყვარელი გოგოები მოვიდნენ, თეას და ეკას გარდა, ნუ ეკას ეპატიება ისედაც,ფიზიკურად არააა საქარართველოში, თეას კიდევ სტუმრები მოუვიდნენ და თან ისედაც მუხლი აქვს ამოვარდნილი და ეპატიება მაგასაც :) მთავარია, რომ მთელი სულით და გულით ჩემთან იყვნენ :)


დაიწყო ტანჯვა და წამება თინათინისა :)))))

დიპლომი 20 მდე უნდა ჩავაბარო და რას როდის ვეცე არ ვიცი, როდის რა გადავთარგმნო და დავწერო. 70 გვერდიო :((( რა მეშველება არ ვიცი, არადა სულ დღესასწაულებია, ხან ვინ მოდის ხან ვინ, აგერ ზეგაც დედაჩემის დაბადების დღეა და მოვა მთელი ბანდა და მე ალბათ კომპთან ვერ მივსუნავ მაგ დღეს .

ხოდა ხვალ ლექტორთან მივდივარ, რომ მომეხმაროს ცოტათი მაინც ....

აღარ შემიძლია რა !

sick and tired ....

Friday 9 January 2009

...


ვეთანხმები ჰემინგუეის :)

...


ეს მე ვარ ვერსალში :)

Paris :)

მიუხედავად ჩემი ცუდად ყოფნისა სულიერადაც და ფიზიკურადაც,მაინც დავწერ აქ ჩემს შთაბეჭდილებებს :)

პარიზი ძალიან მაგარი ქალაქია !!!

ყველაფრით მაგარია,აი ყველაფრით ... ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია იქამდე, ალბათ ვერც ვერასდროს მივალთ.
ეიფელი პირველად თვითმფრინავიდან დავინახე და ეხლაც თვალწინ მიდგას ეგ მომენტი,თვითმფრინავში რო ყვირილი დავიწყე აი გამოჩნდათქო :)
ფეხი რო დავდგი საფრანგეთის მიწაზე მივხვდი,რომ ბედნიერი ვარ :) მთელი გულით და სულით ბედნიერი :) 23 წელი ამას ვოცნებობდი,რომ ეს ქალაქი მენახა და ამიხდა კიდევაც :)

სულ სხვა ჰაერია, სხვა ცა, სხვა სუნი .... ყველაფერი ვნახე (პერლაშეზის სასაფლაოს გარდა) და ბედნიერი ვარ !!! ეიფელი რო დავინახე პირველად ახლოდან გადავირიე,იგივე დამემართა ტრიუმფალურ არკაზე და ნოტრდამზე... უბრალოდ ვერ აღვწერ რა შეგრძნება მქონდა და ახლაც მაქვს ... ვერცერთი ფოტო ვერ ასახავს რაც სინამდვილეშია.

ვერსალზე გადავირიე, მაგარი შეგრძნებააა, როდესაც შენც რამოდემინე საუკუნის დაშორებით იმ ადგილებში დადიხარ სადაც ადრე მეფეეები დადიოდნენ :)

ლუვრიც მაგრად მომწონა, მონა ლიზას 10 წუთი დადებილებული ვუყურებდი , ვაბშე სხვააა ორიგინალი და ტუილად არ ლაპარაკობს მაგ ნახატზე მთელი მსოფლიო. მაგარი სტრანნი რამეა, თითქოს ირონიულად გიყურებსო,მერე თან არც გიყურებს მასე. ვენერაზეც გადავირიე და ნიკეზეც, უგენიალურესი ქმნილებეებია.
ცალკე თემაა დ'ორსეს მუზეუმი,რომელიც მე ლუვრზე მეტად მომეწონა, კულტურული შოკი მქონდა ყველა ნახატი ვნახე, რომელიც მომწონს,იმპრესიონიზმზე ისედაც ვეცემოდი და ახლა ვაბშე. პიკასო არაჩვეულებრივია, დამატებით გამოფენაც იყო პიკასოს და ეგეც ვნახეთ. "Le chat noir"–ზე ვაააააბშე გადავირიე, აი ესააა
აი მაგალითად მარჯვნივ ქვემოთ ემილ ზოლაააა :)

5 სართულიანია დ'ორსე, 5 უმაგრესი სართული,რომელიც მსოფლიოს აგიჟებს. მხატვრები ბომჟებივით წვანან ძირს და თითო ნახატს ნახევარი დღე უყურებენ, სხვა მუღამია როდესაც ორიგინალს ნახულობ :)

ალექსანდრე მე– 3 ის ხიდის ცალკე სილამაზეა. ჩემი უსაყვარლესი ხიდია იმ წამიდან რაც ვნახე და გავიარ–გამოვიარე.

St.Germain ულამაზესია, ძველი ისტორიული უბანი, სადაც 2 უმაგრესი კაფეა. იმ ადგილას ვიჯექი,სადაც დიდი ერნესტი სარტრთან ბაასობდა წიქა ყავის თანხლებით ალბათ, les deux magots ჰქვია მაგ კაფეს :) და ერთი სიამოვნებააა მანდ ჯდომა :)

Shakespeare and Company ყველამ უნდა ნახოს, წიგნი ვისაც უყვარს. მე "ულისე" და "დუბლინელები" ვიყიდე მანდ და ძალიან ვამაყობ. Paris Jazz Corner ცალკე სიამოვნებაა, უძველესი ჩანაწერები აქვთ შემონახული და ფირფიტებიც კი და ჩემთვის,როგორც ჯაზის მოყვარულისთვის უდიდესი სიამოვნება იყო მანდ შესვლა :)

მონმარტრი თავისი საკრე კორით , ტავისი ვიწრო და ქვეფენილიანი ქუჩებით, თავისი პიგალით და მულენ რუჟით... არაჩვეულებრივია !!!!!!!!

Champs Elysees მსოფლიოს გამზირია ! უსერიოზულესი მაღაზიებით და შოფინგ ცენტრებით.

კონკორდი– ვაბშე სუპერ :)
ოპერა ულამაზესია და უდიდესი ...
ბუდა ბარი, კაფე კოსტესი– აი პარიზი :)
თავისი კრეპებით, მწვანე ჩაით, ნამცხვრებით და ფრანგული სულით ...

დისნეილენდი, სადაც ყველა ოცნება სრულდება, სადაც შეგიძლია ტირილამდე იყვირო და ეს არავის უკვირს იმიტომ,რომ ყველა ყვირის და კივის. ადგილი, სადაც 1 უბედნიერესი დღე გავატარე ...

საერთოდაც 8 ყველაზე მაგარი დღე გავატარე ჩემს ცხოვრებაში, დაუვიწყარი თავისი ყველა წუთით და წამით, ყველაზე მაგარი ახალი წელი მქონდა, truly UNFORGETTABLE :)

და მიხარია, დედას ვფიცავარ ახლაც ვზივარ და მიხარია და ზუსტად ისეთივე შეგრძნებები მაქვს ტავიდან რომ მქონდა და რომ მე კიდევ წავალ პარიზში... იმიტომ,რომ არ შეიძლება ეგ ქალაქი მხოლოდ ერთხელ ნახო

:)