Tuesday 29 April 2008

...

2 დღეა მეგობრობის სადღეგრძელოს ვსვავ :)
და მართლაც რა კარგი რამეა მეგობრობა ...
ძალინა მიყვარს თეა :) ძალიან ! ესაა ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე მიცნობს, 5 თითივით, იცის ვინ ვარ, რა მინდა ...
მე –7 კლასიდან ვიცნობ, მახსოვს პირველად რო შემოვიდა კლასში, წინ დამიჯდა და შესვენებაზე მითხრა მოხარშული სასისკი მაქვს და ვაშლი და აჰა შენც აიღეო :) მაქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა :)
მერე იყო TLESTS – ჩვენი სამეული :)
ბევრი კარგი მოგონება, sweet memories that will last forever :)
იმ დღეს მომიმესიჯა თეამ – რაც დრო გადის მით უფრო ვგრძნობ შენს მნიშვნელოვნობას ჩემს ცხოვრებაშიო... მეც იგივეს ვიტყოდი :)
ესააა ადამიანი, რომელიც ვიცი,რომ სულ ჩემთან იქნება გულით და სულით, ყოველთვის :)
ვიცი, რომ სულ რომ დრო არ ჰქონდეს რომ ვუთხრა ცუდად ვართქო გამოვარდება თმაგაშლილი და ფეხშიშველი თავისი კულულებით და გაღმებული სახით :)

მიყვარხარ ჩემო საუკეთესო მეგობარო და ამაყად ვამბობ, რომ I am proud to have a friend like YOU ! :)
ტყუილად არ მიწერიხარ Phonebook-ში როგორც Angel :)

Sunday 27 April 2008

ქრისტე აღსდგა

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად აღსდგა !

წითელი კვერცხები და პასკა, ბევრი მოლოცვა, ტკბილი სიტყვა და გაღიმებული სმს–ები :)

დღესასწაულებზე განსაკუთრებით ვხვდები ხოლმე თუ რამდენ ადამიანს ვუყვარვარ :)

რა კარგია ! :)

Thursday 24 April 2008

საგიჟეთი კვირა is over ! :)

მთელი დღეა windmills of your mind-ს ვმღერივარ ჩემთვის ჩუმად ...
თვალი გავახილე არა ვთქვი The world is like an apple whirling silently in space ... და გავიღიმე : )
Like the circle that u find, in the windmills of your mind ...
ვგიჟდები
საგიჟეთი დღე იყო, ძლივს დასრულდა ეს კვირა... ეხლა 4 დღიანი holiday იწყება და დავისვენებ.
დილით ადრე ადგომა ( სხვა დროსაც ადრე ვდგები ხოლმე,მაგრამ მაინც), სამსახური,ლექციები,კიდევ ლექციები,კიდევ სხვანაირი ლექციები,ისევ სამსახური,შუალედებში ჭამა ( გუშინ აი მაგალითად 6 წუთში ვჭამე 1 ჩიზბურგერი,კარტოფილი,კოკა–კოლითურთ და რიგშიც ვიდექი პახოდუ)...
მერე გავარდი ლექციაზე– მივედი და დამხვდა საშინლად უაზრო ლექტორი, რომელიც ავითვალწუნე მომენტალურად. ფლეგმა და უემოციო ადამიანები არ მიყვარს საშინლად. თავისთვის იბლუყუნა 40 წუთი,ჩვენც ვითომ ვაკაკუნეთ კლავიატურაზე უაზოდ და ეს იყო ლექცია 3 საათიანი წესით spss-ში. სირცხვილია რა !
Don't care... მაგასაც ჩემით ვისწავლი

ტაკსს.. ეხლა კი მოვედი და დავჯექი...ვარ dead tired ...
შევედი მეილში და Invitation ვნახე ეკასგან myspace-ზე და გამიხარდა :)


ეს ყველაფერი ხო,კაი, მაგრამ რამე ახალი მინდა ...

Tuesday 22 April 2008

...

ტესტი გავაკეთე ეხლა რაღაც და Nick Drake "Northern Sky" თურმე ჩემი ფიქრებს გადმოსცემს, ხოლო EWF "After the Love is Gone" ჩემს დამოკიდებულებას გამოხატავს ცხოვრების მიმართ ...

საინტერესოა არაა ?

რა რას გამოხატავს არ ვიცი, მაგრამ ეს ორივე სიმღერა მაგრად მიყვარს :)

ამ ტესტს მერე დავდებ აქ, ეხლა მაგრად მეზარება.

Sunday 20 April 2008

...

გუშინ ლექციიდან სახლში მოვდიოდი და მე და ჩემი ჯგუფელი მარშუტკაში ჩვენი სწავლის ამბებს ვარჩევდით. ორივემ აღვნიშნეთ, რომ რაც ფსიქოლოგიაზე ჩავაბარეთ აშკარად შევიცვალეთ, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებთ, სხვანაირად ამუღამებ ყველაფერს– ადამიანებსაც და სიტუაციებსაც,ბევრ რამეს უძებნი ახსნას და მიუხედავად ყველაფრისა,მე ძალიან კმაყოფილი ვარ! ვხვდები, რომ ცხოვრებაში მაგრად გამომადგება ეს ყველაფერი რასაც მასწავლიან, უკვე ვხვდები და გამომადგა კიდევაც არაერთხელ ...

არც იქამდე ვიყავი დებილი მაგრამ ეხლა უფრო სხვა მხრივ გავხდი smart და მიხარია ეს ფაქტი მე ...

პოზიტივია , პოზიტივი !

Saturday 19 April 2008

Cosmo სილამაზის ფესტივალი

ჟურნალ "კოსმოპოლიტენის" მიერ ორგანიზებული 3 დღიანი სილამაზის ფესტივალი დღეს დასრულდა და 7 საათზე საზეიმო დახურვაც იყო. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და კაი ხნის უნახავი ნათესავიც კი ვნახე,ასე რომ ყველაფერთან ერთად სასარგებლოც იყო ჩემი იქ ყოფნა : )

საუკეთესო სუნამოდ დასახელდა Burberry "The Beat" და ასევე Giorgio Armani-ს "Armani Code", რომელზეც მე პირადად დიდად არ ვგიჟდები. მამაკაცის სუნამოებში გამოიყო Escada და Lancome, აქაც კაცია და გუნება,ზოგს მოსწონს,ზოგს არა : )

მშვენიერი დრო გავატარე, ბევრი ახალი გავიგე,ბევრი სახე ვნახე : )
სილამაზის ფესტივალი 1 წლით დაგვემშვიდობა და შეგვპირდა, რომ მომავალ წელსაც ასევე გაგვახარებს : )

აგერ გთავაზობთ ქალის საუკეთესო სუნამოდ წოდებულ Burberry "The Beat"–

იყიდეთ,დაისხით და დატკბით !

Friday 18 April 2008

...

როცა 00.15 წუთია, გემრიელად ზიხარ და Au Lait-ს უსმენ და დღე მეგობრებთან ერთად გაატარე, ხვდები,რომ მთლად ხელი არ უნდა ჩაიქნიო ცხოვრებაზე : )

Sunday 13 April 2008

OMG : ))))))

ესე იგი რაშია ეხლა საქმე : ))))))

გამოვაცხადე ვაკანსია THE ONE-ობაზე : )))) აქ მაინც ვწერ ყოველი შემთხვევისთვის : ))))

Requirements :

1.Higher Education ( preferably MBA,MA or MS )

2.Good Looking (Heigth starting from 175 and higher :D )

3. Must have SUPER Compatibility in Music

4.Educated

5.Well dressed

6. Strong sense of Humor

7.Good Communicative skills

: )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Saturday 12 April 2008

The way of life

მუსიკა ...

გახსენებს... გამშვიდებს...ხასიათზე მოყავხარ... ისეთზე მოყავხარ აი შენ რომ გინდა...

გახალისებს... გაბედნიერებს... ცხოვრების ნაწილია (ისეთივე როგორც ჭამა,ძილი...ა.შ.)

გაფიქრებს ბევრ რამეზე...

მის გარეშე წამოუდგენელია ცხოვრება ( ჩემთვის )...

გაახლოებს ადამიანებთან ...

მუსიკაში ერთნაირი გემოვნება ბევრ რამეზე მიუთითებსო

ადამიანზე წარმოდგენა გექმნება იმისდა მიხედვით ვინ რას უსმენს ...

და ეს ყველაფერი ( და არა მარტო) მუსიკაა, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს !

Monday 7 April 2008

Лев

Людей делит на два сорта - свита, которая допускается к телу, и холуи, об которых точат когти и зубы. Эгоист, конечно, но Льву эгоизм прощаешь за его святую и непокобелимую веру в собственную опизденительность. Падок на лесть, сука, с помощью нее изо Льва можно вытащить все что угодно. Великодушен и не дурак сам над собой посмеяться. Всем остальным от насмешек надо Львом стоит воздержаться, если нет желания провести оставшиеся часы мучительного существования в реанимации с колом в жопе. Хамоват, но элегантен. Способен любого втоптать по уши в какашки, что иногда и проделывает из чистого любопытства и детского уебанского желания “позырить”. Барин во всем. Партнеру недвусмыслено дает понять, насколько охуенное счастье пришло к нему в виде Льва и требует к себе соответствующего обращения. Не против, если в быту его зовут просто Всевышний. Верный, впрочем, друг, любит дарить дорогие и ценные подарки, чтобы все в очередно раз прониклись его невъебенностью. Любит пожрать, поспать и попиздеть, из-за чего часто дружит с Близнецами. Невыносим в больших количествах, если вы Дева, Рак или Рыбы.

: )))

Sunday 6 April 2008

...

Don't chase after thoughts,and don't push them away. Just let them come in and go out like a swinging door.

Jakuso Kwong

Friday 4 April 2008

...

ადამიანს მარტო მაშინ უნდა შეხედო ზევიდან როდესაც ვინმე ძირს არის და დახმარებას გთხოვს და შენ კიდევ ფეხზე დგახარ. დანარჩენ შემთხვევაში ვინც ამას გააკეთებს არის უზრდელი და უკულტურო !

Thursday 3 April 2008

Never Let it Go !

Happiness depends upon ourselves

მართალი თქვა არისტოტელემ ...



მაგრად დაიჭირე, ხელი არ გაუშვა : )

Lecture

რა ხანია ესეთი განცდა არ მქონია კაი ხანია... წინა შაბათს ისეთი მაგარი ლექცია მქონდა, რომ მე რავი აღარც მახსოვს ბოლოს მასეთი ლექცია როდის მოვისმინე....

ეს იყო ლექცია ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში და ლექტორი გვყავს არაჩვეულებრივი, ააააააარაჩვეულებრივი !!! მეორე წელია ფსიქოლოგიას ვსწავლობ და მე ესეთი რამ ჯერ არ მომისმენია. ეს იყო ლექცია როდესაც :

1.არ დავამთქნარე

2.არ დავიხედე საათზე

3.არ დავხედე ტელეფონს

4.აქეთ–იქით ყურება არ დავიწყე

5.ვიჯექი გაოცებული

6. ყველაფერი დავიმახსოვრე რაც 2 საათის განმავლობაში თქვა

7.ეგრევე მივხვდი, რომ დიპლომს ამ სფეროში დავწერ

8.მივხვდი, თუ რას ნიშნავს იყო პროფესიონალი

9.მივხვდი, რომ ბევრი მაქვს კიდევ სასწავლი

10.ჩემი თავი ვიპოვე : )


Wednesday 2 April 2008

...All the way from philadelphia

And Im always on the run

Thats why I changed my name

And I didnt think youd ever find me here ...

......................................................

Remember that I promised I would...

Write you...

These blue valentines ....

მაგარი სიმღერააა,მაგარი ტექსტია,მაგარი კაცია !!!

Reminds me of ...

Tuesday 1 April 2008

...

ეხლა ვფიქრობ თუ რას ვიზავ ოდესმე საქრთველოში Keith Jarrett რომ ჩამოვიდეს.
(ეგ არარეალურია მაგრამ მაინც,იმედი ბოლოს კვდება)
შევიტყობ თუ არა ამ სასიამოვნო ამბავს ალბათ ეგრევე წავალ უახლოეს ბანკში სესხის გამოსატანად : )))
ეჰ, ზეგ იქნება მაგის კონცერტი თბილისში ....
მესმის ტაშის ხმა, ალბათ რა ბედნიერი ხელები უკრავენ იმ ტაშს... მომღიმარი და გაბედნიერებული სახეები ...
მგონი გამაფრენინა მუსიკამ .... დავდივარ და მელოდიები მესმის სულ : )))
ოჰ ლა ლა ლააა