Wednesday 20 January 2010

აი ჩვენი მედიცინაც ...

ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ექიმებს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ორივე ბებია ექიმი მყავდა, ნათესაობაში თითქის სულ ექიმები არიან და მეც შესაბამისად ასე თუ ისე ყველა საკითხში ვიყავი და ვარ გარკვეული. მაგრამ... დღეს რა სიტუაციაც არის სამედიცინო სფეროში ეს უკვე მართლა შემაშფოთებელია. როგორც ამბობენ, სანამ რაიმეს საკუთარ თავზე ან ოჯახის წევრზე არ გამოცდი მანამდე ვერაფერს გაიგებო და ვეთანხმები 100 %-ით. ჩემს თავზე დაწერაზე თავს შევიკავებ, მქონდა ”ბედნიერება” ჩემს თავზე გადამეტანა რაღაცეები და მადლობა ღმერთს, შედარებით ნორმალური ექიმების ხელში აღმოვჩნდი და გადავრჩი. ახლა საქმე ეხება დედაჩემს.

დღეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მედიცინას აქ არაფერი ეშველება.
კლინიკაში, სადაც შედიხარ და გხვდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კედელზე უამრავი სერთიფიკატი და დიპლომი აქვს ჩამოკიდებული, ქალაქში ასეთი ცნობილია და ამავე დროს ვერ სვამს დიაგნოზს წესიერს... ან კიდევ ყველა გიქებს ამა და და ამ ადამიანს, გეუბნება ყველა თუ რა ნიჭიერი და თავისი საქმის მცოდნეა... მაგრამ მასაც შეეშალა.

დღეს, როდესაც საქმე მიდგა დედაჩემისთვის თვალის ოპერაციის გაკეთებაზე (საქმე ეხება თვალის ბადურას), აღმოჩნდა, რომ საქართველოში არ მოიძებნება ისეთი სპეციალისტი, ქირურგი, რომელიც თვალის ბადურაზე ნორმალურ ოპერაციას გააკეთებს და იმ ლაზერს თვალის მაგივრად ცხვირში არ დაუმიზნებს და ა.შ.

ქვეყნის სირცხვილია ასეთი ექიმები რომ არსებობენ და ღმერთმა ყველა დაიფაროს მაგათ ხელში ჩავარდნისგან...

ისე ვარ ახლა გაცოფებული, რომ უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ როგორ დავწერო და გადმოვცე აზრი...

Tuesday 19 January 2010

პირველი თოვლი

დღეს ისეთი ამინდი იყო და არის, რომ რაც არ უნდა ჩაიცვა მაინც გაიყინები, მოგეყინება ხელები და წაგეყინება ფეხები, ცხვირი, ყურებიც და თვალებიც. შეიძლება ბევრს გაეცინოს მოყინული თვალებიო, მაგრამ ზუსტად ეს მოყინული თვალები დაფიქსირებულია ფოტოზე, პარიზში ყოფნისას ეიფელის ქვეშ რიგში დგომისას. კარგად ჩანს, რომ თვალებსაც სცივათ ...

მაგრამ აქაური სიცივე პარიზის სიცივესთან ვერ მივა, იქ სხვანაირად ცივა.

ვზივარ ახლა ჩემი საყვარელი ცხელი ჩაით სავსე ჭიქითურთ და ვუმზერ ეკრანს.

ალბათ ღამე მოყინავს და დილას სრიალ-სრიალით გავალ სახლიდან.
ჰაერში იქნება სუფთა და წმინდა ჰაერი, ირბენენ მხიარულად ბავშვები გუნდებით, სიხარულის სუნი იქნება, ფერად-ფერადი კაშნეები და ქუდები, ამოგანგლული და ტალახიანი შარვლები და აწითლებული ლოყები.

ამას მოყვება თავში ამოტივტივებული მომენტები ბავშვობიდან, შენც რომ გუნდაობდი, შენც ჭამდი თოვლს, შენც აჭმევდი სხვას თოვლს, შენს ესროდი გუნდებს და შენც გესროდნენ, შენც გეკეთა ფერადი კაშნე, შენც გქონდა აწითლებული ლოყები და შენც ამოგანგლული იყავი ტალახში და არ წუწუნებდი, არამედ გიხაროდა. გუნდების გაკეთებისგან გაყინული ხელები უცებ გაგითბებოდა და ეგეც გიხაროდა.

ახლა კიდევ ვიღაც ქუჩაში ტალახს რომ შემოგაწუწებს, წუწუნებ...
აი განსხვავებაც ...

Monday 18 January 2010

Review

ბოლო ხანებში მომხდარი ფაქტები თუ ამბები:
1. დედაჩემს თვალის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, სასწრაფოდ.
2. ჩემი კომპი ცოტა ხნის წინ აფეთქდა, მაგრამ მაინხ გავაცოცხლე. ხვალ ან ზეგ წავიღებ გადაყენებლად და გასაკეთებლად.
3. ჩემი დიპლომი ჯერ არ დაბეჭდილა (!!!).
4. დავგეგმე ზაფხული, შესაბამისად დავჯავშნე სასტუმრო.
5. წავიკითხე კიდევ ერთი წიგნი. იასუნარი კავაბატას ”Snow Country"
6. გადავაგორე კიდევ შობა,ერთი ახალი წელი, თინაობა.
7. მივიღე საყვარელი საჩუქრები.
8. გადმოვწერე ბევრი ალბომი (უმეტესად დღეს) და ახლაც ვტკბები გემოვნებიანი მუსიკით.
9. გავატარე ბევრი კარგი დღე მეგობრებთან ერთად
10. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა.

და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო და დავწერო ყველასთვის ნაცნობი ფრაზა: ცხოვრება გრძელდება და ყურები და ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ. არის ბევრი მომენტი, როდესაც უბრალოდ ყელში გაქვს ამოსული ადამიანს ყველაფერი და გეზარება და დაგრუზული ხარ და მიისწრაფი დეპრესიისკენ, მაგრამ გონება ამიტომაც გვაქვს, რომ გავაანალიზოთ ესა თუ ის მოვლენა და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ამ პოსტს ვამთავრებ ასევე ყველასთვის ნაცნობი ფრაზით:
ყველაფერი კარგად იქნება!
:)

Sunday 3 January 2010

...

გუშინდელი საღამო, გაღიმებული სახეები, ახალი წლის სიხარული, წითელი ღვინო და მილოცვები.
ცუდი შეგრძნებაა ვიღაც მოშტერებული რომ გიყურებს, თვალს რომ არ გაშორებს...
ცდილობს, რომ როგორმე თავი მოგაწონოს და რომ არ გამოსდის...
შენ კიდევ იგნორს რომ უკეთებ, ან ვითომ არ გესმის ...
რაღაც მომენტში რომ გეცოდება...
უპასუხოდ რომ არის მისი გრძნობა...
მაგრამ ვერც ვერაფერს იზამ...
He is not that THE ONE and you know it :)

Friday 1 January 2010

...

Happy New Year!!! :)