Saturday 28 June 2008

N: 100 : )

როგორი იყო ბოლო 1 კვირა ?

სრული საგიჟეთი ...

ზიხარ კომპთან და 1 ხელში ტელეფონის ყურმილი გიჭირავს, მეორეში მობილურს პასუხობ, თან მეილ წერ, თან საათს უყურებ, ვერ ასწრებ გადამეორებას, არადა თან მაგარი დაიღალე და უკვე მოგბეზრდა ყველაფერი, მაგრამ მაინც დგები და ჯდები მაგიდასთან, იღებ ქსეროქსებით სავსე ფაილს და სწავლობ, მერე პლიუსს უსვამ ფურცელზე, რომ დღეს რაც გათვალისწინებული გქონდა ისწავლე, მერე ჯდები ისევ კომპთან ცოტა ხანი, ამოწმებ სამივე მეილს, ვაი და რამე სიახლე ხო არააა, მერე მიდიხარ საღამოს და გიხსნიან რა არის ატიტუდი, ბრუნდები სახლში და იგებ ლიფტში რომ თურმე დამარწმუნებელი კომუნიკაცია აღარ გაქვს სასწავლი და სიხარულისგან ყვირიხარ "Yeaaaaaaaaah" , მერე იძინებ, მერე იღვიძებ, ისევ ჯდები და იწყებ სწავლას და ...

მერე მოდის გამოცდის დრო, წახვვედი და ჩააბარე და მინიმუმ 95 გარანტირებული გაქვს, გამოხვედი და კარგად ხარ რომ კიდევ ერთი გამოცდა გადაააგორე, რიგით ბოლოს წინა, იმედია გაქვს რომ 100–ს მიიღებ – რატომაც არა ? :)

მერე მოდიხარ სახლში და კარადაში ტენი უკვე ძველ ქსეროქსებს და გამოგაქვს ახალი... რატომ ? იმიტომ,რომ ბოლო გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი და მერე დაისვენებ ... კარგად და გემრიელად. აღარანაირი გამოცდა, u are free :)

საათს მშვიდად დახედავ, მაგიდასთან რომ დაჯდები ქსეროქსებს აღარ დაინახავ, 5 რვეულს აღარ ატარებ, მშვიდად მოუსმენ მუსიკას, გახვალ გაისეირნებ და მშვიდად დაიძინებ და მაინც ... ამ გამოცდებსაც თავისი მუღამი აქვს .

ხვალიდან 5 მდე ისევ ესეთი რეჟიმი ...

და ეს მე– 100 პოსტი იყო ჩემს ბლოგში :)

and so many things left unsaid, they're just kept in my mind :)

Let them be there :)

Tuesday 24 June 2008

Fuckin' Exams ...

ოოოოჰ ეს გამოცდები ... გამოცდებიი ...



რო აღარ გათავდა ... ყოველთვის რატომ არის რომ ყველაზე საშინლები ბოლოსკენააა ? :(



რატომ არის რომ აგერ უკვე მერამდენე წელია მთელი ივნისი და უკვე ივლისის დასაწყისიც ასეთ დღეში ვარ ?! ეჰ ...



ტვინმა დაკარგა ფუნქციონირება : ))) ახლა დოდომ დამირეკა რომელს ვეცე აღარ ვიციო ... მართლა ინფარქტი ლამის დამემართა დღეს რომ მეილზე ვნახე საგამოცდო მასალა, ჯერ იმას რა ამობეჭდავს, სწავლაზე რომ აღარაფერი ვთქვა ...



Sick and Tired ... 5 ივლისს ან გადავრჩები ან არადა არ ვიცი.



ახლაც ნერვები მეშლება ესე რომ ვზივარ კომპთან, მაგრამ ტვინში აღარ შედის ვაბშე არაფერი : )) ამიტომაც დავიკიდე და ვუსმენ მუსიკას.



ხვალიდან ვიწყებ ნერვიულობას, დღეს ვსო, დავიღალე!

Saturday 21 June 2008

Positive ...

ხანდახან რა ცოტა ყოფნის ადამიანს კარგ ხასიათზე რომ დადგეს, ხანდახან კიდევ ზიხარ და იმას ფიქრობ როგორ გამოისწორო გუნება განწყობა .


ახლა იმ შემთხვევას აქვს ადგილი, როდესაც უცებ კარგ ხასიათზე დავდექი, არც ვყოფილვარ ცუდზე პრინციპში, თუმცა მაინც უცებ ნათელი სხვივით გამიბრწყინდა სახე. არადა ვაბშე არაფერი მომხდარა, ვზივარ ჩემთვის და ვარ .


შაბათი საღამოა, მაგრად მეძინება ... იმიტომ,რომ გუშინ გვიან დავიძინე და დილას კიდევ ადრე ავდექი. არაჩვეულებრივი დრო გავატარე გუშინ, it was Tatia's Birthday :)


ბოლოს ყველა გაგიჟდა , მიუხედავად იმისა, რომ მე და თეა პირველები წამოვედით 1 საათზე მაინც საშინლად კმაყოფილი ვარ :)


ამას რა დამავიწყებს როგორ ჩამოვდიოდით ვეძისიდან კერძოდ მგონი ტაშკენტის ქუჩიდან კანდელაკამდე ფეხით ღამის 1 საათზე უხმოდ, ვინმეს რო არ დავენახეთ, რამდენი ვიცინეთ გზაში არანორმალურებივით, რამდენი nice to meet you ვიძახეთ, ლამის რო ჩავიფსით სიცილისგან, აი ძალიან მაგარი იყო... მაკოს ანეგდოტები სპილოზე და ლომებზე და ჭიანჭველებზე, რამდენი მომღიმარი და ბედნიერი სახე, ნაცნობი სახე ... აი რაც თავი გახსოვს უმეტესობას რო იცნობ, ბევრიც გუშინ რომ გაიცანი და ეგენიც შენნაირები რო არიან ... მაგას რა ჯობია :)

Keep smiling and keep shining ppl !

Thursday 19 June 2008

Wishlist

დასვენება მინდა

სიმშვიდე მინდა

სიღნაღში მინდა

მეგობრებთან მინდა

აუზზე მინდა

მანქანა მინდა

რაჭაში მინდა

გრძელვადიანი ზაფხული მინდა

პარიზში მინდა

მინდა, რომ რამოდენიმე ადამიანის ტვინი ავხადო და ჩავიხედო და ვნახო შიგნით რა წერია და მერე ისევ დავხურო

.... მინდა ( ეს ის არაა რაც თქვენ გგონიათ ) : )))

და მინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც მე მინდა : )

მაშინ ვიქნები the happiest girl under the sun :)

Wednesday 18 June 2008

...

მაგარი ბანძი დღე, რომელიც კარგად და მხიარულად სრულდება

როდესაც თეა გყავს ახლოს არ შეიძლება ცუდად იყო :)

ცოტა წითელი ღვინო და უკვე კარგად ხარ ...

და გკიდია, რომ ხვალ ძალიან ბევრი გაქვს სასწავლი, ცოტაც და მორჩება ...

თეასთან ერთად მეც ვნერვიულობ, რას იზავს ხვალ ...

მიყვარს ძალიან თეა თამაზის ასული ლეჟავა ... : )))) თამაზიც მიყვარს, მარინაც, აჩიკოც, კაწიც,კოზაც, ტატაც და თავისი 4 შვილიც : )

(თეა იმედია წაიკითხავ ამ პოსტს ) : )))))

ხოდა ამ გოგომ თითი ლამის მომატეხა დღეს დროზე გათხოვდი ბავშვი მოგინათლო–ოო : )))))))))

მდააა ....

ერთი დიდი "მდა" ...................

მეტს ვერაფერს ვამბობ.

Saturday 14 June 2008

ნუთუ ?!

დღეს ბოლო ლექცია მქონდა ...

თან მიხარია თან არა.

ანალოგიური შეგრძნება მქონდა როცა ბაკალავრიატი დავამთავრე ...

პრინციპში, ჯერ არც დამითავრებია ანუ იქითა სემესტრი დიპლომი უნდა ვწერო, მაგრამ სალექციო კურსი დამთავრდა.

ეს ბოლო ლექცია იყო ორგანიზაციული ფსიქოლოგია

რაღაც ვერ ვიჯერებ, რომ ლექციებზე სასიარულო აღარ ვიქნები, რომ ეს წელიწადნახევარი ასე მალე გავიდა. ისევ სტუდენტად ვითვლები, მაგრამ still ...

4 გამოცდა წინ მელის, დაიწყება ეხლა კოშმარი დღეები ...

უუუუfffffffffffffff

Thursday 12 June 2008

Ce Matin

რა დებილური დღეა ...

დავდივარ მთელი დღეა აქეთ–იქით, ძლივს სახლში ვიყავი უმეტესად.

ტვინი მეღრძო უკვე ...

1.შაბათის პრეზენტაცია

2.სამაგისტრო თემის მასალების მოძიება, ლინკებად შენახვა და მერე ამეების წაკითხვა და ლექტორისთვის გადაგზავნა

3.Multiple Regression –მსგავსი საშინელება არაფერია მინახავს, სტატისტიკის წიგნში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თავი, რომელიც ვერა და ვერ დავიდა ბოლომდე ...

ამას ემატება ის, რომ წვიმა ამოვიდა ყელში... მზე მენატრება, მზე !

მოკლედ თავში ათასი გაუგებრობა მაქვს, არადა როგორ არ მიყვარს ესე ყოფნა... წიგნის წაკითხვა მინდა და არც წიგნი მაქვს და არც მაგის დრო. ადრე როგორი ინტენსივობით ვკითხულობდი, გიჟურ რეჟიმში : ) ეხლა ერთი მარკეტინგს ვკითხულობ მარტო და ეგააა, იმასაც ნელა.

დღეს AIR-ის დღე მაქვს :) საშინლად მიყვარს ამათი მუსიკა ! ესეთ ბანძ დღეებში განსაკუთრებით, პირდაპირ ხასიათში ჯდება....

Blah

Tuesday 10 June 2008

I love my Blog :)

ძალიან მიყვარს ეს ბლოგი... ახლა გადავიკითხე და თურმე რამდენი ემოცია ჩამიდია ამ ყველაფერში, ჰმ საინტერესოა ... საინტერესოა რა შეგრძნება მექნება ამ ყველაფერს კარგა ხნის მერე რომ წავიკითხავ. არ ვიცი, არა როგორ არ ვიცი, დადებითი უეჭველი :) ამ ყველაფერს ხო უპირველესად ჩემთვის ვწერ, დღიურისავით.

ისე დღიურებს როგორც წესი მალავენ ხოლმე და ამ ბლოგის საშუალებით ხალხმა ყველაფერი გამოფინა : ))) ისე ძააან საინტერესოა მართლა. ლექტორი მეუბნებოდა დღეს ჩემს სამაგისტრო თემაზე რომ ვბაასობდით (ბაასი :D ) რომ ყველაფერი ინტერნეტში რომ გადავიდაო, ადამიანების ურთიერთობები, მე პირადად მადლობელი ვარ იგივე ამ სკაიპის იმიტომ,რომ ბევრ ადამიანთან , რომელთანაც დღეს შეხება აღარ მაქვს, აქ ვკონტაქტობთ და ერთმანეთს არ ვკარგავთ, დაჟე უფრო კარგი მეგობრები გავხდით.

ვინ იცის უკვე მერამდენედ ვუსმენ ერთ აკვიატებულ სიმღერას – "Alone again" by Gilbert O'Sullivan : ) აგერ ტელევიზორშიც ჩვენი ყოფილი დეკანი გაიჩითა– თემურ კობახიძე, გამოუსწორებელი ბაბნიკი/ მექალთანე, ყველას რომ ერთ ადგილას უყურებდა ხოლმე, გოგოს არ მაზავდა რა : )))) ეს აქ რა მოსატანი იყო მაგრამ მაინც .

ისე, ასეა თუ ისე, ინტერნეტი კარგია. 21–ე საუკუნეა და თუ გინდა რო ქვის ხანაში არ დარჩე დროს უნდა აუბა მხარი და ვინმე რო გკითხავს Fლეშკა რა არისო პირი არ დააღო (ჩემმა მეზობელმა დააღო 2 დღის წინ ) და კიდევ ათასი რამ ... ელემენტარნო რა ყველაფერი : )))) ამ ბოლოს ამოვიჩემე ფრაზა Alles Klar – ყველაფერზე ამას გავიძახი, გერმანულის ნოსტალგია კიდევ ერთი ... სიამოვნებით დავაბრუნებდი გოეთეში გატარებულ წლებს, ჩემს საყვარელ მაგიდას, ჩემს სკამს და ჩემს მეგობრებს. აუუუუუფფფ როგორ მომინდა ეხლა კაპუჩინო– აი ზუსტად ის, გოეთეს კაფეში რომ აქვთ... კარგი დრო იყო რა. ამაში ყველა ის ადამიანი დამეთანხმება ვინც ჩემს მაგიდაზე იჯდა ( და ვინც არ იჯდა და ჩემს ჯგუფში იყო ისინიც) და დღემდე ბევრი გვაქვს გასახსენებელი როდესაც ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე :)

Wild is the wind ..............................................

Sunday 8 June 2008

Barcamp დამთავრდა

ეს 2 დღეა უმეტესად სულ ზემფირას ვუსმენ ... რაღაც განწყობას შეეფერება.

ბარკემპი დღეს დარულდა, მე და თეა ვიყავით ეთნოგრაფიულში და კარგი დრო გავატარეთ, 3 საათი გატარებული ბუნებაში ნამდვილად კარგი იყო. აი როგორ მსიამოვნებს ფოთლების შრალის ხმა რომ მესმის, სიმწვანეს რომ ვხედავ, სიმშვიდე და სიწყნარე რომ არის ....

ხშირად იყოს ხოლმე ნეტავი მასეთი დღეები ...

საინტერესო პრეზენტაციები იყო, ხალხიც ნორმალური რაოდენობის იყო, ბევრი ნაცნობი და ბევრიც უცნობი სახე. კარგია ესეთი კონფერენცია/არაკონფერენციები, მე მომხრე ვარ.

და ის ფრანგი მაინც რა შაცოდავი იყო(საცოდავი კი არა შაცოდავი) , ბოლო ბოლო მაინც რო მოგვიჯდა და გადამითარგმნეთო გვითხრა : )))))

ხოდა ...

ხვალ ორშაბათი და ლექციების ბოლო კვირა.

1 week is left : )

Tuesday 3 June 2008

The პოსტ 2

4 თუ 5 დღეა არაფერი დამიწერია არადა რამდენი რამ მოხდა ...

ჩემი მამიდაშვილის ჯვრისწერა : შაბათს იყო, დღემდე არ მჯერა, რომ ირაკლიმ ცოლი მოიყვანა : ) ძალიან კარგი დღე იყო ... მამა დავითზე დიდი ხნის წინ ვიყავი ბოლოს, ეხლა გზას აკეთებენ და იქამდე ძლივს ავაღწიეთ, სულ იმას ვფიქრობდი აფსუს კეტები რატომ არ მიდევს ჩანთაშითქო.

კარგია ამინდმაც რო ხელი შეგვიწყო, მზე იყო : )

მერე ნიკუშა and company – ცუდია რომ აპარატი არ მქონდა თან. ღამის თბილისს ბევრ სურათს გადავუღებდი ნარიყალადან.

ხო, კიდევ პირველად ვიყავი ვარკეთილში ისიც ღამის პირველის ნახევარზე : )))) ოღონდ ფეხი არ დამიდგავს მიწაზე : ))))

კიდევ ბევრი რამ კარგიც და ისე რაც ...

არაუშავს, ხდება ხოლმე ...

მმმ აა ხო, კიდევ ახალი ისაა, რომ სკაიპში ახალი ნიკი მაქვს ეხლა, ის ძველი იდიოტობა თავის იდიოტებთან ერთად წარსულს ჩაბარდა.

ხვალ საგიჟეთი დღეა, ზეგ უარესი, მაზეგ იმაზე უარესი და სწავლა გვერდით დამრჩა მგონი ... პრინციპში, უკვე დღეებია დარჩენილი ლექციების დამთავრებამდე ... ამით მორჩება ჩემი სტუდენტობაც და მერე დიპლომის წერა ნუ აღარ ითვლება ( თუ ითვლება? : ))).. ) , მოკლედ, ვოთევა, კიდევ ერთხელ გამოვეთხოვები სტუდენტობის ხალისიან დღეეებს, ამჯერად სამუდამოდ . "ვეჩნი" სტუდენტი ხო ვერ ვიქნები ....


ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს


და ისევ ეს გაუთავებელი წვიმა ...

ფლეილისთში : Keith Jarrett