Sunday 22 November 2009

eveyrthing will be okay :)

საერთოდ რომ ვუფიქრდები ამ ბოლო ხანებში იმდენი რამ მოხდა, რომ გაანალიზებასაც ვერ ვასწრებ ხოლმე... ჯერ ბებიას გარდაცვალება, მერე დედაჩემის ოპერაცია, მერე ექიმებთან სირბილი და ა.შ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქაური მედიცინა ძალიან ცუდ დღეშია და ხდება ადამიანების ჯანმრთელობის მანიპულირება და ამაზე ფულის კეთება...

ძალიან დავიღალე, ასეთი ცუდი თუ იქნებოდა წლის ბოლო რას წარმოვიდგენდი.
მე მგონი ახლა ყველაფერი უკანააა, ღმერთის წყალობით.

ხო.. კიდევ რაღაც-რაღაცეებს რომ ვადარებ ხოლმე, გული მწყდება, რომ ისე არააა, როგორც მე მინდა რომ იყოს.

და მოკლედ...

ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად :)

Sunday 15 November 2009

...

ეეეჰჰჰჰ.... სოფოც მიფრინავს დღეს 2 წლით ...

ახლა ვიყავი ასული და გამოვემშვიდობე ...

Thursday 12 November 2009

უცაბედი პოსტი :)

მუსიკამ მოიტანა პოსტის დაწერის იდეაც.
არადა არ ვაპირებდი, უცებ ჩავრთე არა მომენტალურად ასოციაციებმა გამიელვა თავში.
ძალიან ფონური სიმღერააა, ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ბოლო დროს მომწონს.
ხოდა უცებ წარმოვდგინე, რომ ვზივარ ლამაზ და დიდ პარკში, სკამზე გემრიელად მიყუდებული, ფეხი ფეხზე გადადებული, ცხელ ჩაის ვსვამ და წიგნს ვკითხულობ, ყურებში კი ეს მელოდია გაისმის. თურმე ექიმი ჰაუსიდან ყოფილა, არადა არასდროს მიყურებია მაგ სერიალისთვის.

ისეთი ამინდია ნოემბერს რომ უხდება, ჰაერში რომ ცივის სუნია. გარეთ გასვლა რო არ მოუნდება ადამიანს ისეთი ამინდია. მივედი ახლა ფანჯარასთან და ქუჩაში გავიხედე. ხალხი როგორ მობუზული დადის, კაშნეებშემოუხვეულები, მუქ ფერებში, გაშავებულ-განაცრისფერებულები, სახეებიც სხვანაირი...

ხეებსაც სცივათ...

არადა ზამთარი ჯერ კიდევ წინ არის.

Saturday 7 November 2009

შაბათი :)

როგორ მინდა ხოლმე ხანდახან რომ რამე დავწერო,მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. როცა დრო მაქვს ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და ზოგჯერ კიდევ ისეთ დროს მომინდება წერა, როდესაც არც რვეული, არც კალამი და არც მსგავსი არაფერი არ გამაჩნია, კომპიუტერზე აღარ ვლაპარაკობ.

ეს კვირა სამსახურში სრული ქაოსი იყო, რუსო და ანი არ იყვნენ და ამიტომ მე ვუმკლავდებოდი ბევრ ხალხს, ტელეფონებსაც და რას აღარ, მოკლედ. მაგრამ მივეჩვიე ასეთ განრიგს და ავუღე ალღო, როგორც იტყვიან ხოლმე.

დღეს 7 ნოემბერია, შაბათი დღე. მოღრუბლულია, ალბათ მერე გაწვიმდება. ცოტა ქარიც უბერავს. ისეთი ამინდია, როგორც ნოემბერს შეეფერება.

ვიყავი მედესკი,მარტინ ენდ ვუდზე და მგონი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ძალიან მომეწონა და უაღრესად კმაყოფილი ვარ კონცერტით. ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ცოტა მძიმე არისო მუსიკაო, მაგრამ მე სულაც არ ვთვლი ასე. კარგა ხანია ამ ტრიოს ვუსმენ და ამიტომაც პირიქით, ძააააააალიან ბედნიეირ გამოვედი კონცერტიდან. ლაივი მაინც სულ სხვაა.

დრო, როგორც ყოველთვის, უსწრაფესად გარბის. აგერ უკვე ახალი წლიც მოდის...

ყველაფერი ხუნდება, ცვდება, თითქოს გბეზრდება ადამიანს... მერე ახალ რამეს იპოვი და იმაზე გადადიხარ, ის უფრო საინტერესოა, მაგრამ რომ შეიცნობ ისიც გბეზრდება, ისევ რაღაც ახალი გინდა, უფრო საინტერესო ვიდრე წინა. ეტყობა ესეა მოწყობილი ეს ცხოვრება... მოვლენები და სიტუაციები ერთმანეთს ცვლის და ენაცვლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი გვავიწყდება. გულის სიღრმეში მაინც არსებობს რაღაც და ეს რაღაც არ კვდება, არც არასდროს მოკვდება, ჩემში ყოველთვის იქნება და იდება. ალბათ სხვა ადამიანებშიც. უბრალოდ, memories fade ... და არის პერიოდები, რომ ამას აშკარად ვგრძნობ.

არის რაღაცეები და ვიღაცეები ამ ცხოვრებაში, რაც და ვინც ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში :) და ვერც დრო და ვერც ჟამი მათ ვერაფერს დააკლებს.

Friday 6 November 2009

...

ძალიან ვხალისობ რაღაცეებზე, აი დღესაც სამსახურში ყოფნისას უცებ გამეცინა რაღაცაზე :)))

ცხოვრება კურიოზია რააა.....