Sunday 3 March 2013

...

დიდი ხანია ძალიან ჩემს ფიქრებზე აღარ დამიწერია.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ აღარ ვფიქრობ :)
რა თქმა უნდა არა :)

ამასობაში მარტიც მოვიდა, ანუ გაზაფხული. თუმცა ეს ყველაფერი ფორმალობაა, კალენდარში წერია, რომ წესით გაზაფხული იწყება და ამიტომ, თორემ პირიქით უფრო აცივდა. სიტყვა ”გაზაფხული” ყველასთვის რაღაც სიახლესთან ასოცირდება, უფრო მეტ მხიარულებასთან, სითბოსთან. ალბათ ჩემთანაც ასეა. ჩვენი ტვინები ასეა მოწყობილი, რომ ასეთი რაღაცეეები ძალიან გვიხარია. ზოგჯერ რა ცოტა ყოფნის ადამიანს :)

დრო ისევ და ისევ ძალიან სწრაფად გადის.
გული მწყდება რომ ბევრ რამეს ვერ ვასწრებ რომ გავაკეთო. საბოლოო ჯამში ყველაფერი კეთდება, თუმცა ეს შეგრძნება სულ დამყვება.

ბევრი რამის დაწერა მინდა. ამასაც ხომ დრო უნდა?!
წერას შესაბამისი ხასიათი სჭირდება ასევე შესაბამისი მუსიკით.

რამოდემინე დღის წინ ჩარლი ჩაპლინის გამონათქვამებს ვკითხულობდი და მას უთქვამს, რომ უფრო ადამიანურები გახდით ადამიანებო-ო. მინდა რომ ეს ასე იყოს. დღეს რასაც ვუყურებ ბევრი ძალიან გაცივდა, რობოტებივით არიან, უკან გადაიწია ადამიანურმა ურთიერთობებმა და სითბომ. წინა პლანზეა სამსახური, სამსახური და ისევ სამსახური, რობოტული! ნეტა ვის სჭირდება ასეთი სამსახური? არიან კატეგორია ადამიანებისა ვისაც ეს მოსწონს, შეუძლიან 24 საათი კვირაში 7 დღე და წელიწადში 365 დღე ბედნიერად იყვნენ სამსახურებში და იმუშაონ. მაგრამ ეს ხომ ნორმალური არ არის. მე ასეთი ადამიანები მთელი გულით მეცოდებიან იმიტომ, რომ ისინი ვერ სათანადოდ აცნობიერებენ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანები, ადამიანურობა, სიცილი, სილაღე, მეგობრობა, სიყვარული... ვერ ხვდებიან რომ დრო გადის და ხელში მხოლოდ ქაღალდის ფული რჩებათ, მშრალი და ცივი.

ამიტომაც თუ თქვენ თქვენი თავი ან თქვენი მეგობარი ამოიცანით ამ პოსტის კითხვისას, მხოლოდ ერთი რამ გააკეთეთ: შედით აბაზანაში, აღეთ ხელში კბილის ჯაგრისი და ტვინები გამოიხეხეთ!

ცხოვრებაში ხომ ამდენი ლამაზი რამ არის...
სითბოა
სილამაზეა
მეგობრობაა
სიმწვანეა
თავისუფლებაა
ჟანგბადია
გრძნობებია
სიყვარულია
etc.

სიყვარულია :)