Thursday 23 October 2008

...

ვიზები ჩაგვირტყეს

ნანო, მე და ნატო ახალ წელს პარიზში შევხვდებით

სიხარულისგან ჭკუაზე არ ვარ

პარიზი, ჩემი ოცნებააააააააა


I am happy ! No... the happiest !!!

Monday 20 October 2008

...

მგონი მოვიწამლე, რაღაც ვერ ვარ კარგად. მთელი დღეა ცუდად ვარ და სიცხეც მაქვს :(

დილას ძლივს წავედი ბს–ში...

ახლაც მცივასავით .

წავედი ტერაფლუ is calling me ...

Sunday 19 October 2008

თათიას და მირზას wedding

გუშინდელ ქორწილზე რომ არ დავწერო არ შეიძლება, დანაშაული იქნება !

თათიას და მირზას ქორწილი ყველაზე მაგარი ქორწილი იყო სადაც მე ოდესმე ვყოფილვარ

ყველაფერი რომ კარგი იყო ...

ისეთი მაგარი დრო გავატარეთ, ისეთი მაგარიმ, რომ თუ იქ არ იყავი ვერ მიხვდები :)

კლასელები, მეგობრები, ნაცნობები, უცნობები ... ცეკვა, მხიარულება, სიცილი,ყვირილი,სიმღერა,უმეტესობა გახეული მთვრალი,ზოგი სკამზე ავიდა,ზოგი მაგიდაზე,ზოგი ხტუნაობდა, ზოგი თავისთვის ცეკვავდა, ზოგმა ფეხზე გაიხადა( გვარს და სახელს არ დავასახელებ) :)))), ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, ზოგი იწვა ...

მთელი ქორთიარდ მარიოტი დავიმხეთ რასაც ჰქვია, ერთი მაგიდები არ დაგვიდია თავზე, თორემ დანარჩენი ალბათ ყველაფერი ვქენით :))))

მერე cubic-ში წავედით, დნცკ დნცკ დნცკ

მერე მე სახლში მოვედი, დანარჩენები სიმპატიაში წავიდნენ :)

არ ვიცი მეტი რაღა დავწერო, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, ისევე როგორც თათია და მირზა არიან :)

Friday 17 October 2008

Upcoming wedding : )

ხვალ თათიას და მირზას ქორწილიაააააააააააააააააააააააა !!!

ურაააააა !!!

ვაშაააააა !!!

ეკაც ჩამოდიიიიიიიიიიიიიიის !!!

ჩვვენი ტრიო ხვალ მაგრად მოილხენს, არა მხოლოდ ტრიო არამედ ვინ აღარ. თითქმის მთელი ჩემი სამეგობრო ვიქნებით სრული შემადგენლობით : )

ნეტა კარგი ამინდი იყოს და არ იწვიმოს, არ იყოს სიცივე, თორემ სხვისი არ ვიცი და მე მაგრად გავიყინებიიიიიიიი :))))))) თეაც გაიყინება ისე, მაგას ჩემზე თხელი კაბა აქვს : )))

მოკლედ, WE ARE WAITING FOR TOMORROW !!!

Monday 13 October 2008

Yes !

ესეც კიდევ ერთი დღე უახლოვდება დასასრულს. ორშაბათი და ისიც 13, მაგრამ ამის მიუხედავად კარგი ამბებით იყო დახუნძლული, ნუ ჯერ 12ის ნახევარია და ყველაფერი კარგადააააააააააა .... შედევრია ეგ წიგნი !


იდეებს ვუყრი თავს, ისევ და ისევ ჩემი დიპლომი. რაც უცებ თავში მომივა ვიღებ ბლოკნოტს და ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს მერე, მოკლედ ჩამითრია ინტერნეტ კომუნიკაციების კვლევამ. კითხვარიც მოვიფიქრე უკვე,მაგრამ გადახედვაა საჭირო.


შაბათს თათიას და მირზას ქორწილია. უკვე ვგრძნობ,რომ კარგად აი ძალიან მაგრად გავერთობით :) თან ეკა ჩამოდის :)


ისე გემრიელად ვზივარ ახლა, აი ხანდახან რომ ინატრებს ხოლმე ადამიანი, ჩაის და ჯაზის თანხლებით, რა თქმა უნდა. საღამოობით მე,ჩაი და ჯაზი განუყოფელი ნაწილები ვართ :) რა ვქნა, ასე ვისვენებ. ამ 3 ნაწილს ემატება ხოლმე ან კომპიუტერი ან წიგნი. ჩაი,ჯაზი, მე და წიგნი – ეს ხო საერთოდ მშვენიერია :))) ტახტზე ვზივარ/ვწევარ ხოლმე გვერდით ბალიშებშემოლაგებული და დაბალ ხმაზე ხან რა გაისმის ხან რა. ამჟამად Michael Nyman "Franklyn" გაისმის და მეც კლავიატურას ვუკაკუნებ.

მიყვარს ცხოვრება, დღეს ჩემი ბავშვობის მეგობარი შემხვდა გიო, გამარჯობა და როგორ ხარ–ის გარდა სხვა რამესაც რო კითხავ ისეთ ვითარებაში. ჩემი კარის მეზობლები იყვნენ მთელი 15 თუ 16 წელი, სულ ერთად გავიზარდეთ გიო,მარიამი,თამუნა და მე. თამუნა მერე მე მოვნათლე და დავნათესავდით კიდევაც :) ბევრი კაი დრო გვაქვს ერთად გატარებული, ახლა გამახსენდა მე და გიო ომობანას რომ ვთამაშობდით ... მე ერთ ლოგინზე ვიყავი გაწოლილი და წინ ბალიშები მედო ვითომ ბარიკადებია, გიო იქითა ლოგინზე და ერთმანეთს სათამაშოებს ვესროდით და ბახ ბუხ–ს გავიძახოდით. მერე ვითომ სახლი გვქონდა, ძირს ვაფენდით საბნებს და ვითომ ოთახები იყო სხვადასხვა და მოკლედ რას აღარ ვთამაშობდით. ძალიან მიყვარს ეს ბიჭი, აი მთელი გულით და სულით, ტრუსიკის მეგობარი მაგაზეა ზუსტად ნათქვამი, მართლა ტრუსიკებით დავრბოდით ხოლმე ხანდახან :))))


ნეტა ცოტა ხნით იმ ძველ დროში დავბრუნდე ერთად რომ ვთამაშობდით ხოლმე, ქეთისთან და თიკოსთან ერთადაც, მერე ხან ეზოში ჩავდიოდით და იქ ვაგრძელებდით, მერე ჩემთან მოვიდოდა ყველა და "არწივობანა"–ს ვთამაშობდით, ადრეც მაქვს აქ ნახსენები ეგ თამაში.


ადრე რა მხიარული ეზო გვქონდა, ძალიან ბევრი ბავშვი ვიყავით, დღეს ალაგ–ალაგ თუ ვინმე ვინმეს დაუძახებს, რის წრეშიბურთზე და რეზინობანაზეა ლაპარაკი ... დრო მართლა ყველაფერს როგორ ცვლის. ბევრი რამე შეიცვალა, ზოგი წავიდა აქედან, ზოგი გათხოვდა, ზოგი გამოშორდა, ზოგი განარკომანდა,ზოგს ადამიანობა ისევ შერჩა, ზოგი ისეა, ზოგი ასე ... ეზო ისევ რჩება თავის ადგილას. უბრალოდ წლები გადის და თაობები იცვლება, ადრე ჩვენ ვთამაშობდით, ახლა სხვა ბავშვები არიან ჩვენს მაგივრად, მერე ისინიც გაიზრდებიან და მათი შვილები ითამაშებენ. მზიური და ზოოპარკი ისევ აქააა, ალბათ ისევ იქ გარბიან ბავშვები ( ჩვენ იქ ვიპარებოდით ხოლმე), ისევ არის უკან სტადიონი და ისევ თამაშობენ ბავშვები ფეხბურთს.

ისევ და ისევ ...

ამ თემას ისევ დავუბრუნდები და ისევ ბევრჯერ გამახსენდება თუ რა კარგი ბავშვობა მქონდა/გვქონდა. ისევ ღიმილით მოვიგონებ ამდენ კარგ ამბავს და ისევ გამიხარდება ამ ადამიანების ნახვა. იმიტომ,რომ ბავშვობის მეგობარზე უკეთესი ამ ქვეყნად არაფერია, კარგა ხანია მივხვდი ამას. ძალიან თავისუფლად რომ ხარ და არაფრის გერიდება, იცი ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე და იმიტომ. დიდი ხანი რომ ვერ ვნახო და მერე შევხვდე ქუჩაში, იგივე ურთიერთობააა ზუსტად, ისევ ისაა და იცი ვინცააა.


ვისაც ასეთი მეგობარი ჰყავს ყველა მიხვდება რაზეც ვამბობ.

რა მაგარია, რომ ასეთი რამეები არსებობს. C'est la vie.

ამიტომაც მიყვარს...

და ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაზე დავდივარ, ვსუნთქავ და მყავს ასეთი კარგი მეგობრები!

Friday 10 October 2008

Nothing compares 2 u

პარასკევი საღამოა წყნარი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი :)))

დავიღალე დღეს, ერთ 10 ადგილას ვიყავი მინიმუმ, ზოგან 2 ჯერ... მერე მინი staff meeting გვქონდა ბს–ში, ბევრი კარგი იდეა დაიბადა :)


მიყვარს British Council, ძალიან კარგი კოლექტივია მართლაც რომ :) ამდენი ხანია იქ ვარ და მივეჩვიე, ჩემი სახლივით არის, რამდენი რამ გამოვიარეთ, დღეს ევაკუაციის გეგმას ვუყურებდი კედელზე რომ გვაქვს გაკრული და ნოემბრის ამბები გამახსენდა, კაშნეაკრულები რო გავრბოდით, სასწრაფო მიბილიზაცია რომ გამოხადდა, ვიდეოთვალით რომ ვუყურებდით გარეთ რა ხდებოდა. ჩემს ფანჯარაში გაზი რომ შემოვიდა და მერე თვალები მეწვოდა...


ახლა ტკბილად,თბილად,მყუდროდ და გემრიელად ვარ მოკალათებული და ვუზივარ კომპს, ვიწერ რაღაც ძველ კომპოზიციებს და ვტკბები.

It's been seven hours and fifteen days
since u took your love away ...

აი ესეც ნაწყვეტი ერთ–ერთი სიმღერიდან ასე ძალიან რომ მიყვარს :)

მმმ... ჩემი კაბა მზადააა, სულ სხვანაირი ვარ ამ კაბაში. მე მაგრად მომწონს, ისეთია როგორიც მინდოდა, ტყუილად არ ვიარე იმ დასაკარგავში. ახლოვდება თათიას ქორწილი და უკვე ვგრძნობ თუ რა კარგი იქნება და რა კარგ დროს გავატარებთ :) :)



***

მკლავს რა ეს სიმღერა, მერამდენჯერ ვუსმენ უკვე ( Sinead O'Connor "Nothing compares to U") , როდინდელია,მაგრამ მაგარია !

Wednesday 8 October 2008

...

ეს რა ცუდი რამ ყოფილა სამაგისტრო ნაშრომის წერა... მე ადვილი მეგონა , მაგრამ იმდენად ბევრი რამე არის წასაკითხი, გადასათარგმნი და დასაწერი, რომ ბრრრ ...

თან მინიმუმ 50 გვერდი უნდა იყოს :(

თან დილემის წინაშე ვარ, ვნახოთ ხვალ როგორი დღე მექნება და მერე დავწერ აქაც.

ეს უეცარი გაელვება იყო ჩემს ბლოგზე.

ვუბრუნდები ჩემს რვეულს და იდეების ფურცელზე გადმოტანას.


Ich werde kommen რა თქმა უნდა :)

Saturday 4 October 2008

"კავკასიური ცარცის წრე"

ახლა შემოვედი სახლში და მოკლედ დავწერ დღევანდელი სპექტაკლის შთაბეჭდილებებს.

ნუ მე დიდი თეატრმცოდნე/კრიტიკოსი არ ვარ და ეს უბრაალოდ ჩემი, როგორც რიგითი მაყურებლის აზრია.

უბრალოდ, მე სტურუას დადგმა "კავკასიური ცარცის წრის" 2 ჯერ მაქვს ნანახი რამაზ ჩხიკვაძის მონაწილეობით და მაშინ მახსოვს ორივეჯერ სახლში გადარეული მოვედი, დღემდე ჩემი საყვარელი სპექტაკლია და ამიტომაც წავედი დღეს თავისუფალ თეატრში რომ ახალი დადგმა მენახა ვარსიმაშვილის. დღევანდელობა ძალიან კარგადააა ასახული, თავზე აქვს გადავლილ–გადმოვლილი აგვისტოს ამბებს და მოკლედ რეალურად ასახავს თანამედროვეობას, სადაც მომჩივანი ქართველი ერია. მგონი ყველაფერი ნათელია.

სტურუასი სულ სხვააა, ან რა მუსიკა, ჩხიკვაძე აზდაკის როლში ნუ არ ვიცი, ძალიან მაგარია რბილი ნათქვამია. ამიტომ მე მაინც სტურუას ცარცის წრე მირჩევნია :)

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გრუშე ვაჩნაძე არაჩვეულებრივად ითამაშა იმ გოგომ, სახელი არ ვიცი. ძალიან მომეწონა,ძალიან ! :)

მომენტებში კაი იყო :)

Thursday 2 October 2008

Kind of a Review

გუშინდელმა საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა !

თათული, მე და გიო შევიკრიბეთ და ჯერ ჩინურში წავედით და ჩვენი საყვარელი ბრინჯი მივირთვით და მისთანები და შემდეგ აგორაში გდავინაცვლეთ :)

გუშინ რაღაც არანორმალურად ციოდა საღამოს...

ვერაფერმა მიშველა, i was totally frozen.

თათულის გამოვემშვიდობეთ, ვინ იცის რამდენი ხნით ... გერმანიაში მიფრინავს 2 დღეში შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 5 წლით.

აწი სკაიპი, იაჰუ,მსნ და მისი ჯანი– კომუნიკაციისთვის. No way out !


***

ხვალ თავისუფალ თეატრში მივდივართ გოგოები "კავკასიური ცარცის წრე"–ზე, ვნახოთ როგორი იქნება :)

***

ჩემი კაბა ნელ–ნელა სრულყოფილი ხდება :) :) :)

მიხარია :)