Saturday 1 December 2007

Happy სტუდენტობა

დღეს სახლში გავატარე მთელი დღე,ეგეც საჭიროა ხანდახან მაინც... ისაო ესაო და მერე უჯრა გამოვაღე,დავჯექი და სტუდენტობის დროინდელი დღიური დავინახე წიგნების ქვეშ შეტენილი ... გამახსენდა ის ძველი დრო და გადაკითხვა გადავწყვიტე. ამ დღიურს მე და ჩემი დაქალი ვწერდით მესამე კურსის მეორე სემესტრში– რატომღაც აი ესე უცებ გადავწყვიტეთ დაგვეწერა ჩვენი ყოველდღიური საუნივერსიტეტო ცხოვრების პატარ–პატარა დეტალები რათა შემდგომში მრავალი წლის შემდეგ წაგვეკითხა და გაგვხსენებოდა ის კარგი ხანა : )

ავიღე ხელში დღიური,ჩაი დავიდგი გვერდით და კითხვა დავიწყე ... რამდენი რამ აღარ მახსოვდა,თითქოს კარგად მახსოვს ის პერიოდი ,მაგრამ ბევრი რამ დამვიწყებია. ჩემთვის ვიჯექი და ვიცინოდი,ბევრს თან, მერე ნანოს დავურეკე მეთქი ეხლა ჩვენ დღიურს ვკითხულობ და სიცილით ვკვდებითქო ... ერთად აუცილებლად უნდა წავიკითხოთ–ო მანაც მომიგო .
ლექციები ... გაუთავებელი მეცადინეობა,კოლოკვიუმები,სემინარები,გამოცდები,სიცილი,მხიარულება,სილაღე,ბევრი ლამაზი დღე,ერთფეროვნებაც (სულ არა), მეხუთეს წინ ავტობუსის ლოდინი,იქაც ბევრი სიცილი,მერე ოთხშაბათი დღე– 2 გაერთიანებული ლექცია– სულ რომ გვიხაროდა ... მერე ქსეროქსებზე დგომა და რაღაცა სისულელებზე ჭორაობა (მაშინ ეს სულაც არ მიგვაჩნდა სისულელედ),ბატარეასთან დგომა და ხალხის თვალიერება,იქაც ბევრი სიცილი და გართობა... ყველაზე მაგარი პერიოდი,რომელიც ასე მალე დასრულდა,არ გვეგონა არადა, სულ იმას გავიძახოდით დროზე მოვრჩეთ ეს უნივერსიტეტი აღარ შეგვიძლიაო, მაგრამ მორჩა არა მალე მოგვენატრა ეს ამდენი რამ.
ეხლაც რამდენი გავუვლი უნივერსიტეტი მეხუთე კორპუსს იმდენი I ვ ჯგუფი მახსენდება,ჩემი ჯგუფი,თავიდან ვერ ვიტანდი, ბოლოს მაინც შევეჩვიეთ ყველა ერთმანეთს ...
ექსკურსიებიც გამახსენდა ... სადღაც შუაგულ კახეთში თოხლიაურის სტრასაზე მთელი გზა რომ გადავკეტეთ , ჩავრთეთ ასა ფართი და ვინ რას უბერავდა კაცმა რომ არ იცოდა, ფეხზე რომ ეკიდა ყველას : ))) ... კარგი იყოო !
ხვალაც ვიკრიბებით ცოტანი და გავიხსენებთ განვლილ ხანას
ხვალ ისევ დავჯდებით ერთად
ხვალ ისევ ამოტივტივდება ჩვენს მეხსიერებაში აწ უკვე დავიწყებული ეპიზოდები
კიდევ მრავალჯერ გავიხსენებთ ამას
ამას რასაც სტუდენტობა ერქვა ...

: )

No comments: