ეს იყო ლექცია ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში და ლექტორი გვყავს არაჩვეულებრივი, ააააააარაჩვეულებრივი !!! მეორე წელია ფსიქოლოგიას ვსწავლობ და მე ესეთი რამ ჯერ არ მომისმენია. ეს იყო ლექცია როდესაც :
1.არ დავამთქნარე
2.არ დავიხედე საათზე
3.არ დავხედე ტელეფონს
4.აქეთ–იქით ყურება არ დავიწყე
5.ვიჯექი გაოცებული
6. ყველაფერი დავიმახსოვრე რაც 2 საათის განმავლობაში თქვა
7.ეგრევე მივხვდი, რომ დიპლომს ამ სფეროში დავწერ
8.მივხვდი, თუ რას ნიშნავს იყო პროფესიონალი
9.მივხვდი, რომ ბევრი მაქვს კიდევ სასწავლი
10.ჩემი თავი ვიპოვე : )

No comments:
Post a Comment