Tuesday 29 September 2009

Imagine...

სიმღერიდან აგორებული ფიქრები, ასოციაციური ჯაჭვი, უკან ნაბიჯი წარსულში, მომავალშიც, ახლანდელ დროში არსებული სიტუაციების გადახედვა უცებ...
მინდა თუ არ მინდა მაინც ჯეიმს ჯოისი მახსენდება ასოციაციურ ჯაჭვზე. ალბათ ასეც უნდა იყოს, ეს სიტყვათა შეთანხმება ხომ ზუსტად სტუნდეტობისას, მე-4 კურსზე ყოფნის დროს გვიტრიალებდა თავში ყველაზე ხშირად. შედეგი კი ის მოიტანა, რომ ახლა, რამდენი რამეს ვფიქრობ და თემიდან თემაზე გადავდივარ გონებაში ავტომატურად, იმდენი ულისე და საერთოდ, ეს ზემოდ ხსენებული ადამიანი მახსენდება.

აი ამდენი რამის გაკეთება შეუძლია სიმღერას :)
ხასიათზე მოყვანა და გამხიარულება, ისევე როგორც დაგრუზვა...
და კიდევ ბევრი რამის.

მე სულ თან დამაქვს ჩემი სიმღერები, სულით და გულით რომ ჩემია, რომელთა გარეშეც არ შემიძლია.

მელომანი ვარ თავიდან ფეხებამდე :)

2 comments:

CinnamonGirl said...

სიმღერას მართლა ბევრი რამე შეუძლია...
შეუძლია გატკინოს, შუეძლია ტკივილი გაგიყუჩოს,
შეუძლია დაგელაპარაკოს, შეუძლია მოგისმინოს,
შეუძლია უბრალოდ შენს გვერდით იყოს ან თუნდაც მარტო დატოვოს...
მეც მელომანი ვარ
და ჩემი ცხოვრების საუნდრეკი ბევრად ჯობია თავად ცხოვრებას...
:)

Tiko said...

მეც მაქვს ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი და ალბათ ისიც ჯობია ჩემსას :)