Friday 5 March 2010

...

ისევ მოვწყდი აქაურობას, მაგრამ სულ მახსოვს ჩემი ბლოგი :)
დღეს პარასკევია, საღამო, გარეთ წვიმს, მაგრამ წვიმას უკვე გაზაფხულის სუნი აქვს. ეს უკვე სხვა წვიმააა.
ალბათ მალე დათბება, უკვე ყელში ამოვიდა ეს სიცივეეები და გრიგალებზე/ქარებზე აღარაფერს ვამბობ... რაც დასანგრევი იყო მგონი ყველაფერი ჩამოანგრია...

მშვიდი საღამოა ძალიან... სუფთა ჰაერითურთ და წვიმის წვეთების ხმებითურთ.
ვარ ძალიან დაღლილი.... ხვალ და ზეგ დავისვენებ, იმედია.
ჩემს ”ნაუშნიკში” გაისმის როგორც ყოველთვის კარგი მუსიკა, მე რომ მიყვარს ისეთი, მიდგას მაგიდაზე ჩაი და ვაკაკუნებ კლავიატურაზე.
აგერ უკვე ბეჭვდაც კი მეზარება.
რა არაფრითგამორჩეული პოსტი გამომივიდა.
ძალიან ჩვეულებრივი.... 1 დღის მინი აღწერა.

მიყვარს ბლოგი, დედა, მამა, მეგობრები და საფრანგეთი :)

საუკეთესო სურვილებით,

თქვენი თინაჩკა :))))

6 comments:

Kate said...

თინაჩკა - როგორ ხარ???
რატომ იკარგები ასე უცაბედად???
მე შენ ხან პარისში მგონიხარ, ხან კიდევ სადმე.

აქ იყავი რა...
კიარადა ანუ...
თუ გინდა მანდ იყავი, მაგრამ ბლოგზე წერე ხოლმე რა.

Tiko said...

უნდა ვწერო ხოლმე,მაგრამ თავი არ მქონდა არაფრის ეს დღეები :)

Kate said...

ხოდა ვსო, ახლა უნდა წერო.

დღეს დავბერდი და არვიცი მიხარია თუ არა :|

Tiko said...

უიიიჰ, გილოცააააააააავ :):) სულ წარმატებები, ბედნიერება და ჯანმრთელობა :)

Kate said...

დიდი მადლობა.
გაიხარე.


შენც სულ სიხარული და ბედნიერება. :**

Tiko said...

გაიხარე :)