Saturday 15 May 2010

Erik Truffaz Quartet@ Tbilisi Event Hall

არ შეიძლება რომ არ დავწერო 1-2 სიტყვა გუშინდელ კონცერტზე. ეს იყო Erik Truffaz Quartet. კონცერტი იყო არაჩვეულებრივი. . . განსაკუთრებით ბოლოს, ბისზე როდესაც გამოვიდა და კიდევ 2 კომპოზიცია შეასრულა, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო Serge Gainsbourg and Jane Birkin-ის არაჩვეულებრივი და ყველასათვის ნაცნობი სიმღერა "Je t'aime moi non plus” , რა თქმა უნდა ტრუფაზისეული ინტერპრეტაციით, რაც სასწაული რამ იყო! ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, პიანისტის როლი გუშინდელ კონცერტზე, ძალიან ძლიერი ვინმე იყო.

დარბაზში ბევრი ნაცნობი სახე იყო, ზოგი ძალიან დიდის უნახავიც.
საოცარი მუსიკააა, გული რომ გიძიგძიგებს და რომ ბაგიბუგობს აი ისეთი, ყველა თავისებურად რომ გამოხატავს ემოციას... ზოგი დგება და ცქმუტავს, ზოგი ზის და მშვიდად და აუღელვებლად უსმენს, ზოგი ფეხს აბაკუნებს (მეც მათ შორის), ზოგი ხელებს მაგიდაზე აბრახუნებს, ზოგიც ყვირის, კივის, იცლება ემოციისგან, ზოგი ფეხი-ფეხზე გადადებული საყვარელი სასმელის თანხლებით ბედნიერი ღიმილით შესცქერის სცენას და ხდება ამ დიდი მუსიკის გამზიარებელი.ზოგიც ფოტოგრაფია და სურათზე აფიქსირებს, ზოგი მიმტანია (ნეტავი თუ აცნობიერებენ რა მუსიკას ისმენენ ხოლმე პერიოდულად?!), ზოგიც დაცვა და ბევრი კი მელომანი, სულით და გულით მელომანი და მეც მათ შორის ვარ.შესაბამისად, ყოველთვის მსიამოვნებს ჩემნაირებთან ურთიერთობა, ისეთ ადამიანებთან, ვისაც ოდნავ მეტი ესმით მუსიკაში და აფასებენ მას.

ეს კონცერტი რომ გამომეტოვა ალბათ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი.

მადლობა Eastern Promotion-ს რომ ასეთი გენიალური ხალხი ჩამოყავს ჩვენს ქალაქში და მართლაც დიდი ბედნიერებაა როდესაც ამ გენიალურ მუსიკას ლაივში ისმენ, აი ზუსტად ფეხი-ფეხზე გადადებული, ბაკუნით და სახეზე ღიმილით.

4 comments:

nati kuda said...

მმმმ... მართლაც დაუვიწყარი იყო!

Tiko said...

გადასარევი! :)

CinnamonGirl said...

მიხარია, რომ შენნაირი "ნაპარნიკი" მყავს ასეთ მშვენიერ კონცერტებზე...

ჩვენი ზარმაცუნა მამაჩემის სეხნია <3

Tiko said...

ზარმაცუნა მაგრამ საყვარელი :)