Friday 5 October 2012

Leaving my sweet home

არასდროს თქვათ არასდროს-ო ნათქვამია...

მაგრამ არასდროს არავინ თქვას, რომ რთულია მშობლიური ბინიდან წასვლა, არასდროს! და თუ ვინმე ასე ფიქრობს, უბრალოდ მე ასეთ ხალხთან ვერასროს მექნება საერთო.

ადამიანს თუ აქვს გულის ადგილას გული, თუ ტვინი ნორმალურად უფუნქციონირებს, ასეთ რამეს ყველა განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და ტექნიკა განვითარდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა რობოტი გახდა.

პირველ რიგში კი მე- ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა და განიცდიდა...

როდესაც აღებ ბებიის უჯრას, ნახულობ იქ მის საყვარელ წიგნს სულ რომ თავთან ედო და შიგნით აღმოაჩენ წერილებს, რომლებსაც მე მიგზავნიდა ბავშვობაში, ჩემს სურათებს, ჩემს მისალოც ბარათებს, ჩემი უსაყვარლესი პაპის ძველ პასპორტს, მის შრომებს, წერილებს, ჩანაწერებს, დღიურებს და ფურცლებზე ასახულ ჩემს ბავშვობას, როდესაც ნახულობ ყველაზე ძვირფასი ადამიანის- დედის ნაქონ საათს, ბლოკნოტს, საყვარელ ჯაკეტს, სადაც ჯერ კიდევ მისი სუნია და იგრძნობა - აი ამ ყველაფრის და კიდევ მრავალი რამის შემდეგ, ვაცხადებ, რომ ჩემზე ასეთი რაღაცეები მოქმედებს და ალბათ მთელი ღამე არ დამეძინება.

მეამაყებოდა, მეამაყება და ვიამაყებ, რომ მყავდა ასეთი კარგი მერი ბებო, თინა ბებო, ჩემი ვახტანგი პაპ, ვიკი ბაბუ და ჩემი უსაყვარლესი დედა!!!

ყველას უყვარს თავისი ბებია-ბაბუები და მშობლები, მაგრამ ეს ადამიანები მართლა განსაკუთრებულები იყვნენ და მათ გახსენებაზე სულ ცრემლი მექნება გულში 27, 37, 47, 57, 67, 77, 87 თუ რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო!