Saturday, 17 November 2007

28 ივლისი, 2007 წელი

სახლიდან გამოვედი 7–ის 15 წუთზე , ქუჩაში არავინააა ჩემი და დოლიძე–ხილიანის ძაღლების სასტავის გარდა , ხო და დოლიზეზე მახსოვს 2 მენაგვეც შევნიშნე : ))) მივაღწიე სპორტის სასახლემდე და უცებ უცებ შევიკრიბეთ და ჰერი –ჰერი ...


აი ეხლა აქ ვიჯდე და მეტი არაფერი მინდა ... სისხამ დილას ანანურში საკუთარ დაბადების დღეს– That's Perfect ! ისეთი სიწყნარე ,სიმშვიდე იყო აი სულ რომ გენატრება ადამიანს ისეთი ."ოსტატი და მარგატიტას " ბოლო გამახსენდა – ადამიანი მთელი ცხოვრება სულ სიმშვიდისკენ მიისწრაფვისო, ის რაც სულ აკლიაო ...
ეს სურათი დილას,9–ის 10 წუთზეა გადაღებული თუ არ ვცდები...
კარგი დღე იყო რა !

ანანურში რომ გული მოვიოხეთ მერე გზა განვაგრძეთ ყაზბეგისკენ . შემდეგ იყო საათნახევარი აღმართზე სიარული,სიცხე ,დაღლილობა,ჩანთებში ადუღებული წყალი,შეძახილები : დამიცადე,დავიღალე, ვეღარ მოვდივარ, ვსო მე აქ ვჯდები,ცოტას დავისვენებ ... და ამის მსგავსები კიდევ უხვად. მაგრამ ზევით სანატრელი გერგეთის სამება მოჩანდა... ამიტომ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც გავრძლებდით გზას . საქართველო რომ ულამაზესია მაგაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი : )






სხვა ჰაერია აშკარად, თან ივლისის ბოლოს თბილისში რა ჰაერია ეს ყველამ იცის ! ღრუბლებზე მაღლა ვიყავით და ყველაფერი სხვანაირად ჩანდა იქ, 1 დღე ვიყავი არადა მეგონა მთელი 1 თვე იქ ვიჯექი ...


მომავალ დაბადების დღესაც სადმე ესე გავატარებ , წყნარად მშვიდად და გრილად რაც მთავარია : ) ამ ცხოვრებაში ხომ მარტო მოგონებები და სურათები გვრჩება ... ფრაზა გამახსენდა : წლებს ნუ ითვლი, მოგონებები დაითვალეო – მე მაინც და მაინც ვერ გავითავისე ეს , ჯერ იმ ასაკში ვარ რომ წლებს მივტირი მაგრამ ალბათ ცოტა კიდევ რომ გავიზრდები მერე ასაკსაც დავიკიდებ...



ესეც გერგეთიდან მომავალნი ...

წვიმა იწყებოდა და გამოვასწარით : ) დარიალის ხეობის ნახვა ვეღარ მოვასწარით,მაგრამ ჩვენი მძღოლი ბატონი რობინზონი შეგვპირდა , რომ მანდაც წაგიყვანთო : )) მერე ისევ ანანურში გვქონდა გაჩერება ხინკლის საჭმელად. საზიზღარი ხინკალი იყო, მაგრამ ისე გვშიოდაააააა ... მერე იქ 1–2 ჩემი მეგობარი ბზიკებმა დაკბინეს, ომიც გამოვუცხადეთ ბზიკებს და საბოლოოდ ჭიქაში აღმოჩდნენ თავზე პილპილ მოყრილები : )))

მარშუტკა დოლიძის დასაწყისში გაჩერდა და გადმოვედი აი ასეთ ვიდზე : მაცვია ჯემპრი(ივლისის ბოლოა !!!) ,თავზე მადევს გვირილების გვირგვინი, ხელში გვირილები მიჭირავს, ხელში დიდი დათვი მიკავია,აქეთ ხელში პარკი და რაღაც–რაღაცეები,ზურგზე რიუგზაკი,გულზე სათვალე,სადღაც ჯიბეში პანამკა მაქვს ჩატენილი და ვყვირივარ ტაქსი, ტაქსი გაააჩერეთ მე სახლში ფეხით ამსვლელი არ ვართქო : )))

ამოვედი და დავჯექი ... კარგა ხანს ვიჯექი, განა არ, უბრალოდ ვერ ვდგებოდი ფეხზე ... მაგრამ კარგი იყო ! ძალიან კარგი : )

5 comments:

Dv0rsky said...

გილოცავ, ჩემს დასაც ამ დღეს აქვს დაბადების დღე :)

Tiko said...

მადლობაა : ) რამდენი წლისაა შენი და ?

Dv0rsky said...

ოცის :)

Tiko said...

ესე იგი აი უკვე მესამე ადამიანიც ვისაც ამ დღეს აქვს დაბ.დღე : )) კარგია : )

tatushka55 said...

Shemdegze mec shemexmiane
Aucileblad shemogiertdebi
Dzaan gemrielad gaqvs agcerili :)