Thursday, 27 December 2007

Thank you,Brad !

Brad Mehldau-ს ვუსმენ ... ერთ კომპოზიციას ვიწერ უკვე 1 საათია და აღარ დაადგა საშველი ... Live in Tokyo ძალიან კარგი ალბომია, არა ნუ ყველაფერი მომწონს ამ კაცის მაგრამ ეს ალბომი რატომღაც განსაკუთრებით. ნეტავ რეებს დაუკრავს 12 მარტს კონსერვატორიაში,ერთი სული მაქვს როდის მოვა მარტი და რა თქმა უნდა წავალ წავალ და დავტკბები ... იმედია არ გადაიფიქრებს თბილისში ჩამოსვლას და ერთ კარგ საღამოს გვაჩუქებს მუსიკის მოყვარულებს. რა კონცერტიიი ... რა მაგარი ...

მუსიკაა არაჩვეულებრივი... უნაკლო , მე ვგრძნობ ამ მუსიკას ... ჩემთან ახლოსააა,მამშვიდებს,კარგ ხასიათზე მაყენებს და განწყობას მიქმნის. რაც მოსმენილი მაქვს ამ ადამიანის და ბევრი რამ მაქვს მოსმენილი ვერ ვიტყვი რომ რამე ცუდია,ან უაზრო რახუნია ... შერწყმულია ყველაფერი,ჰარმონიააა,ჯაზურია, he is genoius ... სულ გინდა რომ repeat -ს დააკლიკო და თავიდან უსმინო, თავიდან იგრძნო ... უსმინო გაუჩერებლად,გაუნძრევლად ... ბოლომდე აუწიო, რამე კარგი დალიო ,მოკალათდე და იყო ესე ... ესე კარგად და გემრიელად,სულ რომ გინდა იყო და რომ ვერ ახერხებ ამას.
That's what I call Music ... Music that makes u feel great,makes u feel happy ...
მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ხასიათი ეხლა კარგი + ცუდია ანუ საბოლოო ჯამში ნეიტრალური ,მაინც კარგად ვარ,ყველაფრის მიუხედავად ...

ცხოვრებას ოპტიმიზმით უნდა შეხედო და ყველაფერი კარგად იქნება. რამე ისე თუ არ არის როგორიც გინდა უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ერთ დღესაც ეს ასე იქნება ... მე სულ ასე ვაკეთებ და ეს დადებითად მოქმედებს.

Brad Mehldau თავის სტიქიაშია .. მეც ბეჭვდის სტიქიაში ვარ მისი მუსიკის ფონზე .. აი კიდევ ერთი კარგი კომპოზიცია, რომელიც სოულსიკმა ამ წამს გადმომიწერა ძლივს და უკვე ჟღერს ჩემს კომპში...

Thank you,Brad !

'Cos ur music is what I need now !

5 comments:

Khatia Caroline said...

დიდი მადლობა, მუსიკოს არ ვიცნობდი, მოვუსმინე და ძაან მომეწონა! და მოკლე აფიშას, ზუსტად თუ იცი, როდის ჩამოდის და სად ... იქნებ სემოგვერთებოდი და მიამბე ბლოგზე დაგედო?

ხატია :)

Khatia Caroline said...

რაღაც უცაური ქართულია... მაინც ვტოვებ, იმედია გამიგე რისი თქმაც მინდოდა :)

Tiko said...

12 მარტს ჩამოდის კონსერვატორიაში : ) კარგი,დავდებ იქაც : )

Khatia Caroline said...

შენი მეილი არ მჭირდება? ავტორობის უფლება რომ მოგცე?

Tiko said...
This comment has been removed by the author.