Sunday, 13 January 2008

თინაობა 2008

მიყვარს ისეთი დღეები როგორიც გუშინ იყო. რატომ ? იმიტომ,რომ იყო თინათინობა(თინაობა),იყვნენ აქ ის ადამიანები,რომლებსაც მე მეგობრებს ვუწოდებ : ) ესე კარგად,გემრიელად და ჯიგრულად კარგა ხანია არ მოგვილხენია. რადგანაც დაბადების დღე გაგანია ზაფხულში მაქვს და არც მე ვარ ხოლმე აქ და არც ჩემი მეგობრები წელიწადის მაგ დროს,ამიტომ ეს 12 იანვარი ხალხის დასაპატიჟებლად საუკეთესო თარიღია.

რასაც ჰქვია had a great time და რაც მთავარია ყველა კმაყოფილი დარჩა : )

თურმე რამდენ ხალხს ვახსოვარ და ვუყვარვარ : )

ვიცინეთ,ვიმხიარულეთ,გავიხსენეთ ძველი დრო,კარგი დრო... ზოგი დათვრა ,ზოგი არ დათვრა,ყველა კარგ ხასიათზე იყო... ბევრი და კარგი საჩუქრებიც მომიტანეს,ისინი რაც მინდოდა ... ბევრი კარგი და თბილი სიტყვა მითხრეს,გულს რომ უხარია ისეთი,საერთოდ ესეთი დღეები ბევრი უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში,ასე რომ გიხალისებს ცხოვრებას და სხვა ხიბლს აძლევს. ეს ისეთი მაგარია როდესაც ყველა შენი საუკეთესო მეგობარი გვერდით გყავს და შეგიძლია ყველას ერთად ჩაეხუტო და უთხრა თუ როგორ გიყვარს , მართლა ძალიან მაგარია !


ნანომ და ეკამ ძლივს გაიცნეს ერთმანეთი : )) ამ დღესაც მოვესწარი : )) ამ ყველაფრიდან ნანო უფრო კმაყოფილი დარჩა,ზოგზოგიერთზე საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია მიიღო : ))) თბილისი ხომ ესეთი პატარააა და ყველა ყველას იცნობს ...

უიი ეს შენი ახლობელია ?

შენი მეგობარია ?

ვაააჰჰჰჰ,საიდან იცნობ ?
..........................................................................................

თეაც მოვიდა,სიცხიანი მაგრამ მაინც...
მერე ზოგი წავიდა,ზოგი მოვიდა... მერე ყველა წავიდა ... ისევ მოვლენ... აბა სად წავლენ : ) სანამ დავდივართ 2 ფეხზე მანამდე სულ ესე ვივლით ერთმანეთთან,მაგას რა ჯობია. დღეს მიმესიჯებდნენ აუ რა კარგი დრო გავატარეთო,რა კარგი იყო–ო,რა კარგი სამეგობრო წრე გყავსო მარიმ,მართლაც რომ ასეა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ძალიან მაგარი მეგობრები მყავს და ბევრმა ინატროს ესეთები : )



5 comments:

lei said...

genacvale:) namdvilad dzalian kargi dge iyo... tbili , ketili da xalisiani, sasiamovno xalxi gavicani da es ukve didi ramea, dadebiti muxti gamyva mteli sgamo ki arada mteli game (mogexseneba chemi sastiki da daundobeli samushao grafiki:)) dzaan dzaan kargi iyo yvelaperi ase rom chemo tikuniaaa madlob rom arsebob, madlob rom vmegobrobt:)) madloba dedas rom saxeli tinatini gibodza:)))da ra tqma unda madloba sruliad saqartvelos rom arsebobs aseti dge:)))

p.s. da kidev dzalian magari is iyo rom aravin laparakobda politikaze... gamiscorda :)))

Tiko said...

ეს პოლიტიკა ისედაც ყელში გვაქვს ყველას და კიდევ ეხლა ეგ ნამეტანი იქნებოდა : )))

ჩვენს ჯგუფში ისეთი სახელებია,რომ მგონი მაგ სახელების სახელობის დღეები არც არის : ))) ნანულობა ნეტა არის ? ან ლეილობა ან ხათუნაობა ან ინაობა ,ერთი თამარობა და თინათინობაღა დაგვრჩა აღსაღნიშნი : ))))

Anonymous said...

genacvale tiku, umagresi iyo martla, kargi xania mase ar mimxiarulia da micinia, umagresi dro vataret, dzaaan magari gogoebi arian suyvela. eka da tea rom iyvnen ragac dzveli droc gamaxsenda. gkocni bevrs, bevrs. love u and kiss u.

Nano said...

CemTvis es saRamo yvelaze produktiuli iyo! :D

Anonymous said...

ჩემო საყვარლებო ზალიან კარგია როცა რაგაც გიხარიათ, მაგრამ რომ გაარკვიოთ და ისე აგნიშნოთ ხოლმე .თინათინობა არის 24 დეკემბერს და არა იანვარში