Tuesday 5 February 2008

...

ტაკსსს ...

შემოვედი სახლსა შინა,ისეთი სადღეგრძელოები გამოვაცხვე გამიკვირდა... საყვარელი გოგოები არიან ჩემს გვერდით მეზობლად,შემთხვევით გავიგე რომ ნინოს დაბადების დღე იყო,სივი უნდა დამეწერა მაგისთვის და ფურცელზე დაწერილი თარიღების სია შემომიტანა და დაბადების თარიღს რომ დავხედე მეთქი ვაააჰჰჰჰ ქალო 30 წლის უჟე–თქო და როგორც 30 წლის ადამიანს ეკადრება ისეთები ვუსურვე : )))

13-14 წლის რომ ვიყავი და ვინმეზე მეტყოდნენ 22ის არისო,გავიფიქრებდი ვაიიიჰ რა დიდია,ეხლა რომ ვიგებ,რომ ვინმე 30–32ისაა ისევ ისეთივე რეაქცია მაქვს .. არადა 22 ის ვარ და ისე მალე გავიდა ეს წლები რომ ვერც კი მივხვდი რა ხდება და რატომ ესე სწრაფად,ცოტა ნელა არ შეიძლებოდაა ??? არა მიხვედრით კი მივხვდი რა ხდება,მაგრამ მაინც რაღაც სწრაფად გადის დრო ... და მეც მალე ისე გავხდები 30ის როგორც ეს ჩემი მეზობელი გახდა,თითონაც რომ არ სჯერა ისე ...


ეხლა ვარ საკაიფო ხასიათზე,ვუსმენ საკაიფო ალბომს,კარგად ვარ მოკალათებული ... ვჭამ სტაფილოს და ჭკუაზე არ ვარ : )))

მივყვები ცხოვრების დინებას...უნდა მიყვე კიდევაც,ისე არ გამოვა...სხვა გზა არააა !

ოხ,ისეთი მაგარია Stanley Turrentine ...

მაგრად მამშვიდებს და ეხლა ლამისაა ჩამომეძინოს ...

It's so sweet ...

No comments: