Thursday 21 February 2008

ისევ La Vie

გუშინ 1 ფოტო გამახსენდა...
ამ ფოტოზე იყო 1 გრძელი თოკი,მეტი არაფერი უბრალოდ 1 დაგრეხილი თოკი და სათაურად ეწერა Life Line ...მეც ცხოვრებასთან გავაიგივე მომენტალურად.რატომ უნდა გააიგივო ვითომ 1 საწყალი თოკი ამხელა , მაგრამ ამავე დროს ძააან მოკლე ცხოვრებასთან არ ვიცი ... ამ თოკს ბევრი განშტოება ჰქონდა და ბევრად იყო გადახლართული...

ცხოვრებაც ხომ ესეთია : ბევრი განშტოებებით,ათასგზის გადახლართული,ჩახვეული,კვანძებით... საინტერესო ცხოვრება ექნებოდა მას,არა მოსაწყენი და არაერთფეროვანი. ეს ისედაც წამიერი ყოფა მაქსმიმალურად საინტერესო უნდა გახადოს ადამიანმა,აბა რა აზრი აქვს ისე ? აააქვს აზრი ? არა მგონია ... შეიძლება თავიდან დაისვენო ყველაფრისგან ,მაგრამ მერე მოგბეზრდება,ისევ ჩახლართული თოკი გირჩევნია –რამეზე საფიქრი რომ გქონდეს, ვიდრე მთელი შენი ცხოვრება არაფერზე ფიქრში გაატარო...

ეგ ისეთია რა აი ყველა რომ წუწუნებს დავიღალე,აღარ მინდა სამსახური,სახლში მინდაო და დაჯდებიან არა 2 დღის მერე ისევ სამსახურში რომ უნდათ.

საინტერესო ქმნილებააა ეს ადამიანი ...

No comments: