Tuesday 10 June 2008

I love my Blog :)

ძალიან მიყვარს ეს ბლოგი... ახლა გადავიკითხე და თურმე რამდენი ემოცია ჩამიდია ამ ყველაფერში, ჰმ საინტერესოა ... საინტერესოა რა შეგრძნება მექნება ამ ყველაფერს კარგა ხნის მერე რომ წავიკითხავ. არ ვიცი, არა როგორ არ ვიცი, დადებითი უეჭველი :) ამ ყველაფერს ხო უპირველესად ჩემთვის ვწერ, დღიურისავით.

ისე დღიურებს როგორც წესი მალავენ ხოლმე და ამ ბლოგის საშუალებით ხალხმა ყველაფერი გამოფინა : ))) ისე ძააან საინტერესოა მართლა. ლექტორი მეუბნებოდა დღეს ჩემს სამაგისტრო თემაზე რომ ვბაასობდით (ბაასი :D ) რომ ყველაფერი ინტერნეტში რომ გადავიდაო, ადამიანების ურთიერთობები, მე პირადად მადლობელი ვარ იგივე ამ სკაიპის იმიტომ,რომ ბევრ ადამიანთან , რომელთანაც დღეს შეხება აღარ მაქვს, აქ ვკონტაქტობთ და ერთმანეთს არ ვკარგავთ, დაჟე უფრო კარგი მეგობრები გავხდით.

ვინ იცის უკვე მერამდენედ ვუსმენ ერთ აკვიატებულ სიმღერას – "Alone again" by Gilbert O'Sullivan : ) აგერ ტელევიზორშიც ჩვენი ყოფილი დეკანი გაიჩითა– თემურ კობახიძე, გამოუსწორებელი ბაბნიკი/ მექალთანე, ყველას რომ ერთ ადგილას უყურებდა ხოლმე, გოგოს არ მაზავდა რა : )))) ეს აქ რა მოსატანი იყო მაგრამ მაინც .

ისე, ასეა თუ ისე, ინტერნეტი კარგია. 21–ე საუკუნეა და თუ გინდა რო ქვის ხანაში არ დარჩე დროს უნდა აუბა მხარი და ვინმე რო გკითხავს Fლეშკა რა არისო პირი არ დააღო (ჩემმა მეზობელმა დააღო 2 დღის წინ ) და კიდევ ათასი რამ ... ელემენტარნო რა ყველაფერი : )))) ამ ბოლოს ამოვიჩემე ფრაზა Alles Klar – ყველაფერზე ამას გავიძახი, გერმანულის ნოსტალგია კიდევ ერთი ... სიამოვნებით დავაბრუნებდი გოეთეში გატარებულ წლებს, ჩემს საყვარელ მაგიდას, ჩემს სკამს და ჩემს მეგობრებს. აუუუუუფფფ როგორ მომინდა ეხლა კაპუჩინო– აი ზუსტად ის, გოეთეს კაფეში რომ აქვთ... კარგი დრო იყო რა. ამაში ყველა ის ადამიანი დამეთანხმება ვინც ჩემს მაგიდაზე იჯდა ( და ვინც არ იჯდა და ჩემს ჯგუფში იყო ისინიც) და დღემდე ბევრი გვაქვს გასახსენებელი როდესაც ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე :)

Wild is the wind ..............................................

5 comments:

levani said...

namdvilad :]

Tiko said...

ნამდვილად :)

Kate said...

აი ხომ პირველად ვარ ამ შენს ლამაზ და საოცრად თბილი ფერით გაჟღენთილ ბლოგში...
კიარადა ხო...
და ვაცნობიერებ, რომ ძალიან მიყვარს აქაურობა უკვე...
ჩემებურად წერ და ამიტომაც ადვილად გავიგე შენი ნაწერი...
გოეთე ისეთი რაღაცაა, ერთი დღე რომ არ მიხვიდე, ეგრევე გული გწყდება...
ზუსტად პარასკევს დავლიე მანდ ყავა...
მანდ ვსწავლობ...
ხოდა წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ ჩემს ბლოგში დაგამატო???

p.s. Word Verification რად გინდა???

Tiko said...

არა წინააღმდეგი კი არა პირიქით მიხარია :) მეც მიგამატებ ეხლა :)

არადა თავიდან ვერ ვიტანდი გერმანულს ,მაგრამ მანდ რაც სიარული დავიწყე იმის მერე ვგიჟდები ენაზეცდა ქვეყანაზეც :)

მართალი ხარ, Word Verification უნდა გამოვრთო როგორმე :)

Vielen dank :)

Kate said...

ეჰ...
თავიდან ყველა გრეა ხოლმე...
მაგრამ მეც ახლა ენაზეც ხომ ვგიჟდები და ქვეყანაზეც..
მართლა რაღაც საინტერესო ქვეყანაა, საოცარი კულტურის...
ძალიან მინდა მანდ წასვლა...

არაფრის, მადლობა შენ...