Saturday 5 July 2008

Those days are gone ...

მოვრჩი, მოვრჩიიი : )

არ მჯერა, რომ მეტი გამოცდა აღარ მექნება, რომ შემიძლია ეხლა მშვიდად დავისვენო ...

ხვალ ექსკურსიაზე მივდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად : შიომღვიმე, ჯვარი, მცხეთა

მთავარია ერთად კარგა გავატაროთ დრო, თორემ ადგილს ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, არა, აქვს მაგრამ ნუ ძაააააალიან დიდი არა. "ა" ჯგუფი თითქმის სრული შემადგენლობით იქნება, ძველ დროს მახსენდება სულ– აი თუნდაც იმ დღეს, 2 დღის წინ, კანაპეში შევიკრიბეთ ყველა და სტუდენტობის ეპიზოდები გამახსენდა : ნინო სულ რომ ბუზღუნებს,სულ რომ უკმაყოფილოა,მაიკო კიდევ სულ ნინოს რომ "ეჩხუბება", ბაღის მერე ვერ მოგიშორეო,სულ თან დამყვებიო ... სულ სიცილი და ხითხითი, აი ისევ ისეთები რომ არიან როგორიც ადრე იყვნენ , სტუდენტობისას ...

მივხვდი, რომ ძველ ჯგუფელებთან და კურსელებთან სულ სხვანაირი ურთიერთობა მაქვს და სულ სხვანაირი ვარ მაგათთან, უშუალო, აი ისეთი, როგორიც ვარ და ამ მაგისტრატურის ჯგუფის ამბავში ხანდახან მაინც გიწევს, რომ დაძაბული იყო ... აი ცოტა ისე რა, რაღაცნაირად. თუმცა, მანდაც არიან კარგი ადამიანები.

ახლა ვფიქრობ თუ რა მომცა ამ წელიწადნახევარმა : უპირველესად ის, რომ ადამიანების ურთიერთობებზე გავიგე უფრო მეტი რამ ვიდრე ვიცოდი, უფრო ადვილად ვცნობ ადამიანებს, უფრო ადვილად ვხვდები ვინ როგორია, ფსიქოლოგია უმეტესად ადამიანებთან ურთიერთობაში გეხმარება ადამიანს და ამაში უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი. მართლა ძალიან საინტერესოა ... მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი,მაინც კმაყოფილი ვარ ... ამ დროის მანძილზე იმდენი ჯურის ადამიანს შევხვდი, რომ მივხვდი, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი ქლიავობაა და მასში ბევრი და სხვადასხვა ჯიშის ქლიავები ცხოვრობენ, ზოგი დამპალია და ჭირიანი, ზოგი საღი და გემრიელი, ზოგიც წვნიანი და ზოგიც კიდევ მკვახე. მთავარი ისააა, რომ ამდენი ჯიშის ქლიავი ერთმანეთისგან გაარჩიო და ის შეჭაამო, რომელიც არ გავნებს და არ მოგწამლავს : ) ერთი შეხედვით უნდა ხვდებოდე თითქოსდა ლამაზი შეხედულების ქლიავში რა იმალება, იმასაც მივხვდი, რომ ასეთ თითქოსდა და კარგი შეხედულების ქლიავში რა სიდამპლე შეიძლება იყოს შიგნით, აი რომ ვერ ხედავ და სანამ იქამდე არ დახვალ რომ ვერ მიხვდები ...

Life goes on ქლიავებთან ერთად, ეს გვინდა თუ არა... რა იცი იქნებ ამ ქლიავების ჭამაში ერთი კარგი გარგარი მაინც ვიპოვოთ : ))) აი ესეთი საოცარია ეს ცხოვრება : )

და თუ ნახავთ გარგარს, მაშინ თქვენ ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხართ დაბადებული და ავრორას თქვენთვის უსვრია : )))

But memories fade ...

7 comments:

Anonymous said...

გილოცავ, გილოცავ, გილოცავ!!!

კარგად გაერთე ))

Tiko said...

მადლობა დოდკა : )

ეხლა ჩამოვედი და ძააააან კმაყოფილი ვარ : )

მარიამ ბლანკი¹³ said...

sviT blogia :)

Tiko said...

დიდი მადლობა :)

sabaha said...

ე.ი. მეც ა ჯგუფელი ვარ
ნუ სხვა სპეციალობა და კურსი რა თქმა უნდა , მაგრამ მაინც ა ჯგუფი
ხოდა ბევრი რამის დაწერა მინდოდა და უცებ დამავიწყდა, თუ გამახსენდა დავწერ, მომეწონა შენი თეორია ქლიავებზე, გეთანხმები :)))
ისე ჩაგამატე არც მიკითხავს, იმედია პრობლემა არაა, ხშირად მინდა გიკითხო

Tiko said...

ხოო, ქლიავების თემა აქტუალურია დღეს : ))) მეც ჩაგამატებ :)

მადლობთ :)

Anonymous said...

Gargariiiii
Mikvars da mominda exla ro cavikitxe
Me mkavs chemi gargari, magram qliavebic bevri mkavs irgvliv ::)