Monday 8 December 2008

Silence Please...

ისევ და ისევ სიყვარული უნდა ავუხსნა ჩემს ბლოგს :)

მართლა მიყვარს ეს ადგილი, ჩემია და იმიტომ. ყველაფერი ჩემია, აზრებიც, ემოციებიც და ფიქრებიც ... რამდენი რამეა აღწერილი, ზოგი კარგად, ზოგი ცუდად. ასეა თუ ისე, ბლოგი თავის მოვალეობას კარგად ასრულებს და იმედია მომავალშიც ასე იქნება.

წელიწადზე მეტი დრო გავიდა რაც გავხსენი ეს ბლოგი... ახლა რომ ვუკვირდები, ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს. კარგ ხასიათზე ყოფნასაც და ცუდზეც, ნეიტრალურზეც. ზოგ რაღაცაზე მერე გეცინება, გარკვეული დრო რომ გავა, ახლა ვზივარ და იმას ვხვდები, რომ რაც ახლა თავში მაქვს იმაზე გამეცინება მინიმუმ ნახევარი წლის მერე.

არაფერი ვიცი.

ბევრი რამის მიმართ ინტერესიც დავკარგე.

თავს აღარ ვიწუხებ ასევე ბევრ რამეზე ფიქრით, ყველა თავის თავს მიხედავს როგორმე, ჩემს გარეშეც. გულთან ახლოს აღარ მივიტან იმ სისულეებს, რაზეც იგივე 2 წლის წინ მაწუხებდა. ამ ცხოვრებაში ისედაც ბევრი საფიქრალია ...

ხანდახან სურვილი მიჩნდება, რომ ერთი 3 თვე დავიძინო. რა დებილური აზრია ისე, მაგრამ ფაქტია, რომ ხანდახან თავში მომდის ხოლმე.

No comments: