Sunday 31 May 2009

პარიზული დღიურები ნაწილი I

თბილისის აეროპორტში მივედით ნანო, მე, დედაჩემი,ლია დეიდა და კობა. რეგისტრაცია, რამე-რუმე, ნატოც მოვიდა ამასობაში და ჩავაბარეთ ბარგი. ამ უკანასკნელის ჩაბარების შემდეგ ხელი დავუქნიეთ ჩვენი ოჯახის წევრებს და სხვა ათასი კონტროლის, გახდის/ჩაცმის და მცირეოდენი ლოდინის შემდეგ ჩავჯექით თვითმფრინავში. მე ფანჯარასთან დავჯექი, გვერდით ნანო და ნანოს გვერდით ნატო. და აი ასე, გაღიმებული სახეებით ვიჯექით აირზენას ჯაბახანა თვითმფრინავში 4 საათი და 30 წუთი. პერიოდულად ერთმანეთს ვეუბნებოდით,გოგოებო გჯერათ სად მივდივართ???? ჩემი პასუხი: სანამ ეიფელს არ დავინახავ მანამდე ვერ გავაცნობიერებ სად ვართ-თქო.
ბოლო 15 წუთი რომ იყო დარჩენილი( თუ 20) გვახარეს, რომ ჩვენი საყვარელი ბოინგი სულ რაღაც 15(20) წუთში დაეშვებოდა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში. ხოოდა, ეს რომ მოვისმინე, ფანჯარაში გავყავი თავი და შორს ეიფელი დავლანდე. დავიწყეთ ყვირილი გიჟებივით, თავიდან ვითომ მომერიდა რა სულელივით ვყივირივართქო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამ ქალაქში გიჟობა მოსული ”პონტია”. რის ვაი-ვაგლახით მივედით სასტუმროში, ვაი-ვაგლახით იმიტომ ვთქვი, რომ Roissy Bus, რომელიც Opera Garnier-სთან მოდის CDG-დან არ ვიცოდით ზუტად რომელ გასასვლელთან ჩერდებოდა.
მოკლედ მოვაგენით სასტუმროს :)
ძალიან საყვარელი სასტუმროა ჩვენი Peletier Opera Hotel :) კარი შევაღეთ თუ არა reception-ში Jalil დაგვხვდა, ვერ გავიგეთ ცისფერია თუ რა ჯიშია, მაგრამ ძალიან საყვარელი და მეგობრული გაღსონია :)

რა დავწერო აღარ ვიცი, ეს ქალაქი კი არა ზექალაქია, სუპერ ქალაქი!!! სულ სხვა ცხოვრების რიტმია, ჩვენგან განსხვავებული. ხალხი ყველა ჯიშის და ჯილაგისაა, თეთრკანიანი, ზანგი, მულატი, ლურჯკანიანი, მოკლედ...

ავტობუსიდან რაც პირველად დავინახეთ Moulin Rouge იყო, nothins special, სურათზე რარაც სხვანაირი იყო (დღე რომ იყო მაგიტომ), უბრალოდ მულენ რუჟი რომ აწერია, მაგიტომაა ხალხი მიშტერებული.

ოპერა ულამაზესი შენობაა :) ლამაზი კი არა ულამაზესი, გადავირიე რომ დავინახე, სურათიდან უფრო პატარა მეგონა, არადა გრანდიოზული შენობაა. 30-ში "Raymonda"-ზე მივდივართ და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ შიგნიდან, ნუ დარწმუნებული ვარ, რომ ულამაზესია შიგნიდანაც :)

Galeries Lafayette ჩვენი სასტუმროს გვერდითაა, უდიდესი შოპინგ ცენტრი, ყველაფერია შიგნით რაც მოგესურვება, ყველა ცნობილი ბრენდი. ოდნავ იქითაა Au Primtemps, ეგეც ლაფაიეტის ნაირია :)

ამასობაში მოგვშივდა და ვჭამეთ სენდვიჩი. მე ეგეთი გემრიელი სენდვიჩი ცხოვრებაში არ მიჭამია, თუ რო მშიოდა იმიტომ არ ვიცი. ჯერ ხო ფრანგულ პურზე გემრიელი არაფერია, მსოფლიომ შერაცხა ბოლო ბოლო სუპერ პურად და მე ვინ ვარ, რომ არ ვაღიარო ეს ფაქტი :)))) უგემრიელესი jambon et fromage და პიკულები, ესეც უგემრიელესი, ოდნავ მაიონეზი და ეს მთელი სიამოვნება სულ რაღაც 3 ევრო ღირს :)

Open Tour ავიღეთ. მაგარი რამეა, მთელ ქალაქს მოგატარებს 3 საათში, ყველა ღირსშესანიშნაობასთან ჩერდება, თან ყურში audioguide არის და ყველა მონუმენტზე გიყვება რა ენაზეც გინდა. ამ ტურის მერე შოკში ჩავვარდით სამივე, ყველაფერი ვნახეთ, გადარევას ვიყავით მართლა. ლუვრის პირამიდა რომ დავინახე დამაჟრიალა, შენობაზე ხო არარ ვლაპარაკობ. C'est Super!!! იქვე ტუილერის ბაღები, შორს ეიფელი მოცანს... ნუ, რა ვიცი... მერე სენასთან ჩავიდა და ნოტრდამის წინ გაჩერდა. აი აქ კი არ დამაჟრიალა, დამაზრიალა და გულმა ფეთქვა დაიწყო, პულსაცია 1000000000 მქონდა მგონი, უდიდესი და ულამაზესი... ალექსანდრე მე-3ის ხიდი...კონკორდი და ეიფელი.ეიფელის დანახვაზე რა შეგრძნება მქონდა ვერ აღვწერ, სურათით სულ სხვააა და ისე ვაბშე სხვანაირი. გამოვშტერდი ამხელა რაღაც რომ დავინახე უცებ, ტროკადეროდან, არაჩვეულებრივი რამეა, გიგანტური, სული რომ შეგეხუთება. რა ვიცი, გიჟივით დავდიოდი ეიფელის ქვეშ კაი 2 საათი, ხამებივით და მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. ვალ დილას კიდევ მივდვართ რომ ავიდეთ, თორემ ძალიან დიდი რიგებია. პირველ დღეს ლუვრშიც ვიყავით, მონა ლიზაზე დავიშოკე, რაღაცნაირი ღიმილი აქვს, თითქოს ირონიული, რაღაცნაირი, მოკლედ უნდა ადგე, წახვიდე და ნახო რა :))))))


პარიზი
28 დეკემბერი, 2008 წელი.

2 comments:

Kate said...

მიხარია...
მართლა ძალიან მიხარია, რომ ასეთი ბედნიერი ხარ.


მე არ მიყვარს საფრანგეთი და პარიზი.
კიარადა ვერ ვიტან. მაგრამ ალბათ რომ წავალ, მაშინ შემიყვარდეს, ისე აღწერე აქ.

Tiko said...

შეიძლება :)
მე აქედანვე მაგ ქვეყანაზე შეყვარებული წავედი :)