Thursday 18 June 2009

ძველი, კარგი დრო :)

ახლა ძველ სურათებს ვათვალიერებდი და უცებ ვიპოვე მწვანე კონცხზე გადაღებული ფოტო, 4 წლის წინანდელი :)

და გამეღიმა :)
იცით რატომ?
იმიტომ,რომ რაც დრო გადის უფრო აფასებ წარსულში გადამხდარ ისტორიებს, რომლებიც აღარ განმეორდება, როგორი კარგი დრო იყო... როგორი სხვანაირები ვიყავით, უფრო ბავშვურები... კი, ბავშვურები, ცხოვრებას ცოტა სხვანაირად ვუყურებდით და მაგიტომ.

მართლა გულით მინდა, რომ აი ერთხელ სამივე ( ნანო, მე და ინა) ავდგეთ და წავიდეთ, მოვიაროთ ბათუმი, მწვანე კონცხი და მახინჯაურში იმ ადგილას დავჯდეთ სანაპიროზე, სადაც 4 წლის წინ ვიჯექით, ვიცინოთ, ვიგიჟოთ, ვიმხიარულოთ, ჩამძვრეს ”კუპალნიკი”, ვჭამოთ ნაყინი ბათუმში და ზუსტად ისე დავიჯღანო, როგორც 4 წლის წინანდელ ფოტოზეა ასახული და კიდევ ბევრი სხვა რამ :)

მაგრამ ვიცი, რომ ისევ ისე აღარასდროს იქნება... იმიტომ,რომ ჩვენ ისეთი ბავშვურები აღარ ვართ, რომ ზუსტად ისეთივე მარშრუტის გამეორება ვერ მოხერხდება, ვერ შევჭამთ იმ ბარში ხბოს ენის სალათს, იმიტომ ,რომ ის ბარი მგონი საერთოდ აღარ არსებობს.

მიუხედავად ამისა, არსებობს წარსული და კარგი მოგონება :) მოგონება ამ დღის, რომელიც ყოველთვის იქნება ასოცირებული ჩემთან როგორც Old, sweet memory, that will last forever :)

No comments: