Saturday 4 July 2009

...

აი ივლისიც მოვიდა.
ვგრძნობ, რომ ეს ზაფხული ძალიან მალე გავა და მერე ისევ საშინელი სიცივეები, ყინვები,კაშნეები, ქუდები და ხელთათმანები... ცხელი ჩაი დღეში 10 ჯერ, თბილი ტანსაცმელი, ჩექმები, როლინგები, გაყინული ხელები(ხელთათმანები ხანდახან რომ არ გშველის), მოყინული თვალები, ყველაფერი რომ გეზარება, მზე რომ გენატრება... გაუთავებელი წვიმები, თოვლი და მოყინული გზები, ფიქრები იმაზე თუ როგორ გათბე, ფეხი როგორ არ აგისრიალდეს და არ დავარდე...

და ეს სიტუაცია და ფიქრები გრძელდება ძალიან დიდი ხანი, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ხანია სითბო და სიცხე მითუმეტეს.

ძალიან საოცარი ქმნილებები ვართ ადამიანები, ზამთარში ყოველთვის ზაფხული გვენატრება და საკმარისია ოდნავ დათბეს/დაცხეს, მაშინვე იწყება გაუთავებელი წუწუნი, თუ როგორ ცხელა, თუ რაოდენ საშინელია სიცხე, რომ სიცივე ურჩევნიათ...თანაც, აქცენტი ძირითადად ზაფხულსა და ზამთარზეა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შემოდგომა და გაზაფხული თითქმის არ არის, არ ფიქსირდება :))) და ეს ცუდია.

ხოდა ის მინდოდა მეთქვა, რომ ამდენ წუწუნს ჯობია ჩუმად ვიყოთ და შევიგრძნოთ ზაფხული, სითბო, სიცხე, პაპანაქება, მზის სხივები, ბედნიერი სახეები (ზამთისგან განსხვავებით), ფერები, სიჭრელე, სილამაზე, სიმწვანე...

ეს ხომ ასეთი მაგარია :)

2 comments:

Kate said...

კი ნამდვილად.
და ზოგადად წელიწადის ნებისმიერი დრო საყვარელია ჩემთვის.
თავისი ცუდებითა და კარგებით.

Tiko said...

ხოოო, მეც მაგას ვამბობ, რომ ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს :)