Monday 17 August 2009

ბეთანია

ზაფხული...

მიყვარს ზაფხული იმიტომ,რომ ცხელ-ცხელ ივლისში ვარ დაბადებული, ჰეჰ :))
წელს ზაფხულმა არ გაამართლა, ამინდებს ვგულისხმობ, თორემ ისე კარგი იყო :)
ესე იგი ბეთანია...
წვიმები, ტბილი ტანსაცმელი, თბილი კი არა, ძალიან თბილი...
გაყინული ხელები, ძლივს რომ ითბობ
ცხელი ჩაი
შალის ადიალები, ცხვირზეც რომ გაფარია, თავზეც და სულ საბნის ქვეშ რომ ხარ
11 აგვისტოს მანქანაში ჩართული ფეჩი, 11 აგვისტოს!!! ვიცინოდით,მაგრამ რომ დაუფიქრდე სულაც არ არის სასაცილო...
მაგრამ ამის მიუხედავად სუფთა ჰაერი, აი წმინდა და რომ სუნთქავ და რომ გიხარია ისეთი...
სიმწვანე, რაც ასე ძალიან მაკლდა და მინდოდა გარშემო რომ ყოფილიყო :)
ბეეეევრი ბალახი და ტყე
ცვრიანი ბალახი <3
Cibelle "Green Grass" მახსენდებოდა და ვუსმენდი.
მთები და ცისფერი ცა,ღუბლებითურთ, მაგრამ მაინც ლამაზი
შეგრძნება-თბილად რომ გაცვია და მზე რომ გათბობს <3
ნისლი... ნისლი ფიქრია მთებისა იმათ კაცობის გვირგვინიო ...

საყვარელი მეგობრები
კარგი მუსიკა და წიგნი...
ბევრი, ბეეეეეევრი ძილი
ტკბილად ძილი :)
ბევრი სიცილი, განსაკუთრებით ღამე, ჩემი და ქეთოს ერთმანეთის გვერდით დაძინება არ შეიძლება, სულ სიცილით ვკვდებით ხოლმე და ათას სისულელეზე ვღადაობთ :)))
მარიკუნა (ქეთოს შვილი) რომ გვაწყნარებს ხოლმე კარგით რა გჭირთო, ეგაა ყველაზე მაგარი :)))))
ეზოში სირბილი და ყოვლად გიჟური სურათების გადაღება, არანაირ სტანდარტებში რომ არ ჯდება :))) ...
და დასვენება, რაც მართლა მაგრად მაკლდა ...
და ახლა ისევ თბილისი...
და ბლა ბლა ბლა
...

2 comments:

CinnamonGirl said...

რა უცნეურია, თბილისი და ბლა ბლა ბლა...
არადა ზუსტად ვიცი რასაც ამბობ, უბრალოდ სასაცილოა, რომ ზოგჯერ ის ცუდიც კი გენატრება ადამიანს...
და ბეთანია ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა, უძოდან ჩანდა ხოლმე და მომწონდა ძალიან...
და საერთოდ...
ხანდახან საჭიროა, რომ ზაფხულში გციოდეს, ხალხში მარტო იყო და მოწყენილობაში იღიმოდე ;)

Tiko said...

ხოო უძოდან ჩანს ... :)
ეგენი ყველაფერი საჭიროა, გეთანხმები :)აუცილებელიც კი :)