Thursday 29 October 2009

წარსულში ცოტა ხნით

დღეს ზუსტად ისე ვიჯექი თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ და ისე ვაქანავებდი ფეხებს, როგორც 4-5 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ვტკბებოდი სტუდენტობის ბედნიერი წლებით ...

აი ასე მალე გარბის წლები ხალხნო და ჯამააათნო ... :)))

და დღეს რუსო ”ღადაობდა” ისევ აქ დავბრუნდითო, გარკვეულწილადო... უნივერსიტეტში, რომელიც ასე ძალიან არ მიყვარდა თავის დროზე და ასე ძალიან რომ მენატრება ხოლმე ახლა. უნივერსიტეტი კი არა, არამედ ის დრო ...და არ მჯერა, მართლა არ მჯერა, რომ ეს 4 წლის წინ იყო.

მერე დათო და ლაშა შეგვხვდნენ და წავედით ამ მასალების გადასაქსეროქსებლად პირველი კორპუსის მიწისქვეშა გადასასვლელში, რაც მე მანდ მიქსეროქსებია .. ვინ მოსთვლის... და აი ასე დავდიოდით წიგნებით, ქსეროქსებითა და ბლოკნოტებით ხელში და თან ყველა რაღაცას ვიხსენებდით...


და მე მაგისტრის დიპლომი ჯერაც არ ამიღია ... იბეჭდებაო...

2 comments:

CinnamonGirl said...

მეც არ ამიღია მაგისტრის დიპლომი... ოღონდაც დაბეჭდილია ჩემი :P

Tiko said...

ჩემი ჯერ კიდევაც არ დაუბეჭდავთ, დავრჩი მგონი ასე :)))))))))))