Saturday, 7 November 2009

შაბათი :)

როგორ მინდა ხოლმე ხანდახან რომ რამე დავწერო,მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. როცა დრო მაქვს ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და ზოგჯერ კიდევ ისეთ დროს მომინდება წერა, როდესაც არც რვეული, არც კალამი და არც მსგავსი არაფერი არ გამაჩნია, კომპიუტერზე აღარ ვლაპარაკობ.

ეს კვირა სამსახურში სრული ქაოსი იყო, რუსო და ანი არ იყვნენ და ამიტომ მე ვუმკლავდებოდი ბევრ ხალხს, ტელეფონებსაც და რას აღარ, მოკლედ. მაგრამ მივეჩვიე ასეთ განრიგს და ავუღე ალღო, როგორც იტყვიან ხოლმე.

დღეს 7 ნოემბერია, შაბათი დღე. მოღრუბლულია, ალბათ მერე გაწვიმდება. ცოტა ქარიც უბერავს. ისეთი ამინდია, როგორც ნოემბერს შეეფერება.

ვიყავი მედესკი,მარტინ ენდ ვუდზე და მგონი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ძალიან მომეწონა და უაღრესად კმაყოფილი ვარ კონცერტით. ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ცოტა მძიმე არისო მუსიკაო, მაგრამ მე სულაც არ ვთვლი ასე. კარგა ხანია ამ ტრიოს ვუსმენ და ამიტომაც პირიქით, ძააააააალიან ბედნიეირ გამოვედი კონცერტიდან. ლაივი მაინც სულ სხვაა.

დრო, როგორც ყოველთვის, უსწრაფესად გარბის. აგერ უკვე ახალი წლიც მოდის...

ყველაფერი ხუნდება, ცვდება, თითქოს გბეზრდება ადამიანს... მერე ახალ რამეს იპოვი და იმაზე გადადიხარ, ის უფრო საინტერესოა, მაგრამ რომ შეიცნობ ისიც გბეზრდება, ისევ რაღაც ახალი გინდა, უფრო საინტერესო ვიდრე წინა. ეტყობა ესეა მოწყობილი ეს ცხოვრება... მოვლენები და სიტუაციები ერთმანეთს ცვლის და ენაცვლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი გვავიწყდება. გულის სიღრმეში მაინც არსებობს რაღაც და ეს რაღაც არ კვდება, არც არასდროს მოკვდება, ჩემში ყოველთვის იქნება და იდება. ალბათ სხვა ადამიანებშიც. უბრალოდ, memories fade ... და არის პერიოდები, რომ ამას აშკარად ვგრძნობ.

არის რაღაცეები და ვიღაცეები ამ ცხოვრებაში, რაც და ვინც ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში :) და ვერც დრო და ვერც ჟამი მათ ვერაფერს დააკლებს.

4 comments:

Khatia Caroline said...

კი მართლა იარიან ეგეთები :)

Tiko said...

და ყველაზე მაგარია რომ მიხვდები, რომ არიან ასეთები :)

CinnamonGirl said...

წელიწადის დროები ცვალებადია, მაგრამ ის ხომ მარადიულია, რომ ეს დროები ყოველთვის ერთი და იმავე თანმიმდევრობით ყოველთვის ჩაენაცვლებიან ერთმანეთს...
და ამიტომ, გაუმარჯოს ყველაფერს მარადიულად დროებითს...
<3

Tiko said...

გაუმარჯოს :)