Thursday 18 March 2010

...

ახლა 1 საათია რაც სახლში მოვედი, დაღლილი, დაქანცული და ვფიქრობდი, თუ რაოდენ დიდ დროს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში სამსახური. ეს დღე ისედაც დაპატარავებულა და ახლა კიდევ უფრო სწრაფად გავა დღეები, კვირები, თვეები, წლები და ალბათ თვალის დახამხამებაში პირველ პენსიასაც ავიღებთ.
სამსახურის გამო, გვენატრება ოჯახი, მეგობრები, ბევრი რამ.
ველოდებით პარასკევ დღეს. მერე მოვა ეს სანატრელი პარასკევი და ისე მალე გადის პარასკევ დღეზე უფრო სანატრელი შაბათი და კვირა, რომ გაანალიზებასაც ვერ ვასწრებთ.
ბევრი რამ გასაკეთებელი გვრჩება, დრო კი ასე გადის.
ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა რომ ჩემი ცხოვრების ყოველი წამი კარგად გამოვიყენო. ახლაც ვთვლი, რომ აი ამ წუთას ბლოგში ჩანაწერს რომ ვაკეთებ, მერე წლების მერე, პენსიიდან რო მოვალ ხოლმე და სკამზე დავჯდები, მაშინ გამომადგება, გავიცინებ ხოლმე :)
წერა არაჩვეულებრივი გზააა აზრების დასაფიქსირებლად და მეც ამას ვაკეთებ ხოლმე აქ :)

8 comments:

Kate said...

მიყვარს შენი პოსტების კითხვა.
ხოდა სამსახურზე გეთანხმები და ისეთი მოხარული ვარ, რომ ისევ უმუშევარი ვარ. :))))))

Tiko said...

უმუშევრობა ცოტა ხანია კარგი, მერე ისევ მუშაობა მოგინდება, ალბათ :))))

მადლობა ;)

Kate said...

როცა ვმუშაობ, უმუშევრობა მენატრება ხოლმე.

თვითონაც აღრ ვიცი უკვე რა მინდა :D

Tiko said...

ნაცნობი სიტუაციააა ეგ :)))))

Kate said...

:)))

CinnamonGirl said...

კი, ეგრეა ნამდვილად მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან ერთსაც გეყტვი - სამსახური თუ არ გაქვს, ის მეგობრებიც, ოჯახიც და დარჩენილი რაღაც-ვიღაცეებიც არ გერგება და ყელში ამოგდის.

ნუ, ისეთ სამსახურს ვგულისხმობ, სადაც მხოლოდ ხელფასის გულისთვის არ დადიხარ და საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენ მეტ-ნაკლებად :)

Kate said...

@CinnamonGir - კი გეთანხმები.

Tiko said...

მართალი ხარ, დარიჩინის გოგონავ :)))